რა არის სიყვარული? დალაი ლამა თარგმანი იტალიურიდან - კონსტანტინე ვეკუა
(პასუხად ბავშვებს)
ალბათ, გინდა გაიგო, თუ როგორ სწავლობენ სიყვარულს. არ არსებობენ რეცეპტები, არც ფორმულები. ვფიქრობ, უფრო კულინარიულ ხელოვნებას მიაგავს, რომლის მიხედვითაც თითოეული კერძის დამზადება ერთმანეთისაგან განსხვავებულ გზასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. ზოგჯერ, პირველ რიგში, ბოსტნეულის შემზადებაა საჭირო, შემდეგ მათი ტაფაზე გადატანა და ბოლოს შეკაზმვა. ზოგჯერ კი, პირდაპირ დამარილებით იწყებენ. გემრიელი კერძის დასამზადებლად მრავალი რამის გათვალისწინებაა საჭირო; ადამიანების შემტხვევაშიც იგივე ხდება. ბუნებრივია, არ ვფიქრობ, თითქოს საკმარისი იყოს განაცხადო: "გაგიმარჯოთ! გთხოვთ იყოთ მოსიყვარულენი და ერთმანეთის გამგებნი".
ჩემის აზრით, საუკეთესო გზა გათავისებაა, ანუ ნიჭი სხვათა ფიქრების, გრძნობებისა და ტკივილების წარმოდგენის შეძლებისა. ჩვენ, ბერები, ყოველდღიურად ვვარჯიშობთ სხვათა შეგრძნებების აღქმის უნარის განვითარებასა და განმტკიცებაში. მაგალითად, ვფიქრობთ იმ მდგომარეობაზე, თუ რას განიცდის ესა თუ ის არსება, როგორიცაა დასაკლავად გამზადებული ცხვარისადმი სიბრალულის გრძნობა და ვცდილობთ წარმოვიდგინოთ მისი ტანჯვა: სიკვდილის შიში, ტკივილი, სისხლი. ანაც გვესახება საყვარელი ადამიანის სიმძიმილი და განვიხილავთ ჩვენს რეაქციას მისდამი. ამგვარად, შევისწავლით სხვათა შეგრძნებებისა და გამოცდილებათა უკეთ გაგებას და ვაუმჯობესებთ ჩვენი აღქმისა და მათთან ურთიერთობის უნარს. სიყვარულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეგეძლოთ სხვათა გათავისება და მათ ადგილზე საკუთარი თავის მოაზრება, რაც ამავე დროს, ისეთ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც დიდ სიმამაცეს მოითხოვს; სიმამაცეს, წარმოვიდგინოთ, თუ რას ნიშნავს სხვის მდგომარეობაში ყოფნა. უმეტეს შემთხვევაში, ეს გვეხმარება ერთმანეთისადმი დაპირისპირების შერბილებაში, რითაც სხვათა გრძნობებს ვითავისებთ და ვსწავლობთ მათ პატივისცემას. ____________________________________________________________________ ფოტოთი ავხსნათ რა არის სიყვარული... :P
სიყვარული ეს ისეთი აფექტია რომლიდანაც გამოსვლა არასდროს არ გინდა და თუნდა წამით როცა რჩები მარტო საკუთარ თავთან მაშინ ფიქრობ მასზე და იმ წამს სახეზე რაღაც სევდა სიხარული აციმციმებული თვალები და ღიმილი გეფინება..
წამში გაირბენს სხეულში რაღაც.. უხილვი .. გულს აგითრთოლებს აგაფრიალებს.. აგატირებს .. წამში დაგამშვიდებს .. გაგახსენდება თუნდაც მისი ერთი ნათქვამი და შენთვის ძვირფასი სიტყვა..
და ერთადერთი იცი რომ სადაც არ უნდა იყოს ის შენია და შენ მისი ხარ..
და კიდევ დილით სანამ გაიღვიძებს რომ უყურებ .. და გინდა რომ სულ ასე იყო ..
სიყვარული ისაა როცა ორ ადამიანს სიჩუმეც კი უყვართ ერთად...
თუნდაც ის რომ მის სიახლოვეს ყველა და ყველაფერი გავიწყდება..