პირველი იმას ვიტყვი, რომ ეს ფოტო ძაან მიყვარს და ჩემთვის ფოტოსიყვარულიცაა და მეტიც! მარა როგორც ფოტო არ ვიცი...
მეორე ის უნდა ვთქვა, რომ ცოტა უხერხულობას ვგრძნობ, იმიტომ, რომ ბოკეზე ბევრი მაგარი ფოტოგრაფია და მე კიდევ რბილად რომ ვთქვათ არ ვარ ფოტოგრაფი და მე მოვიგე და ამიტომ ვგრძნობ უხერხულობას. აქვე ვიტვყვი, რომ ამ კონკურსისადმი დიდი დაინტერესება არ იყო რატომღაც და შესაბამისად კონკურენციაც არ იყო დიდი. ამიტომ ვგრძნობ ცოტა უხერხულობას და არა ბევრ უხერხულობას!
და ბოლოს, ყველას უღრმესი მადლობა ვინც შეაფასა!
და ვინც მომილოცა კიდევ!
და კიდევ, განსაკუთრებული მადლობა ერთ, რიგით იუზერს, რომელსაც ეს ფოტო ძალიან მოეწონა და მომწერა, რომ ეს აუცილებლად გაიმარჯვებსო და ყოველდღე მწერდა სტატისტიკას თუ რამდენი ქულა ჰქონდა ნამუშევარს
არ ვიცი, ამას შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ახლა ასე ვთვლი საჭიროდ!
და კიდევ, განსაკუთრებული მადლობა ერთ, რიგით იუზერს, რომელსაც ეს ფოტო ძალიან მოეწონა და მომწერა, რომ ეს აუცილებლად გაიმარჯვებსო და ყოველდღე მწერდა სტატისტიკას თუ რამდენი ქულა ჰქონდა ნამუშევარს
ახლა რახან თქვი უნდა დაასრულო კიდევაც!
მაგ შეფასებებს და ქულებს მე ვერ ვხედავ და ვინ რიგითი იუზერია ასეთი ამ საიტზე, რომ ყველაფერს გიკაკლავდა? ნამდვილად მაინტერესებს და არა იმიტო რომ საყვედურრი უთხრა, არამეეედ იმიტომ რომ წესები ირღვევა მასე. ანონიმურობა ანონიმურობაა და ყველასთვის უნდა იყოს ეგ! არ არსებობს მე და ტყუილი, ჯერ არ ყოფილა და არც აწი იქნება! ხოდა აქ თუ არ გინდა რო დაწერო, PM მომწერე ერთი რა ხდება?
Guja, ბატონო გუჯა, ჩანდა შეფასებები ამ ფოტოებზე. გამარჯვებულები რომ გამოვლინდნენ მას შემდეგ მოიხსნა ქულები, თორემ მანამდე ყველა ფოტოს ქვეშე ჩანდა ვის რამდენი ქულა ჰქონდა
პრიზების მისაღებად გამარჯვებულებმა უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა და გამარჯვებული სურათი A3 ფორმატით (სპონსორზე გადასაცემად)
აი, ეს ვერ გავიგე სწორად. ანუ, ჩვენ უნდა დავბეჭდოთ ეს ფოტოები და სპონსორს ვაჩუქოთ?
და ეს?
QUOTE
მთავარი პრიზი (I-ლი ადგილი): შენ და შენი შეყვარებული იმოგზაურებთ საჰაერო ბუშტით, ერთად შეხვდებით განთიადს, გადაიღებთ ფოტოებს ფრენისას და 3 ცალ უზარმაზარი ფორმატის ფოტოს უფასოდ დაგიბეჭდავენ!
Added @ beshqena ნუ დაგაბნია ახლა გამაჯვებამ A3 ფორმატით შენ ბეჭდავ და 3 უზარმაზარი ფორმატის ფოტოს ისინი გიბეჭდავენ ანუ ისიც საჩუქარია რა გილოცავ კიდევ !