ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება (PHDS) „კოოპერაცია შავი ზღვის აუზის რეგიონებში მიგრაციის საკითხებში წარმოშობის, ტრანზიტის და მიმღებ ქვეყნებს შორის“ პროექტის ფარგლებში აცხადებს ფოტო კონკურსს - "სადაურსა სად წაიყვან", რომელიც არალეგალურ მიგრაციას და ტრეფიკინგს ეძღვნება.
საკონკურსო ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია სპეციალურ გალერეაში 2010 წლის 7 მაისიდან 02 ივლისის ჩათვლით. ნამუშევრების განთავსება განხორციელდება www.boke.ge-ზე არსებული წესების და მოთხოვნების შესაბამისად.
ყველა მონაწილეს შეუძლია ფორუმზე არსებული ლიმიტების გარდა თითო კატეგორიაში განათავსოს დამატებით 5-5 ფოტო.
აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია თქვენი ნამუშევრების გაგზავნით ორგანიზატორის ელ.ფოსტაზე : ina@phds.ge ნამუშევრები გალერეაში განთავსდება ორგანიზატორის ნიკით, რომელსაც კონკურსის დასრულების შემდეგ მიეწერება ავტორების ვინაობა.
ნამუშევრები გალერეაში განთავსდება მიღებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
გაითვალისწინეთ, რომ მოხდება საკონკურსო ნამუშევრების მკაცრი მოდერირება კონკურსის შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად: - ნამუშევარში ჩადებული იდეა; - ნამუშევრის შესაბამისობა დასმულ ამოცანასთან - ნამუშევრის ტექნიკური ხარისხი - ნამუშევრის მხატვრული სახე.
თითო კატეგორიაში პირველ სამ ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით: 1 ადგილი - 300 აშშ დოლარის ექვივალენტი 2 ადგილი - 200 აშშ დოლარის ექვივალენტი 3 ადგილი - 100 აშშ დოლარის ექვივალენტი
თითო კატეგორიაში პირველ ადგილს გამოავლენს პროფესიონალური ჟიური, მეორე და მესამე ადგილები გამოვლინდება ფორუმის წევრების შეფასებების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის მიერ არჩეული ნამუშევრები დაემთხვევა ფორუმის წევრების მიერ გამოვლენილ ტოპ #1 ან #2 ნამუშევარს, მოხდება მომხმარებლების მიერ არჩეული ნამუშევრების ჩანაცლვლება რეიტინგით მომდევნო ნამუშევარზე.
ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ნამუშევრების მიღების დასრულების შემდეგ 1 კალენდარული კვირის განმავლობაში.
თითო კატეგორიის ტოპ ათეულში შესული ნამუშევრები შევლენ კატალოგში, რომელიც გავრცელდება მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
კარგი იქნებოდა PHDS ამ ტემაში გვპასუხობდეს დასმულ შეკითხვებზე
რაც შეეხება დამატრებიტ ინფორმაციას:
1. რამდენი ფოტოს განტავსების უფლება აქვს ერთ მონაწილეს? 2. ჩვეულებრივი გალერეის დროითი ლიმიტი რატომ მოქმედებს საკონკურსო ფოტოების განთავსებაზე? 3. ფოტოები საკონკურსო ნამუსევრების მიღების მერე დამოდერირდება თუ ატვირთვისთანავე?
kesha, 1. რამდენის ლიმიტიც აქვს 2. იმიტომ (ამაზე უფრო ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემ) ყველა კონკურსში ასე იყო (როდესაც სმს-ებით შეეძლოთ ყიდვა, მაშინ ყიდულობდნენ ლიმიტს, თუმცა წესი იგივე იყო) 3. მოდერაცია განხოცრიელდება პერიოდულად. მაშინვე არა.
დაუსვით კითხვები ამ თემაში და დარწმუნებული ვარ, რომ უპასუხოდ არ დაგტოვებენ
შეიძლება ძალიან ვერევი ჟიურის კომპეტენციაში, მაგრამ არ შეიძლება რომ არ აღვნიშნო ერთი რამ:
რატომ არის, რომ კონკურსზე რომელიც არალეგალურ მიგრაციას და ტრეფიკინგს ეხება ძირითადად იდება დევნილების (და არა ლტოლვილების როგორც ბევრი ეძახის და არც კი იცის რომ ეს კიდევ სხვა რამეა) ფოტობი?
მე როგორც ვიცი და როგორც განიმარტბა ეს ტერმინები, მათ არანაირი კავშირი არა აქვთ დევნილებთან. არალეგალი ემიგრანტი აის ადამიანი რომელიც ერთი ქვეყნიდან ეორე ქვეყანაში გადადის უკანონოდ, საბუტების არქონით, უვიზოდ და რომელზე ვრცელდება დეპორტაცია. ტრეფიკინგი კი ყველამ ვიცით რაც არის..
ჰოდა ამიხსნას ვინმემ დევნილების ფოტოები რატომ არის ყველა ფოტო კონკურსზე? ასეთი თემატიკის კონკურსზეც კი????? ეს არის რეალური პრობლემა.. შინაარსის აღქმის პრობლემა
იმედია ჟიური გაითვალისწინებს ამ შენიშვნას თორე მერე ისეთ ფოტოებს, რომელიც არ არის თემასთან არანაირ კავშირში ჩამოვუწერ 0/0-ს და ისევ წამართმევენ სტატუსს მაქვს ამის გამოცდილება
კაი ახლა ვაოფებ მაგრამ უნდა ვთქვა: სტატუსებიდან ჩამოქვეითების სპეციალური თემა გაიხსნა ადმინისტრაციის მხრიდან და მიზეზად დასახელდა 0/0-ების დაწერა და მითითებულიც კი იყო, რამდენ ფოტოს დავუწერე დაბალი შეფასება.. ხოლო თუ სხვა მიზეზი იყო, მაშინ უნდა ნება ებოძებინათ და აეხსნათ და განემარტათ სხვა გარემოებებიც თუ არსებობდა..
ამ შემთხვევაშიც და მაშინაც მართალი ვიყავი: ფოტო, რომელიცა რ შეესაბამება კონკურსის იდეას არის 0. ფოტოზე დადებითი შეფასების წერა იწყება მაშინ, როცა ის მეტნაკლებად პასუხობს , ან სავარაუდოდ მაინც გულისხმობს თემატიკას..
არალეგალ მიგრანტებზე, რომ დევნილის ფოტოს დებ არის აბსურდი.. და საერთოდ არაფერ შუაში არაა თემასთან, მითუმეტეს ტრეფიკინგთან.. რატომ ჩაითვლება ჩემი შეფასება არაადექვატურად?
ასევე იყო ალტას კონკურსზეც: "სლოგანი ყველაფერი გაცილებით მარტივია" რომელიც გულისხმობდა იდეაში კომპიუტერული ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების "გარეკლამებას" გაიმაჯვა ფოტომ სადაც ბავშვი უშვებს საპნის ბუშტებს.. 0/0 დავწერე ასეთ "ნიპრიჩომ" ფოტოებზე იმიტომ რომ თემატიკასთან 0% აკავშირებდათ.. და ამაში ვერავინ ვერ გამამატყუნებს.. 100%-ით მართალი ვარ.. ნუ ადმინისტრაციამ რატომ დაუშვა ასეთი ფაქტები ეს კიდევ სხვა საკითხია..
ახლა კიდევ ერთი საჭირბოროტო შეკითხვა მაქვს
უმეტესობა იუზერებისა საერთოდ ვერ არჩევს ფოტო დაიდო საკონკურსოდ თუ უბრალოდ ანონიმით და შესაბამისად არც აკვირდება საკონკურსო ტემატიკასა და ფოტოზე ასახულ მოვლენას.. რაც შესაბამისად არაკომპეტენტურ შეფასებაში აისახება კარგი იქნებოდა უფრო შესამჩნევად თუ გამოჩნდება ფოტოზე რომ ის საკონკურსოა ! ფოტოს ქვეშ რომ დაეწეროს ან რამე მსგავსი ან Hidden-ის მაგივრად დაეწეროს "საკონკურსო"... და მაინტერესებს ვინ ფილტრავს საკონკურსო ფოტოებს, ვინ წყვეტს ფოტო პასუხობს თუ არა თემატიკას? ფაქტია რომ არ იცი რა არის არალეგალი მიგრირებული და დევნილი..
არალეგალ მიგრანტებზე, რომ დევნილის ფოტოს დებ არის აბსურდი.. და საერთოდ არაფერ შუაში არაა თემასთან, მითუმეტეს ტრეფიკინგთან.. რატომ ჩაითვლება ჩემი შეფასება არაადექვატურად?
- ვინ გითხრა, რომ ჩაითვლება? კიდევ ერთხელ ვამბობ არა ადეკვატური შენი მხრიდან მაშინ არ იყო მარტო 0-ების წერა.
QUOTE
ასევე იყო ალტას კონკურსზეც: "სლოგანი ყველაფერი გაცილებით მარტივია" რომელიც გულისხმობდა იდეაში კომპიუტერული ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების "გარეკლამებას"
ძალიან ცდები. ალტა იმ კონკურსის ("ყველაფერი გაცილებით მარტივია" ) ორგანიზატორი იყო, არავითარი მოთხოვნა მათი (ალტას) ან მათი ნაწარმის რეკლამირების არ ყოფილა. (მაგალითად ბაგრატიონის კონკურსზე იყო ზუსტი მოთხოვნა - სასმელის დაგემოვნების პროცესი. თუმცა უმრავლესობამ უბრალოდ ბოთლების "საბანერო" სურათები დადო)
თუ რამე კონკრეტული გინდა გაარკვიო ან მკითხო ალტას კონკურსზე მომწერე პმ. აქ მოვრჩი ალტაზე საუბარს და შენთანაც თხოვნა მექნება მხოლოდ ამ კონკურსის ფარგლებში გააკეთო კომენტარები.
რაც შეეხება წარწერას. კი შეიძლება შეიცვალოს, ეს არ წარმოადგენს პრობლემას და დღეს დღის განამვლობაში ჩავწერ "საკონკურსო"-ს.
თუმცა ეს არაფერს არ შეცვლის. არ მიაქცევენ იმ წარწერას ყურადღებას, ისევე როგორც არ აქცევენ ყურადღებას ფოტოს განთავსების ადგილს (გალერეის სახელწოდებას).
QUOTE
და მაინტერესებს ვინ ფილტრავს საკონკურსო ფოტოებს, ვინ წყვეტს ფოტო პასუხობს თუ არა თემატიკას? ფაქტია რომ არ იცი რა არის არალეგალი მიგრირებული და დევნილი..
- ფოტოებს ფილტრავს ორგანიზატორი (ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება (PHDS)).
hidden-ის მაგივრად საკონკურსო თუ დაიწერება ეს უკეთესი იქნება.. ზევით თიტქმის არავინ უყურებს გალერეის ადგილმდებარეობას და სახელწოდებას შეფასებისას აუცილებლად მოგხვდება თვალში საკონკურსო რომაა
ფოტოებს ფილტრავს ორგანიზატორი (ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება (PHDS)) <-- ლოლ მალადეც ამათ ამატაც კარგად გაუგიათ რა უნდათ
ლაშა აბა რა შინაარსის ფოტოები უნდა დაიდოს საკონკურსო გალერეაში, როცა კონკურსი მოითხოვს არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგზე აქცენიტების გაკეთებას?
მე არ დამიწერია არსად მსხვერპლი და უშუალოდ უკანონო მიგრანტი და ტრეფიკინგის მსხვერპლი იყოს გამოსახული ფოტოზეთქო. მაგრამ ფოტოზე გამოსახული ამბავი ასოციაციას უნდა იწვევდეს ან იყოს ერთგავრი სასლოგანო ბანერი..
დევნილფოტები და სხვა მრავალი არაა კონკურსთან კავშირში..
kesha, საკონკურსო გალერეაში დაწერილი შენი კომენტარებით სხვანაირად ჩანს
ასე მაგალითად მახსოვს კონკურსი თბილისობის თემაზე , სადაც გოგონამ გადაუღო ფოტო ჩამოკიდებულ სამწვადე ხორცს , ხოდა ამ ფოტომ გაიმარჯვა გაიმარჯვა იმიტომ , რომ ავტორმა ამ თბილისობის დღესასწაულზე ჭამა-სმის მეტი ვერაფერი დაინახა და სწორედ ფოტოზეც ეს გადმოსცა ამით იმის თქმა მინდა , რომ ყველა ფოტოგრაფს განსხვავებული ხედვა და გემოვნება აქვს , არ შეიძლება მისი ჩარჩოებში მოქცევა... თუ ჟიური და ხალხი გაუგებს მას-ხო კარგი და თუ ვერ გაუგებს მე თუ მკითხავ არც ეგაა ტრაგედია
ბოდიშით ოფისთვის , წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს
nicksona, ეგ სხვა რამეა აქ ელემენტარული ტერმინოლოგიის ვერ გაგებაზეა საუბარი
არალეგალი მიგრანტი ბავშვები არ არსებობენ!! ტრეფიკინგის თემას კიდევ საერთოდ არ ასახავს ეს ბავშვების ფოტოები..
რაც არ უნდა დაეცადო დევნილებისა და ბავშვების პორტრეტებში ვერ დაინახავს არალეგალ მიგრანტსა და ტრეფიკინგის მსხვერპლს.. მწვადის ამბავი კიდევ სულ სხვაა, იმან გადაიღო ის რაც დაინახა.. და მაგაზე თვალს ვერ დახუჭავ, ეგ ეგრეც იყო : აქ კიდევ უბრალოდ სხვადასხვა მოვლენებია აბსოლუტურად და ელემენტარულ სიტყვის შინაარს ვერ გებულობენ
მონაწილეთა მრავალრიცხოვანი თხოვნებიდან გამომდინარე, კონკურსის პირობებში შედის შემდეგი ცვლილებები:
1. დღეიდან ყველა მონაწილეს შეუძლია ფორუმზე არსებული ლიმიტების გარდა თითო კატეგორიაში განათავსოს დამატებით 5-5 ფოტო. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია თქვენი ნამუშევრების გაგზავნით ორგანიზატორის ელ.ფოსტაზე : ina@phds.ge ნამუშევრები გალერეაში განთავსდება ორგანიზატორის ნიკით, რომელსაც კონკურსის დასრულების შემდეგ მიეწერება ავტორების ვინაობა.
ნამუშევრები გალერეაში განთავსდება მიღებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
2. საკონკურსო ნამუშევრების მიღება გაგრძელდა 2010 წლის 2 ივლისამდე.
ვინაიდან და რადგანაც, ჩვენს მიერ ამოღებული ფოტო მასალა ისევ ბრუნდება მომხმარებლის მიერ ფოტო გალერეაში, კონკურსის ორგანიზატორებმა მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: ფოტო მასალა არ იქნება ამოღებული ან გაუქმებული, მიუხედავად იმისა უპასუხებს თუ არა კონკურსის კრიტერიუმებს. თუ ნამუშევარი ად დააკმაყოფილებს კონკურსის კრიტერიუმებს, მიუხედავად იმისა იქნება თუ არა უმაღლესი ხარისხის ან პროფესიონალურ დონეზე დამუშავებული, მათ ჟიური არ შეაფასებს. კონკურსის დამთავრების შემდეგ, ჩატარდება შეხვედრა სადაც დავპატიჟებთ ყველა ფოტოს ავტორს, მათ შეეძლებად მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში ამ თემაზე. ასევე მათ შეეძლებათ გამოხატონ თავიანთი აზრი თავიანთი ნამუშევრის შესახებ. გისურვებთ წარმატებებს ორგანიზატორთა გუნდი