მოკლედ ჩამოვაყალიბებ ჩემს იდეას (კაპოს თემა თუ ნახეთ ვინმემ, იმ იდეასთან ახლსო დგას, მაგრამ მაინც განსხვავებულია)
1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
ეს არის ამ თამაშის მოკლე თეზისები.
ახლა რაც შეეხება თამაშის პირველ თემას (დავალებას). თამაშის თემაა - "მექანიზმი" ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია 27 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით.
ამ თემაში ჩამოვწერე ზოგადი თეზისები. აქ შეგიძლიათ კითხვები დასვათ. დღეს საღამოს გავხსნი ცალკე თემას ფოტოებისთვის. ფოტოს ზომა უმჯობესია რომ სიგანეში 800პიქსელზე მეტი არ იყოს, სიმაღლეც 550-ზე მეტი. ეს უბრალოთ იმისთვის რომ დაბალი გარჩევადობის მქონე მონიტორების პატრონებმაც შეზლონ ფოტოს მთლიან ეკრანზე ნახვა ე.წ. "სქროლის" გარეშე.
Added @ პ.ს. პირველი თემა-დავალება არის მექანიზმი. არ არის აუცილებელი, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გადაიღოთ სურათები. შეიძლება ეს სიტყვა სხვა ასოციაციებს ან სხვა ვიზუალურ სურათს გიხატავთ გონებაში. იმოქმედეთ თავისუფლად.
ერთი პრობლემა ექნება იმათ ვინც ფირით იღებს, 36 კადრის გადაღებისთვის + გამჟღავნება დასკანერებას ხშირად უფრო მეტი დრო სჭირდება ხოლმე ვიდრე კვირიდან შაბათამდეა
ერთი პრობლემა ექნება იმათ ვინც ფირით იღებს, 36 კადრის გადაღებისთვის + გამჟღავნება დასკანერებას ხშირად უფრო მეტი დრო სჭირდება ხოლმე ვიდრე კვირიდან შაბათამდეა
დიდი +1
ბევრი ვიღებთ აქ ფირით და ალბათ ვერ შევძლებთ ამ კონკურში მონაწილეობის მიღებას... ისე ძალიან კარგი იდეაა
Peso, სპეციალურად ამისთვის გავაკეთებ ცალკე ფორუმს, რომელშიც გაიხსნება შესაბამისი თემა. რაც შეეხება ახალი თემის გამოცხადებას -
QUOTE
5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული.
rimanely, Nika Pkhakadze, ძალიან კარგად მესმის თქვენი, უბრალოდ 1 კვირაზე მეტი თუ იქნება თემა ინტერესი დაეკარგება. (დავაკვირდები დინამიკას და შეიძლება ვადა გავზარდოთ)
ერთი პობლემაა. ვთქვათ დადო ფოტო ვინმემ გავიდა ერთი კვირა გაიმარჯვა და რაღაც მიზეზების გამო ვერ ხვდება კომპთან. მაგ შემთხვევაში როგორ მოხდება. არადა დაცდა და რამე არ გამოდის იმიტომ რომ თამაშის დინამიკა დაირღვევა. მასეთი შემთხვევისთვის ალბათ ადმინისტრაციამ თვითონ უნდა გამოაცხადოს თემა და შემდეგი კვირის გამარჯვებულიც.
Magdu, არა მე სხვა რამეს ვიძახი. იმ შემთხვევაში თუ წინა გამარჯვებული რაღაც მიზზების გამო კომპიუტერთან ვერ მოხვდა ან ინტერნეტი გაუთიშეს ან ტიბეტელ ბუდისტ ბერებთან გადაწყვიტა ვიკენდის გატარება ან რამე მიზეზის გამო ვერ მოხვდა კომპთან მხოლოდ მაგ შემთხვევაში უნდა გამოაცხადოს ალბათ ადმინისტრაციამ თემა და გამარჯვებული. ან რავი მეორე ადგილზე გასულმა.