BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

> რომანი გოგონებზე (#2), ვლადიმირ ვისოცკი

| |
Kapo
post May 3 2009, 19:19
#1 

Amateur Amateur
1,281


რომანი გოგონებზე
------------------------
ვლადიმირ ვისოცკი
თარგმანი რუსულიდან - კახა ჭაბაშვილი
----------------------------------------------------
"გოგონებს უცხოელები უყვარდათ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს თავისიანები არ ყვარებოდათ. პირიქითაც კი, უყვარდათ და ძალიანაც უყვარდათ, მაგრამ ეს ადრე იყო, სადღაც შორეულ წარსულში. აი, თუნდაც, ასე 6-7 წლის წინ, მავანი გოგონა, მთლად ქორფა და ნორჩი, სახელად თამარა, ნიკოლაი სვიატენკოზე ყურებამდე იყო შეყვარებული. ნიკოლაი - ზრდასრული და წარმოსადეგი, ორი ოქროს კბილით, მეოცნებე და კანონთან ერთობ მწყრალად მყოფი ყმაწვილი, მეტსახელად კოლეგა. ნიკოლაი საიმედო და ერთგული პარტნიორი, მასთან ნებისმიერი საქმის დაჭერა სასიამოვნოა და ამიტომაც შეარქვეს – კოლეგა. ბავშვობაში ნიკოლაი მტრედებს დასდევდა და წარმატებითაც იპარავდა. რაც შეეხება მტრედებს, საკმაოდ სახიფათო საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეზობელ ეზოში ხსნი და `კონკაზე~ მიგყავს გასაყიდად ლიონკა ცინგლიანთან ერთად. ეს ცინგლიანი საქმეშიც გადიოდა. თუმცა, უსაქმური კრეტინი უკვე არაყსაც სვამს, მისი ძმა კი `კოლიბრზე~ მუშაობს. ამან ლიონკას `ფინკაც~ გაუკეთა და სამართებელიც - ნაწრთობი ფოლადისაგან. ლიონკა `ფინკასა~ და სამართებელს ყველგან თან დაათრევს. ჰოდა, ამ ლიონკასთან ერთად დადიოდა ნიკოლაი `კონკაზე~ მოხსნილი მტრედების გასასუხარებლად – მოთამაშე მტრედები, ბერები, ხანდახან უფრო იაფიანი მტრედებიც ჰყავდა ხოლმე. აი, ბაზრობაზე კი უკვე დაძრწიან გაქურდული მეზობლები, რომელთაც ნიკოლაიმ მტრედები აწაპნა. ეს კოდლა ყველა მტრედს თვალჩაციებით უყურებს, საკუთარის პოვნას ცდილობს. ესენი ჯერ 16 წლისანი არ არიან და დიდი `სროკის~ ეშინიათ, დანებს ატარებენ და არცაა გამორიცხული, ვინმეს ბარძაყშიაც გამოუსვან.
-რამდენს ითხოვ მაგ წყვილ ქოჩორაში?
-ას ორმოცდაათს.
-ვარშავულები როგორღაა?
-ერთი ფასი აქვს.
-რამდენი ხანია, რაც შენთან არიან? – შეკითხვებთან
ერთად დაკარგული მტერედების მაძიებლები ფრთხილად კრავენ წრეს მათ ირგვლივ, კბილებს შორის აწიტებენ, დაძაბულობისაგან ფითრდებიან, ხელებიც უოფლიანდებათ და უბორნიაში წასვლის სურვილი უჩნდებათ.
სწორედ ასეთ მომენტებში იჩენდა კოლეგა გასაოცარ მიხვედრილობასა და ალღოს. უმალ სცნობდა მოპარული მტრედების ყოფილ პატრონებს და დუჟმორეული, ლამის ტანსაცმელს იხევდა ტანზე:
-უჰ, თქვე სამარცხვინო მგლებო, წაიყვანეთ, ყველა
წაიყვანეთ! – ბოლო ხმაზე ბღაოდა და გალიიდან გამოყვანილ მტრედებს ხელებში სჩრიდა მომხდურებს. თანაც, ნაწყენი ხმით დასძენდა – არც კი გრცხვენიათ, ცოტა ხნის წინ შურიკასაგან 120 მანეთად ვიყიდე.
პატარა კი იყო კოლკა, მაგრამ საოცრად მიხვედრილი, ეშმაკი და ალღოიანი.
თავისი კონკურენტის, მტრედების მომპარავის სახელს ახსენებდა, მით უფრო, რომ ეს შურიკა გაძარცვულების მეზობლად სახლობდა.
-აბა შენა ხაარ? – აღტაცებული ჭყლოპინებდა
ცინგლიანი, როცა მთელი კოდლა თავს ანებებდა მათ და შურიკას საძებნელად მიეშურებოდა. და თუ იპოვიდნენ, უდანაშაულო შურიკს ნამდვილად არ გაუთენებდნენ კარგ დღეს.
-ნაღდი არტისტი ხარ, - გაოცებას ვერ მალავდა ლიონკა.
-აი, მე კი იმ რიჟას ლამისაა დანა არ დავუძრე და ბარძაყში არ ვატაკე. შენ ყოფილხარ, რაც ყოფილხარ.
ნიკოლაი ქუჩაში გაიზარდა, ქუჩაში ცხოვრობდა და ქუჩაშივე შეუყვარდა. თამარა სანამ გაიცნობდა, მასთან დაახლოებაზე ოცნებობდა, ესიზმრებოდა კიდეც – ასეთი – ძლიერი, უშიშარი. თანაც, კოლკაზე ხომ ლეგენდებს ჰყვებოდნენ მთელს რაიონში – როგორ დადიოდა ლავგარდანზე, როგორ მიბეგვა 4 თუ 5 ხანიგა, რომლებიც მათ უბანში მოდიოდნენ: ქალების აბანოს პირდაპირ კორპუსში მეორე სართულზე ადიოდნენ და მობანავე ქალებს უჭვრიტინებდნენ. თუმცა, აქ საყურებელიც ბევრიც არაფერი იყო, რადგან ქალები მხოლოდ ბარძაყებსქვემოთ სჩანდნენ, წელს ზემოთ ვერანაირად. აბა, რა მუღამი აქვს ტრაკს სახის გარეშე! კოლკამ მარტოკამ მიბეგვა ისინი და გაყარა."
--------------------------------
ნაწყვეტი ვლადიმერ ვისოცკის რომანიდან "რომანი გოგონებზე". კოლკა კოლეგაზე უკეთეს ტიპაჟს სად ნახავთ ფოტოსთვის?... არა, მე უფრო მისი მტრედებ აწაპნილი მეზობლები მაინტერესებს... რა სანახაობა იქნებოდა... smile.gif
_________________________________________________________________________
საჩუქარი მკითხველებს, ამ რომანის სრულად ნახვას შეძლებთ ამ ლინკზე >>> http://lib.ge/body_text.php?3208

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Jun 3 2009, 21:34
#2 

Amateur Amateur
1,281


user posted image



კოლკა კოლეგას გოგონა თამარა...

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 17th November 2024 - 01:16

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'