ვფიქრობდი რომ ეს თემა დამედო "ითხოვე დახმარება კლუბისგან"-ზე მაგრამ ბოლოს მაინც აქ ვარჩიე, რადგან დახმარების, ანუ ამ სირთულეში გარკვევის თხოვნის გარდა, ასევე ყველას აზრიც მაინტერესებს ამაზე.
არ ვიცი, რამდენად გქონიათ შეხება ამასთან და რამდენად შეუწუხებიხართ. ალბათ იცით, რომ ყველა მონიტორს აქვს გამოსახულების რეგულირების საკუთარი ფუნქციები: პირველ რიგში განათების და კონტრასტისა, და ასევე ფერთა ბალანსის და ტემპერატურის. ცოტა შორს თუ წავალთ, ვნახავთ, რომ ყველა თანამედროვე ვიდეოკარტის დრაივერსაც აქვს იგივე ფუნქციები (ანუ ზემოთ ჩამოთვლილი იგივე სარეგულირებლები, ოღონდ პროგრამულად) და დამატებით შეუძლია ალბათ ყველასთვის ასე კარგად ნაცნობი Curves, ანუ ფერთა მრუდების რეგულირება.
ალბათ ხვდებით, რამხელა ალბათობაა იმისა, რომ თუნდაც ერთი და იგივე ფირმის ვიდეოკარტაზე მიერთებულმა ერთი და იმავე ფირმის ორმა მონიტორმა სხვადასხვანაირი გამოსახულება მოგვცეს.
მოვეშვები ახლა ამდენ თეორიებს და უბრალოდ ვიტყვი, რაში იჩენს თავს ეს ყველაფერი - როგორია როცა ერთ კომპიუტერზე დამუშავებულ სურათს სხვაგან წაიღებ და ამდენ ნაწველებ სურათს ვეღარ ცნობ და გიკვირს - გახმა ეს ოხერი თუ რა მოუვიდა )) არა, ეს ცოტა გაზვიადებულია, ვერ ცნობ ნაკლებად, მაგრამ აშკარად როცა ხედავ რომ არაა ის რაც გინდოდა, უკვე ცუდია და არ იცი რა ქნა - სურათის დამუშავებისას შედეგს იმ მონიტორზე გამოტანილი გამოსახულების მიხედვით ვიგებთ, რომელთანაც ვმუშაობთ და არ ვიცით რა იქნება სხვა მონიტორზე.
რა თქმა უნდა, როგორც ვიდეოკარტებს, ასევე მონიტორებს გააჩნიათ თავიანთი ქარხნული სტანდარტები (დავაჭერთ Load Defaults, Reset ets...) მაგრამ მთელი უბედურება იმაშია რომ ეს სტანდარტები მთლად ბოლომდე არ ემთხვევიან ერთმანეთს; მართალია, ეს განსხვავება მთლად დიდი არაა მაგრამ მერე საქმეში უკვე მომხმარებელი ერევა, როცა ცდილობს, თავის გემოზე მოიწყოს დისპლეი...
შეიძლება რაზეც ამდენი მოვყევი, ძალიან ნიუანსური პრობლემაა, მაგრამ ფაქტია რომ არსებობს და ზოგჯერ, მეტნაკლებად, სირთულეებს ქმნის.
მე ეს მაინტერესებს - თუ არსებობს რამე საშუალება იმისა, რომ ყველა ეს Settings-ი ბუნებრივს დავუახლოვოთ? ანუ რის მიხედვით შეიძლება გავიგოთ, რამდენად ბუნებრივად გვაძლევს ვიდეოკარტა და, საბოლოო ჯამში, მონიტორი გამოსაულებას?
დიდი მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ ბოლომდე წაიკითხეთ. არ მეგონა ამდენი თუ გამომივიდოდა და ვერც ვამოკლებ, პირიქით, იმის შეგრძნება მაქვს რომ რაღაც მთლად კარგად ვერ ვთქვი... გამიხარდება თქვენ თუ გაიგებთ...
მე მაგის გადაჭრის ყველაზე რეალური გზა ასე მოვძებნე:
ვბეჭდავ იქ, სადაც მოინტორი მაქსიმალურად გავს ჩემსას, რომელზეც ვამუშავებ
მაგალითად რუსთაველის კონიკის მონიტორის კონტრასტები და განათება კატეგორიულად არ ემთხვევა ჩემსას, მაგრამ მათი საბეჭდი მოწყობილობა როგორც ვხვდები ზუსტად მონიტორის შესაბამისად ბეჭდავს, ამიტომ ჩემი დამუშავებული სურათის იქ დაბეჭდვას ფაქტიურად არანაირი აზრი არა აქვს. თუ ხელუხლებლად დაბეჭდეს, საშინლად მუქი გამოდის და თუ გამიღიავეს, მაშინ საერთოდ სხვა რაღაც გამოდის, curve-ბი ად ლეველები საერთოდ ირევა
e.k.a.t.e.r.i.n.a, მესმის, მაგრამ ცუდია თუ მარტო ეგ არის რეალური გზა - ვთქვათ და არ დამთხვეოდა ანდა ერთ მზიან დღესაც გადააყენეს Windows... მერე საქმე ალალბედზე სამარჩიელოდ გახდება...
შეიძლება რომ მონიტორზე გამოსახულება რამე ორიგინალ ნაბეჭდს შეადარო მაგრამ მოდი და გაიგე იმ ნაბეჭდმა რა ფილტრი გაიარა სანამ დაიბეჭდებოდა... მოკლედ შეკრული წრეა თუ არ გვიშველა ვინმემ... ))
N67, არც ემთხვევა შედარებით გავს პროფოტოში და დეგაპრინტში დაბეჭდილები იმას რაც მინდოდა თუ რა თქმა უნდა გაითვალისწინეს და არ დამიკადრირეს და მიმიფერადეს თვითნებურად
მე პროფოტოში არ მქონია ასეთი პრობლემა. მონიტორიც, ფოტოშოპიც და ყველაფერი მაქვს AdobeRGB-ში. დასაბეჭდადაც რომ მიაქვს იქ ვეუბნები რომ adobeRGB გამოიყენონ და ისე ასეივებენ. რადგან მათი პრინტერი (და საბეჭდი მოწყობილობა) ალბათ პროფესიონალურად არის დაკალიბრებული შესაბამისად შედეგი ისეთივეა როგორიც მე ვხედავ მონიტორზე. თუმცა მე პრინტერზე არ დამიბეჭდია და არ დამიკალიბრებია, შესაბამისად ამაზე ვერაფერს ვიტყვი.