მინდა მჭერმეტყველი ვიყო!.. მაგრამ, ხშირად, არ არის ისე როგორც მე მინდა!
ჩემს ცხოვრებაზე გეტყვი.. ჩემს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოდიან და მიდიან... თუმცა უკვალოდ არავინ მიდის! არსებობენ ადამიანები რომლებიც მიყვარდება, რომლებზეც ძალიან დადებითად ვარ განწყობილი და ყოველთვის გავცემ დადებით მუხტს მათი მისამართით და მესამე კატეგორია (ზე).. მესამე კატეგორიაში შენ ხარ, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე!
მეოთხე წელია და ყველაფერი მახსოვს ყველაფერი რაც ერთად გადაგვხდენია! რამდენი თავგადასავალია.. ალბათ სხვა ინატრებს! )) რამდენი სიგიჟე, სიხარული, სევდა, სიყვარული, ღიმილი, სიცივე, აფრენა, ადრენალინი... უფ აღარ გავაგრძელებ!
ზოგჯერ მგინია რომ ამდენი სიყვარული არ შეიძლება! არც ამდენი სიახლოვე, არა ფიზიკური არამედ აზრების.. გრძნობების.. ფიქრების.. რამდენჯერ ვამთხვევთხოლმე სიტყვებს )))
მინდა ძალიან მინდა რომ მუდამ ღიმილიანი იყო, და არასოდეს შეეცვალოს შენში ღიმილი სევდას!
მინდა უზომოდ ბედნიერი იყო, ბედნიერების შენეული გაგებით!
მინდა მუდამ საყვარელი ხალხის გარშემო იყო!
მინდა ძალიან ბევრი დადებითი ემოცია გქონდეს და მერე ეს ენერგია გასცე და სხვებიც გაათბო!
მინდა უდარდელი იყო, ჰო ჰო უდარდელი.. ადვილია!
მინდა ყველა ის ნატვრა აგიხდეს რომელიც გაქვს.. ხომ იცი: ოცნება რომ ახდეს იგი მხოლოდ უნდა ინატრო.. ))))
batukela, ცუნცულლ. შენ ხომ უსაყვარლესი არსება ხარ ! ხოოდააა მინდა უსაყვარლესი ცხოვრება გისურვო. ლამაზი ლაღი, და სიყვარულით და სიხარულით სავსე მუდამ ჰარმონიაში ყოფილიყავი ჩვენს გაუსაძლის მაგრამ მაინც ლამაზ სამყაროსთან. გეფერები და გკოცნი შენი მინძონი