BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 2, მარშუტი #4 (ხელუხლებელი ტყის ბილიკი)

| |
Nika
post Jul 25 2005, 01:17
#1 
Club Founder

Administration Administration
8,485


წინა უიკენდზე განხორციელებული ლაშქრობის კვალობაზე ჩვენი მეგობარი ფორუმის http://karavi.iatp.ge - ს ხალხთან ერთად გადავწყვიტეთ გაგვევლო მარშუტი #4 (ზანავი-ნუნისი) და ცოტა იქაურობაც გვენახა. ჩვენიანებისგან ლაშქრობაში მონაწილებბდნენ: Gvalva, Bicycle, Mika და თქვენი მონა მორჩილი. სულ 14 კაცი ვიყავით. ლაშქრობის წინაწარი გეგმა შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?t=228 მოკლედ მაშრუტი იყო ასეთი: ზანავი-(თუ მოგვინდა გზად დედაბერაზე ასვლა)-ნუნისი-ბერების კლდე-პატარა ხარაგაული-ზვარე (დაძინება ჩემ სახლში)-წიფა და მატარებლით თბილისში.

მაშ ასე. შაბათს დილით ჩავედით ზანავში.


თავშესაფარამდე პატარა აღმართი იყო ასასვლელი.



ხედი ზევიდან ზანავსა და მტკვრის ხეობაზე


თავშესაფართან პირველი უსიამოვო სიურპრიზი გველოდა. აქ წყალი არ იყო sad.gif მეორე სიურპრიზი ის იყო რომ მეოთხე მარშუტი საკმაოდ გათელილ სამანქანო გზას მიუყვებოდა რომელზეც აშკარად ბევრი "ურალი" დადიოდა (ხვდებით რითი დატვირთული) არადა აქ ხე ტყის მოჭრა კი არა და მანქანებით სიარული უნდა ყოფილიყო აკრძალული. მივუყვებოდით სამანქანო გზას ალაგ-ალაგ დასვენებებით და ჩამორჩენილი ხალხის დალოდებებით.


აი ამ გზით გვიწევდა სიარული. წინ სერიოზული აღმართი გველის. აქვე გზაჯვარდინზე შეგვხვა ვიღაც კაცი რომელმაც გვითხრა რომ წყალი წინ იქნებაო.


ისევ ხედები და ისევ დასვენება



რაღაც მომენტში როცა უკვე 5 კილომეტრამდე გვქონდა გავლილი გზა გაშლილ მინდორზე გავიდა სადაც პატარა ქოხი იდგა. იქვე ჩრდილში რამდენიმე ადამიანი ქეიფობდა. მათ წყარო მიგასწავლეს (იქვე იყო 100 მეტრში) და ასევე მიახლოებით აგვიხსნეს ჩვენი გზის შესახებ (უნდა აღინიშნოს რომ ამ ადგილამდე ნიშნები პრაქტიკულად არსად იყო). ბილიკი სამანქანო გზიდან გადავიდა და ტყეში მიდიოდა. თუმცა არ ეტყობოდა რომ მასზე ვინმეს წელს გაევლოს. საბედნიეროდ აქ ნიშნები (დამტვრეული თუ მთელი) ჩანდა ხოლმე. ზოგან "გზა" ასეთი იყო


ზოგან კიდე ცოტა უფრო გარკვეულად ჩანდა


ნუ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი სიზუსტით ემთხვეოდა GPS-ის მონაცემებს ასე რომ არაფერი იყო საშიში.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Jul 25 2005, 01:51
#2 
Club Founder

Administration Administration
8,485


რაღაც მომენტში გზა წყალგამყოფზე ავიდა.


რუკებისა და GPS-ის მონაცემებით აქედან მარცხნივ იყო დედაბერა. ხოლო ნუნისისკენ გზა მარჯვნივ მიდიოდა. თუმცა დედაბერას გზა როგორც ასეთი არსად ჩანდა. ყველგან ბალახი იყო. პრინციპში არც ნუნისის გზა ჩანდა სადმე. საბედნიეროდ დიდი ჯგუფი ვიყავით და ალაგ ალაგ (4)-ანებს ვხედავდით. ბოლოს ილიამ ამ (4)-იანებთან გავლის შემდეგ რამდენჯერმე "შვილო, გოდერძი!" (Copyright "ჯარისკაცის მამა") დაიძახა და ამ ნიშნებსაც ეგრევე "გოდერძი" დაერქვა. ცოტა ხანში ბილიკის ნიშნები ისევ გამოჩნდა. ამ დროს გზა უკევ დაბლა ეშვებოდა. აქ ცოტა განსხვავებული ტყე იყო.



GPS-ის და რუკის ინფორმაციით მალე გზას მარცხნივ ლამის 180 გრადუსით უნდა მოეხვია. ასეც მოხდა თუმცა ამ ადგილზე ცოტა "დავიკარგეთ" ბოლოს "გოდერძი" ვიპოვეთ და ბილიკს გავუყევით. ქედის ნუნისის მხარეს "გოდერძები" გაცილებით მეტი იყო და დაკარგვისა აღარ გვეშინოდა. თუმცა ერთ ადგილას ტყე მოულოდნელად მდელოთი შეიცვალა და აქედან საით უნდა გავსულიყავით ძლივს გავაგენით. ნუ მდელო ეს პირობითად იყო. ძალიან მაღალი ბალახები და სხვა მოჯუნგლო ელემენტები იყო უფრო. ბოლოს მიკამ მდელოს (ხო მდელო დახრილი იყო ასე 40 გრადუსით) მეორე ბოლოში კალმისტარი იპოვა და ჩვენც ეგრევე იქით გავეშურეთ. კალმისტართან რიტუალების და ლოცვებიდ ჩატარების შემდეგ გავაგრძელეთ დაშვება. ცოტა ხანში გზა ჩახერგილი აღმოჩნდა მასზე დაცემული ხეებით. ასეთი ადგილი სულ 2-თუ 3 იყო და ზოგან ხეებზე, ზოგან ხეებს ქვეშ, ზოგან კიდე ხეების შიგნით გავძვერით ძლივს. ცხადი გახდა რომ აქ ცხენი ვერანაირად ვერ გაივლიდა. ბოლოს როგორც იქნა გზა აი ამ მდელოზე ჩამოვიდა.


ეს მდელო მე მახსოვდა აქ ოდესღაც ბავშვობაში ვიყავი ნამყოფი რამაც ყველა დაგვამშვიდა. ნუნისის ეკლესია ახლოს უნდა ყოფილიყო. თუმცა მდელოზე დიდხანს ვერ გავჩერდით. კოღოების რაოდენობა აქ რეკორდული იყო.


საუბედურიდ ორი მოლაშქრე წინ იყო წასული და ერთ ადგილას ნუნისის ეკლესიის გზისკენ არ გადაუხვიეს და მთავარ გზას გაყვნენ. აქვე მზემ თავისი ბოლო სხივები დაგვანახა.


როცა გასწრებულებს დავეწიეთ ალტერნატივის წინაშე აღმოვჩნდით. ნუნისიდან ზვარეში 2 გზა მიდიოდა.
1) ნუნისის ეკლესიასთან უნდა ჩავსულიყავით (რადგან 4 მარშუტს ავცდით და პირდაპირ ეკლესიასთან არ აღმოვჩნდით) და შემდეგ უკვე სამანქანო გზით მივსულიყავით ზვარეში. ბოლო 1.5 კმ. აღმართი უნდა გვევლო
2) შეგვეძლო ეგრევე არც ისე დიდი აღმართის ავლით გადავსულიყავით ნასოფლარ პატარა ხარაგაულში და იქიდან ჩავსულიყავით პირდაპირ ზვარეში. ამ ვარიანტში ეკლესიას ვერ ვნახავდით.
ხო ბერების კლდის ნახვას აზრი ისედაც აღარ ჰქონდა რადგან იქ სიბნელეში უკვე ვერაფერს დავინახავდით. საბოლოოდ მეორე ვარიანტი ავირჩიეთ. ეს არც ისე დიდი აღმართი უკვე 14 კმ. გამოვლილი ხალხისთვის სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა. მიტომაც მის ბოლოში ცოცხალმკვდარები ვიყავით.


პრინციპში ეს გზები ზეპირად უნდა მცოდნოდა მარა მაინც პატარა ავუბნიე ხალხს გზა. თუმცა 500-600 მეტრის გავლის შემდეგ ეს შეცდომა შევნიშნე და გამოვასწორე. მეორე ცდა უკვე პრაქტიკულად სრულ სიბნელეში წარმატებით დასრულდა. ჩავედით პატარა ხარაგაულისკენ მიმავალ გზაზე. მალე გზა საურმეც გახდა და მას გავუყევით. თუმცა ალაგ ალაგ დაბრკოლებები იყო ტალახების სახით. ერთ-ერთ ასეთ ტალახში კოზა-ნოსტრა დაეცა. საბედნიეროდ არაფერი დაიზიანა.


ასე სიბნელეში გავედით ზვარემდე


გვალვას კომენტარი ჩვენს პატარა გზის აბნევაზე იყო ძაან მაგარი. ნუ ცოტა უნტერესი ხო უნდა ჰქონოდა ამას. აბა დაგარგვის გარეშე რა მუღამი აქვსო biggrin.gif

სახლში ხალხის უმრავლესობამ აივანზე დაიძინა. დილით ასეთი სურათი იყო.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Jul 25 2005, 02:14
#3 
Club Founder

Administration Administration
8,485


საბოლოო დასკვა. მეოთხე ბილიკი პრაქტიკულად გაუკვალავია. GPS-ის გარეშე საკმაოდ გაგვიჭირდებოდა გავლა. არა მგონია გამყოლი დაგვხმარებოდა რამით. ასევე გზა ბევრგან ჩახერგილია და ცხენები მანდ ვერანაირად ვერ გაივლიან (თუმცა ამ ბილიკზე ცხენები მგონი არც არის საერთოდ). ხედები პრაქტიკულად არაა. სამაგიეროდ შეგიძლიათ თავი იგრძნოთ ქართულ ჯუნგლებში. ზოგან ბალახის სიმაღლე 1.5 მეტრს აღწევს. ასე რომ ჭინჭრით დასუსხული სახე აქ შემთხვევითობა არაა. სწორედ ამ სირთულის გამო გზა საკმაოდ დიდ ხანს საჭიროებს გასავლელად და ეს გახდა ჩვენს მიერ ბერების კლდეზე არ ასვლის მიზეზი.

ხვალ მოვყვები მეორე დღის პერიპეტიებზე რომელიც ეროვნული პარკისგან უკვე ცოტა შორსაა და ძირითადად დამხმარე ზონაში ხდებოდა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Shota Megrelishvili
post Jul 25 2005, 09:42
#4 
Club Founder

Photographer Photographer
7,124


Nika,
blink.gif blink.gif blink.gif
რა მოგიკლიათ თავი unsure.gif
ღირდა ნეტავ ეს მარშრუტი ამდენ წვალებად?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
bicycle
post Jul 25 2005, 10:10
#5 

Amateur Amateur
513


ცოტა მეც დავყრი პირველი დღის კადრებს.
ეს არის პირველი გოდერძი, ამ ადგილას სჯა-ბაასი გაიმართა თუ საით უნდა წავსულიყავით, ვინაიდან სამანქანო გზაც მიდიოდა გვერდძე კი ბილიკის მაგვარი რამ შედიოდა ტყეში.

საბოლოოდ გამოითქვა აზრი რომ ეს გზები ერთმანეთს შეუერთდებოდა და მართლაც ასე ვაღმოჩნდა.

პირველი შესვენება, ველოდებით ჩამორჩენილებს

ისევ ველოდებით

აი ასეთ ტყეში გვიწევდა სიარული



ბოდოშით ხარისხისთვის


Added @
Shota Megrelishvili,
მაგარი იყო, ბოლოს სიბნელეში რომ მივდიოდით NIKA-ს ვეკითხებოდით: შენ გადაცმული მამუკა ღლონტი ხომ არ ხარო? smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Vanichkebi
post Jul 25 2005, 10:14
#6 
Unregistered





ვა ძაან მაგარი სასტავიაsmile.gif ჩემი მეგობრები რა გაჭირვებაში ყოფილან და მე smile_053.gif smile_060.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Jul 25 2005, 11:39
#7 
Club Founder

Administration Administration
8,485


Shota Megrelishvili,
QUOTE
რა მოგიკლიათ თავი 
ღირდა ნეტავ ეს მარშრუტი ამდენ წვალებად?

ჩემთვის ნამდვილად ღირდა და სხვები თავის აზრს იმედია დაწერენ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Jul 25 2005, 11:41
#8 
Club Founder

Administration Administration
8,485


მაშ ასე გავაგრძელოთ. ახლა პატარა საიდუმლოებას გაგიმხელთ. ჩვენი ჯგუფის 5 წევრი, საწყისი გეგმის მიხედვით, აპირებდა მარელისში მატარებლით ჩასვლას. და შემდეგ იქიდან ეროვნული პარკის უკან გადმოკვეთას ქვაბისხევის მიმართულებით. თუმცა უკვე პირველი დღის ბოლოს ეს გეგმა შეუსრულებელი ჩანდა. ამიტომაც მათ დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს ან იქვე მარელისთან დაბანაკება. ან ქვაბისხევამდე ტრანსპორტით მისვლა და იქ დაბანაკება. კიდევ ერთი ცვლილება გეგმაში ის იყო, რომ წიფაში წასვლას დაღლილმა ხალხმა ვარჩიეთ მოლითში ჩასვლა. მანძილი იგივე მარა აღმართი არ უნდა ყოფილიყო. მოკლედ დილით 7-ზე ყველამ გავიღვიძეთ. ვისაუზმეთ, ჩავლაგდით და ერთი ფოტოც გადავიღეთ.



გავუყევით მოლითის გზას


წყაროზე:


ეს ის ლეგენდარული ადგილია საიდანაც მე შარშან სოფელში ვერ ავედი ტალახის გამო. გზა გაუკეთებიათ


დაღმართი რო დამთავრდა კოზა-ნოსტრამ ეგრევე თქვა. კიდე კაი ასე არ წამოვედით გუშინ. ამას რა ამოივლიდაო (იხილეთ ნუნისიდან წამოსვლის პირველი ვარიანტი). შემდეგ უკვე სამანქანო გზით მოვდიოდით. გვალვას აქ საკმაოდ სერიოზულად უმუშავია. წვიმა ალბათ ასე 1 თვე არ იყო. რაღაც მომენტში უკნიდან მანქანა წამოგვეწია და ხალხის ნაწილი სადგურამდე ჩაიყვანა.



ვუახლოვდებით სადგურს.


ყველა თავისებურად ერთობოდა, ზოგი ასე


ზოგი კიდე ანა კარენინას როლში ცდილობდა შესვლას.


მატარებლამდე დიდი დრო იყო და ხალხის ნაწილი მდინარეზე ჩავიდა საბანაოდ.
ნინოს ფოტოაპარატის დანახვაზე სულ სახე უბრწყინდებოდა.


შემდეგ იყო პირველი მატარებელი 12.00-ზე რომელშიც ვერ ჩავჯექით, რადგან რევიზია იყო. მეორე მატარებელზე 14.00 უკვე ბილეთები ვიყიდეთ თბილისამდე. ქვაბისხევის სასტავი კიდე "მასტერავოის" უნდა დალოდებოდა 18.30-ზე. როგორც იქნა ჩავჯექით მატარებელში რომელიც პრაქტიკულად ცარიელი იყო ბილეთების გაძვირების გამო. სულ მალე გაირკვა რომ ქვაბისხევის სასტავმაც მოახერხა ამ მატარებელში ლევად ჩაჯდომა. სამწუხაროდ სადგურიდან 5 წუთის სიარულის შემდეგ მატარებეი გაჩერდა. ჯერ გვეგონა გვალვამ თავისი "ჯადო" გაუკეთა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გვალვას "ჯადო" მატარებლებზე ვერ მოქმდედებდა. სამაგიეროდ მთელი საქართველოს მაშტაბით დენის გამორთვა მოახერხა და უფრო სერიოზულ ეფექტსაც მიაღწია. 2 საათი დგომის შემდეგ მატარებელი დაიძრა. წიფასთან როცა მივედით და ჩვენი სავარაუდო გზა ზვარედან რო დაინახეს, ხალხმა კინაღამ ჩამქოლა, არ ჯობდა ასე წამოსვლაო??? თუმცა მატარებელი წიფაში არც კი გაჩერებულა და მეც გადავრჩი. ეტყობა მოლითში ნუნისის კურორტის გამო ჩერდება. ასევე უნდა აღინიშნოს რომ საკმაოდ დიდი სიჩქარით იარა და 1 საათი დაგვიანება აანაზღაურა თბილისამდე.

აი ასე იყო ეს ყველაფერი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kakha
post Jul 25 2005, 14:36
#9 

Master Master
1,682


Nika, - ყოჩაღ თქვენ! დიდი ნებისყოფა და ფიზიკური მომზადება უნდა რომ ასეთი მარშრუტები დალაშქრო! პარასკევს სულ რაღაც 22 კილომეტრი გავიარე შატილიდან მუცომდე (და უკან შატილში) და 2 დღე ვეღარ დავდიოდი biggrin.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Jul 25 2005, 14:41
#10 
Club Founder

Administration Administration
8,485


kakha,
ნუ ჩვენ რეალურად მაგაზე მეტი არ გვივლია. პირველ დღეს 20 კილომეტრი და მეორე დღეს 5-6
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Alabama
post Jul 25 2005, 15:11
#11 

NewBie NewBie
44


ბრავაო ნიკა ბრავო! პატარა ანუ უფრო სწორედ დიდი ტურისტული სააგენტოს პრზიდენტობა დაგმშვენდებოდა. იქნებ მთელი ეს მოგზაურობები თავის შთაბეჭდილებებით, ფოტოებითა და რუკებით ცალკე საიტზე განათავსო. (საკმაოდ შრომატევადი კია!). ეჭვი არ მეპარება დიდ სამსახურს გაუწევ დამწყებ მოლაშქრეებს... მე ასეთ ადგილას როცა მივდივარ ბევრს ვცოდვილობ, რომ მარშრუტი სწორად შევარჩიო. შენთან კი ყველაფერი დაღეჭილი და გამზადებულია.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadis_qali
post Jul 25 2005, 15:20
#12 

NewBie NewBie
64


ეხლა მოვხვდი კომპ. ძალიან ბევრი ახალი სურათი დამხვდა და ძალიან გამიხარდა რომ ესეთი საინტერესო მარშრუტი გაგივლიათ, ნამდვილად ძალიან მაგრები ხართ, ეხლა კარავის სურატებსაც დავათვალიერებ, მოლითის სადგურს სურათი არ გადაუღეეთ??? biggrin.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Jul 25 2005, 17:14
#13 
Club Founder

Administration Administration
8,485


tavadis_qali,
QUOTE
მოლითის სადგურს სურათი არ გადაუღეეთ???

მე არ გადამიღია. სხვებმა შეიძლება გადაიღეს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadis_qali
post Jul 25 2005, 17:25
#14 

NewBie NewBie
64


ნიკა
კარავზე შევედი და იქ სურათები ჯერ არ არის ტან თხრობაც არავის დაუწყია ამიტომ ისევ აქ ველოდები ახალ ამბებს და სურათებს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Jul 25 2005, 17:38
#15 
Club Founder

Administration Administration
8,485


tavadis_qali,
bicycle მგონი სოფელში წავიდა და ვერ მოასწრო დადება. Gvalva დადებს მალე იმედია იქ. მე იქ თავიდან იგივეს არ დავდებ უბრალოდ ლინკი დავაგდე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadis_qali
post Jul 25 2005, 17:43
#16 

NewBie NewBie
64


ok
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
bicycle
post Jul 25 2005, 22:13
#17 

Amateur Amateur
513


თავადის ქალო აი მოლითის სადგური.

სადგურის სიგნით

ლოლაძე მაგარი მსახიობი აღმოჩნდა

მეც ვცადე შიშვლადწასწრებულის განსახიერება

ეს მე ვარ, სირაქლემას როლში

ნინო წყალში ვარდება


წყალში ხტომები






 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
lolski
post Jul 25 2005, 22:31
#18 

NewBie NewBie
4,865


საინტერესო რეპორტაჟია, მეც მომინდა ბუნება... unsure.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
UncaS
post Jul 25 2005, 22:41
#19 
Unregistered





საინტერესოა, მაგრამ როგორც ჩანს ბევრი გიწვალიათ smile_015.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
bicycle
post Jul 25 2005, 23:08
#20 

Amateur Amateur
513


ისევ ჭყუმპალაობა:
ნინოს ნახტომი

ირინას ნახტომი

აქ არის ღრმა წყალი

ჩემი ნახტომი

ჰალეეეეეეე

ჰოპ

მოჭყუმპალავეთა სასტავი+გვალვა ფოტოგრაფი

შხეფები
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Alabama
post Jul 25 2005, 23:14
#21 

NewBie NewBie
44


მშვენიერია ! სიგრილე გადმომედო!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
bicycle
post Jul 25 2005, 23:18
#22 

Amateur Amateur
513


წავედი აბა დასაძინებლად, ხვალ დილით ადრე ვარ ასადგომი. ქალაქიდან გავდივარ, აბა თქვენ იცით არ მოიწყინოთ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Vaso
post Jul 25 2005, 23:25
#23 

Amateur Amateur
335


კარგია ნიკა და ველიკ! მაგრამ ხედებით დიდად ვერ მოიხიბლებოდით, თან გაგანია ზაფხულში. თუმცა ჩემსავით ქალაქში ჯდომას და ფილმის მონტაჟს, მით უმეტეს, რომ შენი არ არის, ასი თავით სჯობია! შენიშვნებს პარკის დირექციას მოვახსენებ, სტატისტიკის კეთებას ბილიკებს მოუარონ და პარკსაც, ისა სჯობს!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Jul 25 2005, 23:36
#24 
Club Founder

Administration Administration
8,485


Vaso,
თავიდან რო გვითხრეს გამყოლი რატო არ აიყვანეთო გაგვიკვირდა. ვეკითხები: ნიშნები ხო არის თქო გზაზე. კი კაცო. აბა რა პრობლემა უნდა იყოს მაშინ. და არა უბრალოდ და რაღაცეები თქვეს. თურმე რას ამბობ. პრონციპში 1-2 ადგილი იყო სადაც GPS და რუკები რომ არა ნაღდად დაიკარგებოდა ადამიანი. ნუ უკანა გზას კი იპოვიდა მარა რა ხეირი. 8-9 კმ. არ გინდა რო იარო უკან?
ხედებს რაც შეეხება ერთი ორი ადგილი კი იყო მარა იმ დღეს ბურუსი იყო და პრაქტიკულად არაფერი ჩანდა. სამაგიეროდ ქართული ჯუნგლებით დავტკბით.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadis_qali
post Jul 26 2005, 10:31
#25 

NewBie NewBie
64


დიდი მადლობა bicycle-ს ძალიან გამიხარდა მოლითის biggrin.gif სურათის დანახვა biggrin.gif
თან ესეთი დიდი ასოებით თუ ეწერა არარც მახსოვდა biggrin.gif და ჭყუმპალაობა მშვენიერი იყო, ძალიან მაგრები ხართ და ძალიან კარგია რომ ამდენი სურათები ჩამოიტანეთ.
bicycle მგონი უკვე წავიდა და კეთილ მგზავრობას ვუსურვებ!

Added @
მოლითის ხიდთან (ცოტა ქვევით) თუარის ეს სურათები ესეიგი მანდ მეცვარ ნაჭყუმპალევი, rolleyes.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
mika
post Jul 26 2005, 22:05
#26 

Amateur Amateur
2,177


ჩამოვედი ეხლა..მოკლედ ნიკა ჩვენც ესე კიდევ დამატებით.. 20კმ მოგვიწია სიარული..ზოგს უფრო მეტიც...

ინფო მერე იქნება ალბათ ხვალ.........
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Marusa Pertia
post Feb 15 2007, 16:56
#27 

Amateur Amateur
3,852


აუ რა მაგარიააააააააააააააააააა......... bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Feb 15 2007, 18:42
#28 
Club Founder

Administration Administration
8,485


marikuna09,
წელსაც იგეგმება "კარავზე".
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Anna Sulaberidze
post Feb 15 2007, 20:55
#29 

Amateur+ Amateur+
6,041


კარგი რეპორტაჟია



 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LENNY
post Mar 26 2007, 10:35
#30 

NewBie NewBie
290


მე კი არავინ დამპატიჟა gcem1.gif gcem1.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 14th November 2024 - 07:50

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'