კომპანიამ Alien Skin გამოუშვა Bokeh, ახალი "პლაგინი" ფოტოშოპისთვის, რომლის მიზანია ფოტოზე არსებული გარკვეული ობიექტისთვის ყურადღების მიქვევა. ამ დამატების საშუალებით შესაძლებელია გამოსახულებას დაემატოს სიმკვეთრის სიღრმის ეფექტი, გაკეთდეს "ვინიეტირება" ან სხვა საშუალებით "ხაზი გაესვას" მთავარ ობიექტს.
"პლაგინის" განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ზუსტად ახდენს "სმაზის" ეფექტის იმიტაციას, რომლის მიღწევა შესაძლებელია ობიექტივით.
პლაგინის ფასი არის $199. დემო ვერსიის გადმოწერა შეიძლება აქედან
ვახ,კარგი რამე იქნება მე მაქვს Depth Of Field Generator PRO,ძაან საკაიფო რამეა,მაგრამ ცოტა რთულია,ჯერ ვერ გავუგეკარგად,მაგრამ ისე ბლარავს მიმიქარავს L ხარისხის ლინზები
ეს პლაგინი დავითრიე და დავაყენე ძააალიან მაგარი პლაგინია ნებისმიერი ლინზის(ფირმის, მილიმეტრიანისა და დიაფრაგმის მიხედვით) ბოკეს ირჩევ და აყენებ და ძაან მაგარია მაგალითად შეგიძლია ქენონის 50მმ-იანი 1.2 დიაფრაგმის ბოკე დააყენო თუ ვინმეს სურვილი გექნებათ აგიტვირთავთ და გადმოწერეთ
არ მინახია, ისე ვაპირებ რომ დავრწმუნდე მაგის უვარგისობაში
კაცო ბოკეს ლინზა რო გააკეთEბს ხო აღიბეჭდება ფირზე ან მატრიცაზე, ხოდა თუ არ გააკეთA გადაღების დროს ეგ პლაგინია თუ რაღაც ჯანდაბა როგორ მიახატავს იმ ლამაზ ლამაზ რგოლებს ალბად მხოლოდ სიმკვეთრის სიღრმის ცვალებადობის (შემცირებისკენ) ემიტაციას ქმნის ისიც მაინტერესებს თუ ფოტოზე უკვე გადაღEბული მცირე სიმკვეთრის სიღრმით როგორ გაზრდის?
რასაკვირველია დიზაინერებმა შეიძლება გამოიყენონ და კომპარტის მიმდევრებმა, მარა ფოტოგრაფისთვის ნამეტანი ეჭვი მეპარება რო ივარგოს მაგ პლაგინმა
მალე ისეთ პლაგინსაც გამოიგონებენ, რომ ჩატვირთავ ციფრულის ჩიპზე (სირცხვილია, რაღა დროის ფირია! ფუჰ ანაქრონიზმი!), დადგამ კამერას შტატივზე და თვითონ გადაიღებს - თვითონ შეარჩევს ფონსაც, კადრსაც, დიაფრაგმას, დაყოვნებას... მერე სურათი ავტომატურად ფოტოშოპ CS17-ს გაეგზავნება და თვითონვე დაამუშავებს.
ჩვენს ტრაკებს კი კიდევ ერთი მოძრაობით ნაკლების შესრულება მოუწევთ.