BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

> SONY DSRL, ახალი აპარატები

| |
Magdu
post May 18 2009, 14:46
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838


განხორციელდა Sony α230, α330 და α380 ოფიციალური ანონსი.
ფაქტიურად აღნიშნული აპარატები წარმოადგენენ უკვე არსებული (α200, α300 და α350) მოდერნიზირებულ ვარიანტებს. აღნიშნულ მოდელებში მწარმოებლებმა ყურადღება მიაქციეს აღნიშნული აპარატების კომპორტაბელურობის მომატებას.
პირველი თვალში საცემი "სიახლე" არის გაბარიტების და წონის შემცირება. ასე მოდელი α230 მწარმოებლების მიერ სახელდება როგორც ყველაზე კომპაქტური სარკული ციფრული კამერა მსოფლიოში. ოდნავ უფრო დიდები გამოვიდა α330 და α380, თუმცა ისინიც თავის წინამორბედებზე უფრო კომპაქტურები არიან.






ერთობლიობაში ალფა სამეულის მწარმოებლებმა გააკეთეს გადაღების კომფორტზე.
ამისთვის მწარმოებლებმა განაახლე გრაფიკული ინტერფეისი ფუნქციით "Help Guide" (ახალბედებისთვის, თუ რა დროს რა რეჟიმების გამოყენება იქნება მიზანშეწონილი). ეკრანზე უფრო თვალსაჩინოდ ჩანს ინფორმაცია (დაყოვნება, დიაფრაგმა, მგრძნობელობა და ა.შ.)







α330 და α380 კამერებს აქვთ რეჟიმი Quick Autofocus (AF) Live View და მოძრავი 2,7-დიუმიანი ეკრანი Clear Photo LCD. წინამორბედებისგან განსხვავებით ახალ ეკრანებს გააჩნიათ უფრო ფართე დახრის დიაპაზონი.





ახლა ტექნიკურ სიახლეებზე:
ახალ აპარატებს გააჩნიათ HDMI პორტი, რომელის საშუალებით შესაძლებელია აპარატის მიერთება მაღალი გარჩევადობის სატელევიზიო სისტემებთან Sony BRAVIA და გადაღებული მასალის დათვალიერება HD რეჟიმში.
თუმცა ახალ აპარატებში არ არის განხორციელებული ვიდეს გადაღების შესაძლებლობა.

აპარატებს აქვთ დამატებითი ბუდეები მეხსიერების ბარათებისთვის SD/SDHC, რომლებმაც შეცვალეს ბუდეები CompactFlash ბარათებისთვის

ყველაზე მნიშვნელოვანი კი - ფასი. Sony α230, α330 და α380 ღირებულება შეადგენს $850, $650 და $550 შესაბამისად.

აღნიშნული ფასები წარმოადგენს კომპლექტების ფასებს, რომლებიც შეიცავენ ობიექტივს SAL-1855. შესაძლებელია სხვა კომპლექტაციის შეძენა რომლებიც დამატებით ასევე შეიცავს ლინზას SAL-55200/2, რაც აპარატის ღირებულებას ზრდის $750, $850 და $1050-მდე.




ობიექტივი SAL-1855 18-55 მმ F/3.5-5.6



ობიექტივი SAL-30M28 30 მმ F/2.8



ობიექტივი SAL-50F18 50 მმ F/1.8



ობიექტივი SAL-55200/2 55-200 მმ F/4-5.6




ასევე ყურადღებას მივაქცევთ ახალ ალფა ობიექტივებს.
აღნიშნული ობიექტივები ოპტიმიზირებულია APS-C ზომის სენსორებისთვის. გააჩნიათ უხმო ძრავები Smooth Autofocus Motor (SAM).
Sony სიახლეების სიაში შევიდნენ შემდეგი ალფა ობიექტივები:
1. SAL-1855 ფოკუსური მანძილით 18-55 მმ და დიაფრაგმით F/3.5-5.6;
2. ტელე-ფოტო ობიექტივი SAL-55200/2 ფოკუსური მანძილით 55-200 მმ და დიაფრაგმით F/4-5.6;
3. «საპორტრეტე» SAL-50F18 ფოკუსური მანძილით 50 მმ და დიაფრაგმით F/1.8;
4. მაკრო-ობიექტივი SAL-30M28 ფოკუსური მანძილით 30 მმ და დიაფრაგმით F/2.8.

SAL-1855, SAL-55200/2, SAL-50F18 და SAL-30M28 ღირებულება შესაბამისად შეადგენს $200, $230, $150 და $130 .
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post May 18 2009, 14:48
#2 

Amateur+ Amateur+
3,330


ბოლო ფოტოზე რაც ლიონზებია და აპარატები მომცა და ცხოვრებაში სიტყვა ქენონს არ ვიტყვი lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Oto Gordeladze
post May 18 2009, 15:20
#3 

Amateur+ Amateur+
4,138


სონი Nina Minzoni-ს ჯინაზე უშვებს ახალ ალფებს DDDD.gif

ისე გულწრფელად რომ ვთქვა მე წინა ვერსიები უფრო მომწონს ვიზუალურად... ესენი რაღაც ძაან გაფერადებულებია და გაწელილია

რაც შეეხება ლინზებს ეს უკვე კარგი რამეა... ფასიც ძალიან კარგია

მადლობა თემისთვის...

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nina Minzoni
post May 18 2009, 15:24
#4 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


opeople,
DDDD.gif:D:D
თემა მეტად საინტერესოა და შთამბეჭდავი..ცრემლები მომადგა sad.gif
დამიბერდა ჩემი სონია, დამიბერდა....
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TIHIRO
post Mar 8 2010, 18:19
#5 

Amateur Amateur
427


...რა ვიცი ...მე მაქვს α350 და უკვე ორჯერ გამიფუჭდა და როგორც დიდმა იგორმა(ხელოსანია) მითხრა(ოდეს ვკითხე,მე ხომ არ ვექცევი უდიერადთქო) საერტოდ სუსტი აპარატებია და სუსტი ნაწილები აქვსო.ჯერ აპარატი გაფუჭდა, ისეთი ხმა ქონდა ჩართვა -გამორთვისას ,თითქოს ყავის საფქვავს ვრთავდი და მერე ლინზა გააფუჭა ამ მისტიურმა ხმამ...მოკლედ 160 ლარად გამიკეთა.და 2 დგის წინ დამიწერა ლინზა არაა მიმაგრებულიო..(ეგრე დაეწყო პრობლემები)ხოდა გადავცივდი...მარა გაუარა...რა ვიცი...ალბათ სხვა ბრენდს და უფრო საიმედოს ვინატრებდი...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 10th November 2024 - 00:04

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'