BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ფორუმის მეგზური, დაგეხმარებათ არ დაიკარგოთ

| |
Nika
post Jun 3 2005, 15:55
#1 
Club Founder

Administration Administration
8,485


ვინაიდან ბევრი კითხვა იბადება ამა თუ იმ თემაზე და ასევე ხშირია ტოპიკების გახსნა არასწორ ადგილას გთავაზობთ ფორუმის და გალერეის განყოფილებების მოკლე მიმოხილვას. მაშ ასე დავიწყოთ ფორუმით:

1) ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო: აქ თავმოყრილია ფოტოგრაფიასთან პირდაპირ კავშირში მყოფი თემები. გახსენით აქ თემები, რომლებიც დაკავშირებულია ფოტოგრაფიასთან და წერეთ კომენტარები.
აქვე გვაქვს ექვსი ქვეფორუმი:
ა) მილოცვები: მგონი გასაგებია
ბ) გართობა: ლოგიკური თავსატეხები, ტესტები და ა.შ...(სასურველია დაკავშირებული იყოს ფოტოგრაფიასთნ)
გ) ცნობილი მხატვრები და ფოტოგრაფები: სხვადასხვა ცნობილი მხატვრების და ფოტოგრაფების მოკლე ბიოგრაფიული ცნობები და მათი შემოქმედების მოკლე მიმოხილვა ფოტოების და ნახატების თანხლებით.
ამ ქვეფორუმში თემის გახსნას თვისი წესები აქვს, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ამავე ქვეფორუმში ცალკე თემის სახით.
დ) განცხადებები: აქ განთვსებულია განცხადებები ფოტოკონკურსების, ფოტოგამოფენების, ფოტოვაკანსიების შესახებ......
ე) გამოკითხვები: ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული გამოკითხვები.....
ვ) სხვადასხვა: სხვადასხვა საინტერესო თემები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ფოტოგრაფიასთან და ამავე დროს გვეხმარება მეტი რამ შევიტყოთ და უფრო უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი.....ასევე გამონაკლისის სახით დაშვებული რამდენიმე არაფოტოგრაფიული თემა, რომლებიც იხსნება მოდერატორებთან შეთანხმებით....

2) ფორუმის წესები, კითხვები, სიახლეები: სიახლეები, კითხვები, წინადადებები. მოკლედ ყველაფერი რაც ფორუმის და გალერეის ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული. აქვე შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე საჭირო ინსტრუქცია.

3) ფოტოკლუბი ბოკე: აქ კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული თემებია გახსნილი, რომლის ნახვა ყველას შეუძლია. აქვეა ერთი ქვეფორუმიც:

4) კლუბის შეხვედრები, სადღესასწაულო ღონისძიებები: კლუბის მიერ ორგანიზებული ბუნებაში და არა მარტო ბუნებაში გასვლების დაგეგმვა და შემდეგ ფოტოების განთავსება. ასევე დაუგეგმავი გასვლებიდან კლუბის ზოგი წევრების მიერ მონაყოლები და სხვა. კლუბის სხვა ზეიმების თუ ღონისზიებების შესახებ ინფორმაცია. აქვეა ქვეფორუმი სადაც იხილავთ თემებს და ფოტოებს კლუბის მისერ მოწყობილ ფოტო ექსპედიციაზე ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში...

5) საავტორო ფოტოგალერეა: აქედან პირდაპირ გალერეაში გადახვალთ......

6) ითხოვეთ დახმარება კლუბისგან: გჭირდებათ დახმარება? მაშინ თქვენ სწორად აგირჩევიათ ფორუმი. ითხოვეთ დახმარება გადაღების, ფოტოაპარატის არჩევის, ფოტოს დაბეჭდვის და ბევრი სხვა რამის შესახებ.

7) ფოტო-რეპორტაჟები: აქ განთავსებულია კლუბის წევრების მიერ მომზადებული სხვადასხვა ფოტო რეპორტაჟები.....

8) ციფრული ფოტოგრაფია: ყველაფერი ციფრული ფოტოგრაფიის შესახებ. რჩევები ციფრული აპარატის არჩევისას და სხვა მრავალი.

9) ფირის ფოტოგრაფია: ყველაფერი ფირის ფოტოგრაფიის შესახებ: ფირების არჩევა, აპარატების დახასიათებები და სხვა.

10) ფოტოლაბორატორია და საკლასო ოთხი: საინტერესო სტატიები ფოტოების გადაღების, გამჟღავნების, დამუშავების, გაფორმების და ბეჭდვის შესახებ. აუცილებლად შეიხედეთ აქ. გამოცდილი ფოტოგრაფებიც. კი ნახავთ აქ ბევრ საინტერესოს.

10) ფოტოტექნიკის ყიდვა-გაყიდვის სექცია: ფოტო ტექნიკის ყიდვა-გაყიდვა. ბმულები სხვა ფორუმებიდან.

11) პლაგიატის შემთხვევები ფოტოგრაფიაში: პლაგიატის შემთხვევები ჩვენს გალერეაში.....


გადავიდეთ ფორუმის საინტერესო ფუნქციებზე. მარჯვენა ზედა კუთხეში "ახალი გამოხმაურებები"-ზე დაჭერით გამოვა სია სადაც ყველა ფორუმიდან ნახავთ თქვენი ბოლო შემოსვლის შემდგომ ახალი გამოხმაურებებიანი თემების სიას. ამ სიაში თემის მარჯვნივ სტაფილოსფერ კვადრატზე დაჭერით კი მოცემულ თემაში თქვენი ბოლო ნანახი წერილის შემდგომ წერილზე აღმოჩნდებით

ახლა გალერეა:

გალერეაში გადასასვლელად დააჭირეთ "გალერეა"-ს მარჯვენა ზედა კუთხეში. გალერეა დაყოფილია ორ ძირითად ნაწილად

1) თემატური გალერეა
2) საოცარი საქართველო

დამატებით, შეგიძლიათ იხილოთ:
ა) საუკეთესო ფოტოების კოლექცია
ბ) თვის საუკეთესო 30-ეული

სურათების დადება შესაძლებელია მხოლოდ თემატურ გალერეაში.
თუ თქვენი ფოტო განკუთვნილია გალერეისთვის ,,საოცარი სქართველო” მიმართეთ თხოვნით ადმინისტრაციას და ფოტო იქ გადავა.
საუკეთესო ფოტოების კოლექციაში ავტომატურად ხვდება ის ფოტოები რომელბიც მიიღებნ ყველაზე მაღალ შეფასებებს.....
საუკეთესო 30-ეულში კი ხვდება ერთი თვის განმავლობაში ყველაზე რეიტინგული ფოტოები

გალერეის ძირიტად გვერდზე ასევე არის მოცემული ბოლო 10 სურათი და 5 შემთხვევითი ფოტო. ხოლო "ახალი სურათები"-ზე დაჭერით გამოჩნდება ბოლო 40 ფოტო.

კიდევ ერთი:

როდესაც რაიმე ტექნიკური ხასიათის შეკითხვა გაგიჩნდებათ, რომელზეც პასუხი ზემოაღნიშნული გზით ვერ იპოვეთ, გთხოვთ პასუხის მისაღებად ნუ გახსნით ახალ ტოპიკს, დაუმესიჯეთ PM-ით მოდერატორებს, ან ადმინისტრაციის წევრებს:

ნიკას (Nika)
ირაკლი (Magdu)
გოგა (GJ)
გუჯა (Guja)
სოფო (Sopho Nadareishvili)
შოთა (Shota Megrelishvili)

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი კლუბის ფორუმზე და გალერეაში.

წესები განახლებულია: 21 სექტემბერი, 2007 წ.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 18th November 2024 - 04:16

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'