BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
8 გვერდი  1 2 3 > »  
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ღია წერილი მოდერატორებს, არ წეროთ ქართულად ლათინური ასოებით

| |
Guja
post Apr 18 2006, 20:42
#1 
Club Founder

Master Master
14,574


ძვირფასო მოდერატორებო! DDDD.gif

უპირველეს ყოვლისა ..... DDDD.gif


ხალხო ერთი თხოვნა მაქ, მარა თუ რამე გამომრჩა და არ ვიცი ბოდიში, პასუხსაც ნუ გამცემთ და მივხვდები მაგით.

ძალიან გთხოვთ, ვინც წერს ლათინური ასოებით ბანი დაადეთ რა.
არ გაგიკვირდეთ, მე ყოველთვის ბანის ვორნის და ასეთი სახის დასჯის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ კიდევაც, მარა ახლა განსაკუთრებული შემთხვევაა.
ბანი დაადეთ იმდენი ხნით რამდენ ხანსაც მოანდომებენ ქართული კლავიატურის დრაივერის დაყენებას.
გამონაკლისი არ უნდა იყოს არავისთვის.
თუ რაღაც ავარი აქ ადამიანს კომპში და სასწრაფოთ ვერ შეძლებს გამოსწორებას იმასაც დაადეთ, დაისვენოს ბოკედან პაწა ხანი არაფერი მოუვა, უფრო მეტ დროს ფოტოების გადაღებას დაუთმობს და სასარგებლოთ გამოიყენებს დროს ავარიის პერიოდში.( ზოგი ჭირი მარგებელიაო DDDD.gif )

ბანი დაადეთ წესების დარღვევის დროსაც თუ ეს უხეში დარღვევაა, ვფიქრობ ყველამ უნდა წაიკითხოს

ეს ყველაფერი გაფრთხილების გარეშე, არ ვიცოდი და რატო არ მითხარით არგუმენტებად არ უნდა იყოს მიღებული.

მე ვიცი, რო თქვენ მუშაობთ, ბევრს აკეთებთ და შესაძლოა გამოგრჩეთ რამე
მაგი არაფერი.

ამას დამატებით მიტო გთხოვთ, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით,
გუჯა!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Apr 18 2006, 20:58
#2 

Master Master
2,310


აი, ესაა ქართული ტოლერანტობის ნამდვილი სახე! biggrin.gif ზუსტი ანალოგია იმ ანტი-ლიბერალური და თუ კარგად დაუკვირდები, ანტი-ეროვნული აზროვნებისა, რომლის ტყვეობაშიც დღეს საზოგადოება იმყოფება და ამგვარად ეპყრობა ნაც.მენშისტვების ლინგვისტურ საკითხებს!!! ო, არა! მე ამას ვერ ვუკმევ, ვერა! biggrin.gif
მეგობრებო, მე მინდა გავემიჯნო ამხანაგ ელგუჯას და პარტიის უახლოეს ყრილობაზე დავსვა მისი საკითხი კომიტეტის აღმასრულებელი უჯრედის წინაშე!
:ნათალ ჭიქაში გრაფინიდან წყლის დასხმის და მოყუდების სმაილიკი:





smile_060.gif smile_060.gif რელაააააქს მენ!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Apr 18 2006, 21:04
#3 
Club Founder

Master Master
14,574


Raulito,
biggrin.gif:D:D
უჯრედში კარი არ დაგრჩეთ ღია, ფრინველის გრიპი არ შემოგეპაროთ
smile_060.gif smile_060.gif
ეს ქართველებს ეხება მხოლოდ!

:გულზე დანაკოლკებული არარატის მთის სმაილი:

Sopho Nadareishvili,
სოფო, დრაივერის დაყენებას უნდა მაქსიმუმ 20 წუთი! ხოდა სულ 20წუთიან ბანზეა საუბარი smile_116.gif


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nana
post Apr 18 2006, 21:31
#4 

Amateur Amateur
77


მართალი ხართ გუჯა. პრინციპის ამბავია ბოლოს და ბოლოს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dat21
post Apr 18 2006, 21:38
#5 

Photographer Photographer
2,826


ჯიგარი ხარ გუჯა!!!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sopho Nadareishvili
post Apr 18 2006, 21:40
#6 
Club Founder

Administration Administration
14,588


Guja,
QUOTE
სოფო, დრაივერის დაყენებას უნდა მაქსიმუმ 20 წუთი! ხოდა სულ 20წუთიან ბანზეა საუბარი smile_116.gif

არის უფროსო rolleyes.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kikala
post Apr 18 2006, 21:41
#7 

Photographer Photographer
3,601


გუჯას ვუჭერ მხარსsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Apr 18 2006, 21:50
#8 
Club Founder

Administration Administration
8,485


98-ზე დრაივერი სხვა უნდა. მარა ვისაც 2000 ან XP აქვს წესით პრობლემა არაა დრაივერის დაყენება.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ketusha
post Apr 18 2006, 22:10
#9 

Amateur Amateur
5,802


მე საერთოდ თითქმის სულ ქართულად ვწერ მაგრამ მაინტერეესებს რატომ არის ლათინური ასოებით წერა წესების დარღვევაsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Apr 18 2006, 22:35
#10 
Club Founder

Master Master
14,574


ketusha,
იმიტომ, რომ ბუნებრივად აღიქმება, გულს ახარებს, უფრო ლამაზია, იოლი წასაკითხი
და უბრალოთ ეს ქართული რესურსია და ქართულადაც უნდა ვწეროთ

მე ფოტოსაიტ.რუ ზე დავწერე რამოდენიმეჯერ ქართულად და ქარტველებმა კი წაიკითხეს სხვებმა კიდე დედა რა ლამაზე შრიფტი ფქონიათო, ზოგმა კიდე ჩვენ რო გავიგოთ ისე დაწერეო
მოდერმაც მითხრა რომ გასაგებ ენაზე დაწერეო

აქ არაფერი არ არი გაუგებარი და შენც გესმის კარგად

და არანაირი თავისუფლების შეზღუდვის ნიშანწყალი არ აქვს
არაქართველი ფორუმელი ლათინური ასოებით თუ წერს ქართულად ქართულითაც დაწერს


ახლა აერთი კიდე

აქ რამოდენიმე უცხოელია დარეგისტრირებული
ვასაბი ყველა ფოტოს ქვეშ წერს საცოდავი არ მესმის ქართულიო და თუ შეგიძლიათ რუსულათ ან ინგლისურათ დამიწერეთ კომენტარებიო, ხოდა ვერაფრით ვერ გაიგო ზოგიერთმა ეს თხოვნა
ვფიქრობ ეს არც სიჯიუტის ბრალია და არც რუსულის ან ინგლისურის სიძულვილის
ეს უტვინობის ბრალია მარტო. ერთხელ გამოგრჩება და მერე რა, მეორეთაც შესაძლებელია და თუ ვერასდროს ვერ შეუსრულე ადამიანს თხოვნა მაშინ გონებანაკლულობის ბრალია მარტო,
თან ამასობაში ლათინურით წერენ biggrin.gif. კარგია არა?

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
mika
post Apr 18 2006, 22:43
#11 

Amateur Amateur
2,177


ხალხნოო............

გამოიყენეთთ

www.convert.ge............ვისაც 98აქვს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Iter
post Apr 18 2006, 22:45
#12 

Amateur Amateur
30


გეთანხმებით გუჯა, ეს ქართული რესურსია და შესაბამისად ქართულად უნდა ვწეროთ, მითუმეტეს ქართველებმა.

მეც მხარს ვუჭერ გუჯას.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GrigolS
post Apr 19 2006, 00:09
#13 

Amateur+ Amateur+
3,033


მე როცა აქ ვერ ვწერდი ქართულად ფორუმ.გე-ზე ვწერდი და იქ კონვერტაციას ვაკეთებდიო და მერე ავ ვსვავდი smile_015.gif თუ ძალიან არ მეზარებოდა biggrin.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gottfried Lenz
post Apr 19 2006, 00:11
#14 
Unregistered





ოოო! ნაციონალური ზახოდია რა... რატომ? ინგლისური ან გერმანული ან რუსული კომენტარი არააა? მდა.... ნე ოჟიდალ....

  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
GURU LI
post Apr 19 2006, 00:36
#15 

NewBie NewBie
108


დროა ხალხნო ვიფიქროთ იმაზე რომ ჩვენი გვაქვს სასწაული და განუმეორებელი. აღარ მოგვბეზრდა ეს უცხო ხილი რომელიც ყოველთვის "მშობლიურზე უფრო გემრიელია" ლაპარაკი უკვე ხომ დავივიწყეთ, ეხლა წერაც გვავიწყდება საკუთარს ენაზე. ამდენი უცხო და უაზრო სიტყვა დღეს რომ იხმარება ყოველდღიურ ენაში არასდროს ყოფილა. იქნებ იმაზეც ვიფიქროთ რომ რაიმეთი წახალისდეს კიდევაც გამართული და ლამაზი ქართული კომენტარები ნამდვილი ქართული სიტყვებითა და ფრაზეოლოგიებით.
გუჯა დროული წინადადებაა და შენ გაგიმარჯოს!!!
Added @
ბოკე - წმინდა ქართულით მოსაუბრე ფოტოგრაფთა სახლი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Apr 19 2006, 00:52
#16 
Club Founder

Master Master
14,574


Gottfried Lenz,
ნუ ხართ ბიჭო ძალათ სვეწკი ბლატნოები
ნეაჟიდალ ონ
აბა რა ჯანდაბა აჟიდალ ქართულ საიტზე ერთი ეს მითხარი?
და სად დაინახე აქ ნაციონალური საკითხი
თუ ძაან გინდა იყოს ნაციონალური საკითხი ინებე მე ვარ ნაციონალისტი ზუსტად ისეთი როგორც სხვა ერის შვილებია თავიანთი ერების მიმართ
მე ქართველებზე ვლაპარაკობ და შენ თუ მაპუტუელი ხარ კი ბატონო სუახილზე დაწერე და ილაპარაკე ვინ დაგიშალა რო?
პატარა ხარ ჯერ ძაან მე ჭკუა მასწავლო რა და როგორ უნდა იყოს, მით უმეტეს ნაციონალურ საკითხში.


მე ვატყობ ბარეორს ესირცხვილება ქართველობა და ქართული ენა
ბევრი ყოფილა მაგისთანა წინა საუკუნის დასაწყისში, ვითომ ინტელექტუალები და კიდეც დაგვღუპეს ისე რო ჯერაც აზრზე ვერ მოვსულვართ. ეს წერილი მიტო დავწერე ღია თემაში მინდოდა არგუმენტები მომესმინა თუ რატო შეიძლებოდა ქართველს სურვილი არ ქონოდა ქართული შრიფტით ეწერა.
კუდის ბზიკვები ჩანს არგუმენტები არა.

სანამ რამეს დაწერდეთ დაფიქრდით კარგათ.


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
lolski
post Apr 19 2006, 00:59
#17 

NewBie NewBie
4,865


Grigolly FirEFox-შიც smile_053.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Apr 19 2006, 01:00
#18 
Club Founder

Master Master
14,574


lolski,
ნეტსკეიპი 8.1 უფასოა და ძაან კარგი ბროუზერი ჩaმოტვირთე დააყენე და იყავი ბედნიერი
თუ მიუთითებ რომ ექსპლორერის ბაზა გამოიყენოს მაშინ კროპებიც მუშაობს და ყველაფერი
არის კიდე სრულად გაქართულებული სეამანკეი ისიც უფასოა და იქაც არ არის პრობლემები
მე ნეტსკეიპს გირჩევ ძალიან კარგად მუშაობს

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Apr 19 2006, 01:07
#19 
Unregistered





QUOTE
აი, ესაა ქართული ტოლერანტობის ნამდვილი სახე!  ზუსტი ანალოგია იმ ანტი-ლიბერალური და თუ კარგად დაუკვირდები, ანტი-ეროვნული აზროვნებისა, რომლის ტყვეობაშიც დღეს საზოგადოება იმყოფება და ამგვარად ეპყრობა ნაც.მენშისტვების ლინგვისტურ საკითხებს!!! ო, არა! მე ამას ვერ ვუკმევ, ვერა!
მეგობრებო, მე მინდა გავემიჯნო ამხანაგ ელგუჯას და პარტიის უახლოეს ყრილობაზე დავსვა მისი საკითხი კომიტეტის აღმასრულებელი უჯრედის წინაშე!
:ნათალ ჭიქაში გრაფინიდან წყლის დასხმის და მოყუდების სმაილიკი:





  რელაააააქს მენ!


ნუ რა ხართ მაინც ეს ენჯეოშნიკები :ლოლ: :ლოლ: :ლოლ:
(ქართულად წერეო ხომ გვითხრეს, ხოდა აწი სმაილიკი და უბედურება არ გავიგონო :თვალებკვარკვალა ანგელოზის ხარხალაკი: )

გუჯა,

მე გეთანხმები აბსოლუტურად, არა, შემეშალა, გეთანხმები სავსებით :სრულიად სერიოზული ხარხალაკი:

უბრალოდ, ვისაც ფორუმზე არა და მარტო გალერეაში უჭირს ქართულად წერა, იქნებ იმათთვიაც მიგვეცა ინსტრუქციები და მერე დავადოთ ბანი :ღიმილაკი:



  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
lolski
post Apr 19 2006, 01:21
#20 

NewBie NewBie
4,865


QUOTE(Guja @ Apr 19 2006, 00:15)
lolski,
მე გოგო ლინუქსი მაქ და მაგ მელიაც მიყენია და მოზილაც და კონქერორიც,
ხშირად ვხმარობ მელიას, მარა ნეტსკეიპი 8.1 ვინდოუზში უკეთ მუშაობს ვიდრე მელია,  დამიჯერე
თAნ კროპის საშუალებაც გაქ და გალერეის ყველა სიკეთის
*


გუჯა, ქროპი არაა დიდი პრობლემა, არ მიყვარს და ძალიან იშვიათად ვნახულობ IE-თი! biggrin.gif
ცეცხლოვანი მელია კიდევ ძალიან მიყვარს rolleyes.gif ჰოდა ეხლა რომ მორჩება ჩემს ფოტოებზე კომენტარები აღარ დავწერ და ეგაა biggrin.gif და თუ ძალიან დამეწერინა PM-ში გავუშვებ! unsure.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Apr 19 2006, 01:32
#21 
Club Founder

Master Master
14,574


lolski,
ნუ ლაპარაკობ რაღaც სისულელეებს, არ დაწერს ეს კომენტარებს
მელია, მელია კიარა საქმეს მიხედე, რაც გითხარი ისე ქენი და სხვა საიტებზე მელია იხმარე
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Bidzia Babua
post Apr 19 2006, 02:07
#22 

Photographer Photographer
1,559


ძმებო და დებო!
არ ვარ მენტორი, მაგრამ ორიოდ სიტყვას მეც გეტყვით....

ხომ არის ბატონი გუჯა ჩვენთვის ავტორიტეტი ფოტოგრაფიაში და მისი შეფასება თუ რეპლიკა ყურადსაღები? მგონი რომ მეთანხმებით...
და რატომ?
ვფიქრობ, იმიტომ რომ უმეტესობა ჩვენთაგანზე მეტი გამოცდილება აქვს ამ სფეროში (ახლა ნიჭზე და გემოვნებაზე არ მაქვს საუბარი);
ამ ტოპიკში ძალიან მნიშვნელოვანს შევეხეთ და ძალიან სათუთს. ისეთ რამეს, რის გააზრებასაც ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა, წლები და ასაკი თუნდაც. რაულიტომ შეიცხადა, მაგრამ დარწმუნებული ვარ "გააჯაზა" თემა, თორემ არა მგონია იგი ვერ გრძნობდეს, რომ საკუთარ სახლშია და ამ საკუთარს თავისი წმიდა საზღვრები აქვს. ამ საზღვრებს კი დაცვა სჭირდება. საზღვარი იმისაა, რომ სადაც შენი მთავრდება, იქ სხვისი იწყება. ეგ შენი საზღვრები რომ იცოდე ამას სჭირდება ასაკი და გამოცდილება. ამას შენი ქვეყნის ყველა კუთხის ტკივილსა და სიხარულთან, წეს-ადათან შეხება უნდა. ასევე რა ძევს საზღვარს იქეთ და რას შემოგვიტანს ოჯახში ამის დანახვა-გააზრებაც ხომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია? მოდით ნუ გავხსნით უპასუხისმგებლოდ ამ საზღვრებს. ტოლერანტობა კომპრომისია, კომპრომისი კი დათმობა უფრო მნიშვნელოვანის სანაცვლოდ. რას ვთმობთ? რას ვიგებთ სანაცვლოდ? ან რა კომპრომისია სამარცხვინო გახადო ჯანმრთელი ნაციონალიზმი გაუაზრებელი და მოდური გლობალიზმის (კოსმოპოლიტიზმის) სასარგებლოდ? ასე ვაპირებთ თუნდაც ნაციონალისტური იდეით აყოლიებული და ამხედრებული აფხაზების და ოსების მოხიბვლას?! ქართული სახელმწიფო ძალიან ახალგაზრდაა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ეს არის ჩვენი უბედურებაც და ბედნიერებაც. პარადოქსია ხომ? ბედნიერებაა, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს შანსი მოვაღონიეროთ ქართული სახელმწიფოს ჩანასახი, გამოვკვეთოთ ის საზღვრები, რომელშიც ჩვენ ქართველებმა, იგივე საქართველოს მოქალაქეებმა საყოველთაო გლობალიზაციის ხანაში, თავი საკუთარ სახლში და ოჯახში მყოფად ვიგრძნოთ.

ჩათვალეთ რომ ამ პატარა ოჯახს ჩვენ აქაც ვქმნით.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GURU LI
post Apr 19 2006, 02:21
#23 

NewBie NewBie
108


ბიძია ბაბუა!
მოდი მაინცდამაინც ნაციონალიზმს ნუ დავარქმევთ იმას რაზეც ვსაუბრობთ რადგან ამ სიტყვამ უამრავი უარყოფითი სტერეოტიპი შეიძინა და გასაგებია მის მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულება.
ვაჟა ფშაველას უწერია: კოსმოპოლიტიზმი არაა საგინებელი სიტყვა და მისი გასიგრძეგანება მხოლოდ პატრიოტიზმის გავლითაა შესაძლებელიო. თუ შენი გიყვარს სხვისიც გეყვარება რადგან სიყვარულია თავად უსაზღვრო. ამიტომ აქ ვინმეს ლათინური ანბანის აუტანლობა კი არ ამოძრავებს არამედ საკუთარის სიყვარული გვალაპარაკებს ალბათ!
კარგია რომ ასეთი მსჯელობის საგანი გახდა ეს არტიკლი

პატივისცემით გურული
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Bidzia Babua
post Apr 19 2006, 02:44
#24 

Photographer Photographer
1,559


[quote=GURU LI,Apr 19 2006, 02:21]
"მოდი მაინცდამაინც ნაციონალიზმს ნუ დავარქმევთ იმას რაზეც ვსაუბრობთ რადგან ამ სიტყვამ უამრავი უარყოფითი სტერეოტიპი შეიძინა და გასაგებია მის მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულება."

ნაციონალიზმი არაა საუბრის თემა გეთანხმები, უბრალოდ "შეეხენ" თვარა.... smile.gif

ციტირება გავაკეთე შენი.
აბა დააკვირდი: -"უამრავი უარყოფითი სტერეოტიპი შეიძინა და გასაგებია მის მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულება"

და ვისთვისაც არ არის უსიამოვნო? ან ვისთვისაც არ არის გასაგები?
და თუკი შეიძინა და თან სტერეოტიპია, არ გავათავისუფლოთ?!

ვაჟა ფშაველა კოსმოპოლიტიზმს არასოდეს განიხილავდა როგორც ალტერნატივას -აკი თვითონვე ხსნი აქვე.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Apr 19 2006, 02:49
#25 
Club Founder

Master Master
14,574


გამორიცხული ვარიანტია ჩემ სამსახურის კომპში ყველაფერი მუშაობს რაფერც საჭიროა

Added @
თქვნი ჭირიმე, ყველაფერს კარგად მიხვდით და უჩემოთაც ყველაფერი მშვენივრად იცით
მე სხვას არ ვეხები, მე ჩემი მინდა.
არ მითხრას ვინმემ გინდა კაიაო, უნდა გეკუთვნოდესო smile.gif
მეკუვთნის!!!!!!!!!!! და მიტომაც მინდა!!!!!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GURU LI
post Apr 19 2006, 02:59
#26 

NewBie NewBie
108


ბიძუა ბაბუა

ის რაც ასე ძლიერ სტერეოტიპულია მოდი ახლა პირდაპირ ვთქვათ მე და შენ (იმედია არ გწყინს შენობით რომ მოგმართავ) ნუ ვეცდებით მის შეცვლას და ნამდვილი არსის დაბრუნებას. უარყოფითი სტერეოტიპი ეს ძალიან ძლიერი სენია და მისი ამოძირკვა არაა ადვილი საქმე. თუმც ცდა ბედის მონახევრეა. კოსმოპოლიტიზმი არაა ალტერნატივა მართალი ხარ მაგაში მაგრამ არც მასონიზმის მამტკიცებელი ცნებაა როგორც მას ისევ და ისევ სტერეოტიპულად განიხილავენ. მთავარი ერთია ქართველებმა უნდა გავიხსენოთ ერთი რამ, რომ ჩვენი, საკუთარი გვაქვს ისეთი მდიდარი არ უნდა გვჭირდებოდეს სხვისი არაფერი. ცოტა კი გადოუხვიეთ თემას ჩემო ბატონო მარა ჩვენი კეთილგონივრული დებატი მაინც იქამდე მიდის რაც გუჯამ თქვა საკუთარი უნდა დავიცვათ თუნდაც ხანდახან ამისთვის თავისუფლების შეზღუდვაც გახდეს საჭირო.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sue
post Apr 19 2006, 03:00
#27 

Amateur Amateur
2,867


ერთ-ორ სიტყვას მეც ვიტყვი... თუ შეიძლება...

(ოღონდ Bidzia Babua,-სნაირ ერთ-ორ სიტყვას არა tongue.gif )

მოკლედ, ახლა რაც Bidzia Babua-ს უწერია ლათინური შრიფტით რომ ეწეროს წაიკითხავდა ვინმე - არა!!!

ეგ კი არა და ერთ პატარა წინადადებაზე მეტი თუ წერია უკვე მეზარება წაკითხვა user posted image (თან ეს დალოცვილი პატარა შრიფტით წერია ძირითადში).

ასე რომ ამ და სხვა მიზეზთა გათვალისწინებით მე მომწონს ის აზრი, რომ ყველამ წეროს ქართული შრიფტით (განსაკუთრებით თუ ამის საშუალება არის) user posted image

მოვრჩი user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Bidzia Babua
post Apr 19 2006, 03:13
#28 

Photographer Photographer
1,559


GURU LI
არ მწყინს, პირიქითsmile.gif

მასონიზმი მე არ მიხსენებია და ყველა გიჟი რასაც იტყვის ის არაა სტერეოტიპი... თუმცა ამ დარეხვილების ქვეყანაში ეგება ქეც! smile.gif

რაც შეეხება ნაციონალიზმთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს, უკაცრავად მარა გვერდზე ვერ დავდგები. ისევე როგორც სახლში ჩემი შვილების და მათი მომავალი შვილებისათვის, მეგობრების წრეში თუნდაც გულის მოსაფხანად, აქაც მინდა ამ ლამაზ საზოგადოებაშიც ვიყვიროთ (შენი თქმისა არ იყოს), რომ გვაქვს!!!!!!!!!!!!!
ჩვენია, ჩვენ გველამაზება და გვიყვარს!
მორჩა და გათავდა, მარტივია ყველაფერი smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GURU LI
post Apr 19 2006, 03:18
#29 

NewBie NewBie
108


კი ბიძია ბაბუა მაი მასეა მარა საკუთარის სიყვარული ნაციონალიზმისგან ნამეტანი შორს დგას მაინც და მომკალიsmile.gif
ისე ერთიდაიგივეს ვღაღადებთ მაგრამ ტერმინზე ვერ შევთანხმდით მხოლოდ
არაა მაი პრობლემა
ღმერთმა მოგცეს სიკეთე და ყოლიფერი კაი smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Bidzia Babua
post Apr 19 2006, 03:36
#30 

Photographer Photographer
1,559


მე ვიცი რაა ნაციონალიზმი და თუ გინდა შენც გეტყვი smile.gif

"-ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს"-ო, ითქვა ერთხელ...
ვისაც სმენა აქვს ისმინოს....

ერთს გეტყვი კიდევ:
"ნაციონალიზმის" უკეთური გაგება (სტერეოტიპები) იმის შექმნილია, რომლის დოქტრინაში საკუთარი იდეოლოგიის დასანერგად ნიადაგის შემზადებისათვის ამ სტერეოტიპებით ერების დაკომპლექსება შედის. ვიღაც ეფემერულ მასონებზე არ ვლაპარაკობ მე. გაიხსენეთ ბოლშევიზმი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
ნაციონალიზმი პატრიოტიზმია.
ფრთხილად! რაც გვაქვს ისიც არ დავკარგოთ
Added @
გამოვედი გონია პახმელიაზეც ხო იციsmile.gif
დავიძინებ აწი!
სიკეთე მოგცეთ ღმერთმა და ტკბილი ძილიsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 20th November 2024 - 00:50

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'