BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> „ჩვენ ვცხოვრობთ ერთად“, კონკურსი

| |
Magdu
post May 4 2009, 21:18
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838


არასამთავრობო ორგანიზაცია სთეფ ფორვარდი „თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ პროექტის ფარგლებში აცხადებს ფოტოკონკურს თემაზე „ჩვენ ვცხოვრობთ ერთად“. ფოტოკონკურსის მიზანია წარმოაჩინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფოტო-კლუბ ბოკეს წევრებს.
ფოტოკონკურსით დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო თემასთან დაკავშირებული ფოტოები 2009 წლის 10 მაისიდან 2009 წლის 27 მაისის ჩათვლით უნდა ატვირთონ, ფოტოკლუბ ბოკეს ფორუმზე გახსნილ სპეციალურ საკონკურსო გალერეაში არსებული ლიმიტების ფარგლებში.

2009 წლის 28 მაისიდან 2009 წლის 31 მაისამდე საკონკურსო გალერეაში ატვირთულ ფოტოებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება ფოტოკონკურსის ორგანიზატორი ორგანიზაციის და ფოტოკლუბ ბოკეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან.

ჟიურის შეფასების შედეგად გამოვლენილი პირველი 20 ყველაზე რეიტინგული ფოტოს ავტორებმა, 2009 წლის 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით გამარჯვებული ფოტოები A3 ფორმატში უნდა გამოგზავნონ შემდეგ საფოსტო მისამართზე adjaraphoto@gmail.com

გამარჯვებული ნამუშევრები გამოიფინება ქ. ბათუმში 2009 წლის 14 ივნისს.

პირველ სამ ადგილზე გასული ფოტოების ავტორთათვის გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:

I ადგილი - 170 ევრო
II ადგილი - 130 ევრო
III ადგილი - 100 ევრო

ფოტოკონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას გამარჯვებული ფოტოები გამოიყენონ არაკომერციული მიზნით (ბილბორდი, პოსტერი, ბროშურის ან წიგნის ყდა, ა.შ.).

გაითვალისწინეთ, რომ განთავსებული ფოტოსურათები თემატურად უნდა შეესაბამებოდეს საკონკურსო მიზნებს. ფოტოები რომელიც არ შეესაბამება საკონკურსო მიზნებს წაიშლება საკონკურსო გალერეიდან.

პროექტი ხორციელდება ევრო კომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებით ინფორმაციას პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე და თქვენთვის სასურველ კითხვებზე მიიღებთ ამ თემაში.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lajvardishvili
post May 4 2009, 22:07
#2 

NewBie NewBie
35


მშვენიერი კონკურსია smile.gif , მითუმეტეს გამარჯვებულთათვის ფულადი ჯილდოც არის გათვალისწინებული smile.gif

QUOTE(Magdu @ May 4 2009, 21:18)

I ადგილი - 170 ევრო
II ადგილი - 130 ევრო
III ადგილი - 100 ევრო


*





 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post May 4 2009, 23:03
#3 

Amateur+ Amateur+
28,968


რა კარგია კონკურსიი
რამდენი ხანი აღარ მსმენია არაFერი ...
-))
გადავავლო ერთი თემატიკასთან შესაბამისი თუ ვიპოვე რამე
-)

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
suxo
post May 4 2009, 23:10
#4 

Amateur Amateur
2,986


DIKARKA

გადახედე, გადახედე და 10 მაისიდან "შეუტიე" საკონკურსო გალერეას wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
stringer
post May 4 2009, 23:42
#5 

Amateur Amateur
3,660


ჰოო...მეც გადავავლებ თვალს smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
suxo
post May 5 2009, 00:21
#6 

Amateur Amateur
2,986


stringer,


არც ახლა არის გვიანი, რომ გადაიღო რამოდენიმე ფოტო smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kakha kakhiani
post May 7 2009, 18:43
#7 
Unregistered





ლივინგ თუგეზარ რო იყო იმისი რამეა?
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
suxo
post May 7 2009, 18:48
#8 

Amateur Amateur
2,986


kakha kakhiani,

არა, ეს სხვა პროექტის ნაწილია smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post May 7 2009, 19:11
#9 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


კარგია

გადახედვა მეზარება თუ რაიმეს გადავიღებ შემოგთავაზებთ



წარმატებები ყველას წინასწარ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post May 7 2009, 22:24
#10 

Amateur+ Amateur+
9,666


ვა კონკურსებს რა ჯობია მისტერ ადმინისტრატორ DDDD.gif bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nanka Pavich
post May 8 2009, 13:17
#11 

Amateur Amateur
1,377


smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Firelight
post May 8 2009, 17:17
#12 

Amateur Amateur
713


ძალიან კარგი კონკურსია!
მითუმეტეს ფოტოები ბათუმში გამოიფინება! wick.gif

წარმატებებს გისურვებთ!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post May 9 2009, 13:06
#13 
Club Founder

Administration Administration
4,838


საკონკურსო ვადებში შევიდა მცირეოდენი ცვლილებები, გთხოვთ გადახედოთ პირველ პოსტს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
stringer
post May 9 2009, 16:16
#14 

Amateur Amateur
3,660


რომელ საათზე ჩაირთვება საკონკურსო გალერეა?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
chezitto
post May 9 2009, 17:55
#15 

NewBie NewBie
103


Magdu,
...რა მაინტერესებს იცი? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში, მაინცდამაინც ინვალიდი ბავშვებია ნაგულისხმები?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post May 9 2009, 18:19
#16 
Club Founder

Administration Administration
4,838


stringer,
00:00-ზე

chezitto,
ამ კითხვაზე უფრო ორგანიზატორები გაგცემენ პასუხს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
stringer
post May 9 2009, 23:46
#17 

Amateur Amateur
3,660


ბარემ 28 მაისის ჩათვლით რომ იყოს არა? ამატორებს 7 ფოტო გამოუვათ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post May 9 2009, 23:49
#18 
Club Founder

Administration Administration
4,838


ეს არის საკონკურსო გალერეის ლინკი
http://www.boke.ge/forum/index.php?act=mod...y&cmd=sc&cat=61

მალე შეგეძლებათ ფოტოების ატვირთვა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
suxo
post May 11 2009, 10:47
#19 

Amateur Amateur
2,986


QUOTE(chezitto @ May 9 2009, 17:55)
[b][/b],
...რა მაინტერესებს იცი?  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში, მაინცდამაინც ინვალიდი ბავშვებია ნაგულისხმები?
*




მაინცდამაინც ბავშვები არა, უფროსი ასაკის ადამიანებიც.
მოკლედ, ყველა ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით სარგებლობს.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
chamoxeuli bilbordebi
post May 11 2009, 12:56
#20 

Amateur+ Amateur+
5,597


მგონი ტვინის განძრევა მეზარება DDDD.gif

თუ გავანძრიე 27 მდე შეიძლება დავდო რამე smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
suxo
post May 11 2009, 13:19
#21 

Amateur Amateur
2,986


chamoxeuli bilbordebi,


მე შენ სხვანაირს გიცნობდი DDDD.gif

ტვინიც და კამერაც ერთად უნდა მოიყვანო მოქმედებაში
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
suxo
post May 12 2009, 00:08
#22 

Amateur Amateur
2,986


მათ ვინც კონკურსში ღებულობს მონაწილეობას, გთხოვთ გაითვალისწინოთ ფოტკონკურსთან დაკავშირებული თემიდან მოყვანილი ეს ნაწილი:

QUOTE
ფოტოკონკურსის მიზანია წარმოაჩინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.


წარამტებებს გისურვებთ ყველას smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
suxo
post May 17 2009, 11:17
#23 

Amateur Amateur
2,986


გთხოვთ საკონკურსო გალერეაში ატვრითულ ფოტოებზე ნუ იქნება სახელის ან ავტორის იდენტიფიკაციის აღმნიშვნელი წარწერები

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Zaza Gabaidze
post May 18 2009, 02:47
#24 

Amateur Amateur
3,176


მართალს ამბობს ჩემი მეზობელი DDDD.gif

QUOTE
გთხოვთ საკონკურსო გალერეაში ატვრითულ ფოტოებზე ნუ იქნება სახელის ან ავტორის იდენტიფიკაციის აღმნიშვნელი წარწერები


აფსოლიტურად ყველანაირი დეტალი რითაც შესაძლებელია რომ ავტორი გამოიცნოს ფორუმის სხვა წევრმა აი ეგეთი დეტალები უნდა იქნას მოშორებული საკონკურსო გალერეაში smile.gif

კარგია კონკურსი და მითუმეტეს როდესაც ესეთ თემატიკაზე კეთდება smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post May 18 2009, 10:29
#25 
Club Founder

Administration Administration
4,838


გამონაკლისის სახით და იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზატორების მოთხოვნის თანახმად საკონკურსო გალერეაში ფოტოს ატვირთვა ხორციელდება ანონიმურად, მაგრამ ამის მიუხედავად გალერეაში უკვე არის ფოტოები, რომლებზეც მითითებულია ავტორის ვინაობა, გთავაზობთ - ფოტოს ავტორებმა გამომიგზავნეთ იგივე ფოტოები (ავტორობაზე ყოველგვარი მითითების აღმნიშვნელი სიმბოლიკის ან წარწერების გარეშე) და მე ჩავანაცვლებ გალერეაში არსებულ ფოტოებს გამოგზავნილი ფოტოებით.

ელ.ფოსტა - invitation "@" boke.ge (ე.წ. პრობელების და ბრჭყალების გარეშე)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post May 28 2009, 00:49
#26 
Club Founder

Administration Administration
4,838


დასრულდა ფოტონამუშევრების მიღება.
ხვალ მოხდება ორგანიზატორების მიერ დასახელებული იმ ნამუშევრების წაშლა გალერეიდან, რომლებიც არ შეესაბამებიან კონკურსის თემას და დავალებას.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
legi
post May 28 2009, 01:31
#27 

NewBie NewBie
216


დიდი მადლობა ადმინისტრაციას ამ კონკურსის დაშვებისთვის. მე პირადად ასეთ ადამიანებთან ვმუშაობ. ამ კონკურსს ვთვლი დადებითად, რადგან საშუალება მოგვეცა ფოტოების მეშვეობით საზოგადოებისთვის გაგვეცნო ჩვენი ორგანიზაცია და ჩვენც გაგვეგო თუ რა ხდება სხვაგან.
სასურველი იქნებოდა პერიოდულად ან მუდმივად ჩატარდეს ასეთი გამოფენა ამ თემატიკის ირგვლივ ამ საიტზე, რადგან საზოგადოებამ უფრო ახლოს მიიღოს ეს ადამიანები, რადგან ეს ადამიანებიც არიან ამ საზოგადოების ნაწილი და თანაც საინტერესო ნაწილი.
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას კონკურსის ორგანიზატორებს, ამ საიტს და საიტის ადმინისტრაციას
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post May 28 2009, 12:42
#28 
Club Founder

Administration Administration
4,838


კონკურსის ორგანიზატორების აზრით, შემდეგი ფოტოები არ შეესაბამება კონკურსის თემატიკას და შესაბამისად იქნება წაშლილი საკონკურსო გალერეიდან:













 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
suara
post May 30 2009, 16:08
#29 

Amateur+ Amateur+
5,810


როდის იქნება შედეგები? angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post May 31 2009, 22:33
#30 

Amateur+ Amateur+
3,330


ჰა სედეგები არ გამოჩნდება?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 13th November 2024 - 06:47

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'