აუ ნეტავი გამაგებინა იმ ხალხის ვინაობა, ვინც მანდ "მასტერკლასები" ატარა ამ მარაზმატიკების დასაცინებიც რომ გავხდებით რა... ეხლა ჩამოვლენ გერმანიაში და იბაქიბუქებენ, ქართველებს მასტერკლასები ჩავუტარეთო. კარგით რა...
ერთი გერმანელი სამსახურში მიხსნიდა, 30 წლის კაცს, რომ თურმე ძაღლი სულ შინაური ცხოველი კი არ ყოფილა, არამედ მოიშინაურა ადამიანმა, თორე მანამდე როგორც მელა, გარეული ცხოველი იყოო. ამათ ჩვენ გონება ჩამორჩენილები თუ იდიოტები ვგონივართ, ვერ გავიგე. მემგონი თავად ახალი გაგებული ქონდა ეს ინფორმაცია ძაღლის შესახებ და მე მიხსნიდა ეხლა და ასეთი რამდენიც გინდა იმდენია. ხო და ჩვენებიც იწვევენ ასეთებს ჟიურიში და მასტერკლასების ჩასატარებლად და იმათაც გონიათ სადღაც ჩამორჩენილ ქვეყანაში მოდიან, და გვეპყრობიან კიდევაც როგორც გონებაჩამორჩენილებს... მეტის ღირსები ვართ...
უფრო ზუსტად: სიუჟეტი კურიერში 6 საათზე გავიდა 11.05.2011 ზუსტად 18:47 წუთზე. tvali.ge-ზე ასე მაჩვენებს. "მასტერკლასებს" ატარებდა ფოტოგრაფი ვოლფგანგ ცურბორნი (wolfgang zurborn): აი მისი საიტიც: http://www.wolfgangzurborn.de/de/news/index.php
და თეონა გოგიჩაიშვილი - კიოლნის დიზაინის აკადემიის ლექტორი (ისე ყოჩაღ, გერმანიაში ლექტორობა ძალიან ძნელია). აგერ მისი ფოტოებიც:
besos, ვერ მივხვდი მაგ ფოტოებში რომელია მაგისი გადაღებული , რომელი საალბომედ გადაღებული და რომელი გადმოწერილ-დადებული მარა რამოდენიმე მომეწონა DiiiTooo,
რაც მთავარია "მასტერკლასები" ხო დაარქვეს ბედნიერი ვარ რო უარი ვუთხარი მისვლაზე
ამ მარაზმატიკების დასაცინებიც რომ გავხდებით რა... ეხლა ჩამოვლენ გერმანიაში და იბაქიბუქებენ, ქართველებს მასტერკლასები ჩავუტარეთო.
ისე ვფიქრობ, არასწორია ასეთი მიდგომა. ეს არაა მასტერკლასი, ეს იყო უბრალოდ ლექცია, რომლის მეშვეობითაც თავისი გამოცდილება გაგვიზიარეს. არც პირველად ჩატარებულა ასეთი რამ. შარშანდელი ქოლგის პოლონელმა ჟიურიმაც იგივე სახის ლექცია ჩაატარა წინა წელს. ანუ ესენი არ მოუწვევიათ ცალკე, მოდით და მასტერკლასი ჩაატარეთო. მიუხედავად იმისა რომ ერთის მხრივ დამღლელი იყო ამდენი საათი ფოტოების თვალიერება, მაგრამ მაინც ვფიქრობ ეს ყველაფერი სარგებლობის მომტანი უფრო იყო ვიდრე რამე უარყოფითის და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
სხვათაშორის მასე ზემოდან არც არავინ იუყურებოდა და პირიქით, აღნიშნეს რომ, გერმანელ ფოტოგრაფებზე მეტად ქართველების ფოტოები ბევრად უკეთესები და დახვეწილი იყოო.
რატომ გამოიწია ამ ყველაფერმა ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ვერ ვხდები, რომელი ერთი ქართველი ფოტოგრაფები ატარებენ მასე ხშირად მასტერკლასებს, მგონი არც ისე განებივრებულები ვართ მასეთი სახის ლექციებით.
მაგ "მასტერკლასზე" მეც ვიყავი და აი ვინანე დრო რო დავხარ ჯე მაგაზე )
გვანახებდნენ ფოტოებს რომლებიც მათ მოსწონდათ და იძახდნენ ვისი ფოტოც იყო, ესეთი საზიზღრობა არასოდეს მინახავს, თან ძალიან დამღლელი იყო და ფოტოებს რასაც გვაჩვენებნენ გამარჯვებულ ფოტოს"შავი ზღვის კადრები(თუ რაცაა)" აი ზუსდტად ეგეთი დონის იყო ვრაა, დაჟე კიდე უფრო ბანძები ))
ბატუკელას ვეთანხმები რაღაცაში,ყველლაფრის ასე გასასიზღრება და გათახსირებაც არაა კარგი,მითუმეტეს რომ თვითონვე აღნიშნავთ რომ მოიპოვებოდა კონკურსზე კარგი ფოტოები,ასეთი რადიკალურობა მისაღები იქნებოდა არცერთი ფოტო რომ არ მოგწონებოდათ(მეც არ მომწონს ჟიურის გადაწტყვეტილება,თუმცაღა პოზიტივსაც ვხედავ და გარკვეულ ძვრებსაც,რაც პირად საუბრებში ყველამ აღმიშნა ,და აქ სხვას წერთ მასტერკლასი ვერ იქნებოდა ლოგიკურად,თარგმანშია შეცდომა ან ტელევიზიამ სხვა ტერმინი ვერ ნახა,მასტერკლასზე 50 ადამიანი უბრალოდ წარმოუდგენელია
მე პირადად დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი იმ ღონისძიებას,ყველაფერი ახალი მაინტერესებს,რაც ფოტოგრაფიას შეეხება და მათუმეტეს რომ განებივრებულები ნამდვილად არ ვართ რაღაც ახლის მოსმენით (!!!<დზნ კარგიას ვისმენ 2 წელია) ცუდია თუ კარგია ახალს უნდა გაეცნო,გაანალიზო ,მოახდინო მისი ანალიზი და ა,შ და მერე არ შეითვისო ან არა(არამგონია ის ლექცია არაფრის მომცემი ყოფილიყო,რაღაცა მაინც იქნებოდა საინტერესო,ერთი სიტყვა მაინც) აქ ვატყობ ისეთი პრაფესორები გვყვანან რომ თურმე ეძინათ ლექციაზე და ბანძობების მეტი ვერაფერი მოისმინეს ,10 წლის წინ ევროპა ცუდი იყო და არ გვინდოდა და დღეს ყველანაირად ვეტენების ქადაგება დაიწყოთ?
რათქმაუნდა ყველას არ ეხება ეს ჩემი პოსტი,დემეტრე აბა შენ რომ გაიზრდები უნივერსიტეტი სულ არ მოგეწონება,ლექტორების მონოტონური ხმა და უაზრო დავალებები პ.ს შენ არ უნდა წერდე მსგავს რამეს,იმიტომ რომ იქ იჯექი ბოლომდე,და თუ არ მოგწონდა წამოსულიყავი,არავის დაუბმიხარ,აი მაშინ გექნებოდა სათქმელი
ეხლა კიდევ ერთხელ ვუყურე იმ სიუჟეტს. კიდევ კარგი გერმანული ვიცი და ჟურნალისტის თარგმანის გარეშე მოვუსმინე Wolfgang Zurbor-ის საუბარს. ადამიანი ამბობს, გვინდა ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ქართველ ახალგაზრდა ფოტოგრაფებსო. მასტერკლასებზე საუბარი ქართველმა ჟურნალისტმა დაიწყო, გერმანელს ეგ არც უხსენებია. ასე რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა შემიყვანა შეცდომაში.
ხოლო რაც შეეხება ჩემს ფრაზას: "ამ მარაზმატიკების დასაცინებიც რომ გავხდებით რა... ეხლა ჩამოვლენ გერმანიაში და იბაქიბუქებენ, ქართველებს მასტერკლასები ჩავუტარეთო" - უკან არ წავიღებ. და ამის თქმის საფუძველს ის წლები მაძლევს, რაც აქ გერმანიაში ვცხოვრობ და უკვე საკმაოდ კარგად ვიცნობ გერმანელებს, რომ მსგავსი დასკვნა გამოვიტანო. არ დავიწყებ ჩამოთვლას, თუ რატომ არიან მარაზმატიკები. მაგრამ ის ფაქტი, რომ გერმანელების უმრავლესობა, ვისაც საერთოდ წარმოდგენა არააქვთ საქართველოზე და ქართველებზე, ჩამორჩენილ, გაუნათლებელ ერად მიგვიჩნევს რელობაა. ნეტავ გენახათ გუშინწინ აზერბაიჯანმა ევროვიზია რომ მოიგო, რა დღეში იყვნენ. ეს ვინ მოიგოო, ავსტრია ან იტალია მაინც გასულიყოო, დაბოღმილები ტელევიზიითაც არ მალავდნენ თავიანთ ბოღმას... მოკლედ ეს თემა აქ საერთოდ არაფერ შუაშია.
batukela და Chalo გეთანხმებით ნაწილობრივ და მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის. მე საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, უბრალოდ არ მომწონს ის ფაქტი, ზოგიერთებს რომ ჰგონიათ, რომ, თუ ჟიური ან ლექციის ჩამტარებელი უცხოელია, აუცილებლად მაგარი უნდა იყოს. უცხოელი ნამდვილად არ ნიშნავს მაგარს. ნაგავიც ძალიან ბევრი ყავთ.
Archer ეს შენი აზრია. მე ეგ სერია საერთოდ არ მომეწონა.
არ ვყოფილვარ ბოლომდე, წამოვედი შუა სემინარის დროს.. ) და თუნდაც ის 2 საათ ნახევარი იმიტო ვიჯექი იმ ლექსციაზე რო ველოდებოდი იქნებ გავიგო რაიმე საინტერესოთქო. მაგრამ ვერაფერი. შეიძლება მე რო წამოვედი მერე თქვეს რაიმე მაგარი და მერე იყო რაც იყო, მაგრამ რავიცი მე რაც ვნახე აი ნამდვილად არაფრისმომცემი ყოფილა.
კიდევ ვიმეორებ გვანახებდნენ 2საათნახევრის განმავლობაში ფოტოებს, რომლებიც არანაირად იყვნენ არც ძლიერები და არც მაგრები, უბრალოდ შეემთხვევით თუ გამოერეოდა კარგი ფოტო. აი ერთი ფოტო იყო კიდე ჩაქუჩი იდო შავ ზედაპირზე და გადაღებული იყო იმაზე ფოტო, სრული საზიზღრობა. :|| იქნებ მე ვარ სულელი და ვერ გავიგე რამე წესიერად რასაც ის ჯიური ამბობდა
ჰო და რა ფოტოებსაც გვანახებდნენ გვეუბნებოდნენ ვისი გადაღებული იყო და რა ადგილას... ვსო!
ჰო და უნივერსიტეტში სასარგებლოს მაინც მივიღებ და სასწავლად ვიქნები იქ, თუმცაღა მანდაც რამე ახლის მისაღებად ვიყავი მისული მაგრამ ვერაფერი ახალი ვერ მივიღე მაგათი ვიზიტკის გარდა
DiiiToOo ჩაქუჩს და მსგავს რაღაც გაუგებარ ნივთებს რაც შეეხება.. ეგ ერთი ფრიად უცნაური ფოტოგრაფის ფოტოები იყო, ანუ იღებდა მუზეუმებში ისეთ ნივთებს რასაც ხალხი დიიდ პატივს მიაგებდა და ლამის თაყვანს სცემდა, მაგრამ იღებდა ისე, რომ მას ყველანაირი ღირებულება დაეკარგა და სრულიად გაუგებარი ყოფილიყო მისი დანიშნულება ადამიანისათვის. ეს იყო ძირითადი იდეა ) თორემ როგორც ფოტოები არაფერი იყო )
batukela, Chalo, გინდა მასტერკლასები დაარქვი , გინდა ლექციები , გინდა სემინარები , გინდა გაკვეთილები და გინდა ბირჟა ვის რა უნდა ასწავლონ როცა ასეულში ზოგი ასეთი ფოტო გაიყვანეს [და + ზოგ სასწაულს გაამარჯვებიეს] და ზოგი მართლა მაგარი ფოტო დაიკიდეს [სიტყვა "მაგარი"-ს ხაზი შეგნებულად გავუსვი] ხოდა იცი რა? ასწავლონ თავიანთ ცხვირებს
მასტერკლასი ბრჭყალებში ერქვა იმას რაც ჩაგვიტარეს. აღარ მიკვირს გამარჯვებული ფოტო რა კრიტერიუმითაც აარჩიეს. ანალოგიური ფოტოები წარმოგვიდგინეს "მასტერკლასზეც".
- ჩვენ ჩამოვედით და გვინდა შევხვდეთ ქართველ ახალგაზრდა ფოტოგრაფებს, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთო.
მას არ უთქვამს რომ მასტერკლასებს ჩაგიტარებდათ. გიზიარებდნენ თავიანთ აზრს ფოტოების შესახებ, რომელთაც განახებდნენ. ისე გავიკითხე და მსგავსი სახის სემინარზე დასწრება აქ, გერმანიაში 170 ევრო ღირს, შენი ფოტოები თუ მიიტანე და განიხილეს, თითო ფოტოზე დამატებით 7,99 ევრო გაქვს გადასახდელი. თუ რომელიმე კლუბში გსურს გაწევრიანდეთ, ყოველთვიური საკლუბო შესატანი მინიმუმ 40-50 ევროა მაგარი ვიხალისე. მოკლედ გაუმარჯოს საქართველოს!!! ყველაფერი თითქმის უფასოდ გაქვთ.