2009 წელს ბოკეზე დაგეგმილია ბევრი სიახლის დანერგვა. მათ შორის პირველი, ვალენტინობის დღისთვის მიძღვნილი,
1. რჩეული ავტორები
გყავთ რჩეული ავტორები? აღარაა საჭირო მათი სურათების ძებნა გალერეაში, ან მათი გალერეის მისამართის დამატება ბრაუზერის ფავორიტებში/ბუკმარკებში. შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ მათ ფოტო-აქტიურობას და ყოველთვის იყოთ საქმის კურსში მათი ბოლო ფოტოების თაობაზე.
ფორუმის ამ ფუნქციის გამოყენება ძალიან ადვილია. მომხმარებლის პირად გვერდზე, გალერეაში და სურათის გვერდზე დააწკაპუნეთ -ზე და დაამატეთ აღნიშნული ავტორი თქვენს რჩეულთა სიაშია.
აღარ გსურთ რომელიმე ავტორის ნამუშევრებისთვის თვალის დევნა? დააწკაპუნეთ -ზე და ავტორი აღარ იქნება თქვენ რჩეულებში.
რჩეულ ავტორთა სიაზე გადასვლა შესაძლებელია ფორუმისა და გალერეის ნებისმიერი გვერდიდან. ამისათვის საკმარისია მენიუში დააჭიროთ ბმულს "რჩეული ავტორები" და თქვენ ნახავთ თქვენ რჩეულ ავტორებს დალაგებულს უკანასკნელი ნამუშევრის განთავსების თარიღის მიხედვით. შეგიძლიათ პირდაპირ გადხვიდეთ როგორც ავტორის გალერეაში, ასევე მის მიერ ბოლოს ატვირთულ სურათზე.
თქვენ გაქვთ საშუალება დაახარისხოთ რჩეულ ავტორთა სია, როგორც უკანასკნელი ნამუშევრების განთავსების თარიღების მიხედვით (რაც by default არის ჩართული), ასევე მათი სახელების (ნიკების) მიხედვითაც.
თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ავტორის ამოშლა რჩეულთა სიიდან, რისთვისაც უბრალოდ მონიშნეთ ეს ავტორები და დააჭირეთ ღილაკზე "წაშლა".
თუ რომელიმე რჩეულ ავტორს არც ერთი ფოტო არ აქვს გალერეაში ის ამ სიაში არ გამოჩნდება. ასეთი ავტორის სანახავად რჩეულ ავტორთა გვერდზე დააწკაპუნეთ "* ყველა რჩეული ავტორის ხილვა"-ს და იხილავთ თქვენი რჩეული ავტორების სიას დალაგებულს მათი დამატების თარიღიც მიხედვით, ფოტოების გარეშე (ასევე შესაძლებელია სახელების(ნიკების) მიხედვით დალაგება).
რჩეულ ავტორთა სიაში არ ჩანს ანონიმურად დადებული ფოტოები. ასევე თქვენ ფოტოსურათის გვერდიდან ვერ დაამატებთ ანონიმურ ავტორს რჩეულთა სიაში.
საწყის ეტაპზე რჩეულ ავტორთა რაოდენობა შეზღუდულია 20-ით.
ამ ფუნქციის სარგებლობა შეუძლია ბოკეს ყველა რეგისტრირებულ წევრს, გარდა Plagiarist ჯგუფის წევრებისა.
ერთი aვტორის დaმaტებa მომიწიa ორჯერ. ერთხელ გaქრa, კიდევ დaვaმaტე, მერე კიდევ გaქრa კიდევ დaვaმaტე დa aხლa ისევ გaქრa თaნ ერთი დa იგივე aვტორი... რaტომ?
Levan Sikharulidze, batukela, ამიხსენით რას ნიშნავს გაქრა? თუ დამატებულ ავტორს გალერეაში არ აქვს სურათები - ის რა თქმა უნდა არ გამოჩნდება "ბოლო ნამუშევრების" სიაში. ამიტომაც "რჩეულ ავტორთა" გვერდზე არის ასეთი ბმული "ყველა რჩეული ავტორის ხილვა" დააჭერთ და ყველა "რჩეულ ავტორს" ნახავთ.
ხომ ვaჭერ დa aრ მიჩვენებს იმ aვტორს, მaინც. თaნ მის გვერდზე რომ შევდივaრ, ხომ უნდa მიწერდეს aმოშaლეთ რჩეული aვტორებიდaნ ხოდa მიწერს დaaმaტეთო ესეიგი aღaრ aრის რჩეულებში
Levan Sikharulidze, რომ აჭერ დამატებას, უნდა ამოაგდოს ფანჯარა "გსურთ ამ მომხმარებლის ფავორიტებში დამატება". უნდა დაეთანხმო შეკითხვას და მერე გადაგიყვანს "რჩეულ ავტორთა" გვერდზე. აკეთებს ამას?! და თუ ავტორის გვერდზე დაბრუნდები "ბექით" - იქ ისევ პლუსიანი გული იქნება. (უნდა დაარეფრეშო ამ შემთხვევაში) ჯერ-ჯერობით ფავორიტების რაოდენობა არის შეზღუდული 20-ით. ხომ არ გაქვს შევსებული ეს ლიმიტი?!
არა მაგას კი არ ვამბობ, აი დავამატე უკვე ორჯერ, და თვითონ წამეშალა. ახლა რომ შევდივარ მის გვერდზე ანუ ვინც რჩეულებიდან ორჯერ წამეშალა უკვე მეუბნება ჩვეულებრივად რომ დაამატეთო ანუ გულაკი პლიუსუთ. ახლა დავამატებ ისევ მაგრამ დრო რომ გადის იშლება თვითონ... სულ 5 რჩეული თუ 4 მყავს მეტი კი არა. თან იმენნა ეგ ავტორი იშლება სხა არცერთი : )))