რაღა ეგვიპტის ცხელი ამბები და რაღა ბოკე! კარგია, კარგი. ეგრეც უნდა იყოს. ვიღაც ჭკვიანის ნათქვამია: "ახალგაზრდების ზედმეტაც ცხელი ტემპერატურაა ის ფაქტორი, რაც ცივილიზაციის საერთო ტემპერატურას ნორმაში ინარჩუნებს"-ო. ასე, რომ keep it coming, dude!
სასიამოვნო მოსასმენია წუხილი ბოკეს სტანდარტებზე და ხარისხზე: ის ამ საიტის და ბოკეს, როგორც იდეის სიყვარულითაა გამოწვეული. გვინდა რომ კარგი იყოს, მაგარი იყოს. ესაა მთავარი ჩემი აზრით, ანუ ამ თემის თუ სხვა მსგავსთა გახსნა და დუღილი უბრალო მოჯანყეობით კი არა, არამედ ბოკეს ცეცხლის არგანელების სურვილითაა განპირობებული.
საქმე, როგორც წესი, იმაშია ხოლმე როგორ გვინდა რომ შევცვალოთ რაღაც და არა იმაში, რომ გვინდა შევცვალოთ. როგორც მახსოვს, როცა ბოკეს ეყრებოდა საძირკველი, ჯდებოდა ხალხი და მსჯელობდა ამაზე. მერე რაღაცეები იფილტრებოდა და გადაწყვეტილებებიც მზის შუქს პოულობდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ არიქა, ძველები მაგრები იყვნენ და "ჭყინტები" მარტო ბუინით კმაყოფილდებიან. უბრალოდ, დასხედით რა და ჩამოთვალეთ რა და როგორ გესახებათ. იმ ძველებმა თავისი დრო და რესურსი ჩადეს ამ ყველაფერში. დღემდეც როგორც არის, ინახავენ თბილად ბოკეს კერიას. ახლა, ბაბა, დაბერდა ხალხი, ზოგი დაცოლშვილდა, ზოგი ბაბუაც კი გახდა.
ჰოდა ამდენი რამაც დამაწერინა: კონსტრუქტივისკენ წავიყვანოთ აბა ეს დუღილი. დავამაჭროთ და დავაღვინოთ რამე კონკრეტულზე. ისიც არ დაგვავიწყდეს რომ ბოკე ისეთივე ჭრელია, როგორც ბოკელები. ზოგს რა ინტერესი ექნება აქ და ზოგს რა. ყველას ერთი არშინით ვერ გავზომავთ და არც გაიზომება. რჩევის და კრიტიკის მიღების კულტურა ოჯახში თუ არ უსწავლია ადამიანს, ბოკე ვერ ასწავლის.
მაგალითისთვის, "საკლასო ოთახში" შეიძლება ნეტში გაფანტული რესურსების მობილიზება იმ ვებსაიტებიდან, სადაც ვიდეოგაკვეთილები იდება ხოლმე. ლინკების მეტი რა იშოვება? თუ ვინმეს ელექტრონული წიგნები გეშოვებათ, მიეცით ადმინისტრაციას და დაკიდოს აქ. რა ვიცი, ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. მაგალითისთვის, აგერაა ფოტოჟურნალების დიდი არქივი.
უჰ, ყავაც გამიცივდა ამდენი "სიბრძნის" ფრქვევაში.. Added @ პ.ს. უკაცრავად და მითითებულ ლინკზე გასვლისას შესაძლოა სარეკლამო ნაწილში ცოტა არ იყოს უხიაგი რამეები გამოყაროს - ყველა ჯურის ჟურნალის საიტია ეგ და შესაბამისად "ციგილ-ციგილ, აილულუ" რამეებიც დევს.
ბოდიში ახლა თემიდან რომ ვუხვევ, მაგრამ პირველ გვერდზე Chalo-ს უწერია რომ შეფასების თხოვნით ტვინს ჭამენ PM-ებშიო... ამაზე მე იმას ვიტყვი რომ მაგალითად მე სურათს რომ ვდებ, თუ არ შემიფასეს რა აზრი აქვს იმ სურათის არსებობას საიტზე? ამიტომ თუ ვინმეს ვთხოვ ხოლმე რომ შემიფასოს სურათი მე მართლა მაინტერესებს მათი აზრი და მინდა რომ ობიექტურად შემიფასონ სურათი, ან რამე მომწერონ რჩევის სახით რის ხარჯზეც მე ნელ-ნელა შევძლებ უკეთესი სურათის გადაღებას.
როცა ფოტო მომწონს ვაფასებ,ხშირად შეიძლება რაღაც არ მომეწონოს,თუმცაღა ან 5ს ვწერ(წახალისების მიზნით) ან არაფერს(ქულების ჩამოგდება ნაკლებად მგვრის სიამოვნებას,მარა დაახლოებით 5ჯერ 0იც მაქვს დაწერილი) და მე სხვა შეფასებაზე მქონდ აქ საუბარი,როდესაც გხვდება ტექსტი:დამიწერე 5 და დაგიწერ მეც 5-ს
ხდება ისეც რომ გამმრჩენია ფოტო,თუმცაღა მილიონში ერთხელ ხდება რაც შეეხება სუბიექტურ აზრს,მეტნაკლებად ვწერ ხოლმე,შეგიძლია ნახო კომენტარები ჩემი... რჩევას(იმ ცოდნის შესაბამისად რაც მე მაქვს) ვიძლევი იმ შემთხვევაში როცა ვხედავ რომ ადამანში არის რაღაცა,და სჭირდება ხელის წაშველება,და როცა მონდომებულია,და მსგავსი ამ საიტზე ძალიან ბევრია,რომელსაც თვეების განმავლობაში ვუხსნიდი იმას რაც მე ვიცოდი...
რაც შეეხება შენს ფოტოებს,გადავხედე და გეტყვი რომ არცერთი არ გამიხსნია,პრევიუზე არც ერთი მომეწონა და იმიტომაც
მე არჩერის პათოსს ვიზიარებ... მიუხედავად იმისა, რომ ვთქვი აღAრ შემოვალ, ეჰ...
ბევრს უნდ აჩაეხსნას სტატუსი, ძველ მომხმარებლებს, არააქტიურ იუზერებს... რამდენიმე აქტიურ იუზერს უნდ აჩაეღოდ სიპი, აკონტროლოს ფოტოები, კრიტიკა, არაადეკვატური გამოხტომები და ა.შ.
თითოეულ თქვენგანს ვტხოვ იყოთ აქტიურები, კრიტიკულები, საჭიროების შემტხვევასი, თუნდაც სუბიექტურად მოხიბლულები...
ადმინისტრატორები მომხმარებლის სახელი განყოფილებები მდებარეობა GJ. ყველა განყოფილება თბილისი [PM] Magdu ყველა განყოფილება თბილისი [PM] shom ყველა განყოფილება Tbilisi [PM] Sopho Nadareishvili ყველა განყოფილება Tbilisi [PM] admin ყველა განყოფილება [PM] Nika ყველა განყოფილება Tbilisi [PM] Sandro ყველა განყოფილება [PM] www.boke.ge ყველა განყოფილება [PM]
ესენი არიან ადმინისტრატორები, რომლებიც ადმინისტრირებას უწევენ საიტის ფუნდამენტურ და მაშტაბურ ცხვლილებებს (თუმცა მაგდუს გარდა საიტზე არ აქტიურობს არცერთი სხვა ადმინისტრატორი, სავარაუდოდ საპატიო მიზეზების გამო), მოდერატორები ანხორციელებდნენ უფრო სიღრმისეულ და დეტალურ სამუშაოს, როგორიც იყო: პლაგიატის აღმოჩენა, ცენზურის დაცვა და სხვა წესების დარღვევები.
ხოდა მარტივი მისახვედრია ყველაფერი, 12 000 თუ მეტი ან ნაკლები მომხმარებელი და ერთი ადმინისტრატორი. რთული სამუშაოა ნამდვილად ))
რაღაც არა მგონია მოდერატორი დიდად საჭირო იყოს დღეს ბოკეზე. ანუ რა უნდა გააკეთოს მოდერატორმა ისეთი, რასაც რიგითი მომხმარებელი კეთილი ნების შემთხვევაში ვერ იზამს? ნუ თუ ვინმეს დაბანვა-დავორნვის ჯავრი არ სჭირს? : ))))