BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ღია წერილი მოდერატორებს, არ წეროთ ქართულად ლათინური ასოებით

| |
Magdu
post Jul 12 2007, 17:20
#181 
Club Founder

Administration Administration
4,838


elia-gogo,
ვერ დაგეთანხმები... ძირითადი მოთხოვნა იყო ქართული სიტყვების ქართულად წერის(ქართული ასოებით)....

smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
erekle
post Jul 22 2007, 03:11
#182 

Photographer Photographer
2,335


კარგია გუჯა!

ეს ყველაფერი კარგია.
ქართველმა ქართულად უნდა ილაპარაკოს და არა ლათინოჯანდაბურად.

მარა რაა უბედურება იცი? ის რომ უმეტესობას გინდ ლათინურად დააწერიე და გინდ ქართული ასოებით.
იმიტომ, რომ: არ შეუძლია ფოტოს განხილვა
არ შეუძლია ფოტოს აღქმა და გააზრება
არ შეუძლია ფოტოზე რაიმე ადამიანურის თქმა,

მოკლედ მე ვთვლი, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა გადაგვარების გზაზეა, აღარავინ იბადება პოეტად და აღარავის უნდა ფრენა.
უმეტესობას "ეგრეხება" ზედმეტი ორი სიტყვის დაწერა და ლათინური ასოებით წერა მაგარი პონტი გონია

ვისაც ფოტოს აღქმა არ შეუძლია, გინდ გართულად დააწერიე და გინდ ჩინურად, მაინც არ დაწერს ისეთ რამეს, რომ გაიგო რისი თქმა უნდოდა. დაწერს ქართული ასოებით, მაგრამ მერე ვიტყვით, ამას ჯობია ლათინური ასოებით გეწერა ან სუ არ გეწერაო.

ქართული სული მკვდარია. ჩვენ ის ფეხთ გავთელეთ. ქართველს ქართველობის რო ცხვენოდეს, ეს არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიაში.
დღეს კი საკუთარი ენის გვრცხვენია და ქართულად, გამართული და ჩამოყალიბებული აზრის დაწერა გვეთაკილება.

თუ რამეში ვცდები, მე მაპატიეთ.

გიყვარდეთ თქვენი: ენა, მამული, სარწმუნოება
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kamikadze
post Jul 22 2007, 03:37
#183 

Amateur+ Amateur+
11,513


erekle,
მართალი ხარ....

ეს ტაობა არის : sms generation
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Jul 22 2007, 09:56
#184 
Club Founder

Master Master
14,574


erekle,
Kamikadze,

ვაი მე!!! gcem1.gif gcem1.gif gcem1.gif

QUOTE
მოკლედ მე ვთვლი, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა გადაგვარების გზაზეა, აღარავინ იბადება პოეტად და აღარავის უნდა ფრენა.


ამ სიტყვებისტვის ძალიან ბევრთან და ძალიან ბევრჯერ მიჩხუბია და არც ახლა ვაპირებ გაჩუმებას gcem1.gif

1. დედამიწაზე ყველა ლამაზი ჭკვიანი და ნიჭირი ახალგაზრდობა ზუსტად რომ აქ იბადება და ჩემი თAვი შემოგევლოთ ყველას (ეს არ არი უბრალოდ პატრიოტის სიტყვები, თქვენ რა ბებრუხუნები ხართ? აი თქვენ ორთავე ახალგაზრდები არ ახართ?)
2. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეში უფალმა დაგვაყარა იმოდენა ბუმბერაზი, რომ ძნელია ასე მოკლე მონაკვეთში ობიექტურად მოითხოვო კიდე ერთი აფეთქება. არ არის ისე მარტივად საქმე როგორც შენ ამბობ. ახლა შენაგროვების გააზრების დროა. არაფერს არ აკეთებს უფალი უაზროდ.
3. ფრენა არ უნდა? DDDD.gif ეეე აბა თქვენცა ყოფილხართ რა. ფრენა უნდა, დაფრინავენ კიდევაც. შედეგებს სულ რაღაც 10 წლის მერე მივიმკით. მე თუ ვერა თქვენ ნახავთ და გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები.
4. და თუ რაიმე მასე მაინც ხდება ეგ ჩემი და ცოტა კიდე უფროსი თაობის ხალხის ბრალია. სულ რაღაც 20 წლის წინ თბილისში თითქმის არც ლაპაროკბდენ ქართულად მე ქუთაისელ კაცს ძალიან მტკიოდა ის რომ რუსულად უფრო მესმოდა აქ საუბარი ქუჩაში თუ დაწესებულებებში. იმ ხალხის შვილებია ზუსტად ახლა რომ ახალგაზრდობაზე ვლაპარაკობთ ისინი. ხოდა იმ მატრაკვეცა ვაი მშობლების ნათესს ვიმკით ახლა და არა მარტო ენის თვალსაზრისით, ყველაფერში.
QUOTE
ქართული სული მკვდარია. ჩვენ ის ფეხთ გავთელეთ. ქართველს ქართველობის რო ცხვენოდეს, ეს არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიაში.


მე მგონი ამაზე უკვე გავეცი პასუხი , მხოლოდ ერთს ვიტყვი
წყალი წავა- ქვიშანი დარჩებიან!!!

რაც შეეხება ფოტოს ცოდნას ან არცოდნას ეს გაცილებით მარტივია. ღმერთმა დაგვიფაროს რომ საჯარო ფორუმზე სადაც 8000 კაცსე მეტია ყველა ყველაფერში ერკვეოდეს და პროფესიონალურ კომენარებს იძლეოდეს. არ მოხდება ეს, არ უნდა მოხდეს და არც ხდება DDDD.gif. მტერს მაგდენი ხელოვანი. არა ბატონო, ეგ არც მიზანია და არც სურვილი. უბედურ კოშმარშიც არ მინდა მასეთი რამე გავიფიქრო.


თქვენს ხელთაა ყველაფერი, თქვენ ხართ ყველაფერი, მიდით და აკეთეთ გაუზიარეთ, ასწავლეტ, ისწავლეთ!!!!
იმხიარულეთ და სხვაც ამხიარულეთ, ცხოვრებაში ზუსტად მოძებნეთ ის დროს როდი უნდა იხალისოთ და როდის სერიოზულები იყვეთ.

სათქმელი ბევრი მაქ , მაგრამ ვგონებ ჯერ ესეც საკმარისია.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nata
post Jul 22 2007, 13:14
#185 

Amateur+ Amateur+
3,075


ხოოო. აი ხომ ხედავ გუჯა როგორი საჭირო ხარ? DDDD.gif აღარ დაიკარგო-ხოლმე
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Shota Megrelishvili
post Jul 25 2007, 09:57
#186 
Club Founder

Photographer Photographer
7,124


თემა გასუფთავებულია თემის სათაურთან და პირველ გზავნილთან შესატყვისობაში არ მყოფი გზავნილებისაგან.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
NaNN
post Aug 21 2007, 14:58
#187 

Amateur Amateur
4,458


QUOTE(Guja @ Jul 22 2007, 09:56)
erekle,
Kamikadze,

ვაი მე!!!  gcem1.gif  gcem1.gif  gcem1.gif
ამ სიტყვებისტვის ძალიან ბევრთან და ძალიან ბევრჯერ მიჩხუბია და არც ახლა ვაპირებ გაჩუმებას  gcem1.gif

1. დედამიწაზე ყველა ლამაზი ჭკვიანი და ნიჭირი ახალგაზრდობა ზუსტად რომ აქ იბადება და ჩემი თAვი შემოგევლოთ ყველას (ეს არ არი უბრალოდ პატრიოტის სიტყვები, თქვენ რა ბებრუხუნები ხართ? აი თქვენ ორთავე ახალგაზრდები არ ახართ?)
2. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეში უფალმა დაგვაყარა იმოდენა ბუმბერაზი, რომ ძნელია ასე მოკლე მონაკვეთში ობიექტურად მოითხოვო კიდე ერთი აფეთქება. არ არის ისე მარტივად საქმე როგორც შენ ამბობ. ახლა შენაგროვების გააზრების დროა. არაფერს არ აკეთებს უფალი უაზროდ.
3. ფრენა არ უნდა?  DDDD.gif  ეეე აბა თქვენცა ყოფილხართ რა. ფრენა უნდა, დაფრინავენ კიდევაც. შედეგებს სულ რაღაც 10 წლის მერე მივიმკით. მე თუ ვერა თქვენ ნახავთ და გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები.
4. და თუ რაიმე მასე მაინც ხდება ეგ ჩემი და ცოტა კიდე უფროსი თაობის ხალხის ბრალია. სულ რაღაც 20 წლის წინ თბილისში თითქმის არც ლაპაროკბდენ ქართულად მე ქუთაისელ კაცს ძალიან მტკიოდა ის რომ რუსულად უფრო მესმოდა აქ საუბარი ქუჩაში თუ დაწესებულებებში. იმ ხალხის შვილებია ზუსტად ახლა რომ ახალგაზრდობაზე ვლაპარაკობთ ისინი. ხოდა იმ მატრაკვეცა ვაი მშობლების ნათესს ვიმკით ახლა და არა მარტო ენის თვალსაზრისით, ყველაფერში.
მე მგონი ამაზე უკვე გავეცი პასუხი , მხოლოდ ერთს ვიტყვი
წყალი წავა- ქვიშანი დარჩებიან!!!

რაც შეეხება ფოტოს ცოდნას ან არცოდნას ეს გაცილებით მარტივია. ღმერთმა დაგვიფაროს რომ საჯარო ფორუმზე სადაც 8000 კაცსე მეტია ყველა ყველაფერში ერკვეოდეს და პროფესიონალურ კომენარებს იძლეოდეს. არ მოხდება ეს, არ უნდა მოხდეს და არც ხდება DDDD.gif. მტერს მაგდენი ხელოვანი. არა ბატონო, ეგ არც მიზანია და არც სურვილი. უბედურ კოშმარშიც არ მინდა მასეთი რამე გავიფიქრო.
თქვენს ხელთაა ყველაფერი, თქვენ ხართ ყველაფერი, მიდით და აკეთეთ გაუზიარეთ, ასწავლეტ, ისწავლეთ!!!!
იმხიარულეთ და სხვაც ამხიარულეთ, ცხოვრებაში ზუსტად მოძებნეთ ის დროს როდი უნდა იხალისოთ და როდის სერიოზულები იყვეთ.

სათქმელი ბევრი მაქ , მაგრამ ვგონებ ჯერ ესეც საკმარისია.
*


ყველაფერში გეთანხმებით smile.gif საინტერესოდ მსჯელობთ ბატონო გუჯა!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Tiona
post Sep 7 2007, 15:02
#188 

Amateur Amateur
1,997


გთხოვთ გაამახვილოთ ყურადღება ამ ლინკზე, კერძოდ მე3 კომენტარზე,, პრეტენზია არ მაქვს მაღალ ქულებზე, მაგრამ ამ პიროვნების საქციელი უკვე მარაზმს ემსგავსება, გთხოვთ ან მე მომეცით გაფრთხილება და ჩემ ნამუშევრებზე დიდი წარმოდგენა არ მექნება და ან ამ ადამიანს, რომ შედარებით ობიექტური იყოს angry.gif
მადლობელი ვიქნები smile.gif


http://www.boke.ge/forum/?img=58182

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Moderator-6
post Sep 7 2007, 15:10
#189 
Unregistered





cariocaaa,
ყველას აქვს უფლება ისე შეაფასოს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. მაგ ადამიანმა ალბათ ჩათვალა რომ ეგ უბრალოდ, ცუდი სურათია და შესაბამისად შეაფასა, რისი უფლებაც მას ისევე აქვს, როგორც თქვენ სხვისი სურათის შეფასების.
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Tiona
post Sep 7 2007, 15:38
#190 

Amateur Amateur
1,997


QUOTE(Moderator-6 @ Sep 7 2007, 15:10)
cariocaaa,
ყველას აქვს უფლება ისე შეაფასოს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. მაგ ადამიანმა ალბათ ჩათვალა რომ ეგ უბრალოდ, ცუდი სურათია და შესაბამისად შეაფასა, რისი უფლებაც მას ისევე აქვს, როგორც თქვენ სხვისი სურათის შეფასების.
*


მმმ...
გასაგებია, ანუ მასე მოუნდა DDDD.gif
უკაცრავად შეწუხებისთვის angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GrigolS
post Sep 7 2007, 16:14
#191 

Amateur+ Amateur+
3,033


cariocaaa,
მაპატიე მაგრამ ეგ ფოტო რამე გრანდიოზულ ფოტოდ ითვლება?
ორი კადრია, არცერთში კომპოზიცია არ არის და ტექნიკურადაც არაა დახვეწილი. 1/1 ალბათ მკაცრი შეფასებაა, მაგრამ 3/2ზე მეტით არც მე შევაფასებდი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
movement
post Oct 8 2007, 02:39
#192 

Amateur Amateur
173


ზვირფასო მოდერატორო დღეს საუკეტესო ფოტოებში შესული ერთ ერთი ფოტო ჩემი გადაღებულია და გასაოცრად სხვისი სახელი აწერია. ეს ჩემი გადაღEბული ფოტოა და არ მესმის ვინმე "ხატიას" სახელიტ როგორ მოხვდა საიტზე. და ტანაც გამარჯვებულებში ეს ფოტო ჯერ კიდევ მარტში ავტვირთE და დღემდე ჩემს გალერეაშია. შეგიძლიათ იხილოთ?????????????????????????????

http://www.boke.ge/forum/?img=41433
Added @
ეს ჩემი გადაღEბული ფოტოა და არ მესმის ვინმე "ხატიას" სახელიტ როგორ მოხვდა საიტზე. და ტანაც გამარჯვებულებში ეს ფოტო ჯერ კიდევ მარტში ავტვირთE და დღემდე ჩემს გალერეაშია. შეგიძლიათ იხილოთ?????????????????????????????

http://www.boke.ge/forum/?img=41433
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
limo
post Oct 8 2007, 02:47
#193 

Amateur+ Amateur+
10,648


უკაცრავად მეც აღარ დავწერ ლათინური ასოებით angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Moderator-6
post Oct 8 2007, 09:30
#194 
Unregistered





movement,
მადლობთ.
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
nda
post Oct 25 2007, 12:23
#195 
Unregistered





სალამ -გამარჯობა.
გადავიკითხე ეს თემა და მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა smile.gif

ჩემი აზრით, ის რის გამოც გაიხსნა თემა უბრალოდ ურა პატრიოტიზმია და ამის მიღმა რჩება ის რაც უფრო ფასეულია. არ უნდა იყოს საჯარო ფორუმზე განსახილველი თემა, ვიღაცას რომ ცუდი კომპიუტერი აქვს და რაღაც დროის განმავლობაში ვერ ახერხებს ქართული შრიფტით წერას, გინდა თუ არა ბანი დაადეთო. ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს იმის საშუალება რომ გამოასწოროს თავისი კომპიუტერის ეს ხარვეზი, არ აქვს მნიშვნელობა მატერიალური იქნება ეს თუ ინტელექტუალური და ამის გამო ,,წიხლის მიჭერა" ჩემი აზრით არ არის ლამაზი საქციელი.

ჩემი აზრით უფრო დიდი პრობლემა სხვა რამეა.

პრობლემა ისაა რომ ქართველმა არ იცის გამართული ქართულით საუბარი. აქ ამ ტოპიკშიც, სადაც გულზე მჯიღის ცემა მიდის და საქართველოს სიყვარულში ეჯიბრება მავანნი ერთმანეთს უამრავი ისეთი გრამატიკული შეცდომაა რომ უბრალოდ სამარცხვინოა.
თუნდაც პირველ პოსტში, დავიწყე თვლა და სადღაც 5-6 მდე რომ ავედი პოსტის შუაში მერე თვლა დამეზარა.
მოდით ჯერ გამართული ქართულით საუბარი, წერა-კითხვა ვისწავლოთ და მერე მოვუწოდოთ სხვას ქართულად საუბრისკენ.
და კიდევ ერთი, რატომღაც აკრძალულია ლათინური შრიფტით კომენტარის დაწერა, მაგრამ არავინ საუბრობს ლათინური შრიფტით დაწერილ სათაურებზე.

მავანს ურჩევნია დაწეროს rain და არა წვიმა და ა.შ. ეს არ არის პრობლემა? დავიჯერო ,,რეინ" უფრო უკეთ გამოითქმის ვიდრე ,,წვიმა" ? მესმის რომ ასეთი ტიპის სათაური დაშვებული იყოს როცა ადამიანს ციტატა მოჰყავს მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ევროპული და ,,Fეშენი" სათაურები ჩემთვის პირადად სასაცილოა.

ეგ ორი პრობლემა ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი, საპოლემიკო და განსახილველი საკითხია, ვიდრე ის, თუ როგორ დავბანოთ საწყალი იუზერი რომელსაც კომპიუტერის გაუმართაობის გამო ქართული შრიფტით წერა არ შეუძლია.
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Iki Bazadze
post Oct 25 2007, 13:45
#196 

Photographer Photographer
5,984


ვაიმმეეე როგორ მიყვარხართ, ყოველდღე გიყურებთ, ძაან მომწონს თქვენი გადაცემები, გმადლობთ რომ არსებობთ, ხანდახან ვრეკავ კიდევაც დანიიდან!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Shota Megrelishvili
post Oct 25 2007, 14:50
#197 
Club Founder

Photographer Photographer
7,124


nda,
გეთანხმებით.
მაგრამ, თუ ქართულად არ ვწერეთ, ქართულად წერას როგორ ვისწავლით?
ეს ორი ერთმანეთთად დაკავშირებულია, არ მეთანხმებით?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nda
post Oct 25 2007, 15:41
#198 
Unregistered





Shota Megrelishvili
ადამიანი ჯერ წერას სწავლობს, და მერე წერს. თუ წერა არ ისწავლე, როგორ დაწერ? DDDD.gif
ამ შემთხვევაში საუბარია სწორად წერაზე.
ყოფილა ამ ფორუმზე შემთხვევები როდესაც მიმითითებია რომ ის რასაც წერს არასწორია, ეს აქ ,,გრეხად" ითვლება საბაბით ,,მე შენ არსებით საკითხზე გეკამათები შენ კიდევ რაღაც წვრილმანებზე მეკიდები" ან რამე ასეთი მიზეზი და ავტორი ისევ ისე აგრძელებს წერას, როგორც წერდა.
მე არ ვამბობ რომ აქ გრამატიკის სემსწავლელი კურსები უნდა გაიხსნას მაგრამ ელემენტალურად შენიშვნის მიცემა და შენიშვნის მიღება არ უნდა ითვლებოდეს სამარცხვინო საქმედ და თუ რამის გამოსწორება გვინდა აქედან უნდა დავიწყოთ.
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
nda
post Oct 25 2007, 15:56
#199 
Unregistered





QUOTE(erekle @ Jul 22 2007, 03:11)
კარგია გუჯა!

ეს ყველაფერი კარგია.
ქართველმა ქართულად უნდა ილაპარაკოს და არა ლათინოჯანდაბურად.

მარა რაა უბედურება იცი?  ის რომ უმეტესობას გინდ ლათინურად დააწერიე და გინდ ქართული ასოებით. 
იმიტომ, რომ: არ შეუძლია ფოტოს განხილვა
                            არ შეუძლია ფოტოს აღქმა და გააზრება
                            არ შეუძლია ფოტოზე რაიმე ადამიანურის თქმა,

მოკლედ მე ვთვლი, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა გადაგვარების გზაზეა, აღარავინ იბადება პოეტად და აღარავის უნდა ფრენა.
უმეტესობას "ეგრეხება" ზედმეტი ორი სიტყვის დაწერა და ლათინური ასოებით წერა მაგარი პონტი გონია

ვისაც ფოტოს აღქმა არ შეუძლია, გინდ გართულად დააწერიე და გინდ ჩინურად, მაინც არ დაწერს ისეთ რამეს, რომ გაიგო რისი თქმა უნდოდა.  დაწერს ქართული ასოებით, მაგრამ მერე ვიტყვით, ამას ჯობია ლათინური ასოებით გეწერა ან სუ არ გეწერაო.

ქართული სული მკვდარია.    ჩვენ ის ფეხთ გავთელეთ.  ქართველს ქართველობის რო ცხვენოდეს, ეს არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიაში.
დღეს კი საკუთარი ენის გვრცხვენია და ქართულად, გამართული და ჩამოყალიბებული აზრის დაწერა გვეთაკილება.

თუ რამეში ვცდები, მე მაპატიეთ. 

გიყვარდეთ თქვენი: ენა, მამული, სარწმუნოება
*


ეს პოსტი უაღრესად პესიმისტურია და დემაგოგიური, მომიტევოს ავტორმა რა smile.gif
ვისთვის ქართველობა კრამიტიდან და ,,ტუფლიდან" ღვინის სმაა, ვისთვის ლათინური ან ქართული ასოებით წერა და ა.შ.
თუ ვინმეს რცხვენია თავისი ქართველობა ეს მისი პირადი პრობლემაა და არა ერის. მე არ ვთვლი რომ ქართული სული ჩაკვდა, გადავგვარდით და ბლა ბლა ბლა...

ცუდი ყველგანაა, ახლა შეიძლება უფრო მეტი ცუდია ვიდრე იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერს ხაზი გადავუსვათ.

ერზე და სულიერ ფასეულობებზე შეგვიძლია ვისაუბროთ მაგრამ არა აქ DDDD.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
GrigolS
post Oct 25 2007, 20:44
#200 

Amateur+ Amateur+
3,033


ხალხო, ლათინური ასოებით ნუ წერთ ქართულადო და თქვენ კიდევ "საქართველო გადარჩება?" ტოპიკი გახსენით? DDDD.gif

გადარჩება ხო!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Modigliani
post Oct 25 2007, 23:30
#201 

Amateur Amateur
1,780


მე გეთანხმები გუჯა ძია smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Oct 27 2007, 02:43
#202 

NewBie NewBie
1,399


QUOTE(nda @ Oct 25 2007, 12:23)
სალამ -გამარჯობა.
გადავიკითხე ეს თემა და მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა smile.gif

ჩემი აზრით, ის რის გამოც გაიხსნა თემა უბრალოდ ურა პატრიოტიზმია და ამის მიღმა რჩება ის რაც უფრო ფასეულია. არ უნდა იყოს საჯარო ფორუმზე განსახილველი თემა, ვიღაცას რომ ცუდი კომპიუტერი აქვს და რაღაც დროის განმავლობაში ვერ ახერხებს ქართული შრიფტით წერას, გინდა თუ არა  ბანი დაადეთო.  ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს იმის საშუალება რომ გამოასწოროს თავისი კომპიუტერის ეს ხარვეზი, არ აქვს მნიშვნელობა მატერიალური იქნება ეს თუ ინტელექტუალური და ამის გამო ,,წიხლის მიჭერა" ჩემი აზრით არ არის ლამაზი საქციელი.

ჩემი აზრით უფრო დიდი პრობლემა სხვა რამეა.

პრობლემა ისაა რომ ქართველმა არ იცის გამართული ქართულით საუბარი. აქ ამ ტოპიკშიც, სადაც გულზე მჯიღის ცემა მიდის და საქართველოს სიყვარულში ეჯიბრება მავანნი ერთმანეთს უამრავი ისეთი გრამატიკული შეცდომაა რომ უბრალოდ სამარცხვინოა.
თუნდაც პირველ პოსტში, დავიწყე თვლა და სადღაც 5-6 მდე რომ ავედი პოსტის შუაში მერე თვლა დამეზარა.
მოდით ჯერ გამართული ქართულით საუბარი, წერა-კითხვა ვისწავლოთ და მერე მოვუწოდოთ სხვას ქართულად საუბრისკენ.
და კიდევ ერთი, რატომღაც აკრძალულია ლათინური შრიფტით კომენტარის დაწერა, მაგრამ არავინ საუბრობს ლათინური შრიფტით დაწერილ სათაურებზე.

მავანს ურჩევნია დაწეროს rain და არა წვიმა და ა.შ. ეს არ არის პრობლემა? დავიჯერო ,,რეინ" უფრო უკეთ გამოითქმის ვიდრე ,,წვიმა" ? მესმის რომ ასეთი ტიპის სათაური დაშვებული იყოს როცა ადამიანს ციტატა მოჰყავს მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ევროპული და ,,Fეშენი" სათაურები ჩემთვის პირადად სასაცილოა.

ეგ ორი პრობლემა ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი, საპოლემიკო და განსახილველი საკითხია, ვიდრე ის, თუ როგორ დავბანოთ საწყალი იუზერი რომელსაც კომპიუტერის გაუმართაობის გამო ქართული შრიფტით წერა არ შეუძლია.
*




აპლოდისმენტი! bravo.gif bravo.gif bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sopho Nadareishvili
post Oct 27 2007, 15:52
#203 
Club Founder

Administration Administration
14,588


QUOTE
ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს იმის საშუალება რომ გამოასწოროს თავისი კომპიუტერის ეს ხარვეზი, არ აქვს მნიშვნელობა მატერიალური იქნება ეს თუ ინტელექტუალური და ამის გამო ,,წიხლის მიჭერა" ჩემი აზრით არ არის ლამაზი საქციელი.

კარგად ვერ გადაგიკითხავს თემა. უფრო დაკვირვებით რომ წაგეკითხა უამრავ ინსტრუქციას ნახავდი როგორ უნდა მოაწესრიგო შენი კომპიუტერი ძალიან მარტივი მეთოდებით და შეძლო ქართულად წერაsmile.gif ამის გასაკეთებლად არც მატერიალური მხარეა საჭირო და არც კომპიუტერის მაღალ დონეზე ცოდნა. ინსტრუქციების მიხედვით ამის გაკეთება სულ რაღAც 10 წუთში ნებისმიერ
QUOTE
საწყალი იუზერი
-ს შეუძლიაsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
eka-ekaterine
post Nov 9 2007, 15:23
#204 

NewBie NewBie
297


ფოტოს რატომ ვერ ვდებ????ლიმიტიც გავიდა,ზომებშიც ნორმალურია... unsure.gif რა ვქნა????
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sikvdila
post Nov 9 2007, 15:26
#205 

Amateur+ Amateur+
4,525


eka-ekaterine,
რას გიწერს, როცა არ გადებინებს ფოტოს, დააკოპირე აქ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
eka-ekaterine
post Nov 9 2007, 15:29
#206 

NewBie NewBie
297


არაპერს არ მიცერს,უბრალოდ მტავარი გვერდი იხსნება და ჩემს ფოტოს კვალს ვეგარ ვაგნებ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Shota Megrelishvili
post Nov 9 2007, 15:47
#207 
Club Founder

Photographer Photographer
7,124


eka-ekaterine,
აღწერეთ რას აკეთებთ ზუსტად და დეტალურად რომ შევძლოთ დაგეხმაროთ.

სურათი შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ: contact@boke.ge და გადავამოწმებთ რა ხდება.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dathuna
post Nov 10 2007, 11:26
#208 

Amateur Amateur
19,278


ბოკესთან ერტად სხვა საიტს რო ვრთავ ხოლმე ბოკე აღარ მუშაობს... სხვა გვერდებზე არ გადადის... მერე სანამ ინტერნეტ ფაილებს არ წავშლი და თავიდან არ შევალ არაფერი შველის ხოლმე..
და რიისი ბრალია... ინტერნეტის ბრალი მემგონი არაა სხვა საიტებზე ეგრე არ მიშვება smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sikvdila
post Nov 10 2007, 13:57
#209 

Amateur+ Amateur+
4,525


dathuna,
შენი ბრაუზერის ბრალია smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
eka-ekaterine
post Nov 10 2007, 14:28
#210 

NewBie NewBie
297


ფოტო გამოგიგზავნეთ ამ მისამართზე http://www.boke.ge/forum/index.php?showtop...იქნებ ნახოთ რატომ ვერ ვდებ საიტზე...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 10th November 2024 - 11:13

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'