BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

> ნორას შია #3(4), სიბილე ბერგი თარგმანი გერმანულიდან-დალი ფანჯიკიძე

| |
Kapo
post Nov 8 2009, 13:27
#1 

Amateur Amateur
1,281


ნორას შია
სიბილე ბერგი


ყოველ დილით ვიწონები.

დილაობით ოდნავ ნაკლებს ვიწონი ხოლმე.

ნახევარი წელია მხოლოდ კიტრით, ვაშლითა და სალათით ვიკვებები. ყოველგვარი მისაყოლებლის გარეშე, რა თქმა უნდა.

თავიდან ცუდად ვხდებოდი. მუცლის გვრემა მემართებოდა. ახლა საქმე უკეთ მიდის. საჭმელს დავყნოსავ და მორჩა, აღარ მშია. საჭმლის სუნი გულს მირევს.

გუშინ 40 კილო ვიყავი. 1,75 ვარ და სიმაღლეში ალბათ ცოტას კიდევ მოვიმატებ. დაფიცებული მაქვს: კიდევ უნდა დავიკლო!

რაც ჭამას თავი გავანებე, არავინ აღარ მჭირდება. მშობლები გინდ ყოფილან, გინდ არა. ჩემზე რას ფიქრობენ, არ მაინტერესებს. მე ხომ ვიცი, რომ მაგარი ვარ. ამასწინ დედაჩემმა იტირა. დავინახე, როგორ ჩამოეთხაპნა მაკიაჟი და ოთახიდან გამოვედი. ახლა შევამჩნიე, რამსისქე ყოფილა, მაგრამ ეს ამბავი სულ არ აწუხებს. მე კი, სანამ სქელი ვიყავი, შესვენებაზე ფეხსალაგში გავრბოდი, რომ თანაკლასელებს გავრიდებოდი. ახლა აღარ ვიმალები, უფრო მეტიც, იმასაც კი ვფიქრობ, ჩემი შურთ-მეთქი.

სილამაზემდე კიდევ ბევრი მიკლია. ჯერ მაინც მეტისმეტად სქელი ვარ. მკლავებს არაუშავს რა - ძვალზე ტყავიღაა გადაკრული. ნეკნებიც უკვე კარგად მეტყობა, მაგრამ აი, ფეხები ჯერ კიდევ სქელი მაქვს.

სქელი როცა ვიყავი, თითქოს პიროვნებას აღარ წარმოვადგენდი. ახლა საქმე სხვაგვარადაა. შიგნით და გარეთ თავს ერთნაირად მტკიცედ ვგრძნობ. როცა რაიმე მიზანი გაქვს, მარტო აღარა ხარ, რადგან მიზანი მუდამ შენთანაა, მუდამ თან გახლავს.

კარგად მახსოვს ის დრო, სქელი რომ ვიყავი. ერთ წუთს თუ კარგად ვგრძნობდი თავს, მეორე წუთში ავღრიალდებოდი და მიზეზს ვერ ვპოულობდი. ეტყობა, ყველაფერი უაზრობად მეჩვენებოდა: ის, რომ სკოლას დავამთავრებდი, რაღაც პროფესიას შევიძენდი, მერე ალბათ გავთხოვდებოდი და პატარა ბინაში ვიცხოვრებდი. პატარა ბინაზე გულისამრევი კი აბა რა უნდა იყოს. ასეთ ცხოვრებას ხომ ცხოვრება აღარ ჰქვია. ოღონდ ცხოვრება როგორი უნდა იყოს, ჯერაც არ ვიცი. რომ გავლამაზდები, აი, ალბათ მაშინ მეცოდინება, რა არის ცხოვრება. მაშინ კეიტ მოსივით ლამაზი ვიქნები და მასავით მოდელიც გავხდები.

დედაჩემმა ამასწინ ფსიქოლოგთან წამიყვანა. ფსიქოლოგი ერთი მსუქანი, ბებერი კაცი იყო. დედამ მარტო დაგვტოვა და იმ ბებერმა გაჩმახება დამიწყო. ოღონდ ის კი ვერ მოტვინა, ასე იოლად მე რომ ვერავინ გამიჩმახებდა. რაღაც-რაღაცეები მეც წამიკითხავს და მათი ბრიყვული ტრიუკების ამბავიც ზეპირად ვიცი. ამ ბებერს ხომ, თითქოს საგანგებოდ, სიბრიყვე სახეზე ეწერა.

გაწუხებს რამეო, მკითხა და კიდევ რაღაც საზიზღრობები მოაყოლა. მე მხოლოდ მივჩერებოდი და ხმას არ ვიღებდი. ამ ქონის ტომარას პერანგქვეშ ოფლის ღარები ემჩნეოდა. მის შეკითხვებზე არც დავფიქრებულვარ. განა შეიძლებოდა, ისეთი კაცისთვის რაიმე მომეყოლა, საკუთარი თავი რომ ვერ გაუკონტროლებია და გასკდომამდე ძღება? მოკლედ, წამოვედი და ის ფსიქოლოგი აღარც გამხსენებია.

მე ჩემი მიზანი მაქვს. არაფრის აღარ მეშინია. არც ფიქრისთვის ვიწუხებ თავს და ასეთ ყოფას, მე მგონი, ამქვეყნად არაფერი სჯობია.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nina Minzoni
post Nov 9 2009, 11:47
#2 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


bravo.gif დიდი მადლობა!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mano Svanidze
post Nov 9 2009, 11:52
#3 

Amateur Amateur
2,750


ძალიან ველოდები Hოლმე შენს თემებს : ))
საინტერესო რამეებს ვაწყდები angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Nov 9 2009, 12:17
#4 

Amateur+ Amateur+
4,684


ძალიან მომინდა აქ ამ ფოტოს დადება, მაპატიეთ DDDD.gif

user posted image

რამდენიმე სხვა ავტორის ფოტოც გამახსენდა, მაგალითად ეს : )
http://www.boke.ge/forum/?img=78829
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Nov 14 2009, 13:45
#5 

Amateur+ Amateur+
9,217


მადლობა
ოღონდ დიდი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 19th November 2024 - 20:35

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'