ინტენრეტ პორტალი Photography Bay-ს აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც მიღებული აქვთ Canon 1D Mark IV ერთ-ერთი ბეტა ტესტერისგან.
ახალ აპარატის მატრიცის კროპ-ფაქტორი შეადგენს 1,3, და მას შეუძლია 16 მეგაპიქსელიანი გამოსახულების მიღება. sRAW1 ფორმატში გადაღებისას კი სურათის გარჩევადობა იქნება 8 მეგაპიქსელი. აპარატის ISO მგრზნობელობა მოიცავს დიაპაზონს 50-დან 26500-მდე. ამავე დროს ითვლება, რომ ISO 3200 დროსაც გამოდის ძალიან "სუფთა" გამოსახულება. სერიის გადაღების სიჩქარეში Canon 1D Mark IV არის ოდნავ უკეთესი 1D Mark III-ზე.
ბეტა-ტესტერები ასევე აღნიშნავენ ავტო-ფოკუსის გაუმჯობესებას, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს დაბალი განათების დროს. LiveView AF რეჟიმი ასევე მოსახერხებელია გადაღებისას, თუმცა სპორტული ღონისძიებების და სხვა სწრაფად ცვალებადი სცენების გადაღებისას ის არ არის გამოსადეგარი.
1D Mark IV ისევე როგორც 5D Mark II-ს შეუძლია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს გადაღება (1920 х 1080 პიქსელი). სიახლეს ასევე გააჩნია 3'' დიუმიანი ეკრანი.
1D Mark IV გააჩნია გაუმჯობესებული ერგონომიკა და ტესტერების სუბიექტური აზრით მუშაობს უფრო სწრაფად. წინასწარი მონაცემებით აღნიშნული აპარატი გამოვა გაყიდვაში 2009 წლის აგვისტოში.
ეგეთი არაპერი არ მინახია სამ პორუმზე ვარ 5 ცელია ამერიკის ევროპის და რუსეტის და პრობლემა არ მქონია აქ კიდე კიდვა -გაკიდვასჰი არ მიშვებენ -ანუ ბაზრობაზე და რაც პოტოგრაპიას ეხება კველგან შევდივარ სად არი აქ ლოგიკა?????????????????????????
flyer, Ds გასაგებია მარა არც D ღირს იაფი და არ უნდა ქონდეს კროპი ამ კროპის აზრს ვერ ჩავწვდი, დავიჯერო მაგხელათი ძვირი ჯდება სულ ოდნავ დიდი მატრიცის დამზადება?? მარკეტინგის ამბავია ჩემი აზრით ეგ მაგარი მამაძაღლობა სფეროა
ალბათ ... შეიძლება ეს იყოს ვერსია. პირველი D 1.3 კროპიანი იყო. ხოდა პროფები ოპტიკას როგორც წესი არ იცვლიან. ხოდა ქენონმაც გააგრძელა იგივე კროპიანის გამოშვება.
თან რეპორტიორს ფულ ფრეიმი მანეტ არც სჭირდება. და 1.3 ეტყობა კაი კროპია ლინზებისთვის რომ ოპტიმალური დიაპაზონები მიიღო.
ქენონმა ყველაზე ადრე დადო ფულფრეიმი და მერე 5D-ც დააძახა 2500 დოლარად. ასე რომ 1,3 კროპს სხვა გამართლება რომ არ ჰქონდეს გარდა ტექნოლოგიის სიძვირისა, არ შეინარჩუნებდა. ჩემი მოკლე ჭკუით მთავარი მიზეზი ერთია: კროპი ერთობ სასურველი ვინმეა ს პ ო რ ტ ი ს ფოტოგრაფირებისას, ასევე ცხელ წერტილებში მომუშავე ფოტოგრაფებისთვის - ანუ, როცა "დალნაბოიშჩიკ" ლინზას იყენებ და კროპი კიდევ უფრო გიმოკლებს დისტანციას. აბა, როგორია 300მმ ობიექტივი რომ უცბად თითქმის 400-იანი ხდება?
ამავე დროს 1,3 კროპი არც იმხელაა, რომ ფართოკუთხიანი ობიექტივების გამოყენებაში მთლად უვარგისი გახადოს კამერა. მაგალითად, 17-40მმ თუ მიაყენებ, 22მმ დაგიჯენს და მეტი რა გინდა ვეჟო?
მორალი: პრაქტიკულია 1,3 რეპორტაჟნიკებისთვის: 2 ცალი 1D, ერთზე ფართე კუთხე, მეორეზე კი ტელევიკი და დაჰკა დოლი! Added @ პ.ს. ანუ ნიკოლოზს ვეთანხმები: ოპტიმალური დიაპაზონია ამ საქმეში. უბრალოდ გაშლილ-გაფართოებულად გამოვსთქვი რა ეს ყველაფერი
Raulito, დიაპაზონის ოპტიმალურობის თეორია გასაგებია, დამზადების ტექნოლოგიურ პროცესის ღირებულებებს შორის განსხვავებაც გასაგებია (თუმცა ჩემი აზრით ნაკლებად მნიშვნელოვანი) მაგრამ ერთ რამეში ვერ გეთანხმები დავუშვათ გვაქვს 2 აპარატი 1) 1.3 კოპიანი მატრიცა 10mp. + 300mm ობიექტივი 2) ფულ ფრეიმი მატრიცა 13mp+ 300mm ობიექტივი
ავდგეთ და მეორე აპარატით გადაღებული სურათი მოვკროპოთ 1.3 ჯერ სოფტით. იგივე ხარისხს არ მივიღებთ რაც 1 აპარატის შემთხვევაში?
ანუ კვადრატულმილიმეტრზე თუ ერთიდაიგივე რაოდენობაა პიქსელების კროპს არანაირი + არ აქვს გარდა ფასისა.
Added @ კვადრატულმილიმეტრზე გაზრდი უსაშველოდ პიქსელებს და იმისთანა დიფრაქცია გექნება 8 ზე იქით ვეღარ მოხურავ დიაფრაგმას
wrangler, მართალი ხარ ერთის გარდა. რეპორტიორისთვის დაკროპვის დრო არაა ფიზიკურად. მაშინ ეგ კამერის სოფტმა უნდა გააკეთოს. ხოდა ამით გადაღების სიჩქარე დაეცემა (10 კადრი წამში აქვს ამ კამერას).
10 კადრი რა არის, არაფერი. ხუმრობა იქით და კაი გემრიელი "პადკატი" რო გადაიღო, თავისი ჰაერში ატაცებული მინდვრის ნაგლეჯებით, 10 კი არა 20 კადრი წამში კიდე უკეთესი იქნება. სხვანაირად შანსი ზუსტად იმ გემრიელი კადრის ამოგდებისა არის 0.001% .
ამორჩევას რა უნდა შე კაცო, დახედავ, დააჯგუფებ, გაფილტრავ და მოგახტება თვალში ყველაზე ყველაზე რომელიცაა, ის.
Raulito, თეორიულად რაც მეტი კადრია წამში უკეთესი, ზოგჯერ და უფრო ხშირად აუცილებელიც, მარა რამდენჯერ მქონია- დილემაში რო ხარ რამდენიმე თითქმის ერთდაირი კადრი როა მილიონჯერ შეხედავ, საათებს ფიქრობ რომელი ჯობია