BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> როგორ ხდება Amateur-დან Amateur+ ჯგუფში გადაყვანა?, რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

| |
Shota Megrelishvili
post Oct 19 2007, 15:51
#1 
Club Founder

Photographer Photographer
7,124


Amateur ჯგუფიდან შემდეგ Amateur+ ჯგუფში გადაყვანა მოხდება საშუალოდ 2 თვეში ერთხელ.

გადაყვანა არ არის ავტომატური და მას ახორციელებს ადმინისტრაცია.

მოგეხსენებათ, რომ ბოკეზე გაშვებულია რეკომენდაციის სისტემა.
(მაგალითისათვის იხილეთ: http://www.boke.ge/user/Shota_Test_1

მოცემული რეკომენდაციები ადმინისტრაციისათვის წარმოადგენს კონკრეტული კანდიდატურის განხილვის საფუძველს.

ადმინისტრაცია განიხილავს, მხოლოდ იმ 10 Amateur კანდიდატს, რომელთაც ექნებათ ყველაზე მეტი რეკომენდაცია სტატუსის მომატებაზე. აქვე განიხილება იმ მომხმარებლების სტატუსები, რომელთა რეკომენდაციები სტატუსის დაკლებაზე იქნება რაოდენობრივად საფუძვლიანი.

ამავე დროს, ყურადღება მიექცევა კანდიდატის გალერეას, მისი ფოტოების საერთო დონეს, მის მიერ დაწერილ კრიტიკას (კომენტარების სარგებლიანობას) და შეფასების ქულების ობიექტურობას.
გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნება შენიშვნების (warn) ისტორია.

Amateur+ -ის კანდიდატების შემდეგი განხილვა იგეგმება 2008 წლის 21 აპრილს.*

რეკომენდაციის უფლებით აღჭურვილ ყველა მომხმარებელს ვთხოვთ დაგვეხმარონ ყველაზე ღირსეული კანდიდატების გამოვლენაში.

* განხილვა იქნება ფარული და ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაცია არ დაასახელებს იმ მომხმარებლებს, რომლებიც რეკომენდაციების მიხედვით შევიდნენ ტოპ-10 კანდიდატში, მაგრამ არ იყვნენ გადაყვანილი შემდეგ ჯგუფში. აგრეთვე, არ მოხდება შესაბამისი მიზეზების მოყვანა.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 31st October 2024 - 19:17

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'