კომპანიამ Digital Foci განაცხადა, რომ საერთაშორისო გამოფენაზე CES 2009 ლას-ვეგასში წარმოადგენს ახალ პორტატიულ მოწყობილობას გადაღებული ფოტოსურათების შენახვისათვის, რომელიც პირველ რიგში ოპრიენტირებულია პროფესიონალურ მომხმარებელზე.
როგორც ნახსენებია ოფიციალურ პრესს-რელიზში, მოდელი Digital Foci Picture Porter 35 იწონის 396 გრამს და შექმნილია 2,5-დიუმიანი SATA-ვინჩესტერის ბაზაზე, მოცულობით 160გბ. ის მოთავსებულია მიმზიდველ კოპრუსში გაბარიტებით 137,2 х 96,5 х 30,5 მმ. მისი სხვა ტექნიკური მახასიათებლებია:
* 3,5-დიუმიანი TFT-დისპლეი გარჩევადობით 320 x 240 პიქსელი; * თავსებადობა CF, MMC, RS-MMC, SD, SDHC, miniSD, Memory Stick, Memory Stick PRO, Memory Stick Duo, Memory Stick PRO Duo და xD-Picture Card მეხსიერების ბარათებთან; * ინტერფეისი USB 2.0 (რეალიზებულია ფუნქცია USB Host, რაც იძლევა კომპიუტერის გარეშე გარე ვინჩესტერის მიერთების შესაძლებლობას ფაილების კოპირებისთვის ); * შესაძლებლობა JPEG, GIF, TIFF, RAW, MPEG-1, MPEG-4, MJPEG, MP3, WMA (7-9) და AAC ფორმატის ფაილების ჩვენების(გაშვების); * ჩამონტაჟებული ციფრული დიქტოფონი მონოფონური მიკროფონით, რომელიც იწერს აუდიოს AAC ფორმატში; * ინტეგრირებული დინამიკი; * TV-OUT NTSC და PAL მხარდაჭერით; * ლითიუმ-იონური აკუმულატორი მოცულობით 2100.
აღნიშნული მოწყობილობის გამოჩნდება დახლებზე მხოლოდ ზაფხულში, თუმცა მისი ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ქენონს ჰქონდა 80გბ ეგეთი ქე რო მე რო ფოტოკინაზე ვიყავი, ანუ 2006-ში და რატომღაც აღარ განავითარა ეგ ხაზი. ნეტაი არ იყიდება თუ? პრინციპში სასარგებლო ნივთიამ ესაინმენთზე წასულს არ გინდა ლაპტოპის ან გარე ვინტის თრევა. გადააკატავებ და საღამოს მსუბუქად დაათვალიერებ კიდეც საველე პირობებში რა..