დაიწყო ნამუშევრების მიღება საერთაშორისო კონკურსზე Sony World Photography Awards 2010, (აღნიშნული კონკურსი წარმოედგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას ფოტოსამყაროში). კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებს. ფოტოების მიღების ვოლო ვადაა 2009 წლის 4 დეკემბერი.
პროფესიონალური ფოტოები მიიღებენიან 12 კატეგორიაში (ფოტოჟურნალისტიკა/დოკუმენტური ფოტო, კომერცია და ხელოვნება და ა.შ.) აბსოლუტური გამარჯვებული მიიღებს პრიზს - 25 ათას აშშ დოლლარს, პროფესიონალურ ფოტოტექნიკას Sony, და ასევე შესაძლებლობას გაწევრიანდეს ფოტოგრაფიის მსოფლიო აკადემიაში (World Photographic Academy). 36 ფინალისტის ნაშრომები გამოიფინება Sony World Photography Awards Global Tour გამოფენებზე 2010 და 2011 წლებში.
მოყვარულებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ 9 კატეგორიაში, მათ შორის მოყვარულთათვის ახალ ნომინაციაში - "დოკუმენტური ფოტო". საუკეთესო ფოტოგრაფი მიიღებს 5 ათასს აშშ დოლარს და Sony ტექნიკას.
ასევე Sony-მ დაიწყო კონკურსი Campaign Award 2010: მოყვარულთა ფოტოსურათების კონკურსი საფეხბურთო თემატიკაზე. ამჯერად მონაწილეებისგან ელოდებიან საფეხბურთო გულშემატკივრების ემოციების ამსახველ ფოტოებს. გამაჯრვებული, რომელსაც დაასახელებს სპორტის ფოტოგრაფი დელი კარი (Delly Carr), მიიღებს Sony-ს DSLR-კამერას და ობიექტივ, და ასევე ბილეთებს 2010 წლის მსოფლიო ჩემპონატზე და ასევე მიიღებს საშუალებას მონაწილეობა მიითოს Sony-ს 2010 წლის სარეკლამო კომპანიაში.
Sony World Photography Awards ხორციელდება ფოტოგრაფიის მსოფლიო აკადემიის მხარდაჭერით, რომელთა წევრები შედიან კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში. ეს ღონისძიება უკვე მესამეჯერ ტარდება. 2009 წელს მასში მონაწილეობა მიითეს 60 ათას ადამინზე მეტმა 139 ქვეყნიდან. (http://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=13988)
ანუ მე რა ვიკითხე: კაცი არის მოყვარული და შეიტანა პროფებში იმიტომ,რომ საპრიზო თანხა დიდია,არის ამის გამკონტროლებელი ვინმე? ფოტო არის კარგი და არის მოყვარულის გადაღებული,ამას ხო ვერავინ გააკონტროლებს თუ თვითონ არ თქვა.