დღეს WWW.BOKE.GE სრული 6 წლის გახდა. ცოტა მეტისიც არის, მაგრამ ოფიციალურად ასეა.
გილოცავთ ყველას ვინც ამ ხნის მანძილზე აქ ხართ, ყველას ვისთვისაც ბოკე რაიმეს ნიშნავს თუნდაც უბრალოდ ერთ რიგით ფოტოსაიტს სადაც ისე შედის როგორც საკუთარ სახლში.
ბევრი კარგი ფოტოები გადაიღეთ, ბევრი კარგი მეგობრები გაიჩინეთ, ბევრიც ისწავლეთ და მოკლედ რომ ვთქვა კაი პური ჭამეთ ბოკეს სახელით!!!
თქვენი დიდი იმედი მაქ, გაიხარეთ და ერთმანეთს გაუფრთხილდით!
რა კარგია არა, დეგრადირებული ბოკეს თემა 8 გვერდზეა და კიდე დაემატება დაბადების დღEს კი საკუთარ თAვს სულ 4 კაცი ულოცავს Archer,
მოგიკვდეს ჩემი თავი, ტელეფონი კი იცი, ხვალ 11 საათზე მეცადინეობა მაქ 1ზე მიმთავრდება და მერე თავისუფალი ვარ თუ დრო და სურვილი გექნება შემომიარე, ნინოშვილის 56
გამომრჩა, არ მეპატიება... გუჯა, გილოცავთ პირველ რიგში თქვენ, მერე საკუთარ თავსაც და ყველას : ))) სახლი კი არა, კერაა ბოკე : )) პ.ს. "დეგრადირებული ბოკეც" ბოკეს სიყვარულით არის, განა არა : )
სამწუხაროდ დღეს ვნახე და გავიგე ამ იუბილეს შესახებ, ნათქვამია ''სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო" , ისე რომ ყველას სულითა და გულით გილოცავთ. Guja, იმედი ვიქონიოთ რომ ,,დეგრადირებული ბოკე"-ს თემა მაგ 8 ფურცელს არ გაცდეს, მილოცვების და დაბადების დღეების თემები კი 88-ზე ნაკლები არ ყოფილიყოს