რაოდენობაზე აქვს გავლენა შემფასებლის სტატუსს? როგორც ქულაზე?
პირდაპირი გავლენა არა... ანუ უფრო მაღალი სტატუსის მქონე პირის მიერ გაკეთებული შეფასება უფრო წონიანი. შეფასების დათვლისას ხდება ამ კრიტერიუმის გათვალისწინება.
მაგალითად: სურათის ქვეშ წერია, რომ შეაფასა 16 კაცმა. ამ 16 კაციდან უფრო მაღალი სტატუსის მქონე შემფასებლის ქულას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. (დანარჩენი მათემატიკაა)
შეფასების დროს რომ აქვს გავლენა - ეს თავისთავად, ამიტომ ვიკითხე, რაოდენობაზეც აქვს გავლენა? ანუ თუ საუკეთესოსთვის აუცილებელია 25 შემფასებელი (მაგალითად), ე.ი. 25მა უნდა შეაფასოს აუცილებლად...? ალბათ კი, ასე მივხვდი
რას კითხულობს დათო იცით ? ადრე რომ იყო დ/ფ რო გამხდარიყო ფოტო 20 ამათურის შეფასება რო იყო საჭირო, მაგრამ თუ უფრო მაღალი სტატუსის ხალხი აფასებდა შეიძლებოდა 15 შემფასებელზეც გამხდარიყო დ/ფ ხო და ეხლა როგორ არისო
ერთი კითხვა მაქ,ფოტო რო საუკეთესოებში შევა და მეორე დღეს აღარაა საუკეთესოებში იმიტო რო ქულები დაკლებულია ეგ როგორ ხდება?? მინუს შეფასებაც არის? Added @
QUOTE
ზოგჯერ ფოტოს რომ 5ებით ვაფასებ , აკლდება ქულა და აგეც წონის ამბავია?
QUOTE
batukela, ეგ მეც უნდა მეკითხა რამდენჯერმე ფოტოს 5/5 დავუწერე და საუკეთესოებიდან ამოვარდა
ჩემ ფოტოზე მოხდა ეგ ამბავი ალბათ,დღეს დილას შესული ვიყავი საუკეთესოებში ეხლა აღარ ვარ :/
MRme, მინუსები არ არსებობს. საშუალო არითმეტიკულზე დაფუძნებული ფორმულაა. დანარჩენი მათემატიკაა უკვე
რა ვერ გავიგე იცი.აი ხო არი რაღაც ფიქსირებული ქულა რომელიც დაიწერა,ვიღაცის დაბალმა ქულამ რატომ შეიძლება ეს ფიქსირებული ქულა დაწიოს ამდენით? 75 დან 44 მდე :/
თუ შემფასებლების რაოდენობა დიდია და ქულა მაინც საკმაოდ მოაკლდა ესეიგი ვინმე მაღალი სტატუსის მქონე პიროვნებას არ მოეწონა ფოტო და შეგიფასა დაბალი ქულით,თუ შემფასებლების რაოდენობა დაბალია მაშინ ნებისმიერ ამატეურს შეუძლია კაი დიდი ქულა მოგაკლოს,ნუ საშუალო არითმეტიკულზე დაფუძნებული სისტემაა და მაქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი.
უკვე დაიწერა, რომ ეს ფურმულა დაფუძნებულია საშუალო არითმეტიკულზე-ო
მაგალითი ერთი (საშუალო არითმეტიკულის: 4, 3, 5, 3 (დაიწერა ეს ქულები) ე.ი. (4+3+5+3)/4 = 3.75 ამის შემდეგ ვიღაცამ დაწერა 2 ე.ი. (4+3+5+3+2)/5 = 3.40 ეს არის საშუალო არითმეტიკულის მაგალითი. ჩვენი ფორმულაც ამაზეა დაფუძნებული. ჩვენი ფორმულით არ ხდება ქულების დაჯამება ან გამოკლება.
რაც შეეხება MRme-ს ნაწერს. წესით მაგას უნდა დაეწერა, რომ მისი ქულა იყო 3.75 და გახდა 3.44 და არა იყო 75 და გახდა 44.
beshqena, არაფერი არ აკლდება. საშუალო ქულა მცირდება. ამ ორს შორის ძაან დიდი განსხვავებაა. ზევით ადამიანი ამბობს 75 იყოო ქულა და 44 გახდა. არა და ქულები 0-დან 5-მდე მერყეობს.
მცირდებას და აკლდებას შორის არავითარი განსხვავება არაა მომხმარებლისთვის,ფაქტია იყო 3.77 და გახდა 3.44,გინდ მცირდება დავარქვათ გინდ აკლდება,ერთი და იგივეა ჩისტო პო ჩელოვეჩესკი