BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> არაქტიური იუზერები

| |
Mikheil Samkharadze
post Apr 17 2012, 12:31
#31 

Amateur+ Amateur+
22,472


keto,
მემგონი, ძალიან გაუგებარი დარჩა ამ თემის იდეა უმეტესობისათვის:

აქ არაა საუბარი ჩემს სტატუსზე, მე მყოფნის ეს ლიმიტი. კიდევ რამდენიმე წელი მეყოფა. არც თქვენი სტატუსის ჩამოქვეითებაზე არაა დამოკიდებული ვინმეს სტატუსის მომატება. ეს ორი რამ საერთოდაც არაა დაკავშირებული ერთმანეთთან. არალოგიკურია. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ, ვინც აქტიურია, მას სჭირდება ეგ სტატუსი და შესაბამისი დაფასება. ის, ვინც ოდესღაც ბოკეზე რაღაცას აკეთებდა, საიტს ქმნიდა, კარგ ფოტოებს იღებდა და ხალხს აღაფრთოვანებდა, დღევანდელი იუზერების 70 პროცენტს თვალითაც არ უნახავს. იმიტომ, რომ თვითონ ამ იუზერბმა აირჩიეს ეგ გზა. აღარ აქვთ დრო, სურვილი და ასე შემდეგ. რა ვქნათ, ველოდოთ, როდის გაუღვივდებათ ისევ ბოკესადმი სურვილი? თუ წავიდეთ წინ როგორღაც? ჩაბარდა ეგ ხალხი ისტორიას, ახლა საიტს ახალი ხალხი ჰყავს და ახალ ხალხზე უნდა გადანაწილდეს ბოკე. ესაა ამ თემის მთავარი იდეა, საიტი უნდა წავიდეს წინ და არ უნდა დარჩეს იმ "ძველ სახლად", სადაც ოდესღაც კარგი დრო გაგიტარებიათ და ბევრი მოგონება გაქვთ. წახვედით ამ სახლიდან თქვენ და სხვა ხალხი ცხოვრობს უკვე აქ

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Apr 17 2012, 16:15
#32 

Validating
5,589


მე არ მაინტერესებს ეგ საკითხი...
შეგიძლიათ, მეც ჩამამატოთ სიაში.... -_-
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gogia
post Apr 17 2012, 22:09
#33 

Master Master
7,645


ისა, მე პენსია არ მეკუთვნის?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Apr 18 2012, 00:59
#34 

Amateur+ Amateur+
9,666


Gogia lol.gif იდეაში წინ უნდა მიდიოდეს ბოკე გეთანხმები )))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Apr 18 2012, 01:56
#35 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


მოდით დავხატოთ ფოტო საიტის იდეალური ვარიანტი.

მე ვიქნებოდი სიამოვნებით ისეთ საიტზე სადაც იქნებოდნენ მხოლოდ პროჶები!
შეიძლება დამწყები ფოტოგრაფებისთვის ყოფილიყო თვეში ერთხელ კონკურსი და საიტზე რეგისტრაციის მხოლოდ 5 კვოტა. საიტზე რა თქმა უნდა არანაირი სტატუსი! მხოლოდ სახელი და გვარი მისი გალერეა, მორჩა. ჩემი აზრით, როცა წრე შევიწროვდება და საიტზე იქნება ის ხალხი ვისაც აინტერესებს მართლა თავისი პროფესიული განვითარება, თავისი იდეების თუ ნამუშევრების გაზიარება საიტი გახდება უფრო საინტერესო. იმიტომ რომ, 4-5 გვერდს არ გადაფურცლავ ნორმალური ფოტოს ძიებაში. იმაზე ვერავინ შემეკამათება რომ ნებისმიერი ევენთის თუ კარიკატურის თუ ფილმობანა თუ რა გინდა უფრო რეიტინგული ტოპიკები იყო ვიდრე რომელიმე ფოტოგრაფის ბიოგრაფია. და როდესაც გაჩნდა ისეთი სოციალური ქსელი როგორიც არის ჶეისბუქი ეს ხალხი და მე საკუთარ თავსაც ვგულისხმობ ამ ხალხში გადავიდა ყველა იქით. მაგრამ აი დავუშვად მე გავაკეთებ ჶეისბუქზე ჯგუფს და იმ ჯგუფში დავპატიჟებ იმ ფოტოგრაფებს რომლებიც მაინტერესებს და ასე შემდეგ. და ამ ჯგუფში ჩვენ ყველა ერთმანეთს ჩვენს ნამუშევრებს გავუზიარებთ. მორჩა დამთავრდა ეგ არის.

ამიტომ კითხვა რა აქვს ბოკეს ისეთი რაც არ აქვს ჶეისს? გარდა იმისა რომ ბევრს გვიყვარს ეს საიტი და ბევრ ტკბილ ამბებს და მწარე ამბებსაც გვახსენებს, ბოლოს და ბოლოს აქ ვცხოვრობდით.
Added @
ისე არ გეგონოთ ეს ჩემი ჶ ჭ-ა თორემ სიტყვა პროჶები ნამეტანი არა კორეკტულად გამოიყურება: ))))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Apr 18 2012, 03:01
#36 

Amateur+ Amateur+
7,355


ბევრი ვუყურე ამ თემას, და 1 აზრი ჩამომიყალიბდა, რომ ბოკეზე საჭიროა წახალისებასთან ერთად საიტის ძრავის განახლება, გარკვეული კილომეტრაჟის შემდეგ ძრავში როგორც წესი იცვლება ზეთი, ასევეა საიტებსეც იცვლება ან იუზერი ან ზოგადად საიტის ძრავი, ეს ძრავი მქმედებს იმაში რომსაჭიროა აქტიური იუზერების წახალისება, მე მაგალითან ამ საიტზე მოვხვდი შემდეგ ნაირად, ადმინისტრატორ Nika ს ვიცნობ ჯერ კიდევ ოფროუდიდან, მე მაშინ გამიჩნდა ინტერესი ნიკას შემხედვარე ზოგადად ფოტგრაფიაზე. ვიღებდი მეც ფოტოებს, მერე 1 2 მა ადამიამა მითხრა რომ კარგი ხედვა გაქვსო. ნიკასგანაც ვისმენდი კრიტიკას და ჩამითრია ამ ყველაფერმა, მერე მინდოდა რომ უფრო მეტ ხალხს ენახა, მირჩია ამ საიზე დარეგისტრირება, მაგრამ შემდეგნაირად, გადახედა ჩემს გალერეას და ვიმსახურებდი თუ არა ამ საიტზე დარეგისტრირებას მან გადაწყვიტადა ის ეგამიხსნა ექაუნთი ბოკეზე (მაშინ სეწყვეტილი იყო რეგისტრაცია და მხოლოდ რეკომენდაციით ხდებოდა საიტზე ექაუნთის გახსნა)

მახსოვს MINI, ლევან ყიფიანი, არჩერი, ჯინჯერი, რიმანელი, სოფო ნადარეიშვილი, სკაუტი, ნინა მინზონი, მაძლევდნენ რჩევებს, იცი ჩემო ლევან ეს ასე აჯობებს ეს ასე აჯობებს, ეს ზედმეტია, ეს კარგია ეს ცუდია.
მე კრიტიკას ვიღებდი ისეთს ამ საიტზე რომ იმის გამოსწორების მუღამი მქონდა და ინტერესი, რადგან მე ვთვლიდი იმ კრიტიკას მისაღებად.

კრიტიკა იყო დაწვრილებითი, კონკრეტული და მიზანშეწონილი, მე ბევრი რამე ვისწავლე ზემოთ ჩამოთვლილი იუზერებისგან ვისიც დღემდე მე დიდ მადლიერი ვარ და მათ ნაშრომს ყოველთვის პატივისცემით ვექცევი.

რეებს ვიღებდი ეხლა რომვუყურებ რამის სიცილით გავსკდე, ეხლა კი თურმე რამდენი რამე უსწავლებია ბოკეს ჩემთვის. აქ ვისწავლე კრიტიკის პატივისცემა, და თუ დაუკვირდებით ჩემს გალერეაში ყველა ფოტოზე აწერია "ველქამ კრიტიკებიოოო".

მახსოვს მინის ვუგზავნიდი ფოტოებს, და მიმუშავებდა ხოლმე, და შემდეგ ვდებდი ბოკეზე, ეს იმას კი არ ნიშნავდა რომ მე რახან მინის დამუშავებული ფოტო მედო ბოკეზე მაგარი როჟა ვიყავი, არამედ მე მინისგან რომ ვხედავდი ამხელა ყურადღებას მაგის მუღამზევ ვიყავი რომ რა შენიშვნასაც მომცემდა და მირჩევდა რომ ლევან ასე ჯობია!!!!!!!!! მე გამეთვალისწინებინდა.
ეს ჩემთვის რამხელა სიხარული იყო ვერ აგიღწერთ, როცა ამატურ+ შენი ფოტოთი და ზოგადად შენით ინტერესდება და გეხმარება, ნუ გგონიიათ რომ რახან მე ეხლა უკვე მინის, სკაუტის, რიმანელის, მინზონის, და შეშემდეგ იუზრებისნაირი სტატუსი მაქვს მათი აზრიაღარაა ჩემთვის ღირებული. პირიქით უფრო მნიშვნელლოვნიცაა ვირე ადრე.


მე ამით იმის თქმა მინდა რომ ნიუბაისთვის, ამატუ+ და მასტერებისთვისაც ნებისმიერი ადამიანის აზრი მსიაღებია, და მითუმეტეს ე.წ ვანიჩოკებისთვის, რამხელა სტიმულია მათთვის სტატუსიანი (იგივე გამოცდილი ხალხის) რჩევა შეიძლება ამაზე წარმოდგენაც არ გქონდეთ.
ასე რომ სტატუსს ჩვენთვის თუ არა მათთვის აქვს მნიშვნელობა ზუსტად იმ პრინციპით რა პრიცნციპიც წეღან დავწერე.


სქემაა მარტივი: სტატუსი გაქვს მაღალი? რჩევას აძლევ ახალ სწვრს? ის აუცილებად იტთვალისწინებს.
სატუსი გაქვს მაღალი?: არ შეეკითხება ახალი წევრი ახალს რაიმე კითხვას ადგება და გამოცდილს შეეკითხება, გამოცდილი კიდევ სტატუის მიხედვით უნდა აარჩიოს.


და აი სწორედ აქ გადაიკვეთა ჩემი და ფოროგრაფიის ხაზი ერთმანეთზე. იმდედაც ჩამითრია მე ამ ყველაფერმა, (მინის რიმანელის ნინას ჯინჯერის რჩევებმა) რომ ეს ჩემი ნაწილი გახდა, მე გადავწყვიტე ჩამებარებინა თეატრალუში ფოტოგრაფიაზე და ამეთვისებინა ეს პროფესია როგორც ჩემს მომავალ საზრდო სარჩენ საქმედ. აწი უკვე დავამთავრე კიდეც უნივერსიტეტი ამ საქმიანობით და მე ვთვლი რომ არ შევმცდარვარ.


აი ამ ყველაფრით კი იმის თქმა მინდა რომ, ბოკეზე დარეგისტირებულმა ახალბედა დამწებმა შეიძლება ისე დახვეწოს ჩვენი რჩევით ეს პროფესია რომ ცხოვრების აზრად გაიხადოს. ისევე როგორც მე.


და როგორც აწ უკვე ბევრჯერ ხსენებული იუზერები დამეხმარნენ მე ისე დავეხმაროთ ჩვენც.





დააა კიდევ, ამ საიტზე სტატუსიც მნიშვნელოვანია, გალერეაც და კრიტიკა შეფასების კორექტულობაც. შეიძლება ჩვენთვის აღარ იმიტომ რომ საკმარისზე მეტი ვიცით მაგრამ სხვებისთვის უმნიშვნელოვანესი შეიძლება იყოს
.ამდენის გაკეთებაც თუ არ გვინდა რომ სხვას ვურჩიოთ რამე და შეცდომა შევუსწოროთ მაშინ აღარაფერი დაგვრჩენია ამ საიტზე. ჩვენ თუ გავიზარდეთ ამ საიტზე დროა ჩვენც გავზადროთ სხვები.

სწორედ ესაა საიტის აქიურიობა მეტკიარაფერი. არავითარი დღის ფოტოები და ასე შემდეგ, მე მენატრება 2 3 წლის წინადელი ბოკე სადაც ყველა ფოტოზე იწერებოდა 20 30 კომენტარი მაგრამ აქედან მინიმუ 15 აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო.



მე ეხლა ავღწერე ვრცლად თუ რამხელა საქმე გააკეთა ბოკემ ჩემს ცხოვრებაში. და შეიძლება ასე მოხდეს ნებისმიერი "ნავიჩოკისთვის" რაშიც უდიდესი წვლილის შეტანა შეგვიძლია.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Liza Niniashvili
post Apr 18 2012, 10:57
#37 
Чайка

Photographer Photographer
17,183


QUOTE
წახვედით ამ სახლიდან თქვენ და სხვა ხალხი ცხოვრობს უკვე აქ


золотые слова. ты пишешь стихи ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Apr 18 2012, 12:30
#38 

Amateur+ Amateur+
22,472


LOOSER,
ყოჩაღ!! მადლობა ასეთი კომენტარისათვის.
იგივე შემიძლია, დავწერო მეც: მე დღემდე არ წამიშლია ის ძველი ფოტოები, რითაც დავიწყე საიტზე აქტიურობა, რომ მუდმივად ვხედავდე, რით დავიწყე და სად ვარ. ამ საიტზე შემიყვარდა ფოტოგრაფია და დარეგისტრირების დღიდან აქ ვარ, აქ ვცხოვრობ. ძალიან მიკვირდა და დღემდე მიკვირს იმ ხალხის, ვისაც "კიდია" შეფასება, სტატუსი, აქტიურობა, ახალი იუზერები, მაგრამ არ ჰკიდიათ ბოკე. და ვერც კი ხვდებიან, რომ ბოკე სხვა არაფერია თუ არა ის, რაც "პაბალშომუ" ჰკიდიათ. ვისაც დახმარება არ უნდა, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან. მინდა, რომ იყოს აქტიური საიტი, ვისაც არ უნდა, ნუ შემოვა ბატონო და დაგვაცადონ.

ფოტოსაიტი იგივე "ბაზარია", სადაც ყველა ჩვენ ჩვენს დახლებზე ვდებთ პროდუქტს, რომელსაც ათვალიერებენ, სინჯავენ, აგემოვნებენ, ირგებენ და ბოლოს და ბოლოს ყიდულობენ. როგორც ყველა პროდუქტი ბაზარში, აქაც ყველა ფოტოს აქვს თავის ფასი, ანუ ჩვენ დამთვალიერებელი განვსაზღვრავთ მის ღირებულებას ჩვენი შეფასებებით. იმის მტკიცება, რომ შეფასებები არაა მთავარი, არის სისულელე. მაშინ საიტი კი არა საგამოფენო სივრცე უნდა ერქვას. დღის ფოტო, თვის ფოტო და წლის ფოტოს გამარჯვებული ფოტოები შესაბამისად უნდა ითვლებოდეს ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტად. ვისაც არ ესმის მარკეტინგი, ვერ გაიგებს რას ვწერ აქ. მე ამ საიტიდან მყავს კლიენტები, ჩემს ფოტოებს ეძებენ და ყიდულობენ. ეს ბოკე-ს და ფლიკრ-ის დამსახურებაა. და სისულელეა ახლა ვინმემ მიმტკიცოს, რომ მიმკვდარი საიტი სჯობს აქტიურ და ხალხით სავსე საიტს. საიტზე უნდა იყოს მნახველი, ბევრი იუზერი და სხვადასხვა ფასიანი პროდუქტი. ეს არის ფოტო საიტი, რომელსაც აქვს პოტენცია გაზარდოს კიდევ ბევრი თაობა, როგორც გაზარდა პირველი ფოტოაპარატიანი ტიპები ქვეყანაში, ბოკეს გაჩენამ ამ პროფესიის გააქტიურება გამოიწვია, ეს ფაქტია და ვერ გაექცევი. ამ საიტს აქვს პოტენცია გახდეს შემოსავლის წყარო, აქვს პოტენცია ჩაატაროს კონკურსები და უბრალოდ ისევ გახდეს ახალი სხვა იუზერებისათვის ის "სახლი", სადაც ძველ იუზერებს კარგი დრო უტარებიათ და მათაც გამოსცადონ ეს ყველაფერი. მე რომ დავრეგისტრირდი, უამრავი კარგი ფოტოგრაფი იყო საიტზე და მე მათი ნამუშევრების თვალიერებიტ ვისწავლე ბევრი რამ, ახლა ვისგან რა უნდა ისწავლონ?

სწორედ ამიტომ მოვითხოვე სტატუსების გადანაწილება. შეუძლებელია, ახლა ვინმეს აიძულო, ისევ იაქტიუროს, როგორც 5 წლის წინ, აღარ უნდა და მორჩა. ამიტომ უნდა მისცე სტატუსი იმას, ვინც აქტიურობს და აქვს პოტენციალი სხვას რამე ურჩიოს, თუნდაც მიზერული.



Liza Niniashvili,
ვწერ ლექსებს და მოთხრობებსაც smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Unc
post Apr 18 2012, 12:52
#39 

Photographer Photographer
849


პიპეც
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Apr 18 2012, 13:31
#40 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


"და სისულელეა ახლა ვინმემ მიმტკიცოს, რომ მიმკვდარი საიტი სჯობს აქტიურ და ხალხით სავსე საიტს. საიტზე უნდა იყოს მნახველი, ბევრი იუზერი და სხვადასხვა ფასიანი პროდუქტი."

დაე იყოს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tandila
post Apr 18 2012, 16:14
#41 

Photographer Photographer
6,717


ზნაჩიტ მაგდებენ?
რუსთაველს პოეტობა ჩამოვართვათ 800 წელია არაფერი დაუწერია DDDD.gif
ეს ისე, მაგრამ ცხონებულ ფოტოფრაფებს რას უშვებით?
იმის მაგივრად რო სხვისი ბინძური იქექოს, თქვენით გააკეთეთ ის რაც ძველმა ბოკემ გააკეთა, გაიზარდა და სხვა ეტაპზე გადავიდა,
ხალხს ზოგს სამუშაო აქვს და ზოგს ბავშვები, ზოგმაც დაალომბარდა აპარატი, დავსაჯოთ?
სამუდამოდ ფოტოს გადაღების აკრძალვა
გადაღებული ფოტოების საავტორო უფლებების ჩამორთმევა
\

მოდით რა ადმინისტრაციამ გადაწყვიტოს ინდივიდუალურად
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TIHIRO
post Apr 18 2012, 16:35
#42 

Amateur Amateur
427


QUOTE(Levan Sikharulidze @ Apr 18 2012, 01:56)
მოდით დავხატოთ ფოტო საიტის იდეალური ვარიანტი.

მე ვიქნებოდი სიამოვნებით ისეთ საიტზე სადაც იქნებოდნენ მხოლოდ პროჶები!
შეიძლება დამწყები ფოტოგრაფებისთვის ყოფილიყო თვეში ერთხელ კონკურსი და საიტზე რეგისტრაციის მხოლოდ 5 კვოტა. საიტზე რა თქმა უნდა არანაირი სტატუსი! მხოლოდ სახელი და გვარი მისი გალერეა, მორჩა. ჩემი აზრით, როცა წრე შევიწროვდება და საიტზე იქნება ის ხალხი ვისაც აინტერესებს მართლა თავისი პროფესიული განვითარება, თავისი იდეების თუ ნამუშევრების გაზიარება საიტი გახდება უფრო საინტერესო. იმიტომ რომ, 4-5 გვერდს არ გადაფურცლავ ნორმალური ფოტოს ძიებაში. იმაზე ვერავინ შემეკამათება რომ ნებისმიერი ევენთის თუ კარიკატურის თუ ფილმობანა თუ რა გინდა უფრო რეიტინგული ტოპიკები იყო ვიდრე რომელიმე ფოტოგრაფის ბიოგრაფია. და როდესაც გაჩნდა ისეთი სოციალური ქსელი როგორიც არის ჶეისბუქი ეს ხალხი და მე საკუთარ თავსაც ვგულისხმობ ამ ხალხში გადავიდა ყველა იქით.  მაგრამ აი დავუშვად მე გავაკეთებ ჶეისბუქზე ჯგუფს და იმ ჯგუფში დავპატიჟებ იმ ფოტოგრაფებს რომლებიც მაინტერესებს და ასე შემდეგ. და ამ ჯგუფში ჩვენ ყველა ერთმანეთს ჩვენს ნამუშევრებს გავუზიარებთ. მორჩა დამთავრდა ეგ არის.

ამიტომ კითხვა რა აქვს ბოკეს ისეთი რაც არ აქვს ჶეისს? გარდა იმისა რომ ბევრს გვიყვარს ეს საიტი და ბევრ ტკბილ ამბებს და მწარე ამბებსაც გვახსენებს, ბოლოს და ბოლოს აქ ვცხოვრობდით.
Added @
ისე არ გეგონოთ ეს ჩემი ჶ  ჭ-ა  თორემ სიტყვა პროჶები ნამეტანი არა კორეკტულად გამოიყურება: ))))
*




ამ იდეალურ ბოკეზე ჩემი ადგილი არ იქნებოდა.არადა, იქნება რა მარგალიტი გავხდე დიდი წვალების მერე?smile.gif
ყველაზე მეტად ჩემი ცუდი ნამუშევრების კრიტიკა მინდა. ვერ ვხვდები რატომ აიგნორებს ხალხი.ჩემია და რახან დავდე აქ მომწონს. მაგრამ ვხვდები რომ რახარ არც შეფასებაა და არც კომენტარი ვერაა რიგზე ყვლაფერი. კიდევ უამრავი კითხვა მაქვს და ფორუმი ისეა გადავსებული რომ იმის ძიებაში სად ვიკითხო კითხვა მავიწყდება. ახალი თემის გახსნა კიდევ ჯერჯერობით ვერ გამიბედავს

Added @
.. ხო კიდევ 4 ბავშVი მყავს და შესაბამისად ბოკესთვის დრო რაც მექნება- წარმოიდგინეთ. შემოვალ ერთხელაც ღამე და წაშლილი ვიქნები?ეგრე თქვენ მე5ეს გამაჩენინებთ, სხვა საქმე რომ არ მექნებაsmile.gif)))))))))))))))))))))))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Apr 18 2012, 18:49
#43 

Amateur+ Amateur+
8,113


ამდენი ხანი ვკითხულობ და ვფიქრობ სწორი დასკვნა გამოვიტანე, აქ არ არის საუბარი ვინმეს დაქვეითებაზე, აქ საუბარია სხვების წახალისებაზე და ზოგადად კ ჩორტუ სტატუსები, ზოგადად საიტის გამოცოცხლებაზეა საუბარი.

მოდით პირდაპირ ვთქვათ, აქ ხალხი შემოვა იმ შემთხვევაში თუ რაიმე კარდინალური ცხვლილება მოხდება, იმიტომ რომ ბოკემ (და არა მხოლოდ ბოკემ) ამოწურა თავისი თავი როგორც უბრალო ფოტო საიტმა - გალერეამ, რადგან გაჩნდა ფეისბუქი. უნდა მოხდეს ახალი სისხლის გადასხმა, ახალი ინტერესი, თუნდაც კომერციული, საიტმა უნდა შეიცვალოს სახე, გარდა გალერეისა უნდა ქონდეს სხვა დატვირთვა, სხვა შემთხვევაში გავა 1-2 წელი და საიტზე არც ის ხალხი აღარ შემოვა ვინც ეხლა შემოდის.

რა არის ამისთვის საჭირო? რათქმაუნდა დრო, დრო რომელიც დასვენებისთვის არის გამოყოფილი სამსახურის შემდეგ, რადგან უმრავლესობა საკუთარი სამსახურით და ოჯახით არის დაკავებული. ასევე მონდომება და რაც ყველაზე მთავარია იდეა!

ჩამოყარეთ იდეები! ოღონდ რეალური, შესრულებადი (ისეთი რომელსაც შეძლებთ) და შესთავაზეთ ადმინისტრაციას. დარწმუნებული ვარ საღ აზრს ნებისმიერი საიტის ნებისმიერი ადმინისტრაცია მიესალმება.

ზა ძელო ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Apr 18 2012, 21:54
#44 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


tandila,
Nikoloz Mameishvili,

+ 1
Added @
TIHIRO,

5 არ ვიცი მარა 4-ზე ესე 12 წელიწადში დაგეწევი: )
ჯერ მხოლოდ ერთი

4 რომ გყავს და ამხელა კომენტს რომ ასწრებ ბრავოოოო bravo.gif bravo.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Apr 18 2012, 23:53
#45 

Validating
5,589


ფორუმი, როგორც ინტერნეტპლატფორმა კრიზისს განიცდის...
რა შუაშია ბოკე საერთოდ? -დ


ფასიანი სერვისები.... -დ კაიფობთ? -დ


კაროჩე...
საქმე გააკეთეთ..
გამოფენები, "ტუსოვკები", გულავი, გასვლები, პროქტები და ეგაა... ;= ))))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Apr 19 2012, 05:30
#46 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


ამას მთლიანად ნამდვილად ვერ წავიკითხავ მოვკვდები და აღარც ბოკე მინდა აღარც სტატუსი.
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.

საერთოდ რა თემაა ეს ? რა სტატუსი ?
მიხო იყო ცუდ ხასიათზე შემოვიდა და ჩვენ გვეჩხუბება მგონი.
შარშან რომ გავხსენი თემა სადმე წავიდეთ თქო და დღემდე რომ მარტო ჩემი პოსტია იქ ეს არ გაღელვებს.თ ?
რა დროს სტატუსია ხალხმა ერთმანეთი "დავიკიდეთ"
დავდივართ კუტოკებად .
გამოფენა იყო ლევანისი ყიფიანის გამიხარდა ჯერ ერთი დიდი ხანი ველოდი ამ გამოფენას და მეორე ადრე ხალხს ვნახულობდი გამოფენებზე და ვიფიქრე აქ მაინც დავიჭერდი რამოდენიმეს გადასაკოცნად.
მივედი და მაქსიმუმ 10 ადამიანი ვნახე ისიც ვერ.

ამაზე იფიქრეთ თქვენ და მერე სტატუსებიც იქნება და აქაც იაქტიურებს ხალხი.
გამოფენები დავიკიდეთ .საიტზე ვინმე ვინმეს რამეს დავუწერთ ?

უკან მივდივართ უკან !
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Peso
post Apr 19 2012, 08:29
#47 

Amateur+ Amateur+
6,305


ზოგადად თემა რომ ფორუმი უნდა გამოცოცხლდეს ვეტანხმები, მაგრამ რა საჭირო იყო არააქტიური მომხმარებლების ჩამოწერა ვერ მივხვდი, საწყენად არ მიიღო მაგრამ ამ ფაქტმა ჩემზეც იმოქმედა იმიტომ რომ ბევრი მეგობარი და ახლობელი ვნახე იმ სიაში, რომლებისგანაც ირადად მე ვისწავლე ფოტოგრაფიის ანა-ბანა და ბოკეს არსებობა.

მოდით უფრო მეტი "ჩვენ" გავაკეთოთ და ძველებს ამით ვცეთ პატივი, ხოლო მათი სტატუსები ჩემი სტატუსიანად თუ გინდა წყალს წაუღია!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sofio Gokhelashvili
post Apr 19 2012, 16:03
#48 

Amateur Amateur
11,533


დავხვრიტოთ მიშა სამხარაძე ამ სახელების ჩამოწერისთვის და იმისთვისაც რომ არ კიდია ბოკე! აბა შევადგინოთ სია ვინაა თანახმა:
1_ სოფიო გოხელაშვილი_დუცი
2_ ?????
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tandila
post Apr 19 2012, 16:40
#49 

Photographer Photographer
6,717


სიების შედგენას და პოპულისტური განცხადებების კეთებას, ადმინისტრაციასთან კონსულტაცია და საქმეში გარკვევა ჯობია.
ბოლოსდაბოლოს კერძო საიტია და ყველანი მუქთა სტუმრები ვართ
Added @
ხოდა კეშას თუ გონია რომ ვინმეზე კაი სურათს იღებს, ეგ არ ნიშნავს რომ ეგრეა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sofio Gokhelashvili
post Apr 19 2012, 16:49
#50 

Amateur Amateur
11,533


რატომ ჩააცივდით ამ კეშას კაცო, რა დააშავა ამ ადამიანმა, თავის გულისტკივილს წერს კი არ ყვირის მე ყველაზე მაგარი ვარ ბოკეს წილი მომეცითო?!
პიროვნულად ნუ უკავშირებთ კეშას ნურაფერს რააა!!!!!!
რიგითი მომხმარებელია ამ საიტის.. და შეიძLებოდა ნებისმიერს დაეწერა იგივე
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Apr 19 2012, 20:53
#51 

Amateur Amateur
308


LOOSER,
ლევან მომეწონა შენი კომენტარი... bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Apr 20 2012, 02:56
#52 

Amateur+ Amateur+
22,472


tandila,
ვწუხვარ, რომ ძალიან არასწორად გაიგე ჩემი პოსტების შინაარსი...
სხვას ვერაფერს ვიტყვი, მეგონა ძალიან მარტივი რამ ვთქვი და თურმე სასწაულად რთული გასაგები აღმოჩნდა ბევრისათვის, მე არსად დამიწერია ვინმეს სტატუსი ჩამოვართვათ მეთქი smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Apr 20 2012, 04:34
#53 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


QUOTE
ვწუხვარ, რომ ძალიან არასწორად გაიგე ჩემი პოსტების შინაარსი...


არასწორად არავის გაუგია შენი პოსტი.ისე გავიგეთ ყველამ როგორც დაწერე.
სტატუსი არავის მომატებია იმისათვის რომ ბევრ კომენტარს წერდა.
ვინც რას ან როგორ იღებს ამით მოემატა.
ბევრი მეგობარიც ვნახე და ბევრისგანაც ვისწავლე როგორც ზევით Peso მ აღნიშნა.
სია რისთვის შეადგინე მე ნამდვილად ვერ ვხვდები.
არხარ სწორი. და არც იქცევი სწორად.
შენ თუ საიტის გამოცოცხლება გინდა ასე ვთქვათ. მოდი ცოტა სხვანაირად მიუდექი და დაივიწყე "მიხეილობა" იყავი მიხო და მიაწექი თუ ძმა ხარ.

მირჩევნია წაშლილი გალერეით ვიჯდე ვიდრე "პმ/დფ" _ებით გაჯერებული გალერეით ვახარბებდე ვინმეს ჩემს ნამუშევრებს. გამგები გაიგებს და ძველი ბოკელები მიხვდებიან რას ვგულისხმობ.

სიამოვნებით მოვიდოდი ბოკეს ოფისში ბოკეს განახლების , თუნდაც წინ წასვლის განხივლის ამბავში.
თუ მოხერხდება შევიკრიბოთ.
ნამდვილად მიყვარს ბოკე და არ მადარდებს არცერთი საიტის მომხმარებლების რაოდენობა, აქტიურობა და ასე შემდეგ. wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Liza Niniashvili
post Apr 20 2012, 11:11
#54 
Чайка

Photographer Photographer
17,183


Mikheil Samkharadze, პრობლემის ჩვენებისთვის არასწორი რაკურსი გაქვს არჩეული. მარტო ეს არის მიუღებელი. სხვა დანარჩენზე არავინ გედავება.

სწორი რაკურსი იქნებოდა : მოდით შევიკრიბოთ, საიტის ადმინისტრაცია + რამოდემინე დაინტერესებული ადამიანი და შევიმუშავოთ საიტის წინ წასვლის გეგმა.

ეგ არის !

არ არის საჭირო სიების შედგენა და იმაზე დავა ვინ ტრივიალურად დაკარგა ფოტოგრაფიისადმი ინტერესი ან ვის უბრალოდ არ აქვს მისთვის დრო და სხვა რესურსი.

მიდგომაა მთავარი.

Sofio Gokhelashvili, არავინ არ უგეგმავს მიშას დაგხვრეტვას. მერე რა რომ დღეს ჰიტლერის დაბადების დღეა : ))) მესმის რომ შენი მეგობარია და "იცავ". აქ არავინ ცდილობს მის დაჩაგრვას. უბრალოდ ყველამ თავისებურად უთხრა, რომ მისი პრობლემის გადმოცემის მანერა ბევრისთვის მიუღებელია.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Apr 20 2012, 11:27
#55 

Amateur+ Amateur+
7,355


გადმოცემის მანერა მიუღებელი ბევრისთვის როგორ არის ჯერ აქედან დავიწყოთ, ეს თემა რომ არა არცერთ თქვენგანს არ მოაფიქრდა რომ გაეხსნა ან ესეთი ან კიდევ მსგავსი, რაც საიტის გამოცოცხლების მიზნით იქნებოდა მიმართული.

მეორე ის რომ ძალიან პრაფესორული გამოსვლებია რომ ამბობთ ეგ კიარა ეს უშველის საიტსო ეს თემა კიარა შეკრებვა გააცოცხლებსო. ადექით და ამგვარი ან უკეთესი ბოკეს გასაცოცხლებელი თემა გახსენით ვინც ამაზერზე ხართ. მე ასეთ თემას ვერ ვხედავ ჯერ.

ყველა რომ მისდექით და შენ არასწორი ხარ და ცუდად აზროვნებ და ესეკარა ესე ქენიო. ადექით და ქენით თქვე.


ცოტა ისეთი მომენტია რა, კაცის გაკკეთებული და ნაფიქრი არ მოგწონთ ეუბნებით ჩვენი ნათვამი უფრო სწორიაო და არაფერს არ აკეთებთ.

მე გაგიხსნით თუგინდათმას, შეიკრიბეთ და განსაჯეთ რა არის საიტის გაცოცხლებისთვის საჭირო.

მეც მოვალ და ჩემს აზრს ვიტყვი მარა იცი რამგონია რომ კაციშვილი ამის გამკეთებელი არაა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Liza Niniashvili
post Apr 20 2012, 11:41
#56 
Чайка

Photographer Photographer
17,183


LOOSER,

ქამ დაუნ !

აი ამდენი კომენტერბის წერას უკვე დაგეგმავდით შეხვედრას და რამეს რეალურად გააკეტებდით კიდევაც.

თუ რამეს აკეთებ, განხსვავებული აზრების მოსმენაც უნდა შეგეძლოს და ისიც უნდა გაითვალისწონო რომ ვინმეს რამე შეგიძლია აწყენინო ან ვერ გააგებინო. ამიტომაც უნდა შეარჩიო პრობლების გადმოცემის ის რაკურსი სადაც ლაპარაკი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პრობლემაზე და მის გადაჭრაზე.


თემას ქვია "არაქტიური იუზერები" და არა გავაცოცხლოთ ბოკე ან რამე მაგ სტილში.


ქომ ონ !

არ არის საჭირო ლირიკა და ზედმეტი ემოციები.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Apr 20 2012, 12:21
#57 

Amateur+ Amateur+
22,472


Liza Niniashvili, მე მაინც ვფიქრობ, რომ სწორად დავწერე ყველაფერი და რომ მქონდეს საშუალება თავიდან დაწერის, ისევ ისე დავწერდი. საჭირო იყო, მეჩვენებინა იმ ხალხის სია, ვინც თქვენ და ჩვენ ყველას ერთად აღარ გვახსოვდა და ძალიან გვიყვარდა. უმეტესობას ნოსტალგიის გრძნობა დაეუფლა, ბევრს კარგი მოგონებები ამოუტივტივდა. მინდოდა, დაენახათ კონტრასტი ძველსა და ახალ ბოკეს შორის და ეგ გამოვიდა. და კიდევ მინდოდა ყურადღება მიმექცია, რომ საიტის ყველაზე არააქტიურ წევრებს აქვთ ყველაზე მაღალი სტატუსები, ხოლო ამჟამად და ბოლო ორი წლის განმავლობაში ვინც აქტიურობდა (ბევრი უკვე წავიდა ბოკედან) არაფრად აგდებდნენ. შედეგად ვნახეთ, რომ წაშალეს გალერეები, დაიხურეს ქუდი და წავიდნენ. იმიტომ, რომ ეწყინათ დამოკიდებულება (უფრო სწორად საერთოდ ვერანაირი დამოკიდებულება ვერ დაინახეს), უპასუხისმგებლობა, ფეხებზე დაკიდება. ჩემი პოსტების მთავარი აზრი იყო, რომ ის ხალხი, ვინც ამჟამად საიტს აცოცხლებს, დააფასონ და ფეხებზე არ დაიკიდონ. ყურადღებას ვინც იმსახურებს, უნდა მიიღოს. Mr-gogliko-ს (თუ რაღაც მსგავსი იუზერია) ვეღარ ვითვლი, რამდენმა ადამიანმა მისცა უკვე რეკომენდაცია, აგერ 2 თვეა ვაჭერთ იმ ღილაკს, მაგრამ მინიმალური დონიდან ნუბაიმდეც ვერ გადავიდა. ჰოდა აქვს მაგ ადამიანს პოტენციალი და წავა და სხვა საიტებზე მიიღებს იმ დაფასებას და ყურადღებას, რაც აქ ვერ ნახა. ეგ არის ელემენტარული ლოგიკა. აი გოგია მამასახლისი რომ ამატური იყოს დღემდე ბოკეზე, შენი აზრით გაჩერდებოდა კიდევ ამ საიტზე? მე დარწმუნებული ვარ, რომ - არა. მე ყველას, ვისაც რამის ხელმძღვანელობა (გ)აბარიათ, გირჩევთ წაიკით დეილ კარნეგის წიგნი "როგორ მოვიმხროთ ადამიანები". უფრო კარგად მიხვდებით, ადამიანების ლოგიკას. სულ ოდნავ ყურადღებას ძალიან დიდი ძალა აქვს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის სტატუსის ჩამოქვეითება არ აუწევს ვინმეს სტატუსს, ეს ჩემი მიზანი არაა და საერთოდ ეს აბსურდია. ეს ორი რამ არაა დამოკიდებული ერთმანეთზე. მე იმას ვამბობ, რომ როგორც სხვებზე გასცეს ოდესღაც, საჭიროა დღესაც, რომ გაიცეს ეგ დონეები. მეტი არაფერი, ძალიან მარტივია.

Goderdzi Makharashvili,
არ ვატრაკებ ტყუილად და იცი შენ. და ისიც იცი, როგორ მიყვარს ბოკე.




დავწერე, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ მეთქი და ვისაც სურვილი აქვს შეხვედრის დაწერთთქო და არავის ხმა არ ამოგიღიათ. რა ვქნა, მარტო მე და გუჯა დავსხდეთ სასაუბროდ? DDDD.gif "პოლიტრით"?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Liza Niniashvili
post Apr 20 2012, 12:31
#58 
Чайка

Photographer Photographer
17,183


იმჰო ტეხს შენ თუ გგონია, რომ ყველაფერი სწორედ დაწერე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Apr 20 2012, 12:37
#59 

Amateur+ Amateur+
8,113


დავანებოთ პირველ პოსტს თავი და გადავხედოთ სხვა პოსტებს. გასაგებია რომ ბევრს არ მოეწონა პირველი პოსტი, მაგრამ რომ არა ის ასეთი ინტერესიც არ მოყვებოდა ამ თემას. ეხლა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს რაზეა საუბარი და მემგონი ჯობია კრიტიკა ცოტა ხნით გადავდოთ გვერდზე.

მე მოვალ.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Peso
post Apr 20 2012, 12:52
#60 

Amateur+ Amateur+
6,305


მე რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ეს გარკვეულწილად ტექნიკურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული რაც "თანხა" ეღირება. ფაქტია რომ:

- საიტის ფუნქციონალი მოძველდა;
- მხოლოდ ფორუმი აღარ ამოძრავებს იუზერებს;
- საჭიროა ალიანსები / ე.ი. ტექნიკური ცვლილება;
- საჭიროა ერთი შტატიანი გაყიდვები მენეჯერი, როლელიც მოიძიებს რეკლამებს და სპონსორებს, რაც შემდეგ მოხმარედება ამავე საიტს;
- საჭიროა ერთი შტატიანი პრ მენეჯერი, რომელიც იზრუნებს განვითარებაზე, დააგენერირებს იდეებს ჩვენგან და თავისი ძალისხმევით;

ეს რაც თავში მომივიდა ნაუცბათევად.

სხვა იდეები...?

პ.ს. ახალ თემას ვხსნი, იდეები იქ დავპოსტოთ

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 22nd November 2024 - 22:30

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'