BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ამბოლის ფოტოკონკურსი "BMW და დისკი

| |
Nika
post Nov 20 2011, 19:05
#1 
Club Founder

Administration Administration
8,485


user posted image
ჩვენს FB-ს გვერდზე 1 წლის განმავლობაში ჩატარდება ვიქტორინები და ფოტოკონკურსები ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის... ვიცი რომ ფორუმზე ბევრი ნიჭიერი ფოტოგრაფია და ამიტომ ვდებ კონკურსის ინფოს აქაც...

ამ კვირაში დაიწყო "ამბოლი"-ს ფოტოკონკურსი BMW და დისკი, რომლის საპრიზო ფონდია 600 ლარი.
იქნება 2 გამარჯვებული: 1) ყველაზე მეტი LIKE-ის მქონდე და 2) ამბოლის სიმპატია (აირჩევენ ფოტოხელოვნებაში პროფესიონალი პირები)...
წესები მდგომარეობს შემდეგში: ვაგზავნით საკონკურსო მხოლოდ 1 ცალ სურათს + ფოტოს ავტორს და მანქანის კუბატურას მაილზე gt@bmwclub.ge
და 23 ნოემბერს იტვირთება ყველა საკონკურსო ფოტო საქართველოს BMW-ს კლუბის Page-ზე BMW Club Georgia - Facebook Page .
27 ნოემბერს (23:30-ზე) კი გამოცხადდებიან გამარჯვებულები. ვდებთ მხოლოდ ჩვენს გადაღებულ სურათებს.
არ შეიძლება სხვისი გადაღებული სურათის დადება. შეგიძლიათ გამოაგზავნოთ სხვისი სურათი მხოლოდ ფოტოს ავტორთან შეთანხმებით.
ნებისმიერი საეჭვო სურათის შემთხვევაში მოვითხოვთ დამამტკიცებელ საბუთებს (გადაღებულ მანქანას, დროს, ორიგინალ ფაილს და ა.შ.).

კონკურსის გამარჯვებული სურათები დაიკიდება თბილისის ქუჩებში არსებულ ბანერებზე, რასაც ჩვენი პარტნიორი Outdoor.ge უზრუნველყოფს.
კომპანია ამბოლს და საქართველოს BMW-ს კლუბს აქვს უფლება ნებისმიერი გამოგზავნილი სურათი გამოიყენოს საკუთარი ორგანიზაციის სარეკლამოდ და შეხედულებისამებრ.

user posted image

გისურვებთ წარმატებებს ამ ლამაზ კონკურსზე და დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს ამ ლამაზი იდეის განხორციელებისათვის!

საქართველოს BMW-ს კლუბის ადმინისტრაცია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post Nov 20 2011, 20:51
#2 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


ეს Like_ეები არსად დაგეკარგოთ. არ შეიძლება კონკურს კონკურსის სახე ქონდეს და ჟიური იყოს? წაიღო ტვინი ამ დამი_Like დაგი_ like_ებ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Nov 20 2011, 22:59
#3 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


ეს არის LIKE-ების კონკურსი და არა "ფოტო კონკურსი"
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
IGT
post Nov 21 2011, 11:05
#4 

NewComer NewComer
9


ვინც იცით რომ ნიჭი არ გაქვთ და თემიდან აზრის გამოტანის უნარი - ნუ დაპოსტავთ wick.gif

QUOTE
2) ამბოლის სიმპატია (აირჩევენ ფოტოხელოვნებაში პროფესიონალი პირები)...


like-ები არის გვერდის და სურათების პოპულარიზაციისთვის და ამბოლის სიმპატია კი პროფესიონალიზმზეა... ასე რომ ენის ქნევას საქმეს მივხედოთ ჯობია wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post Nov 21 2011, 14:06
#5 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


IGT ვგრძნობ პროფესიონალი ხარ პიარში, მაგრამ ფოტოგრაფიის
ამბავში აზრზე არ ხარ. არამგონია პროფესიონალი ფოტოგრაფი გამოეხმაუროს და
მონაწილეობა მიიღოს ვიღაციას პიარში, ეს კონკურსი არაა. ეს არის
პიარის კარგი საშუალება.
რაც ყველამ ვიცით რითიც მთავრდება.
ჯობია ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ფოტოგრაფებს შეურაცხყოფა
არ მივაყენოთ : ))) ეს ჩემი აზრია.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
IGT
post Nov 21 2011, 14:12
#6 

NewComer NewComer
9


Archer,
1) არანაირი ინფო არა გაქ ჩემს ფოტოგანათლებაზე...
2) თუ ვინმეს აქვს კარგი სურათი BMW-სი და დისკის არ უნდა გამოაჩინოს?
3) რა არის ცუდი პიარში და ამით (600 ლარის) საპრიზო ფონდის მოგებაში?
4) გირჩევნიათ არ იყოს ესეთი კონკურსები?

ვწუხვარ მაგრამ მე დედამიწაზე ვარ და შენ კი ამ თემის ირგვლივ - მთვარეზე ჩუსტებით... smile.gif არ მიწყინო, მაგრამ სანამ რამე აზრს გამოხატავ დაფიქრდი - სწორი აზრია თუ მცდარი...

პ.ს. BF2-ში ხომ არ მოღვაწეობდი?

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Nov 21 2011, 14:56
#7 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


ფოტოკონკურსი ქვია იმ კონკურს სადაც ფოტოს აფასებს ფოტოგრაფი.და არა Like_ები.ეს ჭეშმარიტებაა როგორც 2X2 და მოდი ამაზე ნუ ვიკამათებთ.
სხვის პროფესიონალიზმზე საუბარიკი ასე ადვილი არარის!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post Nov 21 2011, 15:18
#8 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


600 2 გამარჯვებულზე 300 ლარი გამოდის. ე.ი. გამარჯვებული მიიღებს 300 ლარს.

ანუ ვაპიარებთ ყველაფერს 300 ლარად?

300 ლარიანი პრიზისთვის ვინ დაგიჯერებთ რომ პროფესიონალი ფოტოგრაფები იქნებიან ჟიურში?
QUOTE
(აირჩევენ ფოტოხელოვნებაში პროფესიონალი პირები)




მე მირჩევნია არ იყოს ასეთი კონკურსები..

პ.ს. კითხეთ აზრი პროფესიონალ ფოტოგრაფებს სანამ ფოტოკონკურს გამოაცხადებთ ფოტოგრაფიასთან შეხებაარმქონე პირები.

პ.სს. ნიკას არ ეხება.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
IGT
post Nov 21 2011, 15:50
#9 

NewComer NewComer
9


Giorgi Janibegashvili,
Archer,
ერთი რუსული გამოთქმით დავამთავრებ ამ ბრმა დისკუსიას...
"მაიო ძელო პრედლოჟიც, ა ვაშე - ოტკაზაც!"

ვისაც უნდა გაატარეთ ))) ამბიციები გაქვთ თითქოს მომავალი დავიდსონები იყოთ ))) ესაა ტიპიური უნიჭობის კლავიატურით დაფარვა... ვინმეს რამის თავი გქონდეთ დაამტკიცებდით რომ "პრიმიტიული" კონკურსი თქვენთვის არაა პრობლემა...

არც ღირს მგონი საუბარი smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Nov 21 2011, 18:28
#10 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


IGT,
შენთან მართლა არ ღირს საუბარი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 22 2011, 00:57
#11 

Amateur+ Amateur+
22,472


IGT,
იყო დრო როცა "პიარშიკად" ვმუშაობდი, მათ შორის კონკურსიც იყო, ფოტო, კინო, ლიტ და დოკუმენტური მასალების კონკურსი. გამოცდილება მაქვს და ვიცი, ეს რაც არის. მომეწონა შენი მცედლობა გამოიწვიო ადამიანი და "დაამტკიცებინო", რომ კარგად იღებს და სხვებზე უკეთესი შეუძლია გადაიღოს, ანუ შეჯიბრში გამოიწვიო. მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობა იყო.

რაც შეეხება კონკურსებს fb-ზე:
1. ეს კონკურსები თავისთავად გათვლილია კონკრეტული გვერდის გაპიარებისათვის და ლაიკების დამატებისათვის და არცერთი ორგანიზატორი ამის მეტს არ ფიქრობს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაუმარჯვებს, ანუ ობიექტურობით არ ხართ დაინტერესებულები.
2. ეს კონკურსი არ ავლენს გამარჯვებულს - ის ავლებს ყველაზე უნიჭოს ვინც მტს ემათხოვრება ლაიკებს..
3. მსგავსი კონკურსები არის უნიჭოების დოღი, რომლებიც ურცხვად სთხოვენ თავიან ასევე უნიჭო რაზმს დაალაიქოს რაღაც გვერდი. ვერასოდეს ვერ ვხდებოდი და ვერც მივხვდები რად გინდათ კომპანიებს ამდენი უნიჭო და კვერცხი დამლაიკებლის ყოლა, რომელსაც არც შენი BMW და არ მისი ქართული კლუბი იოტის ოდენადაც არ აინტერესებს.
4. "აირჩევენ ფოტოხელოვნებაში პროფესიონალი პირები" - ეს არის სასაცილო ფრაზა. კონკურსების 95% ამ წინადადების მიღმა აყენებს რაღაც კონკრეტული ადამაინების ჯგუფს რომლებიც ატარებენ ამ კონკურსს და არა რეალურად ფოტოხელოვან ხალხს.
არსებობს კიდევ ერთი უკიდურესობა, ამ ფრაზის ქვეშ გულისხმობენ მეჩითოვს და სხვათა და სხვათა, რომლებიც რეკლამასთან და დისკებთან არაფერშუაში არ იქნება.

საერთოდ მიყვარს გამოთქმა: პური მეპურემ გამოაცხოს და "ჟეშტი" "ჟეშტიანშიკმა" გაჭრასო.

არასწორად იქცევი: ფოტომოყვარულთა საიტზე შემოდიხარ რაღაცის გაპიარების მიზნით და უტევ იმ რამდენიმე აამიანს ვინც გამოეხმაურა თემას. ეს მეტყველებს შენს მცირე ასაკზე და გამოუცდელობაზე. ყველა აზრი მართებულია, გააჩნია ვისთვის. არ არსებობს უსაფუძვლო და გაუმართლებელი აზრები. როდესაც სხვების თუნდაც უარყოფითი აზრის მოსმენას და მიღება/გათვალისწინებას ისწავლი მერე ჩაატარე კარგი კონკურსი.

და კიდევ: სხვისი ფოტოს გამოყენების უფლებას რომ აძლევ ადამიანებს უკვე უბიძგებ იმ უნიჭოების დოღს გუგლს ჩაუსხდნენ და სხვა ნამდვილ ხელოვან ხალხს ფოტოები მოპარონ. სწორედ ესაა არაპროფესიონალიზმის გამოვლინება: აი კონკრეტულად შენ და შენს მთელს ჯგუფს საერთოდ არ გესმით რა არის ფოტგრაფია და ფოტო. როგორ შეიძლება ვინმე გულნაზ გვალუამ მიგოს თუნდაც ჩემი ფოტოთი, თუნდაც ამის ნება დავრთო? ეს ხომ სასაცილოა, მუქთაღორობის იდეალური მაგალითია.

არ შეიძლება მიღებული ფოტოების ავტორების ნებართვის გარეშე ნებისმიერი სახით გამოყენება, ეს იმას მიუთითებს რომ არც კი იცი რა ღირს ფოტო. არც ერთ ნამდვილ ხელოვანს არ უღირს თავის ფოტოს მუქთად გაცემა.

სანამ ამდენს ისწავლი, ბევრი დრო გავა და სავარაუდოდ ვერც ვერასოდეს აითვისებ, გამჯდარი გაქვთ უკვე ეს ფეისბუქო-ლაიკო-მანია სისხლში.

მანამდე კი ბევრ "ლაიკს" გისურვებთ.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Nov 22 2011, 03:55
#12 

Amateur+ Amateur+
7,355


გავგზავნე DDDD.gif
იქნებ და გამიმართლოს? DDDD.gif

გამოდის რომ 300 ლარად გავყიდი 1 ფოტოს? DDDD.gif

ხოშიანია DDDD.gif


Added @
ოჰ კაკრას ამბოლის სარეკლამო ფოტოს მსგავსია.



ხო და კიდევ რა მინდოდა მეთქვა ბევრ LIKE ებიან კონკურსს ეს მაინც ჯობს.
ესეც LIKE ზეა მარა უფრო მეტი ნასტროიკებით.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Nov 22 2011, 04:08
#13 

Amateur+ Amateur+
7,355


პ.ს

ლაპარაკით საქმე არ კეთდება.

თითზე ჩამოსათველია დღეს საქართველოში კონკურსი რომელიც არის კარგი.

ეს ფეისბუქი კიდე არის გაპიარების ყველაზე კარგი საშუალება.

მოკლედ რა არ მაქვს ამ თემაზე ლაპარაკის თავი, თუ თქვენ არ გზავნით მე მაინც მისურვეთ წარმატება ეგებ გამიმართლოს DDDD.gif არ დაიწყოთ ეხლა ამანაც დაიწყო დამილაიქეთ დამილაიქეთო არ მინდა კაიქი კაცო უბრალოდ რა მუღამის პონტში , ისე სლიხკომ.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
IGT
post Nov 22 2011, 11:32
#14 

NewComer NewComer
9


kesha,
კეშა არც პატარა ბიჭუნა ვარ და არც ახლა ვერკვევი ფოტოგრაფიაში თუ მარკეტინგში... ძალიან კარგად ვიცი სურათების გადაღების პროცედურა და ფასი, რადგან მე თვითონ რეჟისორი ვარ (ვიდეო რეკლამების განხრით)...

ვიცი რომ მასიურად კიდიათ შენი გვერდი ვინც კონკურსის გამო LIKE-ს გაძლევს, მაგრამ ეს არ კიდიათ სპონსორებს... მე სპონსორებს ვაძლევ რეკლამას, ისინი აწესებენ საპრიზო ფონდს და თემაზე ყველაზე კარგ სურათს ვარჩევინებ (ამ საიტის კონკურენტ) მართლა მცოდნეებს... მე მარტო PR რომ მაინტერესებდეს 2 გამარჯვებულს არ დავაწესებდი... და ვინმეს თუ 300 ლარები უყრია და არ უღირს თუნდაც 1 საათიან მომზადებად - ეს თქვენი გზაა... რაც შეეხება სხვისი სურათის გამოყენებას - მე ინტერნეტიდან არავის დავადებინებ სურათს და სხვისი ნებართვით სურათის დადებაში იგულისხმება შემდეგი: მე მყავს კარგი მანქანა და დისკები ხო? ვაღებინებ კარგ ფოტოგრაფს და ვდებ მე... მე მართლა თქვენსკენ ვარ და თქვენ კიდე ამბიციებით და "პროფესიონალიზმით" მაღალფარდოვან აზრებს მესვრით... ჩემზე კარგად ნაღდათ არ იცით აქედან არცერთმა საქართველოში რა მასაა სარეკლამო სივრცეში და რა რა ღირს... გეუბნებით ეს თქვენთვის კარგი თემა უნდა იყოს და ღმერთმა ის არ მოგცეთ რაც არ გინდოდეთ!!

LOOSER,
წარმატებებს გისურვებ!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post Nov 22 2011, 11:43
#15 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


QUOTE
ჩემზე კარგად ნაღდათ არ იცით აქედან არცერთმა საქართველოში რა მასაა სარეკლამო სივრცეში და რა რა ღირს
ოპაააააა

QUOTE
ყველაზე კარგ სურათს ვარჩევინებ (ამ საიტის კონკურენტ) მართლა მცოდნეებს


ეს ზედმეტი იყო აშკარად DDDD.gif მაგრამ სასაცილო იყო და ვატარებთ : ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Nov 22 2011, 11:49
#16 

Amateur+ Amateur+
7,355


blink.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mishka Ramishvili
post Nov 22 2011, 18:19
#17 

Amateur Amateur
3,976


IGT
თქვენ იღებთ ფოტოებს?
თუ კი მაშინ სად შეიძლება ნახვა?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Nov 22 2011, 20:00
#18 

Amateur+ Amateur+
8,113


QUOTE
ყველაზე კარგ სურათს ვარჩევინებ (ამ საიტის კონკურენტ) მართლა მცოდნეებს


შეიძლება გვითხრა რომელი საიტია და მცოდნეები ვინ არიან? ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
MasterOfPuppets
post Nov 23 2011, 05:05
#19 

NewComer NewComer
15


უკვე სამარცხვინოა ეს ლაიქებიანი "ფოტოკონკურსები"
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
IGT
post Nov 23 2011, 16:39
#20 

NewComer NewComer
9


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Nov 24 2011, 03:59
#21 

Amateur+ Amateur+
7,355



user posted image

აი BMჭ და დისკი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 24 2011, 10:46
#22 

Amateur+ Amateur+
22,472


LOOSER,
ზოგიერთებს ჰგონიათ რომ ვერ გადავიღებთ თუ რა? DDDD.gif
ა ბატონო:

user posted image

თავის დისკიანადაა თან

აი კუბატურა როგორ უნდა გავიგო სხვისი მანქანის არ ვიცი DDDD.gif თან ქუჩაში მიმავალის და თან მაიამის ქუჩაში მიმავალის DDDD.gif DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
IGT
post Nov 24 2011, 11:36
#23 

NewComer NewComer
9


kesha
გინდა ჩავსვა საკონკურსო სურათებში? რომ მოიგო მანდ გამოგიგზავნოთ? )))

LOOSER
მართლა კარგი სურათია...

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Nov 24 2011, 12:09
#24 

Amateur+ Amateur+
22,472


მე საქართველოში ვარ
ეგ მივლინების დროს გადავიღე DDDD.gif
გამოვაგზავნი და ჩასვი

აი ლუზერამ უნდა მოიგოს smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Nov 24 2011, 12:59
#25 

Amateur+ Amateur+
7,355


kesha,

ეგრე თუა ორივემ უნდა მოვიგოთ diax.gif

ბილბორდებისთვისაა კაკრას ორივე ფოტო wick.gif

იმედია ამას გაითვალისწინებენ ჟიური ფოტოს ფორმატს და ა.ს.შ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Nov 26 2011, 05:11
#26 

Amateur+ Amateur+
9,666


lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Nov 26 2011, 11:39
#27 

Amateur+ Amateur+
7,355


bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Peso
post Nov 28 2011, 01:55
#28 

Amateur+ Amateur+
6,305


ამ ცუკერბერგმა და ფეისბუკმა თავისი "ლაიქებით" რა მოწაკლა ტვინი!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 3rd November 2024 - 01:09

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'