19 ივნისიდან ყოველ სამშაბათს, საღამოს 8 საათზე 100.3 სიხშირის ტალღაზე, "ბით FM" გთავაზობთ გადაცემას ფოტოგრაფიის შესახებ - "ობიექტივი"
მისი ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, ლიკა. ვეცდები, მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაცია ფოტოსიახლეების შესახებ, გამოგზაუროთ ცნობილ ფოტოხელოვანთა ცხოვრებისეულ გზაზე და შეგახვედროთ იმ საინტერესო ადამიანებს, რომლებსაც დღესდღეობით საქართველოში პირდაპირი თუ ირიბი შეხება აქვთ ხელოვნების ამ სფეროსთან.
პირველ გადაცემას მივუძღვნით ფოტოხელოვნების უკვდავ ოსტატს, ანრი კარტიე ბრესონს, გადაცემის მეორე ნახევარში კი მოწვეული იქნება... თუმცა, ამას სამშაბათს, 8 საათზე გაიგებთ, თუ თქვენს რადიომიმღებებს 100.3-ზე მომართავთ. იმას კი გეტყვით, რომ ამ ადამიანს თითოეული ბოკელი შესანიშნავად იცნობს.
მომდევნო გადაცემების თემებთან და სტუმრებთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები, რასაკვირველია, მისაღები და სასურველია, ამიტომ შეგიძლიათ, მთელი კვირის განმავლობაში დაპოსტოთ თქვენთვის საინტერესო თემები, მოგვაწოდოთ კითხვები და უახლოეს გადაცემებში მათზე პასუხს აუცილებლად მიიღებთ.
უმორჩილესად გთხოვთ, ოფტოპიკებისგან თავი შეიკავოთ და უშუალოდ თემასთან დაკავშირებით დაპოსტოთ.
დიდ მადლობას ვუხდით "ბოკეს", რომელმაც ამ ინფორმაციის გაშუქებისთვის დაგვითმო სივრცე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
MAMONT, ტი ნე ოდინ, დარაგოი ტელეფონზე რემაინდერი მქონდა დაყენებული 5 ცუტიტ ადრე, რომ არ გამომპარვოდა. ჰოდა დიდის ამბით ვიპოვე 100.3. არა, 8 საათამდე არ დავლოდებივარ, გამახსენდა რომ სადღაც 19 რიცხვს მოვკარი თვალი და...
"ობიექტივის" პირველი სტუმარი იქნება გუჯა შეყილაძე, ანუ უბრალოდ გუჯა.. DDDD.gif
:jump:
კიდევ ის მაინტერესებს ამასწინათ მეკამათებოდნენ რომ იმას არ აქვს მნიშვნელობა რას და როგორ იRებ მთავარი შემართებააო! - ახლა რომელ ლოგიკას ექვემდებარება ეს ესეც მაინტერესებს?
Added @ ხო აი კიდევ მაგალითად- ახლა ციფრული ფოტოაპარატები ძალიან მაგარი ხარისხით იღებენ, ბევრად მეტს ვიდრე ერთი ფირი, მაინტერესბს რამე პრივილეგიები ჯერ კიდევ თუ აქვს ფირს. ან არის თუ არა რომელიმე ჟანრი ისეთი რომელშიც ციფრას ფირი არ ჩამოუვარდება?
ბექა, სამწუხაროდ, ინტერნეტში რადიოს გაშვება ჩემზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ ვერაფრით დაგეხმარები... ისე, ჩვეულებრიივი რადიომიმღები ადვილად იჭერს მაგ ტალღას... ნუ, ძალიან პატარა რადიომიმღებებზე არ მაქვს ლაპარაკი ეძიებდე და ჰპოვებდეო! : )