მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ გარემოვაჭრეებს ვაჭრობა აუკრძალა და გასყიდი ბოსტნეული ნაგვის ურნებში გადაუყარა.ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს.”ჩვენ მოტყუებული ხალხი ვართ და უკან ვთხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილისგან იმ ხმებს, რაც არჩევნების დროს მივეცით” - აცხადებდნენ გარემოვაჭრეები.ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა.