BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
4 გვერდი  1 2 3 > »  
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> Before - After, გვაჩვენეთ რამდენად ცვლით ორიგინალ ფაილს

| |
Mikheil Samkharadze
post Nov 23 2011, 19:22
#1 

Amateur+ Amateur+
22,472


ამ თემის მიზანია ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ვუცლით სახეს ორიგინალ ფაილს, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ პროცესს და საერთოდ ვასწავლოთ ერთმანეთს ჩვენი ტექნიკა. ამ თემის იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს, რაც განაპირობა ჩემს PM ბოქსში ხშირმა შეკითხვებმა ფოტოების დამუშავებასთან დაკავშირებით.

მაშ ასე: მე დავდებ პირველ ფოტოს, თან ავხსნი როგორ და რა გავაკეთე, ყველაფერს ზუსტად სავარაუდოდ ვერ გავიხსენებ, მაგრამ ვეცდები მიახლოებით მაინც მოვყვე.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 23 2011, 19:41
#2 

Amateur+ Amateur+
22,472


აი პირველი ფოტოც:

user posted image

ფოტო გადაღებულია თვითმფრინავის ილუმინატორიდან, რამდენიმე ათასი მეტრის სიმაღლეზე. განათება რომ საშინელებაა, ხედავთ ალბათ ორიგინალში, თანაც გადაღებულია შუადღისას, რაც მოგეხსენებათ ყველაზე მურტალი დროა სინათლის ამბავში.
კამერა: Nikon D70
ობიექტივი: 24-120

მე პირადად არ ვარ განსწავლილი ფოტოს ტექნიკურ მახასიათებლებში და არ ვიცი ხშირად ფოტოს მახასიათებლები როგორ გავასწორო ხოლმე, სიჩქარე რამდენი, დიაფრაგმა და ეგეთები არ ვიცი და მომკალით. ამიტომ შევეჩვიე რომ ჩემს ამ ნაკლს მერე კომპში ვასწორებ ხოლმე, რაც დამეთანხმებით არაა მთლად კარგი.
ამ თემის გახსნის ერთ-ერთი მიზანიც ისაა, რომ მე თვითონ მინდა რჩევების მიღება და ვინც იცის ეს საქმე ცოტა მეც მასწავლეთ.

ფოტოშოპში მოქმედებები:
შედოუ ჰაილაითი
შემდეგ ცისფერი ფერის ამოღება ხმელეთისა ნაწილიდან სელექტივ ქალარის მეშვეობით (რადგან ცისფერის ანტიპოდი ფერებში წითელია, სწორედ ამ მეთიდით ვანეიტრალებ ხოლმე).
შემდეგ მწვანის ამოწევა და გადაქცევა ყვითლად - იქ სადაც ყვითელი უნდა იყოს წესით. ყვითლის გადაყვანა მოწითალო-მოსტაფილოსფრო ხარისხში.

თეთრის ამონათება დ აღრუბლებიდან იგივენაირად ცისფერი ფერის მოშორება.


და ბოლოს ცისფერი დარჩა მხოლოდ ცაზე და იქ ვალურჟებ და ბრაშით ვაბნელებ ზედა ნაწილს.
სულ ბოლოს ფილტრებიდან შარპენი და მისი ქვემენიუდან სმარტ შარპენი.

იმედია მოგწონთ საბოლოო შედეგი, მაგრამ ვიცი რომ საწყისი ასეთი საშინელება არ უნდა იყოს.

ველი თქვენს კომენტარებს და სხვა მაგალითებს.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mishka Ramishvili
post Nov 23 2011, 19:53
#3 

Amateur Amateur
3,976


და აი ეს ყველაფერი რაც დაწერე ფოტოშოპში როგორ უნდა ვქნა? ან ვიპოვო ? თუ საერთოდ სხვა თემა უნდა ვეძებო ჯერ? DDDD.gif:D:D
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 23 2011, 20:14
#4 

Amateur+ Amateur+
22,472


შედოუ ჰაილაითი - Image -> Adjustments -> Shadows/Highlights (Show More Options უნდა ჩაურთო ერთი პტიჩკის მიწკაპებით - როდესაც ეს ფანჯარა გამოვა იქვეა)
სელექტივ ქალარი - Image -> Adjustments -> Selective Color (როდესაც ეს ფანჯარა გამოვა საცდელად რამე ფოტოზე ნახე რა ეფექტებს მოახდენს ფერებით თამაში, რომ არ მოგატყუო ეგრე ვისწავლე, ყველაფერი დავტესტე საცდელ ფოტოებზე).

შარპენის ფილტრი - Filter -> Sharpen -> Smart Sharpen (აქაც გამოვა ფანჯარა, თუ პატარა ზომის ფოტო გაქვს უკვე საიტისათვის დაპატარავებული, მაშინ Amount: 50-70-ის ფარგლებში და Radius: 0.5) ეფექტს პრევიუზევე გაჩვენებს. როდესაც დიდი ზომის ფაილს უმატებ შარპენს მაშინ შესაბამისად რადიუსის ზომა უნდა გაზარდო და ეფექტსაც ნახავ.
Added @
აი შემდეგი ფოტო: გადაღებულია იმავე სერიაში და მსგავსი დამუშავებითაა:

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
siogun
post Nov 23 2011, 20:34
#5 

Amateur Amateur
2,000


ძალიან საინტერესო თემაა და სასარგებლო!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 23 2011, 22:38
#6 

Amateur+ Amateur+
22,472


დადეთ თქვენი ნამუშევრებიც რა smile.gif

აი კიდევ ერთი, იგივე სერიის გაგრძელებაა:

user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post Nov 23 2011, 22:49
#7 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


კარგი თემაა. დამუშავებას რაც შეეხება ამდენის წაკითხვას რომ ჩამოხვალ მასწავლო მირჩევნია DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
guga_art
post Nov 23 2011, 23:01
#8 

Amateur Amateur
2,302


ამდენი დამუშავება რომ ვიცოდე რაღა მიჭირს DDDD.gif : D:D
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 23 2011, 23:09
#9 

Amateur+ Amateur+
22,472


Archer,
შეგროვდით ჯგუფი და შემდეგ ჩამოსვლაზე სასმელთან ერთად ვიმეცადინოთ DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif

guga_art,
კაი კაი ახლა
ნუ მოისაწყლე თავი
DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
guga_art
post Nov 23 2011, 23:27
#10 

Amateur Amateur
2,302


არა მართლა DDDD.gif DDDD.gif ეხლა ბიფორს რო შევხედე აფთერი რომ არ მენახა ჯობდა DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Nov 24 2011, 02:35
#11 

Amateur+ Amateur+
8,113


რა ვქენი ნამდვილად არ მახსოვს )))

user posted image
Added @
user posted image


DDDD.gif
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Nov 24 2011, 05:27
#12 

Amateur Amateur
1,507


მადლობა მიშას ამ თემის გახსნისთვის.
მეც დღეში ალბათ 2 PM-ს მაინც მწერენ შეკიხვით, ეს როგორ დაამუშავე, გამიზიარეო. smile.gif

მოკლედ მეგობრებო, მე ვფიქრობ მთავარია იცოდე რა გინდა რომ გამოვიდეს. როგორ - ეს უკვე შედარებით ადვილი მისაღწევია, როცა მილიონობით ვიდეო არსებობს youtube-ზე ნებისმიერ ფილტრსა თუ პლაგინის შესახებ და ნაბიჯ-ნაბიჯაა ახსნილი ამა თუ იმ მოტივის მქონე ფოტოს დამუშავება.
არსებობს ასევე სპეციალური მოქმედებათა ჯგუფი, შეკრული ერთ Actions ფაილად, რომლის გაკეთებაც ნებისმიერ ფოტოშოპის მომხმარებელს ინდივიდუალურადაც შეუძლია. ისინი ავტომატურად ამუშავებენ ფაილებს, წინასწარი დაგეგმილი ოპერაციების თანმიმდევრული გაშვებით. ამის შესახებაც ძალიან ბევრ ინფორმაციას ამოიღებთ youtube-დან. უბრალოდ ძებნაში ჩაწერეთ Photoshop Actions.


რაც შემეხება მე, არც მე ვარ პროფესიონალი და ჯერჯერობით სწავლის პროცესში ვარ. რა თქმა უნდა ჩემს ფოტოებზეც კარგად ჩანს ეს smile.gif თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთი ფოტოს დამუშავებას 5-6 საათი ვუნდები. მათი ოპერაციების მიმდინარეობას მე კი არა ფოტოშოპის History ვერ იმახსოვრებს DDDD.gif

ოკ, ეხლა მოვრჩები ლაყბობას და მეც შემოგთავაზებთ ჩემი უბრალო, სწრაფი დამუშავების ვარიანტს:
მაგალითად ზაფხულის მოტივიდან შემოდგომის მოტივზე ფოტოს გადაყვანა: ვნახოთ რა გამოვა.

user posted image

ოპერაციათა მიმდინარეობა:

ცოტა ლეველები გავუსწოროთ:
Image - Ajustments - Levels = 16 . 1,00 . 213

ფერებს მოვუმატოთ:
Image - Ajustments - Hue/ Saturation = Edit: Master; Saturation +40

მწვანე ფერი გადავიყვანოთ მოყვითალოში, ყვითელს კი ცოტა ყავისფერი ელფერი მივცეთ.
Image - Ajustments - Selective Collor = Collor: Greens: Cyan -100 , Magenta +34 , Yellow +80 , Black +46
Collor: Yellows: Cyan -100 , Magenta 0 , Yellow +96 , Black +61

ისევ გავაძლიეროთ ან დავაქროთ ფერები:
Image - Ajustments - Hue/ Saturation = Edit: Master; Hue -10, Saturation +20 ,
Edit: Reds: Hue +2 , Saturation -15 ,
Edit: Yellows: Hue -3
Edit: Greens: Saturation +25
Edit: Cyans: Hue 0 , Saturation -50 , Lightness: -47

მწვანე ცოთათი ამოვწიოთ:
Image - Ajustments - Selective Collor = Collor: Greens: Cyan +70 , Magenta -49 , Yellow +58 , Black +83

შევმატოთ შარპის ეფექტი. ვინაიდან დიდ ფაილს ვამუშავებდი, ეს პარამეტრები მივანიჭე:
Filter - Sharpen - Unsharp Mask = Amount 100 Radius 1,5

ამ მოქმედებით კი ცოტაოდენი სიღრმე მივცეთ ფოტოს.
Filter - Sharpen - Unsharp Mask = Amount 30 Radius 65


user posted image


ეს არის რაც გამოვიდა. უკეთესადაც შეიძლებოდა, მე ვითათარიახნე ცოტა. შემდეგში ვეცდები უფრო დაწვრილებითი და საფუძვლიანი დამუშავების პროცესი დავწერო.

წარმატებები ყველას!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Nov 24 2011, 06:08
#13 

Amateur Amateur
1,507


ეს ფოტოც დაახლოებით იგივე პრინციპითაა დამუშავებული. ორიგინალი კადრი მიმავალი მანქანიდანაა გადაღებული.

user posted image

user posted image


ვერ გავიგე რადიკალ.რუ მიფუჭებს ფოტოს ხარისხს ასე თუ, ეს საიტი. არადა ასეთი ხარისხის ფოტოებს არ ვდებ. რა ვიცი, რა ვიცი ... smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 24 2011, 08:36
#14 

Amateur+ Amateur+
22,472


besos,
რადიკალზე რომ ტვირთავ ავტომატურად გიზღუდავს 640 პიქსელამდე და პტიჩკაა მოსასხნელი ქვევით smile.gif მანდვეა ხარისხის გრაფა სადაც 85 წერია და 100 უნდა ჩაწერო..

შენს შემოდგომის ფერებს მეც მივამატებ ერთ ნამუშევარს.
ფოტო გადაღებულია დიმიტრი ნადირაძის (ditrofane) მიერ:

user posted image

ფოტო რამდენიმე წლის წინაა გადაღებული და დამუშავებული და ნამდვილად არ მახსოვს ყველაფერი. ძირითადად სელექტივ ქალარზე მაქვს ნამუშევარი.

რაც შეეხება დროს რომელსაც ვხარჯავ ფოტოს დამუშავებაზე: 10-15 წუთი საშუალოდ.
ყოფილა შემთხვევები რამდენიმე საათიც მიკეთებია სასურველი შედეგის მისაღებად.
Added @


Nikoloz Mameishvili,
საღოლ smile.gif ვერც კი ვიფიქრებდი რომ სხვადასხვა კადრიდან არიან ბავშვი და ის კაცი smile.gif მაგარია

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
a-gava
post Nov 24 2011, 11:44
#15 

Amateur Amateur
1,969


" )
Added @
: )))
Added @
: ))))


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 24 2011, 11:52
#16 

Amateur+ Amateur+
22,472


შესადარებლად დამუშავებული ვარიანტი smile.gif

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 24 2011, 12:41
#17 

Amateur+ Amateur+
22,472


კიდევ ერთი smile.gif

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Nov 24 2011, 13:08
#18 

Amateur Amateur
1,507


არის ასეთი პატარა პლაგინი-პროგრამა სახელად Photomatix Pro 3. ერთიდაიგივე ფოტოს 3 ვარიანტის (გადათეთრებული, ნორმალური და ჩამოქებული) ურთიერთშერწყმას ახდენს. ნუ რა თქმა უნდა შენც უნდა წაეხმარო პარამეტრების დაყენებაში და შემდეგ ფოტოშოპში კორექციაში.
მაგრამ აი ეს გამოდის:

user posted image

user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Nov 24 2011, 13:32
#19 

Amateur Amateur
1,507


ეს კი ჯერჯერობით, ჩემი ფოტო დამუშავენის მწვერვალია. DDDD.gif

გამოყენებული მაქვს Quick Mask mode მონიშვნის საშუალება, არაერთხელ.
აგრეთვე Gradient Map მონიშნული ველებზე.
რა თქმა უნდა ფერების კორექცია selectiv color-ით და მსგავსი წვრილმანები.
აგრეთვე მომიწია წამოსული თოვლის ხელოვნურად შექმნაც.
მოკლედ ზუსტ და სუფთა მონიშვნას მიაქვს დიდი დრო. ამ ფოტოს დასამუშავებლად მართლა დიდი დრო დამჭირდა. დაახლოებით 6-7 საათი. დამუშავების პროცესმა რა თქმა უნდა სიამოვნება მომანიჭა და შემდეგ უკვე იმანაც, რომ პუბლიკამ ჩემი დამუშავებული ფოტო მოიწონა და ჩვენი კლუბის ჩათვლით, რამოდენიმე კლუბის საუკეთესო ნაშრომთა სიაშიც შევიდა. smile.gif

user posted image

user posted image


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Nov 24 2011, 14:11
#20 

Amateur+ Amateur+
8,113


besos

ანარეკლი რომ გაგეშავთეთრებინა უკეთესი იქნებოდა, თორემ ასე ფერები ჩანს ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Nov 24 2011, 14:21
#21 

Amateur+ Amateur+
3,330


დამუშავების მწერვალზე რა გითხრა როგორც ნიკოლოზმა თქვა ქვევით მწვანეა ანარეკლში ხეები და ზევით თოვლიანი DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Nov 24 2011, 14:46
#22 
Club Founder

Administration Administration
8,485


მე მომწონს ანარეკლში მწვანე ხეები.
Added @
ისე საკლასო ოთახში არის ბევრი სტატია დამუშავებაზე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Nov 24 2011, 14:48
#23 

Amateur Amateur
1,507


ანარეკლში მწვანეა და ზევით თეთრი ხო? DDDD.gif
ამ ფოტოს "ზამთრის სიზმარი" რომ ჰქვია, იმაზე რას იტყვით? DDDD.gif
ზუსტად ასე იყო ჩაფიქრებული, თორემ როგორ ფიქრობთ, ზევით თუ გავათეთრე, წყლის ანარეკლზე გათეთრებას რაღა უნდოდა? მაშინ არც მონიშვნაზე წვალება აღარ დამჭირდებოდა და არც დროს დავხარჟავდი ამდენს. smile.gif

მიყვარს პარადოქსები და რა ვქნა DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 24 2011, 15:03
#24 

Amateur+ Amateur+
22,472


როდესაც რაღაც ნაწილს შავთეთრ ფოტოზე ტოვებ ფერადს, მაშინ ის ნაწილი უნდა "ყვიროდეს", ბევრ რამეს უნდა ამბობდეს. შენს ადგილზე ტბის ქვედა ნაწილს შემოდგომად გადავაქცევდი და თანაც ძალიან "მყვირალა" შემოდგომად.

tsumbusha,
დადე შენებიც smile.gif მაგრად მაინტერესებს diax.gif


აი აზერბაიჯანული პეიზაჟი, ამ ფოტომ მოწონება დაიმსახურა და გაჩვენებთ რა იყო თავიდან smile.gif

user posted image

ამონათებულია ქვედა ნაწილი და ზედა ცის ნაწილი არის ჩაბნელებული, ფერები არაბუნებრივია, რამდენიმე ცხვარი რომელიც კადრს აფუჭებდა მარცხენა მხარეს მიკლონილია, შნურები თავისთავად წაშლილია, ბუნებრივ ფერებს ცოტა არაბუნებრივი ვარჩიე.

ცაზე შუმი მომცა და მოვნიშნე ცის ნაწილი, ამიტომაც გავბლარე: ფოტოშოპში ფილტრი -> Filter -> Blur -> Lens Blur (რა თქმა უნდა ბლარის სიხშირეს თვითონ ასწორებ)

ამ ფოტოს თითქმის 2 საათი ვამუშავებდი და მემგონი კარგი გამოვიდა.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Nov 24 2011, 15:24
#25 

Amateur Amateur
1,507


ეგ ალბათ გემოვნების საკითხია. მეც ვცადე მყვირალა ფერები ანარეკლში მაგრამ არ მომეწონა. აგერ ბატონო. და თავად განსაჯე smile.gif

ვარიანტი - ზაფხული
user posted image

ვარიანტი - შემოდგომა
user posted image

მე არ მომწონს. ვფიქრობ ზამთრის ნაწილი საერთოდ მეორეხარისხოვანი გახდა.


კი მიშა, შენი აზერბაიჯანული პეიზაჟი უდავოდ კარგი გამოვიდა. ცოტა არარეალური ფერებიც მომწონს. ლომოს ფერებში გააქვს smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 24 2011, 15:34
#26 

Amateur+ Amateur+
22,472


besos,
მე შემოდგომის ბევრად მირჩევნია, უბრალოდ ზედა ნაწილზე მოწითალო ტონალობა გაქვს, ისეთი არაა როგორიც პირველ ზედა ფოტოზე smile.gif

ნუ გემოვნების საკითხია smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Nov 24 2011, 15:49
#27 

Amateur Amateur
1,507


QUOTE(kesha @ Nov 24 2011, 12:34)
besos,
მე შემოდგომის ბევრად მირჩევნია, უბრალოდ ზედა ნაწილზე მოწითალო ტონალობა გაქვს, ისეთი არაა როგორიც პირველ ზედა ფოტოზე smile.gif

ნუ გემოვნების საკითხია smile.gif
*



სიჩქარეში შემეშალა და შემოდგომის სხვა ფაილი ავტვირთე. smile.gif შემოდგომა რომ ყველაზე ლამაზი და მრავალეროვანი წელიწადის დროა, თქმა რად უნდა. smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Nov 24 2011, 16:02
#28 

Amateur+ Amateur+
3,330


ვიპოვი რაღაცეებს და დავდებ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 24 2011, 16:07
#29 

Amateur+ Amateur+
22,472


კანის სერია არ დამიდია საიტზე ჯერ და შეფასებისათვის პირველ ფოტოს თემასთან ახლოა აქ დავდებ smile.gif

user posted image

კანის "ლაზურნაე პაბერეჟიე" smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Nov 24 2011, 16:40
#30 

Amateur Amateur
1,507


ეს დამუშავება ვფიქრობ არც ისე კარგია. უბრალოდ უკეთესად ვერ შევძელი.
უმთავრესი პრობლემა რაც არის, ციხის ეზოში და კედლებზე არასწორი განათებაა. ყველანაირად ვეცადე, რომ ცის ფაქტირა განათების შესაბამისად მომერგო, მაგრამ მაინც არ გამომივიდა ისეთი როგორიც მინდოდა ყოფილიყო. Filter - Render - Lighting Effects გამოყენება ვერ ვისწავლე.

user posted image

როგორც ფოტოებზე ჩანს, ასფალტი ფილაქნით შევცვალე, ცა შეცვლილია. ადამიანები და არასაჭირო ნივთები გავაქრე Healing Brush Tool-ით.
ყვავები დავამატე. მათ გადასაღებად სპეციალურად წავედი smile.gif სათითაოდაა თითოეული გადაღებული და ამოჭრილ-ჩასმული. ზოგიერთი რა თქმა უნდა კლონირებულია და ფორმა შეცვლილი.
გამოყენებულია Image - Ajustments - desaturate,
Image - Ajustments - Selective Collors,
Image - Ajustments - Hue/Saturation.
აგრეთვე Filter - blur - Guassian Blur,
Filter - blur Sharpen - Unsharp Mask,
ეს ყველაფერი რამოდენიმე ლეერის პრინციპით, რომლებიც Opacity -თი გადადის ერთმანეთში.


user posted image

ამ ვარიანტს კი ყოველივე მაღლა თქმულთან ერთად, დამატებული აქვს ფილტრი Fotomatic - SkyGrad რომელიც დამატებითი პლაგინის სახით მოიპოვება ინტერნეტში და Image - Ajustments - Levels - ით ცოტა ლეველები ავწიიე, რომ სულ ბნელი არ გამოსულიყო.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 16th November 2024 - 11:28

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'