BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> Before - After, გვაჩვენეთ რამდენად ცვლით ორიგინალ ფაილს

| |
Lasha Palavandishvili
post Nov 26 2011, 22:36
#91 

Validating
5,589


user posted image
მდე

user posted image

შემდეგ

განათება მიყვარს..
მზე... :-)))
სხვა შემთხვევაში არ ვიღებ... :-|


ციფრული 35 მმ მეზიზღება რამდნეიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Nov 26 2011, 22:40
#92 

Amateur+ Amateur+
4,684


კეშა, ჰოდა მაგისთვის არსებობს ფოტოშოპი. კი არ გედავები DDDD.gif

კარგი, ლაშა გავიგეთ, 90 პროცენტი ფოტოების ჩემიც დაუმუშავებელია, მაგრამ აქ ის დავდე, რაც დამუშავებული იყო და მკვეთრი სხვაობით ორიგინალსა და საბოლოო შედეგს შორის : ))

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 26 2011, 23:10
#93 

Amateur+ Amateur+
22,472


Nino Baidauri, ვიცი კაცო რომ არ მედავები DDDD.gif DDDD.gif ვსაუბრობთ DDDD.gif
Lasha Palavandishvili,
მეც გადამიღია და მიდევს კიდეც ზოგიერთ გალერეაში კადრები, რომელზეც ხელიც არ მიხლია და ა ბატონო: D700, მაიამი, საუს ბიჩი, მოძრავი მანქანიდან და ექსპოზიციაც, ფერებიც ფოკუსიც ყველაფერი არი. რესაიზი მეტი არაფერი გამიკეთებია:

user posted image

ასეთი კადრები მაქვს ათასობით, პეიზაჟებიც და არქიტექტურაც და ზღვაც.
მაგრამ ისეთ ფოტოებს, რომელსაც ვამზადებ გასაყიდად, გამოსაფენად, გასაჩუქებლად და სხვა და სხვა, კომერციული მიზნებისათვის - უპასუხისმგებლობა იქნება ჩემი მხრიდან მათი გაუწმენდავად და ხელის შეუვლებლად, დაუმუშავებლად გაცემა. ეს არაპროფესიონალურია.

ძალიან ბევრჯერ როცა ფოტო მიმიყიდია უცხოური ჟურნალისათვის ან საიტებისათვის, ერთ-ერთი შეკითხვა იყო: დამუშავებულია თუ არა და რა პროგრამითაა. თავიდან ვუპასუხე, რომ მომიწია დამუშავება მცირე დეტალების შესწორებისათვისო და გამაწყვეტინა ტიპმა და მითხრა, დაუმუშავებელი თუ არაა მაშინ დაამუშავეო და მერე მომეციო. smile.gif

მერე მივხვდი რატომ აკეთებს ამას. იმ ხალხს, ვინც ფოტოებს ყიდულობს ჟურნალებისათვის (უცხოელებზე მაქვს საუბარი) დაუმუშავებელი ფოტოები არ აინტერესებს, იმიტომ რომ მერე თავის დიზაინერს კიდევ დრო უნდა ახარჯვინოს, ავტორს ცალკე უნდა შეუთანხმდეს, იმიტომ რომ არ აკმაყოფილებთ ეს ორიგინალი ფაილები რა smile.gif დღევანდელ ფოტოგრაფიის ჟურნალებს თუ გადახედავთ, იშვიათად იპოვნი დაუმუშავებელ ფოტოს, ან საერთოდ ვერ იპოვნი, არაა ეგ გაყიდვადი პროდუქტი.

მე არ ვსაუბრობ დოკუმენტურ ფოტოებზე, სხვა ყველაფერი მუშავდება.

თუ გინდა რომ გაყიდვადი იყოს პროდუქცია, დამკვეთის სტანდარტი უნდა დააკმაყოფილო, დამკვეთს მოსწონს კარგი, სუფთა, უხარვეზო ფოტო, რომელიც მოსწონს მასიურად ბევრ ადამიანს და არა მარტო ფოტოგრაფიაში ჩახედულ ადამიანებს. მათ უნდა მოსწონდეთ საბოლოო შედეგი და საერთოდ არ აინტერესებთ რამდენადაა ის დაშორებული ორიგინალს.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 27 2011, 00:02
#94 

Amateur+ Amateur+
22,472


აი კიდევ, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფოტო, რომელსაც ოდნავ შევავლე ხელი:

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Nov 27 2011, 18:12
#95 

Amateur+ Amateur+
3,330


რა დავა უნდა რო ყველა ფოტოს დამუშავება უნდა (კორექტირება ფერების, განათების, კონტრასტ და ა.შ.) მაგრამ როდესაც ლეიერებზე მუშაობენ და მონტაჟზს აქვს ადგილი არ მიყვარს, პირადად ჩემთვის ფოტოს ღირებულება იკარგება. თუ ვინმეს ხატვა და შექმნა უყვარს ამისთვის ფუნჯი და ტილო არსებობს smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 27 2011, 18:36
#96 

Amateur+ Amateur+
22,472


tsumbusha,
ფუნჯს ბრაში ჰქვია და ის ფოტოშოპშიცაა smile.gif ასე რომ ხატვა სადაც გინდა იქ უნდა ხატო, და არც არავინ ამბობს რომ მაგას ფოტოგრაფია ჰქვია, ეგ არის კომპიუტერული გრაფიკა, რომელიც თანემდროვე ფოტოსაიტების ჟანრულ კატეგორიებში აუცილებლად გვხვდება smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Nov 27 2011, 22:30
#97 

Amateur+ Amateur+
3,330


მე ფოტოგრაფიაზე ვლაპარაკობ, რო ჩემთვის არ აქვს ღირებულება იმ კადრს სადაც მონტაჟია და ასე შემდეგ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post Nov 27 2011, 22:32
#98 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


მეთქი შევალ გავერთობი. თურმე მხატვრები აიან აქ.

აბლომშიკები ხართ რაა.

ცუმბუშ ფოტოგრაფიაზეც გავხსნათ თემა ;-)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 27 2011, 23:20
#99 

Amateur+ Amateur+
22,472


tsumbusha,
ფოტოგრაფიაში მონტაჟი ჩემთვისაც მიუღებელია, არც ვიყენებ არასოდეს smile.gif
მაგრამ კომპიუტარული გრაფიკა თავისთავად საინტერესო ჟანრია smile.gif

Archer,
მაცა ჩამოვიდე ბათუმში DDDD.gif DDDD.gif მერე ვისაუბრებთ მაგაზე DDDD.gif DDDD.gif

შემდეგი ფოტო დუბროვნიკიდან:

user posted image

გამოყენებულია ფოტოშიპის ფუნქციები, შედიუ/ჰაილაითი, სელექტვივ ქალარი, კონტრასტი, ფულტრი - შარპენი - სმარტ შარპენი.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Nov 28 2011, 02:53
#100 

Amateur+ Amateur+
8,113


kesha

გასაგებია, მაგრამ მე ეხლა ერთ კარგ რამეს გეტყვი ან გასწავლი თუ აქამდე არ გქონია შეხება. არსებობს ბრეკეტინგის ფუქცია, რომელსაც ფირზე რათქმაუნდ აგამოიყენებ რიგ კამერებზე, უბრალოდ ძალიან ხარჯიანია. ციფრულზე კი "გულაი ვასია" ))) 3, 5 ან 7 კადრი სხვადასხვა ექსპოზიციით და ის დილემა რაც შენს წინაშე დგას მოხსნილია სულ მარტივად ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Nov 28 2011, 06:28
#101 

Amateur Amateur
1,507


...

user posted image

გადაღებულია: Canon 600D, 100mm, Iso 400, F/14, 1/125 Sek.
გამოყენებულია: Levels, Shadow/Hightlihts, Selectiv Color, Saturation, Gradient Tool, Unsharp mask.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Nov 28 2011, 06:46
#102 

Amateur Amateur
1,507


Nikoloz Mameishvili,
კი ეგ კარგი ფუნქციაა მაგრამ მისი ერთი აუცილებელი პორობაა, შტატივი, რომელიც ხშირ შემთხვევაში თან არ გაქვს ადამიანს და თან არც ბრეკეტინგი იძლევა ისეთ სასურველ შედეგს, რომ შემდგომი დამუშავება არ იყოს საჭირო. უბრალოდ საქმეს აადვილებს შედარებით. ნუ რა თქმა უნდა, როგორც მაღლა არაერთხელ აღინიშნა, თუ კარგი კამერით და ობიექტივით არ ხარ შეიარაღებული. თუმცა არაერთხელ მაქვს ნანახი, რომ გერმანელები მარკ2-ით და L ლინზებით გადაღებულ კადრებსაც ამუშავებენ. რომელთაც ჩემი შეხედულებით საერთოდ არ სჭირდებოდათ დამუშავება.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Nov 28 2011, 14:13
#103 

Amateur+ Amateur+
8,113


besos

რათქმუნდა დამუშავება ჭირდება, 5 კადრი სხვაგვარად როგორ უნდა დაიყვანო ერთ ფოტოდ )) შტატივიც არ არის აუცილებელი თუ საკმარის სიჩქარეზე იღებ. აქ საუბარია იმაზე, რომ პეიზაჟის გადაღების შემთხვევაში დგება გადანათებული ცის პრობლემა, რომელსაც აგვარებს ბრეკეტინგი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Nov 28 2011, 19:33
#104 

Amateur Amateur
1,507


ნუ ტექნიკა და პროგრამული უზრუნველყოფა უკვე იმ დონეზე დგას, რომ ბრეკეტინგის ფუნქციის გამოყენება თითქმის უაზრო ხდება. ვინაიდან ფოტოები დამუშავებას მაინც საჭიროებენ, მაშინ მე თავდ მირჩევნია ერთი კადრი გადავიღო ნორმალური ექსპოზიციით. შემდეგ ფოტოშოპში მისგან 3 კადრი შევქმნა, ნათელი, ნორმალური და მუქი, შევიტანო ფოტოშოპის დამატებით პლაგინში სახელად Photomatix Pro 3 და ისე დავამუშაო რომ არც ცა მექნება გადანათებული და გადამწვარი და არც მიწა smile.gif

user posted image
user posted image

ნუ ამ კადრს შემდეგ ფერებიც ავუწიე და ცა თითქმის გავაშავთეთრე. მაგრამ ჩანს ალბათ მაგალითის დონეზე რასაც ვგულისხმობ.

ისე თუ ვინმეს გსურთ ეს პლაგინი და ინტერნეტში ვერ მოიძიეთ, დამიპიემეთ თქვენი მეილის მისამართი და გამოგიგზავნით.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Nov 28 2011, 19:56
#105 

Amateur+ Amateur+
8,113


besos

აბსოლიტურად ვერ დაგეთნხმები. რაც ეხლა აღწერე იგივეა რაც ალუბლის ნატურალური კომპოტის და ალუბლის "იუპის" (თუ გახსოვთ) შედარება. ერთი კადრისგან მიღებული შედეგი ვერც კი შეედრება 3, 5 და მეტი კადრისგან მიღებულ შედეგს. ეს ფოტო რაც მაგალიტად არის მოყვანილი ჩემის მოკრძალებული აზრით გაფუჭებულია ზედმეტი დამუშავებისგან. ჩვენს გვაქვს საუბარი ბრეკეტინგზე და არა ჰდრ-ზე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Nov 28 2011, 20:02
#106 

Validating
5,589


QUOTE
ბრეკეტინგზე და არა ჰდრ-ზე.

lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 29 2011, 11:26
#107 

Amateur+ Amateur+
22,472


Nikoloz Mameishvili,
besos,

არც HDR-ის და არც ბრეკეტინგის აზრზე არ ვარ DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Nov 29 2011, 15:54
#108 

Amateur+ Amateur+
8,113


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Dec 2 2011, 19:45
#109 

Amateur+ Amateur+
22,472


აი თვითმფრინავიდან გადაღებული კიდევ ერთი კადრი, სულ ახალია დრეს დილით გადავიღე ბაქო-თბილისის რეისიდან smile.gif

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Dec 3 2011, 18:51
#110 

Amateur+ Amateur+
3,330


კეშა აშკარად ეტყობა რო სულ ავტო ექსპოზიციით იღებ, რაც ძალიან ცუდია ჯობია მანუყალით გადაიღო და სწორად დააყენო ექსპოზიცია ვიდრე კამერას ენდო...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Dec 3 2011, 20:09
#111 

Amateur+ Amateur+
22,472


tsumbusha,
როცა არის ნისლი და ჰაერის მასა არის გაუმჭვირვალი, ექსპოზიციის გასწორება-არგასწორებას მნიშვნელობა არ აქვს, ამ დროს მარტო ფილტრი თუ გიშველის.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Dec 3 2011, 23:44
#112 

Amateur+ Amateur+
3,330


ამაზე უკეთესი გამოვა დამიჯერე და ნაკლბი წვალებაც მოგიწევს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
batukela
post Dec 4 2011, 01:30
#113 

Amateur Amateur
15,132


ყოჩაღთ

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Dec 4 2011, 01:32
#114 

Amateur+ Amateur+
22,472


ჩემი ცნობილი ფოტო smile.gif gavcitldi2.gif

პირველი ჰაი ქი ნამუშევარი ჩემს გალერეაში, თავის დროზე ყველას ძალიან აინტერესებდა როგორ დავამუშავე და რა იყო ორიგინალი, აი ისიც smile.gif

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
chichi
post Dec 22 2011, 13:50
#115 

Amateur Amateur
3,568


...


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
wrangler
post Feb 13 2012, 10:13
#116 

Amateur Amateur
1,402


besos,

ცა ეგრე სუფთად როგორ ჩასვი? კაი ნამუშევარია smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Feb 1 2013, 01:30
#117 

Amateur+ Amateur+
22,472


კიდევე რთი ფოტო
user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 1st November 2024 - 13:36

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'