BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

> Digital Foci Picture Porter 35, ციფრული "ფოტოსაცავი" პროფებისთვის

| |
Magdu
post Jan 8 2009, 11:12
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838


კომპანიამ Digital Foci განაცხადა, რომ საერთაშორისო გამოფენაზე CES 2009 ლას-ვეგასში წარმოადგენს ახალ პორტატიულ მოწყობილობას გადაღებული ფოტოსურათების შენახვისათვის, რომელიც პირველ რიგში ოპრიენტირებულია პროფესიონალურ მომხმარებელზე.



როგორც ნახსენებია ოფიციალურ პრესს-რელიზში, მოდელი Digital Foci Picture Porter 35 იწონის 396 გრამს და შექმნილია 2,5-დიუმიანი SATA-ვინჩესტერის ბაზაზე, მოცულობით 160გბ. ის მოთავსებულია მიმზიდველ კოპრუსში გაბარიტებით 137,2 х 96,5 х 30,5 მმ. მისი სხვა ტექნიკური მახასიათებლებია:

* 3,5-დიუმიანი TFT-დისპლეი გარჩევადობით 320 x 240 პიქსელი;
* თავსებადობა CF, MMC, RS-MMC, SD, SDHC, miniSD, Memory Stick, Memory Stick PRO, Memory Stick Duo, Memory Stick PRO Duo და xD-Picture Card მეხსიერების ბარათებთან;
* ინტერფეისი USB 2.0 (რეალიზებულია ფუნქცია USB Host, რაც იძლევა კომპიუტერის გარეშე გარე ვინჩესტერის მიერთების შესაძლებლობას ფაილების კოპირებისთვის );
* შესაძლებლობა JPEG, GIF, TIFF, RAW, MPEG-1, MPEG-4, MJPEG, MP3, WMA (7-9) და AAC ფორმატის ფაილების ჩვენების(გაშვების);
* ჩამონტაჟებული ციფრული დიქტოფონი მონოფონური მიკროფონით, რომელიც იწერს აუდიოს AAC ფორმატში;
* ინტეგრირებული დინამიკი;
* TV-OUT NTSC და PAL მხარდაჭერით;
* ლითიუმ-იონური აკუმულატორი მოცულობით 2100.

აღნიშნული მოწყობილობის გამოჩნდება დახლებზე მხოლოდ ზაფხულში, თუმცა მისი ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ავტორი: Руслан Цап
წყარო: http://www.3dnews.ru/
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Jan 8 2009, 12:22
#2 
Club Founder

Master Master
14,574


კა რამეა კამერის ფასი თუ არ ეღირება DDDD.gif


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Jul 12 2009, 13:17
#3 

Master Master
2,310


ქენონს ჰქონდა 80გბ ეგეთი ქე რო მე რო ფოტოკინაზე ვიყავი, ანუ 2006-ში და რატომღაც აღარ განავითარა ეგ ხაზი. ნეტაი არ იყიდება თუ? პრინციპში სასარგებლო ნივთიამ ესაინმენთზე წასულს არ გინდა ლაპტოპის ან გარე ვინტის თრევა. გადააკატავებ და საღამოს მსუბუქად დაათვალიერებ კიდეც საველე პირობებში რა..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 4th November 2024 - 03:43

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'