დაიბადა 1893 წლის 17 მარტს ქალაქ ველიჟში, ვიტებსკის გუბერნიაში.
1907 წელს მამა ველიჟის ადგილობრივ საქალაქო სასწავლებელში დამკაბადონებლად მუშაობდა, რომელის 1911 წელს დავამთავრე. მხატვრობისადმი ჩემი დიდი მიდრეკილების გამო ჩავედი ქალაქ მირგოროდში, პოლტავის გუბერნიაში, სადაც სამხატვრო სკოლაში ჩავაბარე. ვსწავლობდი მხოლოდ ნახევარი წელი, აუცილებელი მიზეზის გამო მომიწია ქალაქ ვილნოში ჩასვლა, სადაც ჩავაბარე სამხატვრო-სამრეწველო სკოლაში.ვსწავლობდი 1915 წლამდე. იმპერიალისტური ომის დაწყების შემდეგ,რასაც ვილნოს ევაკუაცია მოყვა, ჩავედი ქალაქ კოკანდაში,შუა აზიაში. ვმუშაობდი მოანგარიშედ, პარალელურად სკოლებში ვასწავლიდი მხატვრობას 1917 წლამდე. 1917 წლის ბოლოს მუშაობა დავიწყე კოკანდის სახალხო საგანმანათებლო განყოფილებაში.ვმუშაობდი 1922 წლამდე, ხოლო 1923 წელს ნარკომპროსის ბრძანებით გამოძახებული ვიქენი ქალაქ ტაშკენტში. ნარკომპროსის რეორგანიზაციის და შტატების შემცირების გამო გათავისუფლებული ვიქენი იმავე სამსახურიდან და მუშაობა თამბაქოს ქარხანაში მოანგარიშედ გავაგრძელე, სადაც 1925 წლამდე ვმუშაობდი. 1925 წელს ფოტო-რეპორტაჟით დავკავდი.1926 წლიდან ვმუშაობდი რედაქციაში «Правда Востока» და იქვე ვმუშაობ დღევანდელ დღემდე. მაქს პენსონის ბიოგრაფია,დაწერილი მისივე ხელით 1939 წელს. Added @