BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> რუსლან ქირია გადაცემაში "მე ფოტოგრაფი", გადაცემა #1

| |
Levan Sikharulidze
post Oct 19 2008, 20:31
#1 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


მოგესალმებით ძვირფასო მკითხველნო.
მოკლედ გავაკეთებ წინასიტყვაობას იმისა რაც თქვენ გელით დღეს და რაც დაგელოდებათ ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე ფოტოკლუბ ბოკეს "ეთერში".
გადაცემა "მე ფოტოგრაფი"-ს მიზანი არის უფრო ახლოდან გავიცნოთ ჩვენთვის საყვარელი ავტორები. დავუსვათ მათ კითხვები, მივიღოთ მათგან რჩევები, ვისწავლოთ მათგან ბევრი რამ.
მე ხშირად შემიმჩნევია შეცდომაში შეყვანილი დამთვალიერებელი, თავადაც ხშირად შემშლია აზრის ამოცნობა ამა თუ იმ ნამუშევრიდან.
იმედი მაქვს ყველაფერი საინტერესოდ ჩაივლის.
ბოდიშს გიხდით წინასწარ ხარვეზებისთვის. შენიშვნებისთვის ჩვენი კარი ღიაა.
როგორც იხილეთ ბოკეს ფორუმზე დღევანდელი დღის ანონსი, ჩვენი სტუმარი არის საქართველოში ერთერთი საუკეთესო პეიზაჟისტი რუსლან ქირია.
ახლა გთავაზობთ ბატონ რუსლანის მოკლე მონათხრობს.


––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რუსლან ქირია:

ყველაფერი დაიწყო საკმაოდ ბანალური შემთხვევით, 2004 წელს ძალიან იაფად შევიძინე (120ლარი) ძალიან კარგი ფოტოაპარატი (ნიკონ ფ80 და 2 ობიექტივი), მოპარული არ იყო რაც მთავარია , მოპარული ნივთების შეძენის წინააღმდეგი ვარ. მანამდე საერთოდ არაფერი ვიცოდი ფოტოს და ფოტოსამყაროს შესახებ. ამ აპარატით საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის გადაღება და დახმარებისთვის მივმართე ინტერნეტს, სადაც გავეცანი ფოტოსამყაროს, დავათვალიერე საუკეთესო ფოტოგრაფების ნამუშევრები და დავრჩი გაოცებული. იმ მომენტიდან დავიწყე ფოტოგრაფიის (ცოტა მოგვიანებით ზოგადად ხელოვნების) საკმაოდ ღრმად შესწავლა. 2004წლიდან 2007 წლის ჩათვლით ფოტოგრაფიის(აგრეთვე ხელოვნების) და მათი ისტორიის შესწავლას, გემოვნების დახვეწას, ხელოვნების და ფოტოგრაფიის საუკეთესო ნამუშევრების დათვალიერებას (ყოველდღე მინიმუმ 100 ნამუშევარი), მათ ანალიზს ვანდომებდი და დროს უთმობდი აბსოლუტურად ყოველდღე (გარდა იმ დღეებისა, როდესაც ფოტოგადაღებაზე გავდიოდი) მინიმუმ 10 - 12 საათი, რაც დამიჯერეთ ცოტა ნამდვილად არ არის. ამის მიზეზი ის იყო რომ ფოტოგრაფია გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი და გამიჩნდა რაღაც არაჯანსაღი შემართება, მისწრაფება. მე ალბათ მაქსიმალისტი ვარ ცხოვრებაში, იმიტომ რომ არ მესმის იმ ადამიანების (ამ შემთხვევაში ვინც ფოტოგრაფიით არის დაკავებული) რომლებსაც არ გააჩნიათ ამბიციები, რომ საუკეთესო და სრულყოფილი ნამუშევრები შექმნან, ან თუნდაც გახდნენ საუკეთესოები თავიანთ საქმეში. მე ნამდვილად არ მაინტერესებს ფიზკულტურა, მე მიზიდავს უმაღლესი მიღწევების სპორტი. სწავლების პროცესში უამრავი კითხვა მიჩნდებოდა, რომლებზეც პასუხის მიღება არც თუ ისე იოლი იყო. მაგალითისთვის მაინტერესებდა - რატომ იყო ვან გოგი ბუნებასთან ყველაზე ახლოს დაახლოებული მხატვარი ხელოვნების ისტორიაში? რატომ ითვლება რენესანსის პერიოდში შექმნილი ფორმები საუკეთესოდ? იქნებოდა თუ არა ბრესონი სალგადოზე უკეთესი ფოტოგრაფი, რომ არ ყოფილიყო "მაგნუმი"-ს დამაარსებელი ? რას ფიქრობდნენ და რას გრძნობდნენ საუკეთესო ფოტოგრაფები ამა თუ იმ უნიკალური შედევრის შექმნისას? და ა.შ. ზოგიერთი პასუხის მისაღებად საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ სანამ სრულ პასუხს არ მივიღებდი არ ვწყნარდებოდი. რაც შეეხება გადაღების ტექნიკას, მემგონი თითქმის სრულყოფილად შევისწავლე. ჩემთვის მთავარია გადაღების მომენტში არ ვფიქრობდე (არ მიშლიდეს ხელს) იმაზე თუ როგორ მივიღო ესა თუ ის ეფექტი, ეგ ყველაფერი ავტომატურად უნდა ხდებოდეს და ხელს არ უნდა უშლიდეს კადრის შეგრძნებას და კომპოზიციის შედგენას და არ უნდა ტვირთავდეს გონებას. თუმცა პირველივე დღიდანვე ვცდილობ რომ გონებით არ გადავიღო, იმიტომ რომ გონებით და თვალით იმის სრულად დანახვა რაც სრულყოფილმა შემქნელმა (უფალმა) შექმნა, შეუძლებელია.
იმაში, რომ ფოტოგრაფიით სერიოზულად ვარ გატაცებული, დიდი როლი ითამაშა ჩემმა პირველმა ფოტოგადაღებამ სამეგრელოს მთებში, სადაც 2 კვირით ვიყავი მარტო ასული(როცა თან მახლავს ვინმე გადაღების მომენტში, კადრებს ისე ვერ ვიღებ) და სადაც ნორმალური შედეგები მივიღე. იმ გადაღებიდან ეს კადრებია:







 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Oct 19 2008, 21:11
#2 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


მოგესალმები რუსლან, პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო გადაცემაში მოსვლისთვის.
მოდი პირდაპირ საქმეზე გადავალ და ჩემს პირველ კითხვას დავსვამ. შენ არა ერთხელ აღგინიშნავს ის რომ ბოკეზე გიდევს სამი წლის წინ გადაღებული ფოტოები.
ნუ მოკლე მონათხრობში მე როგორც შევიტყე ფაკტიურად გვაჩვენე შენი პირველი შეხება ფოტორაფიასთან.რადგან სხვაგან არც გვქონია საშუალება გვეხილა შენი ბოლოდროინდელი ნამუშევრები. ანუ წარმოდგენა არ გვქავს რას აკეთებდი 2005, 2006, 2007, 2008 წლებში. მინდა გკითხო სხვა ჟანრში ხომ არ გადაინაცვლე?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ruslan
post Oct 19 2008, 21:27
#3 

Master Master
566


გამარჯობა ლევან.
საკმაოდ მტკივნეული კითხვა დამისვი smile.gif . ჩემი ბოლო დროინდელი ყველა ფოტო ჯერ ოჯახის წევრებსაც არა აქვთ ნანახი smile.gif. მართალი გითხრა 2008 -ში თითქმის არაფერი არ მაქვს გადაღებული, ძირითადი მიზეზი ფოტოტექნიკის შეცვლაა, მხოლოდ ერთი თვეა რაც მედიუმ ფორმატზე გადავედი მთლიანად, თან რაღაც -რაღაცეები კიდევ მაკლია, რომ ტექნიკაზე საერთოდ არ ვიფიქრო.
რაც შეეხება ბოლო 2-3 წლის განმავლობასი გადაღებულ კადრებს, ჯერ არა მაქვს ზუსტად გადაწყვეტილი სად გამოვაჩენ ერთიანად, ეს იქნება პირადი საიტი თუ გამოფენა. ძალიან მინდა მაყურებელს ერთიანად ვაჩვენო ჩემს მიერ გადაღებული ჯერ უცნობი კადრები, რომლებიც მემგონი განსხვავდებიან სტილით და კომპოზიციური აგებით წინა კადრებისაგან
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Oct 19 2008, 21:39
#4 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


ძალიან საინტერესოა, მე პირადად უკვე დიდი ხანია ველოდები იმას თუ როდის გვაჩვენებ შენს ახალ ნამუშევრებს.
შენ ამბობ, რომ ფოტოგრაფიის შესწავლას უთმობდი დიდ დროს, დღეში საშუალოდ 100 ფოტო ნამუშევარს არჩევდი, ხოლო დანარჩენ დროს უთმობდი ფოტო გადაღებებს. ნებისმიერ დროებაში ერთი საქმისადმი ასე მთელი ენერგიის დათმობა რთულია, დამეთანხმები თუ არ გაქვს თუნდაც მიზერული მატერიალური შემოსავალი.
ანუ მე მინდა გკითხო რამდენად იყენებ შენს ცოდნას, რომელიც თავად დააგროვე და ხედვას კომერციის თვალსაზრისით?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ruslan
post Oct 19 2008, 22:01
#5 

Master Master
566


smile.gif
კი, მართალი ხარ, რთულია, მაგრამ მიზნის მისაღწევად არ უნდა დაიშურო არაფერი. სამსახურიც(და კარგი ხელფასიც) მიწყობდა ხელს რათქმაუნდა. სწავლებაც სამსახურში მონიტორის წინ მიდიოდა, სახლში ხელი რომ არ შეეშალა არავის, ზოგჯერ(ხშირად) ღამის 2-3 საათზე წავსულვარ სამსახურიდან და ყველამ იცოდა(სახლშიც და სამსახურშიც) რატომ ვრჩებოდი გვიანობამდე. სხვათაშორის სწავლას ეხლაც განვაგრძობ, მხოლოდ იმდენ დროს ვეღარ უთმობ ყოველდღიურად როგორც ადრე. სერიოზული შედეგისთვის სერიოზული შრომაა საჭირო, რაც არ უნდა ნიჭი გქონდეს. ბეთჰოვენი ერთი წელი დღე და ღამე საეკლესიო მუსიკის ისტორიას სწავლობდა სანამ მე-9 სიმფონიას დაწერდა და არ დაგავიწყდეთ რომ ეს კაცი გენიოსი იყო.
რაც შეეხება კომერციას, ამ მომენტში მართალი გითხრა არანაირი სურვილი არა მაქვს ფროფესიონალური კარიერისთვის. ჩვენს მომხმარებელს რა დონის და ხარისხის ფოტოები უნდა, იმ დონის ფოტოგრაფები საკმარისად არის თბილისში. ერთადერთი შეხება კომერციასთან რაც მაქვს, ის არის რომ რამოდენიმეჯერ გავყიდე ჩემი რამიოდენიმე კადრი. ვყიდი საკმაოდ ძვირად და იშვიათად smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Oct 19 2008, 22:14
#6 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


მინდა შევეხო ასეთ თემას, სწავლას.
როდესაც რაიმე პროფესია გიზიდავს, გაინტერესებს, გაქვს კითხვები, უამრავი კითხვები. არ იცი საიდან დაიკმაყოფილო ინტერესის წყურვილი.
არის ორი გზა , ერთი ის გზაა რომელიც შენ გაიარე, ანუ დაჯექი თავად მოიძიე ინფორმაციები თავად შეისწავლე პროფესია. არის მეორე, რომ ნახო კარგი პედაგოგი, რომელიც გასწავლის ამას ყველაფერს.
შენ თუ გქონია მცდელობა მოგეძებნა მასწავლებელი?
ანუ თუ გქონია მცდელობა ვინმესგან გესწავლა რაიმე და თუ კი როგორ განვითარდა მოვლენა?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ruslan
post Oct 19 2008, 22:19
#7 

Master Master
566


ძალიან კარგი და საინტერესო კითხვაა
2004-ში როდესაც დავიწყე სწავლა, მე საქართველოში ვერ ვნახე ისეთი ფოტოგრაფი რომლის ფოტოებიც მომეწონოს, მითუმეტეს პეიზაჟები. როგორ უნდა მიხვიდე ისეთ მასწავლებელთან რომლის ფოტოგრაფიული დონე არ გაკმაყოფილებს. თან რაც თავიდანვე დავინახე, ის იყო რომ ქართველ ფოტოგრაფებს თავიანთი ფოტოები ვერსად ვერ გაჰქონდათ გამოფენაზე საზღვარგარეთ, იმდენად დაბალი იყო მათი დონე, ელემენტარულად საგამოფენო ტექნიკურ დონეს ვერ აკმაყოფილებდნენ, მხატვრულობაზე ლაპარაკიც არ ღირს. საერთოდ თუ ავიღებთ ზოგადად ქართული ფოტოგრაფიის სკოლას, საკმაოდ სუსტია. ეს რომ დაინახო საკმარისია შეადარო ჩვენების უჟმური ფოტოები უცხოელების ფოტოებს, სხვაობა აშკარად ჩანს.
ჩემი აზრით მთავარი მიზეზი ფოტოგრაფიის მიმართ არასწორი მიდგომაა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Oct 19 2008, 22:39
#8 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


კითხვის ავტორი: Goderdzi Makharashvili

რამდენი წლის ბრძანდებით ბატონო რუსლან?

კითხვის ავტორი: mika
თანამედროვე პოტოგრაფებიდან ახლა ამ დროში ვინც მოგვაწეობს ვის გამოარჩევდით?

და დაგისვამთ ერთ კითხვას უკვე ტეხნიკური ხასიათის.
არსებობს აზრი, რომ პეიზაჟების გადაღებისას დიაფრაგმა მაქსიმალურად მიხურული უნდა იყოს. რამდენად მართებულია ეს მოსაზრება. ამ დროს კომპრომისზე ხომ არ გვიწევს წასვლა, რადგანაც ასევე ცნობილია რომ ოპტიკა თავის თავს საუკეთესოდ ავლენს დიაფრაგმის საშუალო მაჩვენებლებზე
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ruslan
post Oct 19 2008, 22:56
#9 

Master Master
566


Goderdzi Makharashvili
35-ის

mika
ესე ცალსახად ალბათ ვერავის, უფრო ფოტოებს გამოვარჩევდი, მთლიანობაში რომ ავიღოთ უცხოელებიდან ალბათ Jim Brandenburg-ი, ძალიან ნიჭიერი კაცია, კომპოზიციურად მისი ფოტოები ძალიან განსხვავებულია, რამოდენიმე ფანტასტიური კადრიც აქვს

ლევან,
იყიდეთ კარგი ოპტიკა და ეგ პრობლემა არ გექნებათ. რაც შეეხება დახურულ თუ ღია დიაფრაგმას, ეგეთ რჩევას მოგცემთ - როგორც თქვენ თვითონ პირადად თვლით საჭიროდ ამა თუ იმ კადრის გადაღებისას, ისე მოიქეცით. რაც უფრო თავს აარიდებთ ამდაგვარ აზრებს და ყოველგვარ შაბლონებს, მით უფრო ცოცხალ კადრს მიიღებთ. შაბლონებით აგებული კადრი ყოველთვის მკვდარია(დამიჯერეთ), რაც არ უნდა კარგად გამოიყურებოდეს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Oct 19 2008, 23:11
#10 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912



კითხვის ავტორი: Goderdzi Makharashvili

რომელ გამოფენებზე მიგიღიათ მონაწილეობა უცხოეთში, რახან საქართველოს დონეს არ ცნობთ?

მე კიდევ ძალიან მაინტერესებს შენი მუშაობა სამ მეგაპიქსელიანი ფოტო აპარატითsmile.gif
როგორ ახერხებ ამას?
მაგალითად ამ ფოტოზე.
http://www.boke.ge/forum/?img=48670
თან ამბობ რომ არანაირ ფოტოშოპს არ იყენებ.

ძალიან ამომწურავად პასუხობ კითხვებს რისთვისც მინდა მადლობა გადაგიხადო.
ინტერვიუ ალბათ ბოლოს უახლოვდება.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მონაწილეობისთვის.
თავად თუ გნებავს დაამატო რაიმე?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ruslan
post Oct 19 2008, 23:27
#11 

Master Master
566


Goderdzi Makharashvili
მე ჯერ ჩემი არცერთი ფოტო არ მომწონს უცხოეთში გამოფენაზე რომ ვიფიქრო, ალბათ კიდევ რაღაც დრო მჭირდება სათანადო "პლანკაზე" რომ ავიდე smile.gif.
რაც შეეხება იმ კადრს, მანდ არანაირი ფოტოშოპი არ არის ნაღდად. ექსპოზიცია აღებულია მზის გვერდით, განათებულ ცაზე და მიცემულია კორექცია -2, იმიტომაც არის სხვა ყველაფერი ჩაშავებული და ამ ჩამუქებულ ფონზე გეჩვენება ესეთი მყვირალა ფერები. დიაფრაგმა გახსნილია, მზისგან "ზაიჩიკები", ვარსკვლავები და სხვა პარაზიტები რომ არ მიმეღო კადრში
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Oct 19 2008, 23:37
#12 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


კითხვის ავტორი: makuku

თუ გადაგიღიათ პეიზაჟები საზღვარგარეთ და შედეგი არის თუ არა განსხვავებული საქართველოსგან (მხატვრულობის თვალსაზრისით)?


ასევე: ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ხანდახან მხატვრული, მაგრამ ტექნიკურად სუსტი ფოტო ჯობნის ბრწყინვალე ტექნიკით შესრულებულ გაურკვეველი შინაარსის ნამუშევარს?

კითხვის ავტორი: Nika Pkhakadze

რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ფოტოტექნიკას, და სამომავლოდ ციფრულ სისტემაზე აპირებთ მუშაობას თუ ანალოგურ სისტემაზე
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ruslan
post Oct 19 2008, 23:53
#13 

Master Master
566


makuku
გადაღების ადგილს არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, უცხოეთი იქნება თუ საქართველო. მე პირადად ყოველთვის ვცდილობ უღიმღამო და უცნობი ადგილები კადრში ვაქციო ზრაპრულ სამყაროდ.
თავისთავად, საინტერესო, კარგი და ტექნიკურად სუსტი ფოტო მირჩევნია, ფოტოტექნიკის შედევრით გადაღებულ უაზრო კადრს

Nika Pkhakadze
ფოტოტექნიკა კარგი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც მის რესურს სრულად იყენებ. მე პირადად სამ-მეგაპიქსელიანითაც კარგად ვიღებდი, მაგრამ კარგი ტექნიკით ტექნიკურად უკეთესი კადრები გამომდის.
ანალოგურზე დავრჩები სანამ იარსებებს. ციფრული კადრი ფირის ესთეტიკისგან ჯერ კიდევ შორს არის.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Oct 19 2008, 23:55
#14 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


პირველი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა.
რუსლან ძალიან დიდი მადლობა შენ ასეთი საინტერესო საღამოსთვის, გისურვებ წარმატებებს!
მადლობა თქვენ მკითხველებს,მადლობა ბოკეს ადმინისტრაციას.
დროებით იქით კვირას შევხვდებით.

ძილი ნებისა ბოკე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 8th November 2024 - 12:29

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'