BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> სადაურსა სად წაიყვან, PHDS-ს კონკურსი

| |
Magdu
post May 6 2010, 21:04
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838






ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება (PHDS) „კოოპერაცია შავი ზღვის აუზის რეგიონებში მიგრაციის საკითხებში წარმოშობის, ტრანზიტის და მიმღებ ქვეყნებს შორის“ პროექტის ფარგლებში აცხადებს ფოტო კონკურსს - "სადაურსა სად წაიყვან", რომელიც არალეგალურ მიგრაციას და ტრეფიკინგს ეძღვნება.

კონკურსი ჩატარდება ორ კატეგორიაში:
- ფოტოგრაფია [გალერეის ბმული]
- ციფრული გრაფიკა [გალერეის ბმული]

საკონკურსო ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია სპეციალურ გალერეაში 2010 წლის 7 მაისიდან 02 ივლისის ჩათვლით. ნამუშევრების განთავსება განხორციელდება www.boke.ge-ზე არსებული წესების და მოთხოვნების შესაბამისად.

ყველა მონაწილეს შეუძლია ფორუმზე არსებული ლიმიტების გარდა თითო კატეგორიაში განათავსოს დამატებით 5-5 ფოტო.

აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია თქვენი ნამუშევრების გაგზავნით ორგანიზატორის ელ.ფოსტაზე : ina@phds.ge
ნამუშევრები გალერეაში განთავსდება ორგანიზატორის ნიკით, რომელსაც კონკურსის დასრულების შემდეგ მიეწერება ავტორების ვინაობა.

ნამუშევრები გალერეაში განთავსდება მიღებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.



გაითვალისწინეთ, რომ მოხდება საკონკურსო ნამუშევრების მკაცრი მოდერირება კონკურსის შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
- ნამუშევარში ჩადებული იდეა;
- ნამუშევრის შესაბამისობა დასმულ ამოცანასთან
- ნამუშევრის ტექნიკური ხარისხი
- ნამუშევრის მხატვრული სახე.


თითო კატეგორიაში პირველ სამ ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
1 ადგილი - 300 აშშ დოლარის ექვივალენტი
2 ადგილი - 200 აშშ დოლარის ექვივალენტი
3 ადგილი - 100 აშშ დოლარის ექვივალენტი



თითო კატეგორიაში პირველ ადგილს გამოავლენს პროფესიონალური ჟიური, მეორე და მესამე ადგილები გამოვლინდება ფორუმის წევრების შეფასებების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის მიერ არჩეული ნამუშევრები დაემთხვევა ფორუმის წევრების მიერ გამოვლენილ ტოპ #1 ან #2 ნამუშევარს, მოხდება მომხმარებლების მიერ არჩეული ნამუშევრების ჩანაცლვლება რეიტინგით მომდევნო ნამუშევარზე.

ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ნამუშევრების მიღების დასრულების შემდეგ 1 კალენდარული კვირის განმავლობაში.

თითო კატეგორიის ტოპ ათეულში შესული ნამუშევრები შევლენ კატალოგში, რომელიც გავრცელდება მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Zaza Gabaidze
post May 7 2010, 00:56
#2 

Amateur Amateur
3,176


მშვენიერია, საინტერესო თემატიკაზეა კონკურსი...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DaNi
post May 7 2010, 15:49
#3 

Amateur Amateur
839


შესაბამისი თემატიკის ერთი ფოტო მაქვს, ალბათ ვცდი ბედს. smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
PHDS
post May 20 2010, 13:53
#4 

NewBie NewBie
6


თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე: ina@phds.ge
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post May 27 2010, 10:45
#5 
Club Founder

Administration Administration
4,838


საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადამ გადაიწია 25 ივნისამდე.
იჩქარეთ! smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Jun 3 2010, 17:31
#6 

Amateur+ Amateur+
22,472


კარგი იქნებოდა PHDS ამ ტემაში გვპასუხობდეს დასმულ შეკითხვებზე smile.gif

რაც შეეხება დამატრებიტ ინფორმაციას:

1. რამდენი ფოტოს განტავსების უფლება აქვს ერთ მონაწილეს?
2. ჩვეულებრივი გალერეის დროითი ლიმიტი რატომ მოქმედებს საკონკურსო ფოტოების განთავსებაზე?
3. ფოტოები საკონკურსო ნამუსევრების მიღების მერე დამოდერირდება თუ ატვირთვისთანავე? smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jun 3 2010, 18:20
#7 
Club Founder

Administration Administration
4,838


kesha,
1. რამდენის ლიმიტიც აქვს
2. იმიტომ (ამაზე უფრო ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემ) smile.gif
ყველა კონკურსში ასე იყო (როდესაც სმს-ებით შეეძლოთ ყიდვა, მაშინ ყიდულობდნენ ლიმიტს, თუმცა წესი იგივე იყო)
3. მოდერაცია განხოცრიელდება პერიოდულად. მაშინვე არა.

დაუსვით კითხვები ამ თემაში და დარწმუნებული ვარ, რომ უპასუხოდ არ დაგტოვებენ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jun 7 2010, 11:55
#8 
Club Founder

Administration Administration
4,838


საკონკურსო გალერეიდან მოხდა რამოდენიმე ფოტოს წაშლა, რომელიც ორგანიზატორების აზრით არ შეესაბამება კონკურსის თემატიკას.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Jun 7 2010, 20:20
#9 

Amateur+ Amateur+
22,472


და ლიმიტის ყიდვის ფუნქცია აღარაა ბუნებაში? sad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jun 7 2010, 20:52
#10 
Club Founder

Administration Administration
4,838


kesha,
არა. უკვე დიდი ხანია ეს ფუნქცია არ გვაქვს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Jun 7 2010, 23:56
#11 

Amateur+ Amateur+
22,472


შეიძლება ძალიან ვერევი ჟიურის კომპეტენციაში, მაგრამ არ შეიძლება რომ არ აღვნიშნო ერთი რამ:

რატომ არის, რომ კონკურსზე რომელიც არალეგალურ მიგრაციას და ტრეფიკინგს ეხება ძირითადად იდება დევნილების (და არა ლტოლვილების როგორც ბევრი ეძახის და არც კი იცის რომ ეს კიდევ სხვა რამეა) ფოტობი?


მე როგორც ვიცი და როგორც განიმარტბა ეს ტერმინები, მათ არანაირი კავშირი არა აქვთ დევნილებთან. არალეგალი ემიგრანტი აის ადამიანი რომელიც ერთი ქვეყნიდან ეორე ქვეყანაში გადადის უკანონოდ, საბუტების არქონით, უვიზოდ და რომელზე ვრცელდება დეპორტაცია. ტრეფიკინგი კი ყველამ ვიცით რაც არის..

ჰოდა ამიხსნას ვინმემ დევნილების ფოტოები რატომ არის ყველა ფოტო კონკურსზე? ასეთი თემატიკის კონკურსზეც კი????? ეს არის რეალური პრობლემა.. შინაარსის აღქმის პრობლემა smile.gif


იმედია ჟიური გაითვალისწინებს ამ შენიშვნას smile.gif თორე მერე ისეთ ფოტოებს, რომელიც არ არის თემასთან არანაირ კავშირში ჩამოვუწერ 0/0-ს და ისევ წამართმევენ სტატუსს DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif მაქვს ამის გამოცდილება DDDD.gif DDDD.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jun 8 2010, 10:09
#12 
Club Founder

Administration Administration
4,838


QUOTE
ჩამოვუწერ 0/0-ს და ისევ წამართმევენ სტატუსს  DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif  მაქვს ამის გამოცდილება   

დამიჯერე, მარტო 0-ების გამო არ "წაგერთვა" სტატუსი. სხვა ბევრი მომენტიც იყო.

დანარჩენ კითხვებზე მე ვერ გიპასუხებ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Jun 8 2010, 12:16
#13 

Amateur+ Amateur+
22,472


კაი ახლა ვაოფებ მაგრამ უნდა ვთქვა: სტატუსებიდან ჩამოქვეითების სპეციალური თემა გაიხსნა ადმინისტრაციის მხრიდან და მიზეზად დასახელდა 0/0-ების დაწერა და მითითებულიც კი იყო, რამდენ ფოტოს დავუწერე დაბალი შეფასება.. ხოლო თუ სხვა მიზეზი იყო, მაშინ უნდა ნება ებოძებინათ და აეხსნათ და განემარტათ სხვა გარემოებებიც თუ არსებობდა.. smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jun 8 2010, 12:56
#14 
Club Founder

Administration Administration
4,838


kesha,
ჩამოქვეითება მოხდა არა ადეკვატური შეფასებების გამო (მათ შორის 0/0-ის დაწერის გამოც. )
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Jun 8 2010, 15:03
#15 

Amateur+ Amateur+
22,472


Magdu,

ლოგიკა არ მეშლება smile.gif ეს ბევრჯერ დავამტკიცე smile.gif

ამ შემთხვევაშიც და მაშინაც მართალი ვიყავი: ფოტო, რომელიცა რ შეესაბამება კონკურსის იდეას არის 0.
ფოტოზე დადებითი შეფასების წერა იწყება მაშინ, როცა ის მეტნაკლებად პასუხობს , ან სავარაუდოდ მაინც გულისხმობს თემატიკას..


არალეგალ მიგრანტებზე, რომ დევნილის ფოტოს დებ არის აბსურდი.. და საერთოდ არაფერ შუაში არაა თემასთან, მითუმეტეს ტრეფიკინგთან.. რატომ ჩაითვლება ჩემი შეფასება არაადექვატურად?



ასევე იყო ალტას კონკურსზეც: "სლოგანი ყველაფერი გაცილებით მარტივია" რომელიც გულისხმობდა იდეაში კომპიუტერული ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების "გარეკლამებას" გაიმაჯვა ფოტომ სადაც ბავშვი უშვებს საპნის ბუშტებს.. 0/0 დავწერე ასეთ "ნიპრიჩომ" ფოტოებზე იმიტომ რომ თემატიკასთან 0% აკავშირებდათ.. smile.gif და ამაში ვერავინ ვერ გამამატყუნებს.. 100%-ით მართალი ვარ.. ნუ ადმინისტრაციამ რატომ დაუშვა ასეთი ფაქტები ეს კიდევ სხვა საკითხია..


ახლა კიდევ ერთი საჭირბოროტო შეკითხვა მაქვს smile.gif

უმეტესობა იუზერებისა საერთოდ ვერ არჩევს ფოტო დაიდო საკონკურსოდ თუ უბრალოდ ანონიმით და შესაბამისად არც აკვირდება საკონკურსო ტემატიკასა და ფოტოზე ასახულ მოვლენას.. რაც შესაბამისად არაკომპეტენტურ შეფასებაში აისახება smile.gif კარგი იქნებოდა უფრო შესამჩნევად თუ გამოჩნდება ფოტოზე რომ ის საკონკურსოა ! ფოტოს ქვეშ რომ დაეწეროს ან რამე მსგავსი smile.gif ან Hidden-ის მაგივრად დაეწეროს "საკონკურსო"... და მაინტერესებს ვინ ფილტრავს საკონკურსო ფოტოებს, ვინ წყვეტს ფოტო პასუხობს თუ არა თემატიკას? smile.gif ფაქტია რომ არ იცი რა არის არალეგალი მიგრირებული და დევნილი.. smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jun 8 2010, 16:25
#16 
Club Founder

Administration Administration
4,838


kesha,

QUOTE
არალეგალ მიგრანტებზე, რომ დევნილის ფოტოს დებ არის აბსურდი.. და საერთოდ არაფერ შუაში არაა თემასთან, მითუმეტეს ტრეფიკინგთან.. რატომ ჩაითვლება ჩემი შეფასება არაადექვატურად?
- ვინ გითხრა, რომ ჩაითვლება? კიდევ ერთხელ ვამბობ არა ადეკვატური შენი მხრიდან მაშინ არ იყო მარტო 0-ების წერა.


QUOTE
ასევე იყო ალტას კონკურსზეც: "სლოგანი ყველაფერი გაცილებით მარტივია" რომელიც გულისხმობდა იდეაში კომპიუტერული ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების "გარეკლამებას"


ძალიან ცდები. ალტა იმ კონკურსის ("ყველაფერი გაცილებით მარტივია" ) ორგანიზატორი იყო, არავითარი მოთხოვნა მათი (ალტას) ან მათი ნაწარმის რეკლამირების არ ყოფილა. (მაგალითად ბაგრატიონის კონკურსზე იყო ზუსტი მოთხოვნა - სასმელის დაგემოვნების პროცესი. თუმცა უმრავლესობამ უბრალოდ ბოთლების "საბანერო" სურათები დადო)

თუ რამე კონკრეტული გინდა გაარკვიო ან მკითხო ალტას კონკურსზე მომწერე პმ. აქ მოვრჩი ალტაზე საუბარს და შენთანაც თხოვნა მექნება მხოლოდ ამ კონკურსის ფარგლებში გააკეთო კომენტარები.


რაც შეეხება წარწერას. კი შეიძლება შეიცვალოს, ეს არ წარმოადგენს პრობლემას და დღეს დღის განამვლობაში ჩავწერ "საკონკურსო"-ს.

თუმცა ეს არაფერს არ შეცვლის. არ მიაქცევენ იმ წარწერას ყურადღებას, ისევე როგორც არ აქცევენ ყურადღებას ფოტოს განთავსების ადგილს (გალერეის სახელწოდებას).

QUOTE
და მაინტერესებს ვინ ფილტრავს საკონკურსო ფოტოებს, ვინ წყვეტს ფოტო პასუხობს თუ არა თემატიკას?  ფაქტია რომ არ იცი რა არის არალეგალი მიგრირებული და დევნილი..
- ფოტოებს ფილტრავს ორგანიზატორი (ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება (PHDS)).
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Jun 8 2010, 16:39
#17 

Amateur+ Amateur+
22,472


Magdu,
არის ! აქ სხვა კონკურსებზე არაფერს დავწერ smile.gif

hidden-ის მაგივრად საკონკურსო თუ დაიწერება ეს უკეთესი იქნება.. ზევით თიტქმის არავინ უყურებს გალერეის ადგილმდებარეობას და სახელწოდებას smile.gif შეფასებისას აუცილებლად მოგხვდება თვალში საკონკურსო რომაა smile.gif


ფოტოებს ფილტრავს ორგანიზატორი (ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება (PHDS)) <-- ლოლ DDDD.gif მალადეც ამათ DDDD.gif ამატაც კარგად გაუგიათ რა უნდათ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Gabedava
post Jun 8 2010, 20:33
#18 

Photographer Photographer
7,669


შეკითხვა ორგანიზატორებს :
ფოტოების მიღება წყდება 2010 წლის 25 ივნისს , გამოფენა როდის იქნება ამ ფოტოების?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Jun 10 2010, 12:27
#19 

Amateur+ Amateur+
22,472


PHDS,
ელექტრონული ფოსტა მოგწერეთ და იმედია ნახავთ !
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
MaStErOFmAsTeRs
post Jun 11 2010, 00:47
#20 

Amateur+ Amateur+
7,000


kesha,

და სადმე წერია რო ფოტოში მიგრაციის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი უნდა იყოს აუცილებლად? smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Jun 11 2010, 11:04
#21 

Amateur+ Amateur+
22,472


რომელიც არალეგალურ მიგრაციას და ტრეფიკინგს ეძღვნება.

- ნამუშევარში ჩადებული იდეა;
- ნამუშევრის შესაბამისობა დასმულ ამოცანასთან


ლაშა აბა რა შინაარსის ფოტოები უნდა დაიდოს საკონკურსო გალერეაში, როცა კონკურსი მოითხოვს არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგზე აქცენიტების გაკეთებას? smile.gif

მე არ დამიწერია არსად მსხვერპლი და უშუალოდ უკანონო მიგრანტი და ტრეფიკინგის მსხვერპლი იყოს გამოსახული ფოტოზეთქო. მაგრამ ფოტოზე გამოსახული ამბავი ასოციაციას უნდა იწვევდეს ან იყოს ერთგავრი სასლოგანო ბანერი.. smile.gif

დევნილფოტები და სხვა მრავალი არაა კონკურსთან კავშირში.. smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Gabedava
post Jun 12 2010, 22:15
#22 

Photographer Photographer
7,669


kesha,
საკონკურსო გალერეაში დაწერილი შენი კომენტარებით სხვანაირად ჩანს
smile.gif
ასე მაგალითად მახსოვს კონკურსი თბილისობის თემაზე , სადაც გოგონამ გადაუღო ფოტო ჩამოკიდებულ სამწვადე ხორცს , ხოდა ამ ფოტომ გაიმარჯვა
გაიმარჯვა იმიტომ , რომ ავტორმა ამ თბილისობის დღესასწაულზე ჭამა-სმის მეტი ვერაფერი დაინახა და სწორედ ფოტოზეც ეს გადმოსცა
ამით იმის თქმა მინდა , რომ ყველა ფოტოგრაფს განსხვავებული ხედვა და გემოვნება აქვს , არ შეიძლება მისი ჩარჩოებში მოქცევა... თუ ჟიური და ხალხი გაუგებს მას-ხო კარგი და თუ ვერ გაუგებს მე თუ მკითხავ არც ეგაა ტრაგედია

ბოდიშით ოფისთვის , წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Jun 14 2010, 00:45
#23 

Amateur+ Amateur+
22,472


nicksona,
ეგ სხვა რამეა smile.gif აქ ელემენტარული ტერმინოლოგიის ვერ გაგებაზეა საუბარი smile.gif

არალეგალი მიგრანტი ბავშვები არ არსებობენ!!
ტრეფიკინგის თემას კიდევ საერთოდ არ ასახავს ეს ბავშვების ფოტოები.. smile.gif

რაც არ უნდა დაეცადო დევნილებისა და ბავშვების პორტრეტებში ვერ დაინახავს არალეგალ მიგრანტსა და ტრეფიკინგის მსხვერპლს.. მწვადის ამბავი კიდევ სულ სხვაა, იმან გადაიღო ის რაც დაინახა.. და მაგაზე თვალს ვერ დახუჭავ, ეგ ეგრეც იყო : აქ კიდევ უბრალოდ სხვადასხვა მოვლენებია აბსოლუტურად და ელემენტარულ სიტყვის შინაარს ვერ გებულობენ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jun 14 2010, 15:26
#24 
Club Founder

Administration Administration
4,838


კონკურსის მონაწილეების საყურადღებოთ.

მონაწილეთა მრავალრიცხოვანი თხოვნებიდან გამომდინარე, კონკურსის პირობებში შედის შემდეგი ცვლილებები:

1. დღეიდან ყველა მონაწილეს შეუძლია ფორუმზე არსებული ლიმიტების გარდა თითო კატეგორიაში განათავსოს დამატებით 5-5 ფოტო.
აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია თქვენი ნამუშევრების გაგზავნით ორგანიზატორის ელ.ფოსტაზე : ina@phds.ge
ნამუშევრები გალერეაში განთავსდება ორგანიზატორის ნიკით, რომელსაც კონკურსის დასრულების შემდეგ მიეწერება ავტორების ვინაობა.

ნამუშევრები გალერეაში განთავსდება მიღებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.

2. საკონკურსო ნამუშევრების მიღება გაგრძელდა 2010 წლის 2 ივლისამდე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
PHDS
post Jun 14 2010, 15:53
#25 

NewBie NewBie
6


ვინაიდან და რადგანაც, ჩვენს მიერ ამოღებული ფოტო მასალა ისევ ბრუნდება მომხმარებლის მიერ ფოტო გალერეაში, კონკურსის ორგანიზატორებმა მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: ფოტო მასალა არ იქნება ამოღებული ან გაუქმებული, მიუხედავად იმისა უპასუხებს თუ არა კონკურსის კრიტერიუმებს.
თუ ნამუშევარი ად დააკმაყოფილებს კონკურსის კრიტერიუმებს, მიუხედავად იმისა იქნება თუ არა უმაღლესი ხარისხის ან პროფესიონალურ დონეზე დამუშავებული, მათ ჟიური არ შეაფასებს.
კონკურსის დამთავრების შემდეგ, ჩატარდება შეხვედრა სადაც დავპატიჟებთ ყველა ფოტოს ავტორს, მათ შეეძლებად მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში ამ თემაზე. ასევე მათ შეეძლებათ გამოხატონ თავიანთი აზრი თავიანთი ნამუშევრის შესახებ.
გისურვებთ წარმატებებს
ორგანიზატორთა გუნდი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ditrofane
post Jun 16 2010, 12:45
#26 

Amateur Amateur
3,035


საბოლოოდ როდემდე გადაიწია ვადამ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Jun 17 2010, 13:35
#27 

Amateur+ Amateur+
22,472


2010 წლის 2 ივლისამდე
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Jun 23 2010, 03:19
#28 

Amateur+ Amateur+
9,666


ცოტაც გადაწიონ და დიდი სიამოვნებით : ))))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Jun 29 2010, 01:06
#29 

Amateur+ Amateur+
9,666


ამ მსოპლიოჩემპიონატის გადამკიდე რამდენი ვერ გადაიღებს კონკურსისთვის ფოტოებს. არადა რა კარგი იდეა მქონდა... : ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Jul 1 2010, 13:15
#30 

Amateur+ Amateur+
9,666


საბოლოოდ 15 რიცხვისთვის თუ გადაიტანდნენ კარგი იქებოდა. smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 15th November 2024 - 13:24

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'