რა კარგი რამ არის ინტერნეტი (ალბათ ცუდიც, მაგრამ უფრო კარგი). ამას წინათ ინტერნეტში წავაწყდი ერთი ჩეხი კაცის ისტორიას. მაშინვე გამახსენდა ერთი ძველი მონათხრობი. დიდი ხნის წინ 80 იანებში (მოსკოვში) კამერებზე საუბრის დროს ერთმა კაცმა მოყვა თუ როგორ შეხვდა ჩეხეთში ერთ გადარეულს, რომელიც თავისი ხელით გაკეთებული კამერით იღებდა ფოტოებს. ჯერ ის კაცი უბრალოდ გიჟი ეგონა, ჩამოხეულ-ჩამოკონკილი, დაუბანელ-გაუპარსავი, გაბრუჟებული მთვრალი ან პერმანენტულ “პახმელიაზე” მყოფი გამომეტყველების ადამიანი ბინძური კარტონებიდან გაკეთებული კამერის მსგავსი რაღაცით იღებდა ქუჩაში “ფოტოებს”. ვერ მოუთმენია მისულა და უკითხავს, ეგ რა არის რას აკეთებო. იმასაც ღრენით უპასუხია (გაუგზავნია რა) და გაცილებია იქაურობას. მერე გაუგია იმ კაცის სახელი და ისიც, რომ მართლა ფოტოებს იღებდა, მართალია ზოგი გიჟათ თვლიდა და ზოგიც კიდე გენიოსად, მაგრამ ფოტოებს მართლა იღებდა და თავადვე ბეჭდავდა თავისივე ხელით გაკეთებული საბეჭდი მოწყობილობით. თქვენ წარმოიდგინეთ ლინზაც საკუთარი კონსტრუქციის და საკუთარი ხელით გაპრიალებული გამჭირვალე პლასტიკიდან ქონია გაკეთებული. ფოტოებს მხოლოდ თავისთვის იღებდა, უზომოდ უყვარდა ისინი და მხოლოდ ერთ ეგზემპლარად ბეჭდავდა.
იმ კაცის სახელია მიროსლავ ტიხი (Miroslav Tichý)
მიროსლავ ტიხი დაიბადა 1926 წელს მორავიაში სოფელ ნეტჩიცეში ბრნოს მახლობლად. 1945 დან 1948 წლამდე სწავლობდა პრაღის სამხატვრო აკადემიაში ფერწერას. 1948 წელს დააპატიმრეს კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ქმედებებისთვის. 8 წლიანი კატორღის შემდეგ ის არავისთვის აღარ იყო საჭირო, არც სამუშაო არც მეგობრები, ხალხი ერიდებოდა კაცს რომელიც ღიად აკრიტიკებდა კომუნისტების რეჟიმს. ( რა ხასიათზე უნდა დამდგარიყო ასეთი კაცი რუსულ მიმართვას რომ გაიგონებდა ). ბოლო ბოლო მაწანწალად იცნობდენ, კაცად რომლისთვისაც არანაირი წესი ან ქცევის ნორმა არ არსებობდა. მისი პროტესტი სოციალური ფასეულობების სრულ უგულველყოფაში გამოიხატებოდა. ის დადიოდა ქალაქში და თავისივე გაკეთებული კამერით იღებდა ფოტოებს, უღებდა როგორც წესი ქალებს, ნორმაც დაუწესებია 100 ფოტო დღეში. მერე ბეჭდავდა, აწებებდა კარტონზე, აფორმებდა ჩარჩოებს, ფოტოებსაც კი ხშირად ფანქრით ამთავრებდა. მისი სახლი გავსებულია იმ ფოტოებით. ძალიან დიდი ხნის მანძილზე მისი ნამუშევარი არც არავის არ ენახა, რადგან ტიხი მხოლოდ თავისთვის იღებდა და არც არანაირი სურვილი ქონია სხვისთვის გაეზიარებია დანახული და შემდეგ გადაღებული. ლოთობდა და იღებდა. ეს ერთადერთი რამ არის რაც ამ კაცს უყვარს. დანარჩენი ყველა და ყველაფერი მძულსო ამბობს თვითონ ინტერვიუში. როგორც ჩანს მაინც მიიღო ერთ კონკურსში მონაწილეობა რადგან მოიგო "New Discovery Award" რის შემდეგადაც გახდა ცნობილი. ის არცერთ თავის ფოტოგამოფენაზე არ ყოფილა და ამბობს თუ ვინმეს სურს მისი ფოტოების ნახვა მივიდეს მასთან და სიამოვნებით ანახებს. ალბათ თვითონ არც უოცნებია ფოტოების გაყიდვაზე, მაგრამ ზოგ მის ნაშრომში 12000 ევრო არის გადახდილი. თვითონ ეს არ აინტერესებს, ფულიც არ ჭირდება. ცხოვრობს მარტო თავის ფოტოებთან ერთად.
ეხლა დავფიქრდი და ალბათ ქალებს,რომ უღებდა ყველას ავადმყოფი(სექსუალური მანიაკის ვარანტში) ეგონა.რა იცოდნენ,რომ სულ სხვა თვალით უყურებდა და სულ სხვა აზრები უტრიალებდა თავში : )
ავთანდილ მამულია ეხლა შევედი მაგ საიტზე და რა ჯიშია ვერ გაუგე და ჩემთან პრი ჩომ ეგეც ვერ გავიგე ; )))) ჯადო შუტკებს პირდაპირ თქვი თუ რამის თქმა გინდა : ) მომიტევეთ თუ თვალში გხვდები და ვერ გისწორდება
ეხლა წესით "ბოდიშით რომ ვარსებობ" ნოტაზე უნდა გავიდე და თავის მოკვლის გზებზე ვიფიქრო ხო?
მაინცდამაინც მე რატომ მეცი ეგეც ვერ გავიგე : ))))) დანაშაულია მეზობელ საიტზე რომ გაიხსნა ამ ფოტოგრაფზე თემა ზუსტად რამდენიმე კვირის წინ და ვიცოდი?
"After studying at the Academy of Arts in Prague, Miroslav Tichý (born 1926) withdrew to a life in isolation in his hometown of Kyjov, Moravia, Czech Republic In the late 1950s he quit painting and became a distinctive Diogenes-like figure. From the end of the 1960s he began to take photographs mainly of local women, in part with cameras he made by hand. He later mounted them on hand-made frames, added finishing touches in pencil, and thus moved them from photography in the direction of drawing. The result is works of strikingly unusual formal qualities, which disregard the rules of conventional photography. They constitute a large oeuvre of poetic, dreamlike views of feminine beauty in a small town under the Czechoslovak Communist régime."
მინდა ავღნიშნო რო არაფერია ნათქვამი იმაზე რო საბჭოთა რეჟიმს ებრძოდა და მაგიტო გახდა ბომჟი.