შემოსული კითხვა: "გამარჯობა წესები წავიკითხე, დავრეგისტრირდი, მაგრამ ფოტოებს მაინც ვერ ვდებ. იქნებ დამეხმაროთ. წინასწარ დიდი მადლობა!"
პასუხი: თქვენ იმყოფებით ვალიდაციის ჯგუფში, ანუ რეგისტრაციის საფეხური სრულად არ გაქვთ დასრულებული. იმისათვის, რომ შეძლოთ გალერეაში სურათების ატვირთვა და ფორუმში თემების გახსნა, აუცილებელია დაასრულოთ რეგისტრაცია. ამისათვის: რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ბოკედან მოსულ წერილში მიყევით ანგარიშის აქტივაციის ბმულს.
cucqa, ამის შესახებ დეტალურად წერია საიტზე. მოკლედ - მინიმუმ 6 ფოტო, საშუალო შეფასება მთელი გალერეის 3. ამის შემდეგ (პროგრამულად) თქვენი კანდიდატურა დაექვემდებარება განხილვას
გამარჯობა! ჩემს მეგობარს სურს დარეგისტრირება ამ საიტზე და ვერ ახერხებს,რაგაც რეკომენდაციას გვტხოვენ და ცოტა გაუგებრობაში მოვყევით.თუ შეგიძლიათ დახმარება?
გამარჯობათ, 6-ზე მეტი ფოტო მაქვს გალერეაში და ძალიან მიშლის ჩემი სტატუსი ხელს იმაში რომ 72 საათი მიწევს ლოდინი სანამ მომდევნოს ავტვირთავ, თუ მეკუთვნის იქნებ განიხილოთ ჩემი კანდიდატურა, თუ არადა სულ არ მინდა სტატუსი დროის ლიმიტი შემიმცირეთ თუ შესაძლებელია (მაგრამ ეჭვი მეპარება).
nat_nat, შენთვის მომდევნო სტატუსი amateur ია და იმასაც 3 დღეში ერთი ფოტოს დადება შეუძლია უბრალოდ გალერეის მოცულობა ეზრდება და შეფასების უფლება აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გალერეის ყველა განოფილებაში შეუძლია შესვლა
nat_nat, გაფრთხილება იმისთვის რომ ამ თემაში დაწერეთ ეს პოსტი (ოფფტოპიკია) რაც შეეხება სტატუს, ამის შესახებაც დეტალურად წერია წესებში. (როდის ხდება ერთი სტატუსიდან მეორეში გადაყვანა და რა არის ამისთვის საჭირო)