"ლოიალურია კრიტიკისადმი", "აგრესიულია კრიტიკისადმი" მოცემული ღილაკები ჩანს ყველა წევრის გვერდზე გარდა ადმინისტრაციის წევრებისა. ამ ღილაკზე დაჭერით ფოტოგრაფის რეიტინგი კრიტიკისადმი ლოიალურობის მიმართ იზრდება (ან, შესაბამისად - მცირდება). რეიტინგს პირველ ეტაპზე აკვირდება კლუბის ადმინისტრაცია და მისივე გადაწყვეტილებით, ბოკეს წევრს შეიძლება მიენიჭოს "კრიტიკისადმი ლოიალურის" ვარსკვლავი.
ეს ყოველივე, კლუბის მასტერებისათვის და ყველა სხვა წევრისათვის იმის აღმნიშვნელი იქნება, რომ ამ ფოტოგრაფის ნამუშევრების კრიტიკა შეიძლება და ის ნორმალურად ეკიდება ამ საკითხს (ან პირიქით). ეს ვარსკვლავი მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ ფოტოგრაფმა დაინახოს მისი ფოტოს შემფასებლების ვინაობა და ქულები.
საღამოს 7:20 საათია და ყველაფერი გენიალურადაა, მაგრამ ერთი მინი პრობლემა წარმოიქმნა: ნებსით თუ უნებლიედ, ყველას (ვინც ჯერ არ იცის რა მოხდა) შემოეზღუდა საკუთარი ნაშრომები
აღნიშნული ჯგუფის ჩართვის გამო, სურათის ატვირთვისას "შეფასების ღილაკი გამოერთვებათ "ამატურებს". სურვილის შემთხვევაში, ფოტოს ავტორს შეუძლია ჩაურთოს ამ ჯგუფს შეფასების უფლება.
ანუ თუ არ ჩაურთავ გათიშული აქვთ ამატურებს
kakha kakhiani, არ შეზღუდულა სურვიულისამებრ უნდა ჩართო თუ რათქმაუნდა სურვილი გაქვს.
ჩემი ვორნების 90 % გაოფებისთვის მაქვს მიღებული ყურადღებით ვადევნებ თვალს საიტზე მიმდინარე მოვლენებს და ჩემ შემთხვევაზე უფრო მძიმე შემთხვევებიც მინახავს დაუსჯელი მაგრამ არაა ეგ ჩემთვის პრობლემა
რას ვგულისხმობ და მომხმარებლებმა, რომლებმაც არ იციან ამ სიახლეების შესახებ შემთხვევით შეზღუდეს ამატურებისთვის საკუთარი ნამუშევრების შეფასება. ანუ, მათ ჯერ არ იციან, რომ ეს ღილაკი ავტომატურად აღარაა ჩართული და თავად უნდა ჩართონ.
შესაბამისად ბოლო ერთი საათის განმავლობაში ატვირთული სურათები შეზღუდულია (ანუ შემოეზღუდათ).
ხომ არ ჯობია ყველა ღილაკი გამორთული იყოს და იქვე გააკეთოთ გამაფრთხილებელი წარწერა, რომ მომხმარებელმა საკუთარი სურვილისამებრ გაუაქტიუროს შეფასების უფლება მისთვის სასურველ ჯგუფს. Added @ არა? კარგით მაშინ...
არა, საგანგაშო რა უნდა იყოს? უბრალოდ, ჩემო სეხნიავ, ის ბოლო ექვსეული, რაც ახლა მთავარ გვერდზე შეზღუდულია. ახალი იდება და ისიც შეზღუდულია...
რა ვიცი, რავიცი... Added @ კიდევ ერთი რაღაც შევამჩნიე. საუკეთესოებში ვნახე სურათი, რომელსაც 11 ხმა ჰქონდა. ეს რას ნიშნავს? ანუ, საუკეთესოებში მოსახვედრად სურათს 15 შემფასებელი და ჯამური ქულა 4.51 აღარ უნდა?
ხმა რომ დაგვემატა როგორ გავიგებთ?ან იმას რომ + ში გადავედით ან დავქვეითდით? და კიდევ რატომ არის რომ ეს ღილაკები ზოგს მეტი აქვს ზოგს ნაკლები? და ბევრჯერ შემიძლია ხმის მიცემა თუ ერთხელ?