BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ფოტო მომსახურება, ფოტოგრაფი კორპორატიული ღონისძიებისთვის

| |
Medea Sharikadze
post Sep 23 2011, 18:10
#1 

Amateur Amateur
2,198


მომავალ შაბათს, 1 ოქტომბერს იგეგმება კორპორატიული ღონისძიება - ჯომარდის ტური მდინარე არაგვზე, ფშავში.

გვჭირდება ფოტოგრაფი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში (8:30 - 21:00 საათამდე) გადაიღებს ამ ღონისძიებას.

თანხა : 100 ლარი

მხოლოდ მსურველები გამომეხმაურეთ,



 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
wrangler
post Sep 23 2011, 19:45
#2 

Amateur Amateur
1,402


Medea Sharikadze,

ეს ღონისძიება ნაპირიდან უდნა გადაიღოს? თუ რა სახის სამუშაო იქნება?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Sep 23 2011, 23:15
#3 

Amateur+ Amateur+
3,330


კატორღააა მთელი დღე 100
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Medea Sharikadze
post Sep 24 2011, 00:41
#4 

Amateur Amateur
2,198


wrangler,

კი, მთლიანად დღე უნდა ასახოს, ნაპირიდანაც უნდა გადაიღოს smile.gif მოკლედ მთელი ექსკურსია უნდა გადაიღოს.


tsumbusha,


მხოლოდ მსრურველებმა გამომეხმაურეთ მეთქი, არ ჩანს ეს წარწერა? 100 ლარი ერთ დღეში მე მგონი არ უნდა იყოს ცოტა, ნუ ეტყობა თქვენ მდიდარ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ძააალიან ბევრი მდიდარი ფოტოგრაფია.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
wrangler
post Sep 24 2011, 11:42
#5 

Amateur Amateur
1,402


Medea Sharikadze,

ცოტა ძნელად წარმოვიდგინე ერთმა ფოტოგრაფმა როგორ უნდა გადაიღოს ნაპირიდან მთელი ჯომარდობის პროცესი. ერთ ადგილას შეიძლებაჩაუსაფრდე ან სტარტი გადაიღო ან ფინიში. ნავზე ჩქარა მე ხო არ ვირბენ? იმედია მაგაზე არ იქნება პრობლემა...... smile.gif)
მთელი დღე რო უნდა გადაიღო გასაგებია, მაგრამ რამე მოთხოვნები გაქვთ? მინიმუმ რამდენი ფოტო ან მსგავსი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Sep 24 2011, 17:07
#6 

Amateur+ Amateur+
7,355


400 დან რომ დაგეწყო კაი იქნებოდა smile.gif

მთელი დღე ძნელია იდგე და ფოტოები გადაიღო, ჯომარდობა როგორც ვიცი არის მდინარეზე რომ ეჭვებიან ჩქარა ნავებით smile.gif

ამათი დევნა გამორიცხე.

კაი სიტყვაზე გადაანაწილე სამუშაო დღე და ნახევარი სტარტი გადაიღე, ნახევარი შუა ნაწილი და ნახევარიც ფინიში.

მარა ეს ყველაფერი 100 ლარი?

ეეეეჰ sad.gif არ გვაფასებენ ფოტოგრაფებს.

და 100 ლარად არამგონია ფოტოატელიედან წამოვიდეს ვინმე. რეალურად ნორმალური თანხა ამ ყველაფრის არის 400 მაინც. თუ მეტი არა კიდე.

იმდენი ფოტო იქნბა იქიდან BEST ები ამოარჩიე, დაამუშავე.


სლიოოოოოჟნაააააა.

ა 100 ლარი მალაააააა IMHO smile.gif
Added @
პ.ს 100 ლარი 1 დღეში ცოტა არაა მარა გააჩნია რის გაკეთება გიწევს ადამიანს.

ზოგი 1 საათში შოულობს 100 ლარს smile.gif

ზოგი კი თვეობით ელოდება 100 ლარს smile.gif

ზოგისთვის 100 ლარი მხოლოდ 1 ჭიქა ძვირადღირებული წვენია.

მარა გააჩნია რა სახის შრომა გიწევს ამისთვის smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
wrangler
post Sep 24 2011, 18:08
#7 

Amateur Amateur
1,402


მართალია ლუზერი
100 ლარი ძაან ცოტა როა ფაქტია ეგ!
მარა თუ მაქსიმუმ 10სურათი უნდათ არ ვიცი......... ყველა ვარიანტში რამდენი ნორმალური სურათი ჭირდებათ უნდა იყოს მოთხოვნაში smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Medea Sharikadze
post Sep 24 2011, 20:27
#8 

Amateur Amateur
2,198


LOOSER,
wrangler,

მოკლედ გეგმა ასეთია, უნდა გადაიღოთ მთლიანად დღე, ნუ ლოგიკურია მდინარეზე დაშვებისას ნავს ფეხით ვერ გაეკიდები და კისერს ვერ მოიმტვრევ, მაგრამ უნდა ასახო როგორ სხდებიან ნავში, ეშვებიან და ა.შ.

რაც შეეხება თანხას, ეს არის უკვე ფიქსირებული რაოდენობა ფოტოგრაფის ანაზღაურებისა როგორც მე მითხრეს.
10 და 20 ფოტო არაა საკმარისი მთელი დღე უნდა "აჩხაკუნო" და რაც გამოვა ის რაოდენობა უნდა გადაუგზავნო კომპანიას.

პ.ს. კარგად მესმის, რომ ფოტოგრაფია მარტივი საქმე არ არის, იმაშიც გეთანხმებით რომ , ფოტოგრაფებს არ აფასებენ, მარტო ფოტოგრაფებს კი არა ამ ქვეყანაში არავის არ აფასებენ, მაგრამ ჩვენ ჰომ ამაზე არ ვსაუბრობთ, თემა ძალიან კონკრეტულია თუ გინდათ და მაგ დროისთვის სხვა შეკვეთებზე კალთებს არ გახევენ შემეხმიანეთ. smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
wrangler
post Sep 24 2011, 20:46
#9 

Amateur Amateur
1,402


Medea Sharikadze,

მთელი დღე აჩხაკუნო მასე არ არის.......
სად 100 ფოტოს გადაღება და დამუშავება და სად დავუშვად 800 ის
საორიენტაციოდ უნდა იყოს პირობებში კადრების რაოდენობა. რამე ქვედა ზღვარი მაინც.......

ჩემი აზრია ეს უბრალოდ. წარმატებები.......
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Sep 24 2011, 20:57
#10 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


სად ვკვდებიიით.
რაღაც ტილიან 100ლარს უხდიან ფოტოგრაფს და კიდე მოთხოგვნებიაქვთ ეს ასე ის ისე....

ეეე ჩვენ ასე ვერ შევალთ ევროპაში ar varga.gif ar varga.gif DDDD.gif
Added @
იმასდ მაინც ნუ წერთ რომ ფოტოგრაფი გჭირდებათ.
დაწერეთ რომ გვესაჭიროება ადამიანი ვინც გადაგვიღებს ფოტოებს,რადგან არც ერთი "ფოტოგრაფი" მასეთი პირობებით არ წამოვა გადასაღებად.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Medea Sharikadze
post Sep 24 2011, 21:58
#11 

Amateur Amateur
2,198


ბრესონი ამბობდა "მე არ ვარ ფოტოგვრაფი მე ვარ ადამიანი ვინს ფოტოაპარატს იყენებსო."..დამატებით კომენტარი ზედმეტია ამასთან დაკავშირებით.

და თუ არ მოგწონთ პირობები გაიარეთ , ასეთი რთულია?

ევროპაში კიდევ იმიტომ არ შევალთ შრომას რომ ვთაკილობთ და სირაქლემას პოზიციაში ვართ...

თემას გამოეხმაურონ ისინი, ვისაც ამბიციები არ აწუხებს სტატუსთან და სახელწოდებებთან დაკავშირებით და ვისაც ერთ დღეში 100 ლარის (არც მეტი არც ნაკლების) გამომუშავება უნდა!

ასეთი რთულია ამის გაგება?

პ.ს. გასაგებია რომ დაბალი თანხაა, მაგრამ ჰომ არსებობენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ თუნდაც ფირის შესაძენათ, ან ძველი ფოტოაპოარატის, ან ხსვა რამის რა ვიცი....

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Sep 24 2011, 23:03
#12 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


QUOTE(Medea Sharikadze @ Sep 24 2011, 21:58)
ბრესონი ამბობდა "მე არ ვარ ფოტოგვრაფი მე ვარ ადამიანი ვინს ფოტოაპარატს იყენებსო."..დამატებით კომენტარი ზედმეტია ამასთან დაკავშირებით.

*



აბა რას იტყოდა "მე ვარ ვინცავარ მთელს დუნიაზეო"? DDDD.gif
სხვანაირად რომ ეთქვა არ იქნებოდა ბრესონი ვოტ! wick.gif

ar varga.gif ვერაფერს გააგებინებ ამ ხალხსრა.....

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Sep 24 2011, 23:38
#13 

Amateur+ Amateur+
7,355


არ მინდა გული გაგიცრუოთ ამ თემაზე მარა ჩემი აზროთ ნორმალური და საღად მოაზროვნე ფოტოგრაფი რომელმაც თავისი ფოტოს ფასი იცის და თავისი შრომისაც აგრეთვე არ წამოვა ამ წინადადებაზე.

აი "ჩხაკუნა" ფოტოგრაფი კი არ იტყოდა უარს.

პ.ს წარმატებები ჯომარდობაში wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
wrangler
post Sep 25 2011, 00:52
#14 

Amateur Amateur
1,402


LOOSER,

ეგ როგორი ამბავია იცი? ამასწინათ გაზეთში იყო განცხადება
ვიღებ ქორწილებს პროფესიონალი ფოტოგრაფი ვარ და პროფესიონალი აპარატით, canon powershot SX რაღაცა იყო ზუსტად აღარ მახსოვს
12 აქვს ზუმიო lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Sep 25 2011, 12:10
#15 

Amateur+ Amateur+
7,355


wrangler

lol.gif lol.gif

პ.ს თემის ავტორებს ნუ გიკვირთ ასე რომ ვწერთ რომ ცოტაა თანხა ძნელია არ ღირს და ასე შემდეგ, იმიტომ ვწერთ რომ ხმაც რომ არ ამოვიღოთ კიდევ უფრო გააუფასურებენ და ხმას რომ ვიღებთ ამით შეიძლება მიხვდნენ რამდენადაა განსხვავება, ფოტოგრაფსა და "ჩხაკუნას" შორის.

ტანში მბურძგლავს ამ სიტყვას რომ ხმარობენ, "აჩხაკუნე" შენი რა მიდის რესურსი გაქვს უუუუუFFFFF. angry.gif angry.gif



 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Medea Sharikadze
post Sep 25 2011, 12:29
#16 

Amateur Amateur
2,198


LOOSER,

გეთანხმები, მეც არ მიყვარს ეგ სიტყვა, ამიტომაც ჩავსვი ბრჭყალებში, მოკლედ სხვა რაღაც ვიგულისხმე.

გეთანხმებით, რომ ანაზღაურება არ არის სოლიდური, ისეთი როგორიც გეკადრებათ, მაგრამ ესაა რაც არის, გინდათ გინდათ არ გინდათ ჰოდა გავიგეთ უკვეsmile.gif

მეც გადამიღია მსგავსი ღონისძიებები და ვიცი როგორი რთულია, მაგრამ თუ შემოთავაზებაზე უარს ვამბობდი რაიმე მიზეზის გამო , ეს იმიტომ რომ არ მაწყობდა შენიშვნების კასკადი არ დამიყრია თავზე.



 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Sep 26 2011, 16:50
#17 

Amateur+ Amateur+
3,330


ბრესონმა ისიც განმარტა რო მე არ ვარ ფოტოგრაფი რადგან ჩემი საქმიანობისთვის ფულს არ ვიღებო, ფოტოგრაფია ის ვინც ამით ცხოვორობს და სამსახურია მისთვისო. შესაბამისად ესე რო გაგერძელებინა აჯობებდა. ფოტოგრაფი რომელიც ამით ცხოვრობს დამისთვის შემოსავლის წყაროა ეს 100 ლარად ნაღდად არ წამოვა......
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Medea Sharikadze
post Sep 26 2011, 17:12
#18 

Amateur Amateur
2,198


ძალიან მიხარია ეს თემა ხალხო!

ე.ი. ფოტოგრაფებს კარგად აქვთ საქმე!

გულწრფელად ვამბობ!
Added @
დარწმუნებული ვარ, ვინმეს რომც უნდოდეს გადაღება აქ არ დაპოსტავს, მათ საყურადღებოდ ვამბობ, რომ შეუძლიათ პირდაპირ მე მომწერონsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Arturo URSUS
post Sep 27 2011, 18:52
#19 

NewBie NewBie
116


პმ ში მოგწერეთ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Oct 6 2011, 10:31
#20 
Club Founder

Master Master
14,574


QUOTE
ე.ი. ფოტოგრაფებს კარგად აქვთ საქმე!


სამწუხაროდ არ არის მასე sad.gif

მე არ დავიწყებ ახლა სიძვირე სიიაფეზე ლაპარაკს

ისე იან საუდეკმა ასე თქვა როგორც კი ვისწავლი ფოტოების გადაღებას მაშინვე დავანებებ ფოტოგრაფიას თავსო. smile.gif

ახლა საქმე რაშია, ძალიან ძალიან ბევრს რომ ჰკითხო რა არის საჭირო ამ გადაღებისთვისო ეჭვი მეპარება სწორი პასუხი მიიღო, რა თქმა უნდა ვინც ამ საქმეში ჩახედული არ არის.
ჯომართობა ექსტრიმია, შესაბამისად ფოტოგრაფსაც იგივე პირობებში უწევს მუშაობა. ეს ექსრიმი ფოტოგრაფისთვის კი არანაკლებ რისკს ნიშნავს ვიდრე იმათთვის ვისთვისაც ექსტრიმი ჰობია ან ადრენალინის დამატებითი პორცია. ეს რისკი არა მარტო მისი ფიზიკური რისკია (დაიფაროს ღმერთმა და სადმე "კისერი" მოიტეხოს) არამედ მისი ტექნიქისთვის რაც დამიჯერედ ძალიან ძვირია! ახლა ისიც უნდა გავითვალისწინოთ შეკვეთას როდესაც იღებ არ გამოდის პასუხი უი ასე იყო და ისე მოხდაო, შეკვეთა შეკვეთაა და აუცილებლად უნდა შესრულდეს ხარისხიანად( ვაი კამერა გამეჭედაო რო თქვა ახლა ფოტოებისთვის თAვიდან ხო არ გამართAვენ დაშვებას, ქორწილს დ.ა.შ.). ეგ სტუდიაშია მარტივი. შესაბამიშად მინიმუმ 2 კამერა და 3ლინზა მაინც უნდა გქონდეთ თან(ამას თრევა არ უნდა?) და ეს ყველაფერი რისკის ქვეშ უნდა იყვეს.
"რასაც გადაიღებ ის გადმომიგზავნე" - ესეც საქმეში ჩაუხედავი კაცის სიტყვებია, რას ქვია ის გადმომიგზავნე? ფოტოგრაფს არ აქვს უფლება თავის თავის წინაში პირველ რიგში გადასცეს დამკვეთს ხელშეუვლებელი ფოტოები, რა თქმა უნდა თუ უნდა რომ ამ ფოტოების ავტორობა მისი იყოს. ახლა მთელი დღის განმავლობაში მინიმუმ 300 ფოტოს მაინც გადაიღებს და ყველას ხელის შევლებას არც 1 და არც 2 დღე ნამდვილად არ ეყოფა თუნდაც მარტო ზომაზე დაიყვანოს. ესეიგი უკვე 1 კიარა 3 სამუშაო დღე გამოვიდა. ახლა იმასაც თუ ჩავთვლით რომ ამ 2 დღის მანძილზე თვალებს ითხრის კომპთAნ და დენს ხარჯავს თავის ნაგვიანა DDDD.gif? გამოდის რომ დღეში 30 ლარიც არ ერგება(ეს კი არაკვალიფიციური მუშა ხელის სტანდარტული "სტავკაა" დღეს) არადა ყველაფერს თავი დავანებოთ რისკი იმისა რომ მასაც და ტექნიკასაც რამე დაემართოს ამ ექსტრიმში დიდია.

ახლა წესიერად შესრულებულ შეკვეთას რა კვალიფიკაცია სჭირდება ესეც მოგეხსენებად(თუ არა და ძალიანაც ცუდი) და ერთ დღეში რომ ეს კვალიფიკაცია არ მოდის ესეც. სწორედ რომ კვალიფიკაციაა რაც ანსხვავებს ხალხს ერთმანეთისგან ზოგადად ანაზღაურებაში.

აქედან გამომდინარე უნდა იფიქროს დამკვეთმაც და შემსრულებელმაც თუ ორთავეს უნდა ხარისხიანი საბოლოო პროდუქტი.

სხვა საკითხია თუ თხოვ კაცურად და უფულოდ ფოტოგრაფს, გვიჭირს და დაგვეხმარეო. ეს უფრო კაცური, მისაღები და ალალი წინადადებაა რომელზეც ნამდვილად ვიცი ხალხიც გამოეხმაურება და დახმარებასაც გაგიწევს.


ახლა კონკრეტულად ამ შეკვეთზე ასე ვიტყვი. პროფიც შეიძლება წამოვიდეს და დამწყებიც ( ვინ იცის ვის რა უჭირს) მაგრამ მე დამწყებებს ვურჩევდი წასვლას და გადაღებას, ფულის გამო კიარა გამოცდილების მისაღებად თან ერთს კიარა რამოდენიმეს. რომ ნახავენ შედეგს მერე მიხვდებიან თუ რამდენი რამ აქვთ კიდევ სასწავლი და მომავალში რა პასუხი უნდა გასცენ ასეთ წინადადებას.

ახალგაზრდა რომ ვიყო აუცილებლად წავიდოდი. შესანიშნავი საშუალებაა გამოცდილების დასაგროვებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

Added @
სამწუხაროდ გვიან ვნახე ეს თემა, მაგრამ ვფიქრობ პასუხი მაინც საჭირო ოყო
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kobrito
post Apr 13 2013, 23:27
#21 

NewComer NewComer
1


14 აპრილს

მესაჭიროება ფოტოგრაფი, მაქ 2 საათით,

უნდა გადაიღოს პრეზენტაციის პროცესი, სწრაფი ხედვა და კარგი მომენტების დაჭერის უნარი რომ გააჩნდეს,

თუ ვინმეს შეგიძლიათ მომწერეთ რამდენად შეძლებთ ამ საქმის კარგად გაკეთებას.

მეჩქარება ძაან პასუხი, მინდა ხვალ 3 საათამდე



 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Arturo URSUS
post Apr 14 2013, 14:53
#22 

NewBie NewBie
116


ცოტა გვიანია kobrito 2-3 დღით ადრე უნდა დაგეწერა, მე პირადად შევძლებდი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
galaqtiona
post Apr 21 2013, 02:00
#23 

NewBie NewBie
348


http://photographers.ge/article_151.htm
Added @
ეს აქ არაფერ შუაშია მაგრამ მაინც... გადახედეთ ვინც არ იცის...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 19th November 2024 - 02:20

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'