არასდროს, არცერთ გამოფენაზე არ ვმდგარვარ ფოტოსთან ისე დიდხანს, როგორც ამ ფოტოსთან. არ ვიცი რა ვიგრძენი, რა გამახსენა, მაგრამ ვიგრძენი როგორ დამებერა ყველა ძარღვი ხელებზე და ყელზე, როგორ დატრიალდა ყველაფერი, ემოცია მოერია ყველა ფიქრს, ყველა აზრს, საერთოდაც ვეღარ ვაზოვნებდი, ვიდექი - უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი... თვალებს...ხელებს... ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფოტო გახდა ყველაფერი, თითქოს აქ დაიწყო და დამთავრდა....