ჩვენს FB-ს გვერდზე 1 წლის განმავლობაში ჩატარდება ვიქტორინები და ფოტოკონკურსები ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის... ვიცი რომ ფორუმზე ბევრი ნიჭიერი ფოტოგრაფია და ამიტომ ვდებ კონკურსის ინფოს აქაც...
ამ კვირაში დაიწყო "ამბოლი"-ს ფოტოკონკურსი BMW და დისკი, რომლის საპრიზო ფონდია 600 ლარი. იქნება 2 გამარჯვებული: 1) ყველაზე მეტი LIKE-ის მქონდე და 2) ამბოლის სიმპატია (აირჩევენ ფოტოხელოვნებაში პროფესიონალი პირები)... წესები მდგომარეობს შემდეგში: ვაგზავნით საკონკურსო მხოლოდ 1 ცალ სურათს + ფოტოს ავტორს და მანქანის კუბატურას მაილზე gt@bmwclub.ge და 23 ნოემბერს იტვირთება ყველა საკონკურსო ფოტო საქართველოს BMW-ს კლუბის Page-ზე BMW Club Georgia - Facebook Page . 27 ნოემბერს (23:30-ზე) კი გამოცხადდებიან გამარჯვებულები. ვდებთ მხოლოდ ჩვენს გადაღებულ სურათებს. არ შეიძლება სხვისი გადაღებული სურათის დადება. შეგიძლიათ გამოაგზავნოთ სხვისი სურათი მხოლოდ ფოტოს ავტორთან შეთანხმებით. ნებისმიერი საეჭვო სურათის შემთხვევაში მოვითხოვთ დამამტკიცებელ საბუთებს (გადაღებულ მანქანას, დროს, ორიგინალ ფაილს და ა.შ.).
კონკურსის გამარჯვებული სურათები დაიკიდება თბილისის ქუჩებში არსებულ ბანერებზე, რასაც ჩვენი პარტნიორი Outdoor.ge უზრუნველყოფს. კომპანია ამბოლს და საქართველოს BMW-ს კლუბს აქვს უფლება ნებისმიერი გამოგზავნილი სურათი გამოიყენოს საკუთარი ორგანიზაციის სარეკლამოდ და შეხედულებისამებრ.
გისურვებთ წარმატებებს ამ ლამაზ კონკურსზე და დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს ამ ლამაზი იდეის განხორციელებისათვის!
IGT ვგრძნობ პროფესიონალი ხარ პიარში, მაგრამ ფოტოგრაფიის ამბავში აზრზე არ ხარ. არამგონია პროფესიონალი ფოტოგრაფი გამოეხმაუროს და მონაწილეობა მიიღოს ვიღაციას პიარში, ეს კონკურსი არაა. ეს არის პიარის კარგი საშუალება. რაც ყველამ ვიცით რითიც მთავრდება. ჯობია ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ფოტოგრაფებს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ : ))) ეს ჩემი აზრია.
Archer, 1) არანაირი ინფო არა გაქ ჩემს ფოტოგანათლებაზე... 2) თუ ვინმეს აქვს კარგი სურათი BMW-სი და დისკის არ უნდა გამოაჩინოს? 3) რა არის ცუდი პიარში და ამით (600 ლარის) საპრიზო ფონდის მოგებაში? 4) გირჩევნიათ არ იყოს ესეთი კონკურსები?
ვწუხვარ მაგრამ მე დედამიწაზე ვარ და შენ კი ამ თემის ირგვლივ - მთვარეზე ჩუსტებით... არ მიწყინო, მაგრამ სანამ რამე აზრს გამოხატავ დაფიქრდი - სწორი აზრია თუ მცდარი...
ფოტოკონკურსი ქვია იმ კონკურს სადაც ფოტოს აფასებს ფოტოგრაფი.და არა Like_ები.ეს ჭეშმარიტებაა როგორც 2X2 და მოდი ამაზე ნუ ვიკამათებთ. სხვის პროფესიონალიზმზე საუბარიკი ასე ადვილი არარის!
Giorgi Janibegashvili, Archer, ერთი რუსული გამოთქმით დავამთავრებ ამ ბრმა დისკუსიას... "მაიო ძელო პრედლოჟიც, ა ვაშე - ოტკაზაც!"
ვისაც უნდა გაატარეთ ))) ამბიციები გაქვთ თითქოს მომავალი დავიდსონები იყოთ ))) ესაა ტიპიური უნიჭობის კლავიატურით დაფარვა... ვინმეს რამის თავი გქონდეთ დაამტკიცებდით რომ "პრიმიტიული" კონკურსი თქვენთვის არაა პრობლემა...
IGT, იყო დრო როცა "პიარშიკად" ვმუშაობდი, მათ შორის კონკურსიც იყო, ფოტო, კინო, ლიტ და დოკუმენტური მასალების კონკურსი. გამოცდილება მაქვს და ვიცი, ეს რაც არის. მომეწონა შენი მცედლობა გამოიწვიო ადამიანი და "დაამტკიცებინო", რომ კარგად იღებს და სხვებზე უკეთესი შეუძლია გადაიღოს, ანუ შეჯიბრში გამოიწვიო. მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობა იყო.
რაც შეეხება კონკურსებს fb-ზე: 1. ეს კონკურსები თავისთავად გათვლილია კონკრეტული გვერდის გაპიარებისათვის და ლაიკების დამატებისათვის და არცერთი ორგანიზატორი ამის მეტს არ ფიქრობს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაუმარჯვებს, ანუ ობიექტურობით არ ხართ დაინტერესებულები. 2. ეს კონკურსი არ ავლენს გამარჯვებულს - ის ავლებს ყველაზე უნიჭოს ვინც მტს ემათხოვრება ლაიკებს.. 3. მსგავსი კონკურსები არის უნიჭოების დოღი, რომლებიც ურცხვად სთხოვენ თავიან ასევე უნიჭო რაზმს დაალაიქოს რაღაც გვერდი. ვერასოდეს ვერ ვხდებოდი და ვერც მივხვდები რად გინდათ კომპანიებს ამდენი უნიჭო და კვერცხი დამლაიკებლის ყოლა, რომელსაც არც შენი BMW და არ მისი ქართული კლუბი იოტის ოდენადაც არ აინტერესებს. 4. "აირჩევენ ფოტოხელოვნებაში პროფესიონალი პირები" - ეს არის სასაცილო ფრაზა. კონკურსების 95% ამ წინადადების მიღმა აყენებს რაღაც კონკრეტული ადამაინების ჯგუფს რომლებიც ატარებენ ამ კონკურსს და არა რეალურად ფოტოხელოვან ხალხს. არსებობს კიდევ ერთი უკიდურესობა, ამ ფრაზის ქვეშ გულისხმობენ მეჩითოვს და სხვათა და სხვათა, რომლებიც რეკლამასთან და დისკებთან არაფერშუაში არ იქნება.
საერთოდ მიყვარს გამოთქმა: პური მეპურემ გამოაცხოს და "ჟეშტი" "ჟეშტიანშიკმა" გაჭრასო.
არასწორად იქცევი: ფოტომოყვარულთა საიტზე შემოდიხარ რაღაცის გაპიარების მიზნით და უტევ იმ რამდენიმე აამიანს ვინც გამოეხმაურა თემას. ეს მეტყველებს შენს მცირე ასაკზე და გამოუცდელობაზე. ყველა აზრი მართებულია, გააჩნია ვისთვის. არ არსებობს უსაფუძვლო და გაუმართლებელი აზრები. როდესაც სხვების თუნდაც უარყოფითი აზრის მოსმენას და მიღება/გათვალისწინებას ისწავლი მერე ჩაატარე კარგი კონკურსი.
და კიდევ: სხვისი ფოტოს გამოყენების უფლებას რომ აძლევ ადამიანებს უკვე უბიძგებ იმ უნიჭოების დოღს გუგლს ჩაუსხდნენ და სხვა ნამდვილ ხელოვან ხალხს ფოტოები მოპარონ. სწორედ ესაა არაპროფესიონალიზმის გამოვლინება: აი კონკრეტულად შენ და შენს მთელს ჯგუფს საერთოდ არ გესმით რა არის ფოტგრაფია და ფოტო. როგორ შეიძლება ვინმე გულნაზ გვალუამ მიგოს თუნდაც ჩემი ფოტოთი, თუნდაც ამის ნება დავრთო? ეს ხომ სასაცილოა, მუქთაღორობის იდეალური მაგალითია.
არ შეიძლება მიღებული ფოტოების ავტორების ნებართვის გარეშე ნებისმიერი სახით გამოყენება, ეს იმას მიუთითებს რომ არც კი იცი რა ღირს ფოტო. არც ერთ ნამდვილ ხელოვანს არ უღირს თავის ფოტოს მუქთად გაცემა.
სანამ ამდენს ისწავლი, ბევრი დრო გავა და სავარაუდოდ ვერც ვერასოდეს აითვისებ, გამჯდარი გაქვთ უკვე ეს ფეისბუქო-ლაიკო-მანია სისხლში.
თითზე ჩამოსათველია დღეს საქართველოში კონკურსი რომელიც არის კარგი.
ეს ფეისბუქი კიდე არის გაპიარების ყველაზე კარგი საშუალება.
მოკლედ რა არ მაქვს ამ თემაზე ლაპარაკის თავი, თუ თქვენ არ გზავნით მე მაინც მისურვეთ წარმატება ეგებ გამიმართლოს არ დაიწყოთ ეხლა ამანაც დაიწყო დამილაიქეთ დამილაიქეთო არ მინდა კაიქი კაცო უბრალოდ რა მუღამის პონტში , ისე სლიხკომ.
kesha, კეშა არც პატარა ბიჭუნა ვარ და არც ახლა ვერკვევი ფოტოგრაფიაში თუ მარკეტინგში... ძალიან კარგად ვიცი სურათების გადაღების პროცედურა და ფასი, რადგან მე თვითონ რეჟისორი ვარ (ვიდეო რეკლამების განხრით)...
ვიცი რომ მასიურად კიდიათ შენი გვერდი ვინც კონკურსის გამო LIKE-ს გაძლევს, მაგრამ ეს არ კიდიათ სპონსორებს... მე სპონსორებს ვაძლევ რეკლამას, ისინი აწესებენ საპრიზო ფონდს და თემაზე ყველაზე კარგ სურათს ვარჩევინებ (ამ საიტის კონკურენტ) მართლა მცოდნეებს... მე მარტო PR რომ მაინტერესებდეს 2 გამარჯვებულს არ დავაწესებდი... და ვინმეს თუ 300 ლარები უყრია და არ უღირს თუნდაც 1 საათიან მომზადებად - ეს თქვენი გზაა... რაც შეეხება სხვისი სურათის გამოყენებას - მე ინტერნეტიდან არავის დავადებინებ სურათს და სხვისი ნებართვით სურათის დადებაში იგულისხმება შემდეგი: მე მყავს კარგი მანქანა და დისკები ხო? ვაღებინებ კარგ ფოტოგრაფს და ვდებ მე... მე მართლა თქვენსკენ ვარ და თქვენ კიდე ამბიციებით და "პროფესიონალიზმით" მაღალფარდოვან აზრებს მესვრით... ჩემზე კარგად ნაღდათ არ იცით აქედან არცერთმა საქართველოში რა მასაა სარეკლამო სივრცეში და რა რა ღირს... გეუბნებით ეს თქვენთვის კარგი თემა უნდა იყოს და ღმერთმა ის არ მოგცეთ რაც არ გინდოდეთ!!