BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

> Not a compact. Not an SLR. It's a PEN., ყოჩაღ ოლიმპუს!

| |
Raulito
post Jul 12 2009, 13:30
#1 

Master Master
2,310


ალბათ უკვე იცით ეს ამბავი, მაგრამ თემა არ იყო და ვიფიქრე დავაგდებ-მეთქი.

ოლიმ ციფრული პენ-კამერა გამოაგდო. ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელია. ოლის ციფრული ზერკალკების მატრიცით და... უსარკო. შესაბამისად, მომცრო, პრაქტიკული და შემძლე, სერიოზული ხარისხის ფოტოების მისაღებად.

მახასიათებლების ჩამოთვლას აქ არ დავიწყებ, ნეტში ოხრადაა დიპრევიუზეც და ფოტო.ნეტ-ზეც. უამრავი საინტერესო რამეა, 12 მეგაპიქსელითა და სტაბილიზაციით დაწყებული.

სერიოზული განაცხადია. მე პირადად ხელები ამქავდა, ვფიქრობ მოვითმინო სანამ გაიტესტება და საერთოდ, შემდეგი მოდელის გამოსვლამდე თუ ვეცე უკვე. DDDD.gif

ჰა, გუჯა, დაგიფრთხა ძილი? DDDD.gif

http://www.dpreview.com/news/0906/09061601olympusep1.asp





 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Tino
post Jul 12 2009, 14:15
#2 

NewBie NewBie
16


ეს რა ეღირება?...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kakha kakhiani
post Jul 12 2009, 14:29
#3 
Unregistered





ვახ ვახ კაი რამეა
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Jul 12 2009, 14:41
#4 

Amateur+ Amateur+
3,330


ლინზები რო ეცვლება ეგ ასწორებს და ფასი რა აქვს თუ იცით?
Added @
უი 900 დოლარამდე ღირებულა რა უბედირებაა რამხელა ფასია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Jul 12 2009, 15:03
#5 
Club Founder

Master Master
14,574


ციფრულ ტექნოლოგიას ჯერ პრაქტიკულად არც არაფერი არ მოუტანია
ჰა ჰა დროში მოიგო პრესს ფოტოგრაფებმა და ეგ არის
სინამდვილეში კი კამერები დამძიმდა გაძვირდა ფაქიზი გახდა და სრულიად ენერგოდამოკიდებული
ყველა შემთხვევაში ნებისმიერ ჯურნალისტს ან ვინც გინდა იყოს თუ ის ფოტოგრაფად თავს თვლის და სადმე გადასაღებად მიდის წიფრულ კამერასთან ერთAდ აუცილებლად აქვს ფირის მექანიკური კამერა. რა იცი რა ხდებაო და მართAლიც არის.
აბა მართლა რა იცი რა ეტაკება მაგ ეშმაკის მოგონილ ციფრას.

ხოდა შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად ციფრული კამერების კომპაქტურობისკენ უნდა იყოს გადადგმული, სხვა შემთხვევაში ნამეტანი მოუხერხებელია და გითხრათ სიმართლე დიდი აზრიც არ არის მაგ მამაზაღლობაში. ახლა ფასსაც თუ დავაკვირდებით ეს ხომ საერთოდ შოკია. ვერანაირი ხარისხით ვერ აიხსნება გაუმართლებლად უსაშველო დიდი ფასი ციფრულ კამერებზე და რო დააკვირდე ესაბამება კი ეს დიდი ფასი იმ ხარისხს რომელსაც ვღებულობთ? დამერწმუნეთ, არანაირად არ ესაბამება.

ხოდა მოლოდინიც გამართლდა
ვინ თუ არა ოლიჩკა? ომ სისტემა გახსოვთ და რაღA გახსოვთ ვიღებთ კიდევაც მაგ სისტემით დღEმდე, ხოდა ომ სისტემა პროფი კლასში თAვის დროზე ყველაზე პატარა ზომის პროფესიული კამერა იყო უნიკალური გაუმეორებელი ზუიკოთი
4:3 სტანდარტი ოლიჩკამ იმიტომაც შემოიღო რამ მისი სტრატეგია სწორედ კომპაქტურობისკენ არის მიმართული

ხოდა აი პენიც გამოვიდა.
ყველაზე მეტად მაინტერესებს ამ კამერაში შატერის მუშაობის პრინციპი, ანუ კი ამბობენ ვერტიკალური ლითონის ფირფიტები და რამე, მაგრამ აი დანამდვილებით ვერსად ვერ ვნახე , არადა ოპტიკური ვიევფაინდერი ამოღEბულია საერტოდ. ძალიან საინტერესოა
აი ეს კი ნამდვილად გასახარებელია ოლიმპუსის მოყვარულთAთვის, ანუ ეგრევე საფირმო ადაპტერების გამოშვება
Adapter for all ZUIKO DIGITAL & OM lenses
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Jul 12 2009, 21:26
#6 

Master Master
2,310


900 მწვანე კიტად ღირს. მარტო კამერა მგონი 750-ის ფარგლებშია. თუ ეს კამერა ის გამოდგა რაზეც პრეტენზია აქვს, ანუ დღევანდელი კარგი ციფრული ზერკალკების ხარისხი, ხმაურის კონტროლი და კომპაქტურობა მომცა, მე ის გამიკვირდება რატომ ასე იაფად შეაფასეს, თორემ სიძვირის მოყვარულებს აგერ ლაიკას ციფრა კი არის და რომ იყიდით, არ გამომაპაროთ. DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Jul 12 2009, 22:56
#7 

Amateur Amateur
1,281


Guja გეთანხმებით, მეც მაგ თვალით ვუყურებ ციფრს...

საჩემო აპარატია, სულ თან რომ გექნება აი ეგეთი...

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Oct 14 2009, 21:41
#8 

Master Master
2,310


დპრევიუზე დაიდო პენის კონკურენტის პანასონიკ GF-1 სრული განხილვა.

http://www.dpreview.com/reviews/PanasonicGF1/

პ.ს. რაღა დაგიმალოთ და გული მიგრძნობს ქენონი დაიძახებს კამერას ამ კლასში. smile.gif G სერია გავიდა უკვე ლიმიტზე. ან ახალ G-ში ჩადოს უნდა აპს მატრიცა და არაცვლადი ობიექტივი გაუკეთოს საშუალო ზუმით (როგორც ლაიკამ ქნა), ან ამავე ზომის კამერა გააკეთოს ახალი და 1-2 სპეც ლინზა გამოაყოლოს, გადამყვანით სხვა ლინზების გამოყენების საშუალებით. ველოდებიიიი.... smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
shom
post Oct 15 2009, 02:18
#9 
Club Founder

Administration Administration
4,000


ესეიგი სანამ ცოცხლები ვიქნებით სულ უნდა ველოდოთ , ტექნოლოგიები ისე ვითარდება რო ამ მჯობნზ- მჯობნის მუღამი მოგვკლავს, და ფულის შოვნა კიდე უკეთესის საყიდლად DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Oct 17 2009, 00:58
#10 

Master Master
2,310


shom,

ჩემო მიშელ, კაცის გული რო უძღომელია და თვალი კიდე იმაზედ მეტად, ეგ რა ახალი ამბავია? smile.gif მაგრამ მთლად მაგაშიც არაა საქმე: ამ კლასში ჯერ პირველი ნაბიჯები იდგმება, ჰოდა ჩვენც ეგა გვტანჯამს, რომა, ხო იცი რო, ჰა და ჰა, წელიწადის თავზე ემაგ პრევიუ-რევიუებში რო მინუსები უწერიათ ამ კამერებს, მაგეებს გამაასწორებენ, კიდე რაღაც-რუღაცეებსაც წაუმატებენ და ავდუღდებით ჩვენცა, ე მამამძაღლი, დამეხანებინა ცოტა, რას ავპინტრიშდიო. მანამდე კი ჭკვა გეუბნება არაო, გული კიდე - ჰა, ვერან, რაღას უცდიო. ეგ არი რა.. wick.gif

პ.ს. აპს მატრიცა მინდა სმოს-ის, ვიზირი, სულ პაწუკა ინტეგრირებული ფლეში საჯანაბოდ, ფასი ერთი ლინზით 1000-1100 მწვანემდე და მე მზადა ვარ ჩავბღუჯო! smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
RedCrimsonCactus
post Oct 17 2009, 12:42
#11 

Amateur+ Amateur+
7,119


ამ კამერაზე გადავირიე ჟურნალში რომ ვნახე... საოცარიაა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Nov 10 2009, 23:15
#12 

Master Master
2,310


ჟენევაში ვიყავი ახლახანს და გავეთამაშე მაღაზიაში ოლინკას. smile.gif 17მმ არ ჰქონდათ ჯერ და ზუმით იყიდებოდა 1200 ფრანკად (ჩათვალე დოლარად, თითქმის ერთია). არ ვიცი, არ ვიცი... აგერ თან უკვე EP-2 გამოაგდეს უკვე.

http://www.dpreview.com/news/0911/09110501olympusep2.asp
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Pkhakadze
post Nov 10 2009, 23:32
#13 

Photographer Photographer
8,492


არა კი კარგი რაღაცააა მაგრამ მე სადაც შემხვედრია ძირითადად 14-42 ზუმთან ერთად იყიდება და ეგეთი ზომის ობიექტივთან ერთად აზრი ეკარგება ასეთ აპარატს, ოდნავ პატარა გამოდის ოლიმპუსის სარკულებზე. უნდა გააკეთონ რამე პატარა მაგრამ მკვეთრი 1.4 ანი ან 1.7 ანი, ან 1.8 -ანი სადღაც ფირის ექვივლანტურად 35სა და 45მმ შორის და მაშინ იქნება ის რაც ჩაფიქრებული ქონდათ, და პატარა თანდაყოლილი გასაჭყეტიც არ აწყენდა

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Dec 9 2009, 15:08
#14 

Master Master
2,310


http://www.canonrumors.com/2009/07/canon-gmos-cr2/

მდააა, რო ვისიზმრე, მგონი ცხადდება, თუ ამ ხმებს დავუჯერებთ, ქენონიც ამზადებს ამ კლასში რაღაცას. ვნახოთ, ვნახოთ...

Test Camera Specs
15.1mp CMOS 1.6x Crop
3x Zoom (24-70 IS, no speed information)
3″ 920k LCD
ISO 100-3200
DIGIC V
SD Card
1080p HD Movie Mode
Body is slightly larger than the G10
New Battery
No Viewfinder (Flash shoe VF?)
Flash Shoe
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Dec 9 2009, 17:16
#15 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


აი ამიტომ იყიდე კაი სკანერი და იღე ფირზე lol.gif lol.gif ამათ რომ აყვე ან გაგიღდები ან გაკოტრდები სულ lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 14th November 2024 - 14:07

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'