1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში აღვნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
ამ თემაში სურათების ატვირთვის ფუნქცია ჩართულია!
კვირის თემაა : ბოკეზე შეძენილი მეგობარი(გთხოვთ მოკლე ჩანაწერი და თქვენი გადაღებული ფოტოც დაურთოთ შესაბამისად)
მოკლედ ბოკემ ბევრი მეგობარი შემძინა და ბევრიც კაი ახლობელი არ ვიცი რატომ,მაგრამ ამ წუთას მომინდა დამედო ჩემი გადაღებული ლუი რატომ ლუი? არ ვიცი,უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანია გარდა ამისა მომწონს მისი გემოვნება და გადაღებული ფოტოები დღევანდელ რეალობაში რთულია ნახო ასეთი გულიანი და თბილი მეგობარი
პირველი ვინც ბოკეზე გავიცანი - გულიანი, მეგობრული, თანადგომის უდიდესი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი )) მას შემდეგ გავიდა 4 წელი და ნინა ისევ ისეთია - წიწაკა! )))
ლამაზი, მეტყველი, ჭკვიანი, ნიჭიერი, საყვარელი, თბილი, საოცარი ანიკა ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ბოკეზე გავიცანი. რაც მთავარია, უამრავ ფოტოში მყავს გადაღებული - ყველგან ულამაზესი და სხვადასხვანაირია. ამოუწურავი გარეგნობის მოდელია
მარტო კახას გასაცნობად ღირდა ბოკე. ყველაზე მუსიკალური, ყველაზე ფოტოგრაფული, ყველაზე მინიმალისტური, ყველაზე ბათუმური და რაც მთავარია ყველაზე ბანკირი კახა
აუუუ.... ძალიან ცოტა ფოტო მაქვს, ისინიც დაფანტული და ვერაფერს ვარჩევ ))) ამიტომ უნდა დავწერო და არ წამიშალოთ რა ))) ძალიან ბევრი კარგი, ნიჭიერი, მეგობრული, თბილი, ლამაზი, გემოვნებიანი, გულიანი, ერთგული... და ა.შ. და ა.შ. ადამიანი გავიცანი აქ )))) ეხლა ჩამოთვლა რომ დავიწყო, ხვალ დილამდე ვერ დავამთავრებ, ალბათ : )) თან არ მინდა ვინმე გამომრჩესს.... ))) ამიტომ გეტყვით რომ ყველანი ძალიან ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით, რომ კარგი მეგობრები მყავს : )) ნამდვილად გულრწფელად გეუბნებით ამას ))))) :პ და ძალიან მომენატრეთ.. ყველანი ერთად... (გამოფენაზე, ფესტივალზე, სახინკლეში (მირზაანი,ბეღელი) , ექსკურსიაზე... ბლა ბლა ბლა) სადმე... ))
ძალიან რთული იყო ამ ფოტოებიდან ამორჩევა,ვინდაიდან 96% ჩემი მეგობარია ვეცადე ვყოფილიყავი ობიექტური და ლუის ფოტო,რომელზეც ანიკააა ძალიან მიყვარს და რა ვქნა,ლუი გახსენი თემა