რატომ უნდა აიკრძალოს ფოტოშოპი ერთი მიზეზი მაინც რო დამისახელოთ შეიძლება?
მაშინ კამერის ,,სეთინგების'' გასწორებაც აკრძალეთ და მარტო ავტოზე იყოს დასაშვები გადაღება და მარტო კიტ ობიექტივით ან რამე ეგეთი დაამატეთ კიდევ
კამერასაც პროცესორი აქვს და კომოპიუტერი შიგნით და თავისით უკვე ,,ამუშავებს'' ფოტოებს
დავუშვად კონტრასტს, თეთრის ბალანსს, სიმკვეთრეს, დინამიკური დიაპაზონის კორექციას და ა.შ.. კამერაში გავაკეთებ თუ კომპიუტერში ანუ 4 ინჩიან მონიტორზე თუ 32 იანზე კომპიუტერში რა მნიშვნელობა აქვს?
თუ არ გინდათ რო გრაფიკა იყოს, ეგ სხვა საკითხია საერთოდ და მაშინ აკრძალეთ მონტაჟი, კოლაჟი და ა.შ... და არა ფოტოშოპი (და მსგავსი პროგრამები), რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ციფრული ფოტოგრაფია
პირველად გესმით რომ ფოტოკონკურსზე იკრძალება ფოტოშოპი? ძალიან ხშირი მოვლენაა. არ გვინდა ტექნიკურად უნაკლო ნამუშევრები. ხედვა და კომპოზიცია უფრო გვაინტერესებს. თანაც არაპროფესიონალებს უფრო მეტი შანსი ექნებათ. იმედია საკმარისი არგუმენტებია!
საქართველოში ,,LIKE'' ფოტოკონკურსებზე გამიგია ხოლმე კიბატონო, სხვაგან არსად.
ზუსტად არაპროფესიონალებს არ ექნებათ მეტი შანსი, რადგან პროცენტულად არაპროფესიონალებს აქვთ იაფიანი ტექნიკა და იაფიანი ობიექტივები პროფესიონალებს პირიქით , რაც მართლა მინიმუმამდე ითხოვს პროგრამების ჩარევას, ხოლო იაფიანმა ტექნიკამ კონკურენცია რო გაუწიოს ცოტათი მაინც ძვირიან მაღალი კლასის ტექნიკას, მაგ შემთხვევაში აუცილებელია ფოტოშოპის და მსგავსი პროგრამების დახმარება
და მეორე არგუმენტს რაც შეეხება, ტექნიკურად გამართული, იმ ფერებზე და კონტრასტზე გასწორებული ფოტო, როგორც თვალIთ ხედავ არანაირად არ უკარგავს მნიშვნელობას არც კომპოზიციას და არც ფოტოგრაფის ხედვას
თორე თქვენი ნებაა, გინდა ფოტოშოპი აკრძალეთ და გინდა დიაფრაგმის ბოლომდე გახსნა