BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

> ნატვრის ხე, გიორგი ლეონიძე

| |
Kapo
post Jun 6 2009, 00:09
#1 

Amateur Amateur
1,281


ნატვრის ხე
გიორგი ლეონიძე

ხეა ხეა ხერავანდი,

ზედ ასხია შარავანდი.

ხ ა ლ ხ უ რ ი





დიაკვანი ელეფთერი საღამო ხანს სოფლის მოედანზე იდგა და გლეხებში საუბარს გულს აყოლებდა.

ეს სწორედ ის ელეფთერია, რომელსაც გასულ თვეს სცემეს კეტებით დღეობაში მოსულმა ჭირვეულმა სტუმრებმა -ელეფთერი რათა გქვიანო! ამ ელეფთერზე იტყოდა სოფლის მღვდელი: ორი ელეფთერი რომ მყავდეს, ერთს უსათუოდ ჩამოვახრჩობდიო!

ელეფთერი ღვინის კაცი უფრო იყო, ვიდრე სულისა, თავქეიფა, ლხინიკო, ღვინის ხაპია! წირვა-ლოცვაზე საღვთო წერილს სულ უღიმღამოდ, ლუღლუღით ჩაიკითხავდა, მაგრამ ფსალმუნის იმ ადგილს, სადაც წერია: “ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო“, დიდი სიყვარულით, დიდის რიხითა და ხმის ამაღლებით წარმოთქვამდა.

შებინდებამდე მინდვრიდან ნახირი დაბრუნდა, ყველამ თავის საქონელს მიაშურა, სოფლის მოედანი დაცარიელდა. უსაქმურ ელეფთერს უღარიბესი გლეხი ელიოზიღა შერჩა ხელთ.

-მაშ, ეს კი არ იცი, შენ, ძმაო, დაღონებულო, -მიმართა ელიოზს,-რომ ვეშა-წყარო უკვდავების წყალია?!

დიაკვანმა გამვლელ გოგოს, აბდიას, სველი ლიტრა გამოგლიჯა ხელიდან და მიიყუდა, ჯერ პირში წყალი დაიგემოვნა, მერე დაახრიალა, ახლა ზედიზედ იწაფა და კმაყოფილმა, ბედნიერებით მიბნედილმა, წყნარად თქვა: ვაი, ჩემი თავი მოგიკვდეს და აღარა გყავდეს, თუ არ იცი, რა არის ვეშა-წყარო!

-სად არის ეგ წყარო?

-თეთრობიანის მთებში.

-რის წამალია?-მორცხვად იკითხა ელიოზმა.

-წამალი კი არა უკვდავებაა!

-უკვდავება რა არის?

-სულ ცოცხალი იქნები!

ელიოზა შეკრთა, უკან დაიხია.

-არა არ მინ და! რათ მინდა, ამ ტანჯვასა და სიღარიბეში?

-მერედა ვინ გაძლევს შე საცოდავო! განა შენისთანებს მიესვლებათ ვეშა-წყაროსთან?!-და თვალები გადაუბრიალა.

დიაკვანი განაწყენებული შესცქეროდა ელიოზს, დიდად გაკვირვებული, რომ ასეთი ბნული და უხეში კაცი ნახა, რომელიც უარს ამბობდა მის მიერ აღმოჩენილ უკვდავების წამალზე.

ტყუილად წყრებოდა დიაკვანი. წვრილშვილი ელიოზი უსაშველოდ ღატაკი იყო-ასეთია, ასეთი, რომ მშიერი ძაღლი პურს არ გამოართმევსო!-იტყოდნენ ხოლმე მეზობლები და მართლაც უმამულო, უსარჩოო ელიოზის ჩამონგრეული მიწურის წინ მუდამ გუბე იდგა, მწვანე ბუზებით სავსე...ძონძები... ჩვრები... ჭუჭყი... შიმშილი... საზიზღარი სიღარიბის უკვდავება რად უნდოდა საწყალ ელიოზს?

ნაზი გულის ადამიანი იყო ელიოზი და თან ცხარე მეოცნებე. ცხოვრების სისასტიკეს მის სულში ვერ ჩაქრო ოცნების ნაპერწკალი და თავისივე შეთხზული უცნაური ოცნებებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილიდაგან.

ჯერ ოქროკვერცხას, ოქროს მდებელ ქათამს, ეძებდა ბუჩქნარებში, მერე დაეჟინა ნათელთევ-

ზას დაჭერა და მთელი დღეები დაკარწახებული იდგა იორში: მოჩხრიკა, ამოხაპა იორი, დაღალა ბადე,

ჩანგალი; წყლის ტოტებიც დაწურა, ხელაობასაც გადააკვდა, მაგრამ არ იქნა, ნათელთევზა ვერ იგდო

ხელთ და ვერა!

ახლა გულში ჩაედო ხერევანდის ხისა, ანუ ნატვრის ხის ნახვა და მისი ნაყოფის ჭამა; ამ სურვილის

ასრულება და მისი ნაყოფის ჭამა; ამ სურვილის ასრულება და მისი გამდიდრება ხომ ერთი იქნებოდა! ელიოზს სწამდა: იანვრის სასტიკ ყინვიან ღამეში თუ შუაღამისას მოხვდი ტყეში და თუ ცის გახსნას შეესწარ, მაშინ დაინახავ ტურფად აყვავილებულ ჯადოსნურ ხეს. არა მშვენიერება მას არ სჯობია! ის ხე თურმე ერთ საათში კიდეც აყვავდება, კიდეც ნაყოფს მოისხამს. თუ მისი ნაყოფი ხელთ იგდე, ერთი გაკვნეტა და მორჩა! სიღარიბე იმ წამსვე ჩამოგეცლება სამუდამოდ! ვინ უთხრა ვინ ჩააგონა, დღესაც არ ვიცი, ეს კია, რომ იანვრის ღამეებში, როცა ყინვით ცა გასკდომაზეა, ხშირად დახეტიალობდა

დაკონკილი ელიოზი ტყეში, მარტოდმარტო ცის გახსნისა და იმ ნატვრის ხის ნახვის მოლოდინში.

__ან დათვისა არ გეშინია, ან მგლისა, ან აფთრისა, რომ შიშველი ხელებით დადიხარ უღრან ტყეში?

მაგრამ ელიოზის თვალწინ მხოლოდ წითელ-ყვითლად აბრიალებული, აყვავებული ხე იდგა და სხვას ვეღარას ხედავდა-ვერც საშიშს, ვერც სახიფათოს და მისი კონკებში გამოხვეული სხეულიც ოცნებით გახურებული, ეტყობა, ვერ გრძნობდა მოუთმენელ სიცივეს.

ცოლ-შვილი ვედრებით უშლიდა ელიოზს ტყეში სიარულს, მაგრამ მან თავისი არ დასთმო. ბოლოს

შეეჩვივნენ კიდეც და თავი მიანებეს, ტყიდან დაბრუნებული შეშის გუდურას ჩამოაყალიბებდა ხოლმე

ხელს და ოჯახში კიდეც უხაროდათ.

__რა ჰქენი, ელიოზ, იპოვე შენი ნატვრის ხე?__შევეკითხებოდი ღიმილით

__ვერა, მაგრამ ვნახავ!

__ტყეში რომ ცივა, რომ ბაბანებ და თრთი ამ ფიცხელ სიცივეში?

__მაშ როგორ გინდა, შე ოჯახაშენებულო?

და აი, ერთ ზამთრის დილას, როცა სიცივეს ჭახჭახი გაუდიოდა, ტყიდან მარხილით ჩამოასვენეს

ელიოზი. ნატვრის ხის ძიებაში, მის ყარაულობასა და ლოდინში, ყინვით აყვავებულ ხის ქვეშ გაყინულიყო.

--- მართლაც, ისეთი ლამაზი ხე ამოერჩია საწყალს, რომ იმის დანახვას არაფერი სჯობდა. ყინვას მოერთო ათასნაირი ყვავილებით, არშიებით, რუშებით, ჯინჯილებით, სულ დასურათებული იყო,--- ამბობდა ტყის მცველი ბოდაველი, რომელიც შემთხვევით ზედ წასდგომოდა გაყინულ ელიოზს ბნელ ტყეში.

ასე კი იყო...

ელიოზს კუბო თავის ფარღალალა საბძლის ფიცრებიდან შეუკრეს.

დიაკვანი ელეფთერი ერთხელ კიდევ გამოთვრა ელიოზის ქელეხში და მით მორიგი ოცნება გაინაღდა. მეორე დღეს მხოლოდ დარდის ამშლელ ნაღვინეობას უჩიოდა.

საწყალი ელიოზი მაინც ვერ გაექცა შემზარავ სინამდვილეს და ოცნების ხეს შეეწირა.

პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან . პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Jun 6 2009, 01:02
#2 

Amateur+ Amateur+
28,968


იცი რა მაინტერესებს ?
ამ "თამაშს" შენს გარდა ვინმე თამაშობს?
DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Pkhakadze
post Jun 6 2009, 01:42
#3 

Photographer Photographer
8,492


მე სიამოვნებით ვითამაშებდი მაგრამ ამ ბოლო დროს ვერაფერ ვერ ვიღებ და ძველ ფოტოებში ქექვა არ მინდა,
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jun 6 2009, 03:17
#4 

Amateur+ Amateur+
8,113


გენიალური ნაწარმოები!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Medea Sharikadze
post Jun 6 2009, 08:47
#5 

Amateur Amateur
2,198


DIKARKA DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif


პირველი მიზეზი : ასეთი ''ინტელექტუალური'' თამაშების ადგილი აქ არ არის და მაგიტომ არ თამაშობს არავინ smile.gifმეორე მიზეზი კი შეიძლება იყოს დაზარება, ანუ ''მოიცა ერთი, ამის თავი არ მაქვს''...


აი, მე ''ვითამაშებ '' smile.gif


და თუ რატომ ეს ფოტო, ამას თემის ავტორი ახსნის smile.gif


user posted image







 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Jun 6 2009, 11:35
#6 

Amateur Amateur
1,281


ეს ხომ ელიოზია ხალხო... ასეთი გამადიდებლით არ ეძებდა იგი სასწაულს?... smile.gif

პირდაპირ ისაა!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Jun 6 2009, 12:06
#7 

Amateur Amateur
1,281


ყოველ წამს მინდა ვიკითხო...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jun 6 2009, 12:41
#8 

Amateur+ Amateur+
4,684


მიზეზები არის.. ერთი ისიც, რომ ინტერნეტში კითხვა ბევრს ეზარება და ხანდახან მეც, ისედაც გაწყალებული მაქვს თვალები.
გარდა ამისა, ნიკას პრობლემა ჩემთანაც აქტუალურია.
არადა იდეა მშვენიერია და თამაშს ამოქოქვა ნამდვილად სჭირდება.
პერიოდულად მეც შემოგიერთდები, თუ რამე ვნახე.
ჩემი ფოტოებიდან ერთი გადახედვით ბევრი ვერაფერი მივუსადაგე და ამას ავტვირთავ.

ვიღაცას მაინც უპოვია და ახლაც იქ ზის :P

user posted image

_________________________________________________________________________________
gingery, საშინლად მომეწონა შენი ფოტო smile.gif

დამბურძგლა რომ შევხედე...


ინტერნეტში კითხვა, მართლაც რომ საზიანოა თვალებისთვის, მაგრამ უფრო მეტად საზიანოა კომპთან ჯდომა არაფრისთვის, ანუ მაუსის უაზრო წკაპუნი და ერთიდაიგივე ფოტოების ქექვა, უშინაარსო კომენტარების წერა და ვიღაცეების პროფილის მოწმება. ბიჭია თუ გოგო? 20-საა თუ 21-ს, სიმპათიურია თუ არა და ა.შ. ეს არამარტო თვალებს, არამედ ტვინსა და სულსაც აავადებს..... (gingery ეს შენ არ გეხება, ზოგადად ვამბობ. მერწმუნე ამ საიტის 90% ამითაა დაკავებული, მერე როგორი შეთრევა იცის?... საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და იმიტომ ვამბობ ასე დაბეჯითებით)

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
battery is low
post Jun 6 2009, 13:41
#9 

Amateur Amateur
3,139


ამ ნაწარმოებს ყოველდღე ვკითხულობდი და ახლაც სოფელში ჩემი ბალიშის ქვეშ დევას ვიცი..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
rimanely
post Jun 6 2009, 15:08
#10 

Amateur+ Amateur+
9,217


Medea Sharikadze,
Hუჰ
გადასარევია..
ცისფერი ტონი როგორ მოუხდებოდა მაგ ფოტოს! სუფთა ელიოზი ინქებოდა...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nature
post Jun 6 2009, 15:45
#11 

Amateur Amateur
4,227


ჯერ ოქროკვერცხას, ოქროს მდებელ ქათამს, ეძებდა ბუჩქნარებში, მერე დაეჟინა ნათელთევ-ზას დაჭერა და მთელი დღეები დაკარწახებული იდგა იორში: მოჩხრიკა, ამოხაპა იორი, დაღალა ბადე, ჩანგალი; წყლის ტოტებიც დაწურა, ხელაობასაც გადააკვდა, მაგრამ არ იქნა, ნათელთევზა ვერ იგდოხელთ და ვერა!
ახლა გულში ჩაედო ხერევანდის ხისა, ანუ ნატვრის ხის ნახვა და მისი ნაყოფის ჭამა; ამ სურვილის ასრულება და მისი ნაყოფის ჭამა; ამ სურვილის ასრულება და მისი გამდიდრება ხომ ერთი იქნებოდა!

user posted image

ელიოზს სწამდა: იანვრის სასტიკ ყინვიან ღამეში თუ შუაღამისას მოხვდი ტყეში და თუ ცის გახსნას შეესწარ, მაშინ დაინახავ ტურფად აყვავილებულ ჯადოსნურ ხეს. არა მშვენიერება მას არ სჯობია! ის ხე თურმე ერთ საათში კიდეც აყვავდება, კიდეც ნაყოფს მოისხამს. თუ მისი ნაყოფი ხელთ იგდე, ერთი გაკვნეტა და მორჩა! სიღარიბე იმ წამსვე ჩამოგეცლება სამუდამოდ! ვინ უთხრა ვინ ჩააგონა, დღესაც არ ვიცი, ეს კია, რომ იანვრის ღამეებში, როცა ყინვით ცა გასკდომაზეა, ხშირად დახეტიალობდა

დაკონკილი ელიოზი ტყეში, მარტოდმარტო ცის გახსნისა და იმ ნატვრის ხის ნახვის მოლოდინში.

user posted image

- მართლაც, ისეთი ლამაზი ხე ამოერჩია საწყალს, რომ იმის დანახვას არაფერი სჯობდა. ყინვას მოერთო ათასნაირი ყვავილებით, არშიებით, რუშებით, ჯინჯილებით, სულ დასურათებული იყო,--- ამბობდა ტყის მცველი ბოდაველი, რომელიც შემთხვევით ზედ წასდგომოდა გაყინულ ელიოზს ბნელ ტყეში.

user posted image

ასე კი იყო...


user posted image

მარჯვნივ ელიოზ, მარჯვნივ....
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Queer
post Jun 6 2009, 23:17
#12 

Amateur Amateur
835


user posted image

არ ვიცი თემასთან ახლოსაა თუ არა, მაგრამ მაინც დავდე

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Jun 11 2009, 15:09
#13 

Amateur Amateur
1,281


DDDD.gif აი მალადეეეც, შეგძლებიათ!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sopo Jashi
post Jul 21 2009, 21:04
#14 

Amateur Amateur
3,381


ნაზი გულის ადამიანი იყო ელიოზი და თან ცხარე მეოცნებე. ცხოვრების სისასტიკეს მის სულში ვერ ჩაქრო ოცნების ნაპერწკალი და თავისივე შეთხზული უცნაური ოცნებებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილიდაგან.

user posted image

ცოტა გვიან ვნახე ეს თემა...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 9th November 2024 - 18:14

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'