BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

> ქართველები, თემა № 95

| |
Davit Gholijashvili
post May 10 2011, 21:07
#1 

Amateur Amateur
4,876


1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში.
2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი.
3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს)
4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს.
5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული.
6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი.
7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა.
8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.

ამ თემაში სურათების ატვირთვის ფუნქცია ჩართულია!

ამ კვირის თემაა: ქართველები

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post May 11 2011, 18:21
#2 

Amateur Amateur
1,507


ქართველები შტუტგარტში. 2008 წლის აგვისტო gavcitldi2.gif


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Maxo
post May 12 2011, 00:34
#3 

Amateur Amateur
8,773


რომელ სერვერზე უნდა გავაკეთო აპლოადი - იქნებ შენმახსენოთ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post May 12 2011, 14:05
#4 

Amateur+ Amateur+
28,968


angel.gif


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Chalo
post May 13 2011, 22:51
#5 

Amateur Amateur
3,500


user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Gabedava
post May 13 2011, 23:12
#6 

Photographer Photographer
7,669


საინტერესო რაღაცეები ხდება თურმე აქ
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Maxo
post May 14 2011, 07:43
#7 

Amateur Amateur
8,773


diax.gif ან ar varga.gif


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post May 16 2011, 14:56
#8 

Amateur Amateur
1,507


1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში.

ასე ვემორჩილებით ქართველები წესებს. sad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Davit Gholijashvili
post May 17 2011, 13:12
#9 

Amateur Amateur
4,876


მეტ ფოტოს ველოდი =[
მინდოდა მენახა, ვინ როგორ ხედავს ტიპიურ ქართველ(ებ)ს, ჩვენს ტიპიურ ყოფას.
ბესო - შენი ფოტო ემიგრანტ ქართველებზეა. ისინი (ჯერ კიდევ) საქართველოს შვილები არიან, თუმცა ასეთი კადრები უფრო პროპაგანდულია.
დინა - მომეწონა შენი მულტინაციონული წყვილი.
ჭალო - შენს ფოტოში ჩვენთვის დამახასიათებელი ურა-პატრიოტიზმი დავინახე (როგორ მოუხდა შენი ხელმოწერა "იბერია გაბრწყინდება"!)
მახო - მომეწონა შენი მთიელი ჭაბუკი
ნიკა - ყველაზე მეტად შენი ფოტო მომეწონა: გასაცოდავებული უმეტესობა ქართველებისა. გამოაცხადე შემდეგი თემა!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post May 17 2011, 15:07
#10 

Amateur Amateur
1,507


QUOTE(piba @ May 17 2011, 10:12)
ბესო - შენი ფოტო ემიგრანტ ქართველებზეა. ისინი (ჯერ კიდევ) საქართველოს  შვილები არიან, თუმცა ასეთი კადრები უფრო პროპაგანდულია.
*



მერე და რა არის ამაში ცუდი? შენი ქვეყნის პროპაგანდა საზღვარგარეთ, მე თუ მკითხავ საჭირო კი არა აუცილებელიცაა. ეს ფოტო კი (ხარისხისთვის ბოდიშს ვიხდი) ზუსტად ასახავს იმ ყოფას, რაშიც 2008 წლის აგვისტოში, უცხოეთში ქართველ ემიგრანტები და არა მარტო ქართველები იყვნენ.

ფრაზა "ჯერ კიდევ" აქ ნამდვილად უადგილოა. ვერ მივხვდი ამ ფზადაში შენ რა აზრი გაატარე, მაგრამ დამერწმუნე, უცხოეთში უფრო მძაფრია, შენი ქვეყნის სიყვარული და მონატრება, ვიდრე სამშობლოში და ემიგრანტები გაცილებით უფრო მეტს აკეთებენ სამშობლოსთვის, ვიდრე სამშობლოში მყოფი პატრიოტები. ამ ხალხს, ვისაც ფოტოზე ხედავ, სამსახურიც გვერდით გადადეს და პირადი პრობლემებიც, რომელიც გაცილებით უფრო მრავალია უცხოეთში ვიდრე სამშობლოში და ქვეყანას სულიერადაც და მატერიალურადაც გვერდით ედგნენ და უდგანან. ამ ხალხმა, აქციებიდდან 2 კვირის თავზე იმდენი მოახერხა, რომ 71 ათას ევროზე მეტი გადარიცხა საქართველოში დევნილთა დასახმარებლად, პლიუს ჰუმანიტარული დახმარება, ტანსაცმლის თუ მედიკამენტების სახით. ასე რომ გთხოვ, სანამ ვინმეს შესახებ რაიმე ფრაზას გამოიყენებ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ თქვი. რადგან მაგ 2 სიტყვიანი ფრაზით, მთელს უცხოეთში მყოფ ემიგრანტთა და მათ შორის ჩემი ქართველობაც ეჭვ ქვეშ დააყენე.

დინას ფოტო მეც ძალიან მომეწონა, რაღაცით ფარაჯანოვის შემოქმედება გამახსენა.

ნიკას ფოტოში ყველაზე დიდი პარადოქსი 1=2 არის. ამაზე, სერიოზული ფსიქოლოგიური თეზისის აწყობა შეიძლება. ხოლო ავტობუსის გაჩერებაზე ავტობუსის ლოდინი, საცოდაობად ნამდვილად არ მიმაჩნია. ამ ქვეყანაზე ყველაფერი შედარებითია. მე ამ ფოტოში იმედს უფრო ვხედავ, ვიდრე საცოდაობას. იმედს იმისა, რომ ავტობუსიც მოვა და ცხოვრებაც გაუმჯობესდება.

ჭალოს ფოტოს რაც შეეხება - ურა-პატრიოტიზმი ყველა ქვეყნის შვილებს აქვთ და ეს მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი შტრიხი არ არის.

მალხაზის ფოტოც მომეწონა, პერსონაჟი ცოტა დაბნეული და დაფიქრებული, გადაწყვეტილების ძებნის პროცესშია...
Added @
QUOTE(piba @ May 17 2011, 10:12)
მეტ ფოტოს ველოდი =[
*



გამოაცხადეთ შემდეგი თემა პარასკევს 23:58 წუთზე (როცა კონკურსის დასრულებას 1 წუთი დააკლდება) და უფრო მეტი ფოტო დაიდება. smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadi
post May 18 2011, 13:40
#11 

Amateur Amateur
4,340


piba,

QUOTE
ისინი (ჯერ კიდევ) საქართველოს შვილები არიან

მთლად კორექტული ნათქვამი ვერ გამოგივიდა.. არ ვიცი რა იგულისხმე შენ, მაგრამ ძალიან ცუდად, უფრო სწორედ შეურაცხმყოფელად ჟღერს შენი ნათქვამი, როგორი კონტექსტითაც არ უნდა გეთქვა..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Davit Gholijashvili
post May 18 2011, 15:29
#12 

Amateur Amateur
4,876


ძალიან გთხოვთ, კუდებს ნუ გამოაბამთ ჩემს ნათქვამს.
ემიგრანტები ჯერ კიდევ არიან საქართველოს შვილები, ვინაიდან გარდამავალ ფაზაში იმყოფებიან. მათი შვილები იქნებიან გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების შვილები და ქართულს დამტვრეულად ილაპარაკებენ. შვილიშვილები კი ტურისტებად ჩამოვლენ ჩვენთან, რისთვისაც წინასწარ ისწავლიან რამდენიმე გამოსაყენებელ ქართულ ფრაზას ("გამარჯობა", "მადლობა"...).
და თუ ვინმეს ეს შეურაცხმყოფელად ეჩვენება, ნება თქვენია.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Chalo
post May 18 2011, 16:18
#13 

Amateur Amateur
3,500


აუ კარგით რა ხალხო
გარჩევა.ჯი-ა თუ ფორუმ.ჯი?
მგონი რომ ბოკეზე ვართ
მთელი კვირის განმავლობაში დადებულ ფოტოებზე არსებული კომენტარები რომ დაითვალოთ(ან კომენტარებში არსებული სიტყვათა რაოდენობა) უფრო ნაკლები იქნება ვიდრე ერთ დღეში ფორუმში დაწერილის რაოდენობა
ვიმეორებ ეს ბოკეა
ფოტოებს ვაფასებთ
ჩაკვდა საიტი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post May 18 2011, 19:44
#14 

Amateur Amateur
1,507


piba

ჯერ ერთი, ყველა ემიგრანტს ერთ ქვაბში ხარშავ, რაც არასწორია.
მეორე, ის რომ, არ გცოდნია, რომ მხოლოდ ენის გამართული ცოდნით არ შემოიფარგლება ქვეყნის შვილობა. საქართველოშიც კი ვერ საუბრობთ გამართული ქართულით, უცხოეთში დაბადებულისგან რომ ითხოვ.
მარტო სიტყვა "მადლობთ" რად ღირს, ამ კლუბის წევრების 85% რომ არიგებს იქეთ აქეთ და ეს ფორმა გრამატიკულად სწორი ჰგონია.
ქვეყნის შვილობა იმით განისაზღვრება, თუ რა გაქვს შენ, შენი ქვეყნისთვის გაკეთებული და რას აკეთებ, და არა იმით, ქართულად გამართულად საუბრობ თუ არა. სხვა ქვეყანაში დაბადებული ქართველი სრულიადაც არ ნიშნავს, რომ იმ ქვეყნის შვილია და არა საქართველოსი. უთხარი გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილ ნებისმიერ თურქს, გერმანელი ხარ, თურქი არ ხარო და მერე შენს თავს დააბრალე რაც მოგივა... შეიძლება ყელი გამოგჭრას.
მე გერმანიაში ვცხოვრობ უკვე დიდი ხანია, მეუღლეც ქართველი მყავს და ვაჟსაც ვზრდი ქართველად. ხო და ჩემს ვაჟს უთხარი ეგ შენი ფრაზა, როცა გაიზრდება და რასაც გიპასუხებს, მერე ნუ იწყენ.
საქართველოშიც მრავლად გვყავს ქართულად მოლაპარაკე "საქართველოს შვილები", სამშობლოსთვის ცუდის მეტი არაფერი რომ არ გაუკეთებით, ისინი ჭეშმარიტი ქართველები არიან, ემიგრანტები კი, რომლებიც უცხოეთში ქართულ სკოლებს აარსებენ, ქართულ ეკლესიებს აშენებენ და ხსნიან, საქართველოს გვერდით უდგანან სულიერად თუ მატერიალურად - "ჯერ კიდევ" ქართველები არა? ყოჩაღ, ბრავო, მაგ სიმართლით შორს გაფრინდები....

ასე რომ სანამ ვინმეზე რაიმეს იტყვი, ჯერ გააანალიზე რისი თქმაც გსურს, და ისიც, ვინმეს ამით ხომ არ ავნებ, და მერე თქვი.


ჭალო

ვიცით ყველამ, რომ ეს ბოკეა და არა ფორუმ.ჯი , მაგრამ იმ პოსტებს, რომელიც აქ იწერება, სხვა ფორუმებზე ვერ უპასუხებ. აქვე უნდა გაეცეს პასუხი. ამიტომ გთხოვ, თემაზე, რომელიც განიხილება, თუ საკუთარი აზრი არ გაგაჩნია, მსგავსი პოსტებით ნუ ჩაერევი. ეს ადმინისტრაციის პრეროგატივაა და თუ საჭიროდ ჩათვლიან თავად მიგვითითებენ ამის შესახებ.

წარმატებები
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Gabedava
post May 18 2011, 19:57
#15 

Photographer Photographer
7,669


besos,
ავტობუსის ლოდინი თუ ჩემ ფოტოს მიაწერე - მაშინ გეტყვი რო ამ ფოტოსთან "ავტობუსის ლოდინი" არაფერ შუაშია smile.gif
საცოდაობად [თუ შეიძლება ესე ეწოდოს] მე ზუსტად ეგ 1=2 მიმაჩნია ანუ უწონასწორობა სოც. ფენებს შორის და კიდევ - ქართული უკბილო იუმორი 1=2 , 1+1=3 და ა.შ. მსგავს უაზრობებს ყველან წააწყდება ყველა
ესაა და ეს ჩემი ფოტო.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Chalo
post May 18 2011, 19:59
#16 

Amateur Amateur
3,500


სულ არ წამიკითხავსვ და არცმაქვს სურვილი წავიკითხო DDDD.gif
ზოგადად თუ ვინმეს რამე არ მოსწონს ამსთვის არსებობს პირადი სივრცე,საჯარო სივრცეში "გარჩევები" არ ხდება
რაც შეეხება ჩემს რიგით იუზერობას,გვერდით თემაა დეგრადირებული ბოკე რიგითი იუზერები ქმნიან საიტს,და ვალდებულნი ვართ წესები დავიცვათ ყველამ,მარტო ადმინისტრაციის მოვალეობა არა წესრიგის დაცვა თუ კონტროლი,თემაში რომელიც ზემოთ ვახსენე საუბარია რომ მარტო ადმინისტრაცია ვერ იზამს ვერაფერს,მე რჩევა მოგეცით,დანარჩენისა თქვენ იცით wick.gif

როგორმე გამე მშვიდად დამეძინება,არ ვნერვიულობ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post May 18 2011, 20:29
#17 

Amateur Amateur
1,507


Nikke Gabedava

მსგავს მათემატიკურ უაზრობებს არამარტო საქართველოში, არამედ მატერიალურად გაცილებით განვითარებულ ქვეყნებშიც მრავლად წააწყდება კაცი. მოგეხსენება ამ სამყაროში ყველაფერი შეფარდებითია, და ის ფაქტი, რომ სოციალურ ფენებს შორის უწონასწორობაა, ეს რეალუბა ყველგანაა და არა მარტო საქართველოში. უბრალოდ ალბათ ქართველებს დაგვჩემდა ყველაფრის ტრაგედიად აღქმა, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი ჩანს.
ნახევარი ჭიქა წყლის არ იყოს, მავანნი იტყვიან რომ ჭიქა ნახევრამდეა სავსე, მავანნი კი ნახევრად ცარიელს უწოდებენ. ზოგისთვის ეს ტრაგედიაა, რადგან ფიქრობს რომ ჭიქა მალე დაიცლება, ზოგისთვის კი იმედი იმისა, რომ ნახევარი ჭიქა წყალი უფრო ადვილი გასავსებია, ვიდრე მთლიანად ცარიელი. ასე რომ მე შენს ფოტოში საცოდაობას და ტრაგედიას კი არა, იმედს ვხედავ და მოცემული პერსონაჟები ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათემატიკური აფსურდი, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება გამართლება მოეძებნოს.

წარმატებებს გისურვებ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Davit Gholijashvili
post May 18 2011, 21:14
#18 

Amateur Amateur
4,876


ცოტა არ იყოს გამიკვირდა ამდენი ახალი პოსტის დანახვა. ვაღიარებ, დავიღალე მათი წაკითხვით (ცუდად ვიტან პოლემიკას).

მე რაც დავწერე, ჩემი აზრია. რაც დავინახე ფოტოებში, ჩემი ხედვაა და რაც დავინახე, ის დავწერე სწორედ. და ჩემი სათქმელი არასრული იქნებოდა ამ ფრაზის გარეშე: "ჯერ კიდევ". ნება თქვენია, შეგიძლიათ შემედავოთ და გააპროტესტოთ ჩემი აზრი, მაგრამ მე არ ვაპირებ ამის მეტად საწინააღმდეგო არგუმენტების გადმოლაგებას.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post May 18 2011, 21:32
#19 

Amateur Amateur
1,507


piba

შენს აზრს პატივს ვცემ, მაგრამ არა შეურაცხმყოფელს. მსგავსი ფრაზა საქართველოში შეიძლება ადამიანმა უბრალოდ გაატაროს, ემიგრანტისთვის კი მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ერის კაცი, შენს და შენი შვილების ეროვნებას ეჭვის ქვეშ აყენებს. მაპატიე, მაგრამ ამ აზრს ვერ შევურიგდი და იმიტომაც წამოვჭერი ეს პოლემიკა.

ღმერთი შენსკენ და წარმატებები

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadi
post May 18 2011, 23:30
#20 

Amateur Amateur
4,340


piba,
შენ შენს ქართულს მიხედე, მე ჩემსას მივხედავ და ჩვენ რომ ვილაპარაკებთ გამართულად, მერე მოვითხოვოთ ემიგრანტი შვილიშვილებისგან ქართველობა, გამარჯობა-მადლობაზე მეტი ქართული და სხვა მრავალი.. ჯერ ჩვენ გავაკეთოთ რამე იმისთვის, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ საქართველოში-იმის ნახევარი მაინც რასაც ისინი აკეთებენ, რათა ჩვენც ემიგრაციაში არ ამოვყოთ თავი.. შენი აზრი მაშინ არის გამართლებული როცა სხვას შეურაცხყოფას არ აყენებ..
თუმცა ვატყობ მე და ბესოს სხვა რამ გვგონია ემიგრანტობა და ქართველობა- შენ კი სხვა კუთხით განიხილავ.. ჩემთვის ქართველი ის არის, ვინც ქართულად ცხოვრობს, ქართველობს, ტკივა და აწუხებს ამ ქვეყნისა და ხალხის ბედი და არა ის, ვინც დედაბუდიანად ალაგდა საქართველოდან, თავისი ქვეყნის არც სახელის ხსენება უნდა, არც ავ-კარგი ადარდებს და არც შვილს ასწავლის ქართულს.. არც ის მიმაჩნია ქართველად, პატრიოტობა ყანწის გამოცლა და ლამაზი სადღეგრძელოს თქმა რომ ჰგონია.. ხოდა ემიგრაციაზე როცა საუბრობ აჯობებს დააზუსტო ვის და რატომ გულისხმობ..

Chalo,

ეგ არის ზუსტად ქართველობა, რომ არც წაიკითხავ, არც დაინტერესდები რა ხდება და მაინც მოუწოდებ და რჩევებს არიგებ ვინ, სად, რა და როგორ ქნას..
პ.ს. ვერ გამოვედით ქართველები "ცისფერი მთების" ეპოქიდან სამწუხაროდ..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Chalo
post May 19 2011, 00:21
#21 

Amateur Amateur
3,500


როგორ გეტყობა რომ არ მიცნობ smile.gif)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadi
post May 20 2011, 01:53
#22 

Amateur Amateur
4,340


Chalo,
მე შენი პოსტის საპასუხოდ დავწერე, თორემ ნაცნობ-უცნობობა არაფერ შუაშია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
pojarnik01
post May 20 2011, 22:03
#23 

NewBie NewBie
317


bravo.gif bravo.gif


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post May 20 2011, 22:37
#24 

Amateur Amateur
1,507


pojarnik01

ცოტა დააგვიანე, აქტუალური თემა "დაუვიწყარი მომენტები"ა, ამ თემაში გამოვლინდა უკვე გამარჯვებული
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
pojarnik01
post May 21 2011, 17:25
#25 

NewBie NewBie
317


besos
მე მგონი უბრალოდ ფოტო დავდე,არ დამიგვიანებია.არავის არ ვეცილები smile.gif))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 16th November 2024 - 13:20

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'