როგორც თემაში იყო დაწერილი დღეს ანუ 17 აგვისტოს 2 საათზე შევიკრიბეთ ოპერის ბაღში ბოკელები...
შევაგროვეთ ყველაფერი, შემდეგ მოვიარეთ ბაზარი, ბაზრობა და ა.შ. დაახლოებით 17:30 წუთზე გავემგზავრეთ ვაკეში N_54 სკოლაში სადაც ერთ ოჯახს დავეხმარეთ, რომელთაც პატარა 18 დღის ჩვილი ჰყავდათ... სამწუხაროდ მძიმე სანახავი იყო ყოველივე ეს. და ჩვენმა მისვლამ დარწმუნებული ვარ გაახარა ისინი
ერთი სკოლიდან წავედით მეორე სკოლისაკენ დიღომში... გზაში ნაწილი ხალხი აფთიაქში დარჩა წამლების საყიდლად, ნაწილი კი წავედით დიღმისკენ. დავთქვით რომ "გუდვილთან" შევხვდებოდით.. ლოდინი რომ მოგვიწია გადავწყვიტეთ ცოტა წაგვეხალისა და მარკეტში გავისეირნეთ, რამაც დაცვის აგრესია გამოიწვია (ფოტოაპარატებმა), გამოიწვია მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ დგვიჭირეს ამასობაში ყველანი შევგვროვდით და წავედით სკოლაში აი მივედით კიდეც და ხალხის სახეზე სიხარული და ღიმილი დავინახეთ. შევიტანეთ მიტანილი ნივთები და საჭმელები რის შემდეგაც ბავშვები ცოტა გავახალისეთ და ჩვენივე მიტანილი ბურთით ფეხბურთი ვითამაშეთ... დიდები პატარებთან გადავნაწილდით, რადგან არცერთი გუნდი არ დაჩაგრულიყო საბოლოო ანგარიში 1:1 დამთავრდა თამაშის შემდეგ ბავშვებმა დაიტაცეს ბურბუშელები ერთი სიტყვით ძალიან გახარებულები იყვნენ როგორც ბავშვები ასევე დიდებიც აქვე ვიტყვი რომ ეს ყველაფერი "ფოტოკლუბ ბოკეს" სახელით მოხდა! უდიდესი მადლობა გადმოგცათ ბოკეს დევნილებმა! მინდა ჩემი მადლობაც აქვე ვთქვა დიდი მადლობა ყველა ადამიანს ვინც დღეს გვერდში გვედგა ვინც თანხა შემოგვაწია იყო რამდენიმე ადამიანი ვისაც ბოკესთან შეხება არ აქვს, მაგრამ უბრალოდ გული შეტკივა ამ ადამიანებზე და მინდა მათაც დიდი მადლობა გადავუხადო
მოკლედ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ცოტა ფულიც დაგვრჩა რითაც კიდევ რამდენიმე დევნილ ოჯახს დავეხმარებით...
ყველა დევნილს მინდა სახლში დაბრუნება ვუსურვო ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება სამშობლოში!
ყველაფერი კარგად იქნება! ვიწამოთ ღმერთი! Added @ ხო მაპატიეთ სულ დამავიწყდა ფოტოებსაც სულ მალე შემოგთავაზებთ!
ძალიან კარგია და მიხარიაა რო ესეთი რაღაცეები ხდება და კიდე უნდა მოხდეს ამითი არ უნდა დამთავრდეს!! დღეს ძალიან ვისიამუვნე იმდითი რომ ამ ხალხს დავეხმარეთ ძალიან გახარებულები იყვნენ ) დიდი მადლობა ყველას ვინც დაეხმარა დევნილებს )
მეც მინდოდა აუუ ეს რა გამოვტოვე .. მევასება ქველმოქმედება.. ტან მაქ რაგაც ნივთები ფულსაც დავდებდი როგორ მიყვარს ხალხის დახმარება კარგები ხართ გენაცვალეთ :*
უღმესი მადლობა ყველა ბოკელს და ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს გვერდში დაგვიდგა. კიდევ ერთეხლ დავრწმუნდი რომ ძალა ერთობაშია!! გაიხარეთ და იბედნიერეთ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერება ვაჩუქეთ დღეს ამ ადამიანებს. გვფარავდეს უფალი სრულიად საქართველოს თქვენი ნინა მინძონი გკოცნით და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა
თქვენი აგროვილი ფულით შეძენილი მედიკამენტები მე და ვახომ (სამინისტროს წარმომადგენელმა) მივიტანეთ ჭალადიდის 9 ნომერში არსებულ 94-ე ბაგა-ბაღში, სადაც, მართალია სულ 25 დევნილი ცხოვრობს, მაგრამ მათ შორის არიან გულით ავადმყოფები, დიაბეტით და ეპილეფსიით დაავადებული ადამიანები და ბავშვები.
დადეთ რა ფოტოები. 186-ე სკოლაში ბავშვების რაოდენობამ შემაძრწუნა.. ღმერთი ჩვენსკენ, მთელი საქართველოსკენ!