ფოტოკონკურსის ინიციატორი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა. კონკურსის ძირითადი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ახალგაზრდა ფოტოხელოვანების წახალისებაა. ფოტოკონკურსის მონაწილეები 5 ნომინაციით დაჯილდოვდებიან. თითოეული ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი 500 ლარის ოდენობით. ნომინაციები:
1. სპორტი
2. ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა
3. ქართული ტრადიცია
4. პორტრეტი
5. მოგზაური - ეს ნომინაცია დააწესა გენერალურმა სპონსორმა - კომპანიამ "გალფი“
ერთ კონკურსანტს შეუძლია ატვირთოს მაქსიმუმ 5 ფოტო. ფოტოს მაქსიმალური რეზოლუცია 800X600 PX. ფოტონამუშევრების საიტზე ატვირთვა 23 დეკემბერს დასრულდება.
საიტზე ხმების რაოდენობის მიხედვით არჩეული 100 ფოტო დაიბეჭდება A3 ფორმატში და 27 დეკემბერს, ერთი დღის განმავლობაში გამოიფინება საგამოფენო ცენტრ “ვერნისაჟის” დარბაზში (მისამართი: ძმები ზუბალაშვილების 7, პარლამენტის შენობასთან) ფოტოგამოფენის დასასრულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს 5 ნომინაციაში გამარჯვებულ 5 ნამუშევარს (ერთი გამარჯვებული ერთ ნომინაციაში) ფოტოკონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ არათემატური სურათები არ მოხსნან საიტიდან.
ფოტოკონკურსის ორგანიზატორია სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გენერალური სპონსორია კომპანია „გალფი“
ჟიურის წევრები:
1. დავით მძინარიშვილი - საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ფოტოკორესპონდენტი
2. ლელი ბლაგონრავოვა - “იუნესკოს” ფოტოგრაფი
3. თამარ ყულუმბეგაშვილი - სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი
4. სალომე ბენიძე - სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსი
5. ლაშა თევზაძე - კომპანია “გალფის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საინტერესო" ფოტოკონკურსია, გავაგზავნე 5 ფოტო, იქიდან 3 აარჩიეს და დანარჩენი ორი არ ატვირთეს... პასუხიც არ მითხრეს რატომ... Added @ და ლოდინის მერე ყველა ფოტო წავშალე საიტიდან, ესეც "ქართული კონკურსი"
რა თქმა უნდა არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, მივწერე თუ არ გჯერათ ამოიღეთთქო ჩემი ფეხების კოლაჟის სათითაო ფოტოებს ნამდვილად ვერ გავგზავნი იმდენია : ))
23 დეკემბერს მომილოცეს ფინალურ ეტაპში გადასვლა და მთხოვეს ორიგინალი ფოტოების გამოგზავნა. 3-ჯერ გავუგზავნე სამი ცალცალკე წერილით ფოტოები რომლებიც მიიღეს და არავის არაფერი არ მოუწერია, რომ მობრძანდეთ გამოფენაზე და ასე შემდეგ. ადმინისტრაციას როცა მივწერე კერძოდ ბატონ "JohnnyMantskava"-ს ვკითხე რატო არ გვაწვდით ინფორმაციას და მიიღეთ თუ არა ჩემი გამოგზავნილი ფოტოები? "JohnnyMantskava"-ს პასუხი: დამატებით კატეგორიაში არის თქვენი ფოტო? თუ არ არის ესეიგი ვერ გახვედით!
ჩემი პასუხი: ვნახე ის დამატებითი კატეგორიები,მაგრამ ჩემი ფოტოები არაა მანდ. მაშინ რატო მომდიოდა წერილები იმაზე რომ ფინალისტივარ და სასწრაფოდ გამოგზავნეთ ფოტოები თან ეგეთი წერილი 2 მივიღე ადმინისტრაციისაგან. ხო კიდე მაგ დამატებით გალერეებში უნდა ყოფილიყო როგორც დაგვპირდნენ 100-საუკეთესო ფინალური ფოტო. მე დავთვალე და აღმოჩნდა 63-ფოტო. ეს რას ნიშნავს? ვერ გავიგე !
კოლეგებო,ბოკელებო,ფოტოგრაფებო შეგიძლიათ ნახოთ საიტზე რაც გითხარით აი ლინკი
ეეეეე ესე სულ საქართველოა და ეგეთი რაღაცეები არშეიძლება. ყელში ამოვიდა რა ტყუილი, გადაგდება, მოტყუება,აფერისტობა,ფალში და ასშ.
ეხლა კიდე ოქტომბერში იყო Go-Electronics-ის ფოტო კონკურსის , ნუ ეს ეხლა იმას ვერც შეედრება აქ ბევრი კარგი ფოტო აიტვირთა. იქ კიდე სულელობა ქნეს გააყალბეს ,უნამუსოდ მოიქცნენ და ფოტოებიც არ დაბეჭდეს არვიცი შერცხვათ თუ რამოხდა .
ბოლო და ბოლო ვიღაცას ჭკუა გადაეკეტება ჩვენსავით არ დაწერს პოსტებს წავა და დაბრიდავს ფალსიფიქატორებს
ავტორებთან ბოდიშს ვიხდი მაგრამ, ნომინაციაში "ტრადიციები" შეიძლებოდა რამე უკეთესი გასულიყო....დასანანია მაგრამ იგივეს ვიტყოდი ნომინაცია "მოგზაური"-ზეც. საერთო ჯამში "დამაკმაყოფილებელი" ნიშნით შევაფასებდი ამას ყველაფერს. იმედია არავინ მიწყენთ ამას. Added @ ავტორებთან ბოდიშს ვიხდი მაგრამ, ნომინაციაში "ტრადიციები" შეიძლებოდა რამე უკეთესი გასულიყო....დასანანია მაგრამ იგივეს ვიტყოდი ნომინაცია "მოგზაური"-ზეც. საერთო ჯამში "დამაკმაყოფილებელი" ნიშნით შევაფასებდი ამას ყველაფერს. იმედია არავინ მიწყენთ ამას.
ეე იქ ჩემი ფოტო ყოფილა გამოფენილი და ჩემთვის არც კი უთქვამთ და არც ორიგინალი მოუთხოვიათ არადა პირველ ფოტოზე ქალი რო ლაპარაკობს მიკროფონში მანდ ჩანს ესეთი რამ პირველად გავიგე. საღოლ ორგანიზატორებს Added @ უიმე ეხლა ვნახე პორტრეტის ნომინაცია მომიგია და არც დაურეკავტ და არც გავუფრთხილებივარ ესეთი რამ ჯერ არ გამიგია ..... Added @ ისე პრიზი მეკუთვნის ხო 500 ლარი? ალბად მოცემა არ უნდოდათ და მაგიტომ არ გამაგებინეს
ოღონდ შემთხვევით გავიგე რო გავიმარჯვე და შემთხვევით მოვხვდი დაჯილდოივებაზე, იმის მერე რაც უკვე დამთავრებული იყო 2-3 საათის ქუჩაში შემხვდნენ პირველ სკოლასთან ფოტოგრაფები და მეთქი გამოფენაზე იყავით? ვინ გაიმარჯვახომ არ იცით თქო და მანდ გავიგე შემთხვევით