BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> პეიზაჟების გადაღების რამოდენიმე ხერხი, მოკლე რეკომენდაციები

| |
ramaz
post Feb 12 2011, 00:29
#1 

Amateur Amateur
308


DDDD.gif ამ თემას შესავალს არ გავუკეთებ, შინაარსიდან გამომდინარე ისედაც გასაგებია ყველაფერი. რა თქმა უნდა ვისთვისაც ეს წესებია ცნობილი ალბათ გაამდიდრებენ ამ თემას, ან გარკვეულ ალტერნატივებს შემოგვთავაზებენ. ხოლო ვინც დამწყებია ან დაინტერესებულია პეიზაჟების გადაღებით, მათთვის შეიძლება ეს რეკომენდაციები სასარგებლოც კი იყოს. მოკლედ დავიწყოთ.


1. პეიზაჟების გადაღების ყველაზე კარგ დროდ პირველი: მიჩნეულია მზის ამოსვლამდე 15-30 წუთი, ამოსვლის შემდეგ დაახლოებით ერთი საათი (გააჩნია მზის სიკაშკაშეს) და მეორე, მზის ჩასვლისას. საქმე იმაშია რომ დღის განმავლობაში მარტო ამ დროს არის თბილი და რბილი შუქი და ჩრდილები, რაც თავის მხრივ იძლევა თითქმის პროფესიონალური გადაღების ხარისხს ვიტყოდი ასე.. ნებისმიერი პროფ. პეიჟაზისტვის ეს წესი ოქროს წესად არის მიჩნეული... ისე რომ თუ ვინმეს უნდა მიუახლოვდეს კლასიკას და გადაიღოს კარგი სურათები ეს წესი უნდა დაიცვას.
2. პირველი წესიდან გამომდინარე, სურათის გადაღების პირობებში სუსტი განათებაა, ამიტომ შტატივის გამოყენება რეკომენდირებული კი არა აუცილებელია, რაც არ უნდა დახვეწილი ხელი გქონდეთ. (პირადად მე შემიძლია გადავიღო ¼ წამი სიჩქარე ხელით, მაგრამ საკმარისი მაინც არაა). ხელის თუ აპარატის სულ უმნიშვნელო ამოძრავებაც კი ( მიუხედავად უაღრესად სტაბილიზირებული და დახვეწილი ტექნიკისა )ხარისხს დააკარგვინებს სურათს. აქვე დავამატებ რაც უფრო მარალი ხარისხხის შტატივია მით უკეთესია, ხშირად შტატივზე აპარატი კია კარგად დამაგრებული მაგრამ, აპარატს უბრალო ნიავიც კი ამოძრავებს ისე რომ თვალით ვერ ამჩნევ.. (აქ კი ერთი მინუსია ესეთი შტატივები არ ღირს იაფი).
3. დილაობით გამთენიისას (და არა საღამოთი) უმრავლეს შემთხვევაში წყალი აკვატორიაში ბასეინში, ზღვაზე.... ბევრად უფრო წყნარია ვიდრე საღამოთი. ამოტომ თუ გინდა მიიღო სარკისებური ანარეკლებიც უმჯობესია დილის სურათების გადაღება.
4. სურათის გადაღების წერტილი. პეიზაჟის პრაქტიკულად ყველა კარგ სურათს აქვს მინიმუმ 3 ელემენტი. პირველი- წინა ხედი, მაგ. ზღვის პეიზაჟის მზის ჩასვლის გადაღებისას, სურათი უნდა იწყებოდეს არა წყლის აკვატორიით არამედ, პლიაჟიდან. პლიაჟი ამ შემთხვევაში- წინა ხედია (ანუ პირველი ელემენტი), მეორე და სურათის ძირითადი ელემენტია თვითონ ზღვა, რომელშიც ირეკლება ჩამავალი მზე, ხოლო მესამე ელემენტია მზე და ღრუბლები ან ცა. (ხშირ შემთხვევაში ბევრ მოყვარულს წინა ხედი ავიწყდებათ), ამიტომ სურათმა რომ გადმოგვცეს პეიზაჟის სილამაზე ისეთი ადგილია მოსაძებნი სადაც სამივე ელემენტის და სურათის მაქსიმალური სიღრმის ჩვენება იქნება შესაძლებელი.
5. ჩანჩქერების გადაღება. თუ გინდათ რომ მიიღოთ წყლის ლამაზად ჩამოსვლის ეფექტი ე. წ. რძე ჩაჩქერზე ან წყლის დინებაზე აუცილებელია მინიმუმ 1-2 წამი სიჩქარე, დაფიქსირდება წყლის მოძრაობა, ხოლო ყველაფერი დანარჩენი დარჩება ისევ ისე როგორც იყო. მაგრამ აქ არის ერთი ლაფსუსი, რომელსაც ბევრი უშვებს. საქმე იმაშია რომ ამ სიჩქარის შესაბამის დიაფრაგმაზეც რომ იყოს ექსპო პარა დაყენებული, ნეგატივზე (მატრიცაზე ) მაინც ძალიან ბევრი შუქი შედის რის გამოც სურათი გამოვა გადათეთრებული. ამიტომ ამ სიტუაციაშიც რეკომენდირებულია სურათის გადაღება დილით ადრე ან მზის ჩასვლის შემდეგ, გარდა ამისა ამ შეთხვევაში კარგია ნეიტრალური სიმკვრივის ფილტრის გამოყენება ( ისიც ამცირებს შუქის ინტენსივობას), ყველაფერი ეს კი იმის საშუალებას იძლევა რომ ობიექტივში შევა იმდენად ცოტა შუქი რომ, გადაღების სიჩქარე დაყენდეს რამოდენიმე წამი. იმ შემთხვევაში თუ ჩანჩქერი ღრმადაა ტყეში და არა გაქვთ ფილტრი კარგია შემდეგი ხერხი - აპარატი მაგრდება შტატივზე, დგება დიაფრაგმის პრიორიტეტი (ან ხელით) და მაქსიმალურად დიდი რიცხვი ფ-16, 22, 36 ( ანუ იმ შემთხვევაში რაც მაქსიმალურად არის დასაშვები), ხოლო სიჩქარე გამომდინარე დიაფრაგმიდან, თუ ცოტა მეტი მოუვიდა არაა საშიში ღრმა ტყეში ეს არაა საშიში. ციფრული აპარატის შემთხვევაში შეიძლება რამოდენიმე დუბლის გაკეთება და ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.
6. ტყის გადაღებისას ერიდეთ ნიადაგის გადაღებას - ნიადაგზე დამპალი ფესვები, ფოთლები, და სრული ქაოსი სრულ კონტრასტში მოდის ხეების და ფოთლების მრავალფეროვნებასთან, რაც ჩააგდებს სურათს და გაგიფუჭებთ კადრს. იშვიათად ნიადაგის გადაღება შესაძლებელია მაშინ როცა ადრე გაზაფხულია , ყვავილების სიმრავლეა და ბალახი ხასხასა და მწვანე ფერისაა. ხეების გადაღება კარგია ღრუბლიან ამინდში, კაშკაშა მზე პირდაპირ კოშმარია ძალიან დიდი კონტრგანათების და სინათლის ინტენსივობის არათანაბარი განაწილების გამო, იშვიათად როცა ტენიან ტყეში მცირე ბოლვის ან ნისლის შემთხვევაში მზის სხივები მხატვრულად ეცემიან ნიადაგს და ქმნიან განსაკუთრებულ ეფექტს.
7. ჰორიზონტის ხაზი. გადაღების დროს სად უნდა გადიოდეს ჰ-ტის ხაზი? ხშირია როცა შეცდომით ამ ხაზსს ბევრი ზუსტად სიმეტრიულად შუაში აყენებს. არასწორია, ასეთი სურათი პოლაროიდით გადაღებულს გავს. ამ შემთხვევაში მთავარია გადაწყვიტოთ თუ რაზე აკეთებთ აქცენტს, მიწაზე თუ ცაზე. თუ ცა ძალიან ლამაზია და მრავალფეროვანია მას უნდა დაეთმოს სურათის 2/3, მიწას 1/3. ხოლო თუ პირიქითაა და მიწა და წყალი უფრო ლამაზია მაშინ ცისა და მიწის განაწილება სრულიად საპირისპიროდ უნდა იყოს. ამ შემთხვევბში სურათს მეტი კოლორიტულობა ეძლევა. ხშირია ისეთი შეცდომები როცა, ლურჯ უღრუბლო ცას სურათის 4/5 უჭირავს და მასზე არაფერი არ არის გამოსახული. ამ შემთხვევაში სჯობია დაირღვეს ეს წესი და სურათის წინა და ძირითად ხედებს 7/8 დაეთმოს ხოლო ცას 1/8.
8. (ეს მეთოდი სამწუხაროდ ,პირადად არ გამომიცდია) თბილი მზის ამოსვლა და ჩასვლა- მოიფიქრა და ,,დააჭაშნიკა’’ ბილ ფორტნიმ. ნიკონის ციფრული ფოტოაპარატის გამოყენებით, თეთრის ბალანსში დგება ვარიანტი დღის სინათლე (Daylight), აწვებით კნოპკას ისრით მარჯვნივ და ხსნით ზუსტ ,,პარამეტრებს” (Fine-tune) (ბოდიში ამ სიტყვაზე) , შეიყვანეთ მონაცემი -3 და ,,ოკ’’. ქენონის შემთხვევაში კი თეთრის ბალანსი უნდა გაითიშოს.
9. გადაღება მთებში.--მთების გადაღება კარგ შედეგს იძლევა მაშინ როცა მას ვიღებთ ისეთი წერტილიდან რომელსაც ჩვეულებრივი ხედვით არ ვხედავთ მაგ: გზიდან ან მთის ძირიდან, ეს ყველასათვის მისაწვდომია და არ იძლევა შესაბამის შეგრძნებებს, ამიტომ მათი გადაღება უფრო ეფექტური ხდება არაორდინალური და უჩვეულო ადგილებიდან, შესაძლებლობის მიხედვით ზევიდან ქვევით, ისეთი გვერდიდან საიდანაც ნაკლებად მისადგომია და პარალელურად ჰორიზინტის ხაზთან. ეს წესი ყვავილებზეც ვრცელდება ოღონდ პირიქით . ყვავილებს ზევიდან ქვევით ვუყურებთ, ასეთი სურათები ცოტა მოსაწყენი გამოდის და არაფრის დემონსტრაციას არ ახდენენ.
10. გადაღება ღრუბლიან ამინდში- ამ შემთხვევაში ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები ცა გადაიღოთ, როგორც წესი ის გამოდის ნაცრისფერი და ხასიათზე მოქმედებს არაეფექტურად. რა თქმა უნდა ფოტოპროგრამებში შეიძლება მისი მრავალნაირად დამუშავება მაგრამ ის უკვე აკარგინებს სურათს პირვანდელ პეწს.
11. და ბოლო. გადაღება ცუდ ამინდში-- ასეთ ამინდში თუ თქვენ გადაწყვიტავთ მთელი დღე დაუთმოთ ბოკეს საიტს და სურათების გარჩევას ნამდვილად არ იქნება ცუდი არჩევანი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შეიძლება რამოდენიმე კარგი კადრის გადაღება მაგ: წვიმის შეწყვეტისთანავე, ბევრი ღრუბელია და ერთი ტონი, ხოლო ტყეში ხეებზე მწვანე ფოთლებზე წყლის წვეთების ანარეკლებში ამოწეული ეფექტები. მეორე . თუ ქუხს კიდეც ამ სიტუაციაში ხშირად მოკლე მომენტში წვიმის გადაღებისას ცა პატარა ადგილზე იხსნება და იქმნება განუმეორებელი მზის სხივებით გალამაზებული და დრამატიზმით სავსე მომენტები (უკაცრაბად ამ სიტყვების ბრახაბრუხზე).

რა თქმა უნდა ყოველივე ზემოთ მოყვანილი არ არის სრული... არსებობს კიდევ უამრავი მეთოდი და რეკომენდაცია, ბევრი ფოტოგრაფი შეიძლება სრულიად განსხვავებული და განუმეორებელი ტექნიკით იღებს, იმედია ამ თემას გაამდიდრებენ თავისი პრაქტიკით და შეხედულებებით, დაკვირვებებით. მაგრამ თუ ამ თემამ ვინმეს მაინც პატარა სიახლე შემატა ესეც საკმარისია.
გისურვებთ წარმატებებს. DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Feb 12 2011, 00:56
#2 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


კაი თემაა.

აქ პატარა რჩევას დავამატებ.

პეიზაჟის გადასაღებად აუცილებელია 1) შტატივი 2) სხვადასხვა ფილტრები (პოლარიზატორი,გრადიენტული ფილტრი,UV ფილტრი) და კიდე უამრავი სხვა ფილტრები.
ამის გარეშე კაი პეიზაჟის გადაღებაზე არც უნდა ვიოცნებოთ DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
scout
post Feb 12 2011, 01:38
#3 

Amateur+ Amateur+
14,470


ramaz

მადლობა! smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
matasa
post Feb 12 2011, 03:19
#4 

Photographer Photographer
214


მადლობა, მშვენიერი რჩევებია smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Feb 12 2011, 11:03
#5 

Amateur Amateur
308


Giorgi Janibegashvili,
მართალი ხარ, bravo.gif ერთი მომენტი დავაპირე თვითონ ტექნიკური საშუალებების ჩაწერა და მათი გამოყენების შესაძლებლობები, მაგრამ ეს იმდენად დიდი თემაა რომ ... თან სხვადასხვა ტექნიკას სხვადასხვა მახასიათებლები აქვს, ფილტრების გამოყენებას თავისი წესები აქვს... ვოობშემ ძალიან ღრმად შევტოპავდი. ხოლო თუ კონკრეტიკა დასჭირდებათ მაგაზეც მზად ვართ.. DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Feb 12 2011, 11:33
#6 
Club Founder

Master Master
14,574


მე მაპატიეთ ახლა გავრბივარ მეცადინეობაზე და ალბათ გვიან ვიქნები
რომ მოვალ წავიკითხავ და რაღAცეებს მეც შევატებ თუ საჭირო იქნა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Feb 12 2011, 11:39
#7 

Amateur Amateur
308


Guja,
bravo.gif მშვენიერი იქნება, დამატებაც კარგია და გამოცდილებით პრაქტიკული რჩევაც DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
maikanata
post Feb 12 2011, 14:13
#8 

NewComer NewComer
42


დიდი მადლობააააა.ზალიან გამომადგება მე და ბევრ სხვა დამწყებსაც madloba.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadi
post Feb 12 2011, 14:35
#9 

Amateur Amateur
4,340


საინტერესო თემაა..
დიდი მადლობა smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Feb 12 2011, 17:48
#10 
Club Founder

Administration Administration
8,485


დავამატებ რომ ჩრდილების ამბავში ძალიან კარგია ზამთარი. როცა მზე ჰორიზონტიდან მაღლა პრაქტიკულად არ ადის. შედეგად თითქმის მთელი დღე გვაქვს გრძელი ჩრდილები.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Feb 12 2011, 19:38
#11 

Amateur Amateur
308


Nika,
bravo.gif რათქმა უნდა და აქვე კონტრასტების მოყვარულებისთვის კარგი კონტრასტებიც diax.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magda Gugava
post Feb 13 2011, 00:46
#12 

Amateur Amateur
3,453


bravo.gif bravo.gif bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tato joglidze
post Feb 13 2011, 03:16
#13 

Amateur Amateur
492


გადასარევია აუცილებლად გავითვალისწინებ.მადლობა!:)
Added @
გადასარევია აუცილებლად გავითვალისწინებ.მადლობა!:)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post Feb 13 2011, 08:54
#14 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


მადლობა smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Feb 13 2011, 15:04
#15 
Club Founder

Master Master
14,574


ერთს დავამატებ

ჩვენ როგორც წესი საშუალო ხარისხის ლინზები გვაქ, რას იზამ ყველა ვერ შეიძენს ძვირიან L ლინზას ან მის მაგვარს. როგორც წესი 16 და მეტი დიაფრაგმა მხოლოდ ძალიან მაღალხარისხიან ლინზებს აქვთ კარგი- ანუ დიფრაქციის გამო საერთო სიმკვეთრე კატასტროფულად არ ვარდება. იაფიან ლინზებს კი როგორც წესი მაქსიმუმ 11 დიაფრაგმა გამოიყენო. აქედან პეიზაჟის დროს მხოლოდ 11ზე შევაჩერებდი არჩევანს. რა თმა უნდა თუ გესმით ჰიპერფოკალური მანძილი რა არის გაგიგიათ რუშენბახის თეორია, ნამდვილად კარგი შტატივით იღებთ და გარკვეული ხართ სიმკვეთრის სიღრმეში, მაქსიმალური სიმკვეთრე პეიზაჟის გადაღEბის დროს უფრო დაბალ დიაფრაგმაზეც შეიზლება ისე რომ სიმკვეთრის სიღრმე არ დაკარგოთ და მეტი შუქიც გქონდეთ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Feb 13 2011, 15:13
#16 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


QUOTE(Guja @ Feb 13 2011, 15:04)
ერთს დავამატებ

ჩვენ როგორც წესი საშუალო ხარისხის ლინზები გვაქ, რას იზამ ყველა ვერ შეიძენს ძვირიან L ლინზას ან მის მაგვარს. როგორც წესი 16 და მეტი დიაფრაგმა მხოლოდ ძალიან მაღალხარისხიან ლინზებს აქვთ კარგი- ანუ დიფრაქციის გამო საერთო სიმკვეთრე კატასტროფულად არ ვარდება. იაფიან ლინზებს კი როგორც წესი მაქსიმუმ 11 დიაფრაგმა გამოიყენო. აქედან პეიზაჟის დროს მხოლოდ 11ზე შევაჩერებდი არჩევანს. რა თმა უნდა თუ გესმით ჰიპერფოკალური მანძილი რა არის გაგიგიათ რუშენბახის თეორია, ნამდვილად კარგი შტატივით იღებთ და გარკვეული ხართ სიმკვეთრის სიღრმეში, მაქსიმალური სიმკვეთრე პეიზაჟის გადაღEბის დროს უფრო დაბალ დიაფრაგმაზეც შეიზლება ისე რომ სიმკვეთრის სიღრმე არ დაკარგოთ და მეტი შუქიც გქონდეთ.
*



გუჯა ანუ რაც უფრო ფართე კუთხიანი ობიექტივი გვაქვს მით უფრო დაბალი დიაფრაგმა(F/5.6 -F/8) იქნება საკმარისი იმისათვისრომ სიმკვეთრე და შუქძალა არ დავკარგოთ ხო?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Feb 13 2011, 15:23
#17 
Club Founder

Master Master
14,574


არა
ახლა გასალახი კი ხარ guja.gif
სხვას რომ ეკითხა არ გავბრაზდებოდი, მარა შენ ხო გასწავლე ეგ ყველაფერი?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Feb 13 2011, 15:30
#18 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


რატო გუჯა აი მაგალითად 17მმზე ფ/8 საკმარისია კაი სიღრმისთვის და ფიშაისთვის უფრო ნაკლებიც
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Feb 13 2011, 22:13
#19 
Club Founder

Master Master
14,574


Giorgi Janibegashvili,
მე რაც დავწერე კარგად წაიკითხე
ეგ სხვა რამ არის რასაც შენ ამბობ
სივრცისთვის მაგას არაბაირი მნიშვნელობა არააქ, ფართე კუთხე თAვისთAვად ჭიმავს სიღრმეს და ამიტომ გეჩვენება ეგ, გრძელი ფოკუსი პირიქით კუმშავს და ვიზუალურად გგონია მცირე სიმკვეთრის სიღრმე.
გასაგებია რომ ძალიან მარტივად ვლაპარაკობ სინამდვილეში რთულია ეგ საქმე
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Chalo
post Feb 13 2011, 22:51
#20 

Amateur Amateur
3,500


უნდა ვითავხედო და ვთქვა,რომ ეს ყველაფერი ვიცოდი,მარა მაინც არ მიყვარს პეიზაჟების გადაღება smile.gif
მაინც მადლობა რომ ამდენი წერე,დარწმუნებული ვარ ბევრს გამოადგება smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Feb 15 2011, 22:41
#21 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


ესეც ნახეთ www.marcadamus.com
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Feb 16 2011, 10:31
#22 

Amateur Amateur
308


Giorgi Janibegashvili,
მაგარია, პირდაპირ შედევრებია. მაგ სურათებმა გაამყარეს ზემოთ მოყვანილი აზრების სისწორე. bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Maka Naveriani
post Feb 16 2011, 12:15
#23 

Amateur Amateur
2,154


ramaz დიდი მადლობა ამ თემის გახსნისათვის. საჩემო თემაა smile.gif
აუცილებლად გავითვალისწინებ პეიზაჟების მორიგი გადაღებისას ყველა წესს, მაგრამ ზემოთ ჩამოთVლილი ტექნიკური საშუალებები ჩემთVის ჯერ ოცნებაა smile.gif და მანამდე ვეცდები უბრალო ციფრულით ამ წესების გათვალისწინების შედეგად უკეთესი შედეგი მივიღო.

madloba.gif madloba.gif madloba.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
vakerman nekerman sekerman
post Mar 2 2011, 13:05
#24 

Amateur Amateur
1,294


მოკლედ ვიღებთ ფოტოაპარატს გავდივართ საინტერესო ადგილს შესარჩევად, ვარჩევთ. ვიღებთ ფოტო აპარატს და ვარჩევთ კომპოზიციას. ამის შემდეგ ცოტახანი ვაცლით და ვიღებთ ფოტოს. მოვდივართ სახლში, ვყრით ფოტოებს კომპიუტერში ფერების დამუშავება გემოვნებით.

2 რჩევა:

1 თუ გინდათ თქვენი ნამუშევარი მინიმუმ საუკეთესოთა შორის მოხვდეს ამ საიტზე, მაშვინ შეარჩიეთ ბრჭყვიალა და ნათელი ადგილი გადასაღებად. სასურველია წითელი და შინდისფერი ფერების კომინაცია ყვითელ და ნაცრისფერ ფერებთან. დამუშავებისას მაქსიმალურად გაჟღინთედ ფოტო(სატურაცია აუწიეთ), რომ ამ ფერებმა კიდევ უფრო ააჭრელოს ისედაც აჭრელებული ფოტო.

2 თუ გინდათ, რომ მართლაც საინტერესო ფოტო გადაიღოთ, მაშინ გადაიკიდეთ აპარატი იარეთ ქუჩაში და ეძებეთ ფოტო. ეძებეთ საინტერესო ადგილი. უცხო და უცნობი. შეეშვით ბრჭყვიალა და კაშკაშა კრამიტების გაფერადებას ფოტოშოპით. სცადეთ როცა იღებთ პეიზაჟს ან სართო ხედს. ფოტოში გქონდეთ: წინა პლანი და უკანა პლანი, უფრო კარგია თუ შუა პლანიც გექნებათ. ეცადეთ საერთო ხედში იყოს ერთი დეტალი მაინც რაც მას საინტერესოს გახდის. ყურადღება მიაქციეთ სიმეტრიას . . . მოკლედ ასე ძნელია მეგობრები ისევ პირველი ვარიანტი ჯობია მემგონი DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
vakho33
post May 19 2011, 18:46
#25 

Amateur Amateur
310


ramaz,
ძალიან დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო თემისთვის. ნამდვილად გამოგვადგება თქვენი რჩევები და გამოცდილება დამწყებ ფოტომოყვარულებს (ჩემ თავს ვგულისხმობ პირველ რიგში). მინდა გთხოვოთ, რომ ესეთი საინტერესო და შემეცნებითი თემების წერა მომავალშიც განაგრძოთ (რა თქმა უნდა თუ ამის დრო გექნებათ, ან თუ ცუდი ამინდი იქნებაsmile.gif).
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post May 19 2011, 19:46
#26 

Amateur Amateur
1,507


მეც ძალიან მომეწონა ეს თემა. გამოსადეგარი ინფორმაციაა, ჩემს ზოგიერთ გაურკვევლობას, რომელიც გადაღების პროცესში შემექმნა, სრული პასუხი გაეცა. მადლობა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 22 2011, 12:10
#27 

Amateur+ Amateur+
7,355


ძალიან გამოსადეგია.

დიდი მადლობა ასეთი კარგი რჩევებისთვის.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post May 29 2011, 13:12
#28 

Amateur+ Amateur+
22,472


ძალიან კარგი რჩევებია smile.gif
რამაზ ერთი რამ გამოგრჩა მხოლოდ მაგ ჩამონათვალში: პეიზაჟის გადაღებისას უპირველესი რაც უნდა გააკეთო - ბევრი უნდა იარო!!! თუ არ იარე და არ მოინახულე ბევრი ადგილი და სხვადასხვა ლანდშაფტი ვერ გადაიღებ პეიზაჟს. ქალაქიდან გაუსვლელად პეიზაჟისტი ვერ იქნები smile.gif ეს ულოგიკურესია

მე მხოლოდ ერთს დავამატებდი: პეიზაჟი ბევრნაირი შეიძლება გადაიღო ადამიანმა, მაგრამ როცა იღებ პირველ რიგში იმაზე უნდა დაფიქრდე რას იღებ ახალს, ისეთს, რაც სხვებს არ გადაუღიათ? სტანდარტულ კადრებად იქცა უკვე რაღაც კონკრეტული ადგილებიდან აპარატის გაჩხაკუნება. ერთი გადაიღებს და მერე მიყვებიან და ყველა ახალგამოჩეკილი აჩხაკუნებს იგივე ადგილიდან და კუთხიდან.

მე ყველას ვურჩევდი რომ იარონ ბევრი და ეცადონ სიახლე შემოიტანონ, ახალი კუთხე, ახალი ადგილები, სხვა განათება და სხვა სტილი.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Jun 10 2011, 13:38
#29 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


კაი თემა გამოვიდა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dimko
post Feb 6 2013, 21:41
#30 

Validating
47


არსებობს ერთი მშვენიერი წიგნი პეიზაჟების ფოტოგრაფიაზე და შემდგომ ფოტოშოპში დამუშავებაზე:

Роб Шеппард "Техника фотосъемки пейзажей и обработка снимков в Adobe Photoshop"
ძაან სქელი წიგნია 500 გვერდამდეა. მაგრამ დაწვრილებითაა ახსნილი ბევრი რამ. ინტერნეტში ალბათ იქნება smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 14th November 2024 - 20:49

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'