დღეს არავინ მომწონს ბოკეზე . . . ყველა ვის ახალ ნამუშევარსაც ველოდებოდი, აღარავინ დარჩა ბოკეზე. კახა კახიანს ვათვალიერებ ხოლმე . . .
Added @ Levan Sikharulidze,
სათაურებზე როგორც წესი დიდხანს არასდროს ვფიქრობ . . . ფოტოს ვნიშნავ და როდესაც სათაურის დრო მოდის ფოტოს და განწყობას ერთად ვაერთებ და რაღაც გამოდის. . . ჰოდა სათაურების ასე იქმნება : ))
დრო ძალიან იცვლება, მეც ვიცვლები ათი წელი ძალიან ბევრია ასე შორს ვერ ვიხედები * ) ალბათ რაღაც რაღაცეები ისევ შეიცვლება. . .ვფიქრობ ხოლმე იმაზეც სადამდე გამყვება ამ ყველაფრის სურვილი. ალბათ როგორც ნამდვილი სიყვარული, ბოლომდე გამყვება. თუ ბოლომდე არ გამყვა ესე იგი არ ყოფილა ნამდვილი და არ ვიდარდებ დიდად : ) Added @ Tato,
1 - :- ) 2 - თუ დააკვირდი შიშველ ნატურებს არც ისე ხშირად ვიღებ, მაგრამ გადაღება არ არის პრობლემა შემიძლია ხვალ საღამოსვე გადავიღო. 3 - ადგილი არ ვიცი მაგრამ შიშველ კაცებს ვუღებ ხვალ საღამოს.
საბა, გადავხედე ზევით დაწერილ კითხვებს და მინდა გკითხო - რა კითხვებს ელოდი და რეალობაში რა მიიღე?პირადად მე მრჩება შთაბეჭდილება თითქოს შენი პიროვნების გარშემო უფრო დიდი ინტერესია ვიდრე შენი ფოტოების მიმართ , ამაზე რას იტყვი?ეს რისი ბრალია?
1.რატომ არ ითვალისწინებ საზოგადოების რელიგიურ ინტერესებს და თვლი თუ არა რომ შენი ფოტოებით მათ შეურაცყოფას აყენებ. თუ არ თვლი მაშინ რატომ?
2.რატომ არის შენი შემოქმედება ძირითადად ინტრიგაზე აწყობილი,ეს შენ განიჭებს სიამოვნებას თუ ხალხის მოსაზიდი მარკეტინგული ნაბიჯია?(თუ არ თვლი რომ ინტრიგაზეა აწყობილი შეგიძლია უპასუხო რომ არ ფიქრობ ასე).
: ) ჩემ გალერეაში კომენტარების შემდეგ ცოტა მეტ კითხვას ველოდი თუმცა ისეთი არაფერი. მგონი ყველას შიშველი კაცები და რელიგიურთემაზე გადაღებული ფოტოები აინტერესებს . . . : )
მე ვგულისხმობ როდესაც საკუთარ ინტერესს ატარებ ხოლევნების გამოყენებით. ეს არის სხვაზე გავლენის მოხდენა, შთაბეჭდილების შექმნა ძაალიან ტონკად აზრის დამკვიდრება და ნუ ხელოვნება და სექსი ესეც ცალკე მცნებაა...
შეურაცყოფის მიყენებაზე კითხვას უკვე გავეცი პასუხი.
მეორე კითხვის ნაირიც იყო რაღაც და კიდევ გიპასუხებ . . . არაფერი მჭირს ხალხის დასაინტრიგებელი. მე მსიამოვნებს ის რასაც ვაკეთებ . . . Added @ Levan Sikharulidze,
არასოდეს მიფიქრია რომ ვინმეს შეიძლება რამე ზიანი მოუტანოს ჩემმა შემოქმედებამ . . . არც არასოდეს გამომიყენებია ის რაღაც კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს . . . დღეს პირველად მოვისმინე რომ შეიძლება ვინმეს ვნებდეს ის რასაც ვაკეთებ. მე არავისთვის მითხოვია და არც არავინ შემიწუხებია ჩემი ფოტოებით.
რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს ფოტოს რომელზეც ჩანს მხოლოდ ჯვარი . . .
აღარ მინდა რელიგიაზე და რელიგიურ ფოტოებზე საუბარი. მგონი საკმარისია . . .
Levan Sikharulidze,
ჯერ ღმერთობა გინდაო მერე რევოლუციაო . . . ლევან Mე თუ მკითხავ საშინელი ფოტოა და სერიაც საშინელია. მაგრამ შენ და ტატოს გპირდები თ რომ უკეთესად გადავიღებ.
დიდი ხანი ვფიქრობდი ამ თემაზე პროექტის გადაღებას . . . სხვადასხვანაირად ავწონ დავწონე, არ მინდოდა ისე შევხებოდი ამ თემას რომ ვინმე გამეღიზიანებინა, უფრი ის ხალხი ვისთვისაც არ არის უცხო ეს ყველაფერი. თუმცა ალბათ უფრო ბერი უნდა მეფიქრა. უკმაყოფილო ვარ მაგ სერიით უკეთესიც შეიძლებოდა
1. ეგ ცოტა პირადულია : ) თუმცა გეტყვი რომ ვეგეტერიანელი ვარ და დიდი ხანია არ მიჭამია ხორცი. ( იმედია არ მკითხავ თევზი ხორციაო? : - )) _ )
2. არცერთ ფოტოზე არ არის ფოტოშოფი . . . მგონი მეორე ფოტოზე ოპერატორის სახეზე არის ოდნავ ნამუშევარი.
ფოტოშოფის წინააღმდეგი არ ვარ . . . თუმცა ზომიერების ფარგლებში. არ მიყვარს როდესაც ძალიან გადაუვლიანხოლმე. ვფიქრობ მთავარია თვალს მოეწონოს და იქ უკვე ცოტა ფოტოშოფი არაფერს აფუჭებს.
შენი სხვა ფოტოებისგან განსხვავებით ისტორია ჩემი აზრით არის უტყუარი. დარწმუნებული ვარ იმაში რასაც მე ეს მიყვება რომ არ იტყუება რა... და შენს დანარჩენ ფოტოების გამო რა აგრესიაც ჩნდება, ჩნდება იმიტომ რომ ცოტა ზღაპრულს ყვები. ამიტომ არ ჯერათ და რომ არ ჯერათ ეს არ უნდათ. გთხოვ მოყევი როგორ გადაიღე ეგ ფოტო.
ყველა იმას ვერ გადაიღებს რაც არის რეალობა . . . მე მიყვარს ზღაპრები. ზოგს მოსწონს ზოგს არა . . . საერთო ჯამში დიდად არცერთI მაწუხებს და არც მეორე. . . ეს ფოტო. . . რა ისტორია უნდა ჰქონდეს. ფანჯრის რაფაზე ფოტოაპარატი, ჩემი ოთახი, ხელში ძველი ბამბის ძაღლი და მე სამსახურში მივდივარ. . .
ხოდა ხვალ ყველანი სამსხურში ვართ წასასვლელნი: ) ერთი სიტყვით მადლობა დიდი. მგონი დილა მშვიდობისა ბოკე. უკვე დილის 4 სააათია. გემშვიდობებით უკვე მეორედ დღეს ძვირფასო მკითხველნო, იქით კვირას შვევხვდებით.