კეშა, ჰოდა მაგისთვის არსებობს ფოტოშოპი. კი არ გედავები
კარგი, ლაშა გავიგეთ, 90 პროცენტი ფოტოების ჩემიც დაუმუშავებელია, მაგრამ აქ ის დავდე, რაც დამუშავებული იყო და მკვეთრი სხვაობით ორიგინალსა და საბოლოო შედეგს შორის : ))
Nino Baidauri, ვიცი კაცო რომ არ მედავები ვსაუბრობთ Lasha Palavandishvili, მეც გადამიღია და მიდევს კიდეც ზოგიერთ გალერეაში კადრები, რომელზეც ხელიც არ მიხლია და ა ბატონო: D700, მაიამი, საუს ბიჩი, მოძრავი მანქანიდან და ექსპოზიციაც, ფერებიც ფოკუსიც ყველაფერი არი. რესაიზი მეტი არაფერი გამიკეთებია:
ასეთი კადრები მაქვს ათასობით, პეიზაჟებიც და არქიტექტურაც და ზღვაც. მაგრამ ისეთ ფოტოებს, რომელსაც ვამზადებ გასაყიდად, გამოსაფენად, გასაჩუქებლად და სხვა და სხვა, კომერციული მიზნებისათვის - უპასუხისმგებლობა იქნება ჩემი მხრიდან მათი გაუწმენდავად და ხელის შეუვლებლად, დაუმუშავებლად გაცემა. ეს არაპროფესიონალურია.
ძალიან ბევრჯერ როცა ფოტო მიმიყიდია უცხოური ჟურნალისათვის ან საიტებისათვის, ერთ-ერთი შეკითხვა იყო: დამუშავებულია თუ არა და რა პროგრამითაა. თავიდან ვუპასუხე, რომ მომიწია დამუშავება მცირე დეტალების შესწორებისათვისო და გამაწყვეტინა ტიპმა და მითხრა, დაუმუშავებელი თუ არაა მაშინ დაამუშავეო და მერე მომეციო.
მერე მივხვდი რატომ აკეთებს ამას. იმ ხალხს, ვინც ფოტოებს ყიდულობს ჟურნალებისათვის (უცხოელებზე მაქვს საუბარი) დაუმუშავებელი ფოტოები არ აინტერესებს, იმიტომ რომ მერე თავის დიზაინერს კიდევ დრო უნდა ახარჯვინოს, ავტორს ცალკე უნდა შეუთანხმდეს, იმიტომ რომ არ აკმაყოფილებთ ეს ორიგინალი ფაილები რა დღევანდელ ფოტოგრაფიის ჟურნალებს თუ გადახედავთ, იშვიათად იპოვნი დაუმუშავებელ ფოტოს, ან საერთოდ ვერ იპოვნი, არაა ეგ გაყიდვადი პროდუქტი.
მე არ ვსაუბრობ დოკუმენტურ ფოტოებზე, სხვა ყველაფერი მუშავდება.
თუ გინდა რომ გაყიდვადი იყოს პროდუქცია, დამკვეთის სტანდარტი უნდა დააკმაყოფილო, დამკვეთს მოსწონს კარგი, სუფთა, უხარვეზო ფოტო, რომელიც მოსწონს მასიურად ბევრ ადამიანს და არა მარტო ფოტოგრაფიაში ჩახედულ ადამიანებს. მათ უნდა მოსწონდეთ საბოლოო შედეგი და საერთოდ არ აინტერესებთ რამდენადაა ის დაშორებული ორიგინალს.
რა დავა უნდა რო ყველა ფოტოს დამუშავება უნდა (კორექტირება ფერების, განათების, კონტრასტ და ა.შ.) მაგრამ როდესაც ლეიერებზე მუშაობენ და მონტაჟზს აქვს ადგილი არ მიყვარს, პირადად ჩემთვის ფოტოს ღირებულება იკარგება. თუ ვინმეს ხატვა და შექმნა უყვარს ამისთვის ფუნჯი და ტილო არსებობს
tsumbusha, ფუნჯს ბრაში ჰქვია და ის ფოტოშოპშიცაა ასე რომ ხატვა სადაც გინდა იქ უნდა ხატო, და არც არავინ ამბობს რომ მაგას ფოტოგრაფია ჰქვია, ეგ არის კომპიუტერული გრაფიკა, რომელიც თანემდროვე ფოტოსაიტების ჟანრულ კატეგორიებში აუცილებლად გვხვდება
გასაგებია, მაგრამ მე ეხლა ერთ კარგ რამეს გეტყვი ან გასწავლი თუ აქამდე არ გქონია შეხება. არსებობს ბრეკეტინგის ფუქცია, რომელსაც ფირზე რათქმაუნდ აგამოიყენებ რიგ კამერებზე, უბრალოდ ძალიან ხარჯიანია. ციფრულზე კი "გულაი ვასია" ))) 3, 5 ან 7 კადრი სხვადასხვა ექსპოზიციით და ის დილემა რაც შენს წინაშე დგას მოხსნილია სულ მარტივად ))
Nikoloz Mameishvili, კი ეგ კარგი ფუნქციაა მაგრამ მისი ერთი აუცილებელი პორობაა, შტატივი, რომელიც ხშირ შემთხვევაში თან არ გაქვს ადამიანს და თან არც ბრეკეტინგი იძლევა ისეთ სასურველ შედეგს, რომ შემდგომი დამუშავება არ იყოს საჭირო. უბრალოდ საქმეს აადვილებს შედარებით. ნუ რა თქმა უნდა, როგორც მაღლა არაერთხელ აღინიშნა, თუ კარგი კამერით და ობიექტივით არ ხარ შეიარაღებული. თუმცა არაერთხელ მაქვს ნანახი, რომ გერმანელები მარკ2-ით და L ლინზებით გადაღებულ კადრებსაც ამუშავებენ. რომელთაც ჩემი შეხედულებით საერთოდ არ სჭირდებოდათ დამუშავება.
რათქმუნდა დამუშავება ჭირდება, 5 კადრი სხვაგვარად როგორ უნდა დაიყვანო ერთ ფოტოდ )) შტატივიც არ არის აუცილებელი თუ საკმარის სიჩქარეზე იღებ. აქ საუბარია იმაზე, რომ პეიზაჟის გადაღების შემთხვევაში დგება გადანათებული ცის პრობლემა, რომელსაც აგვარებს ბრეკეტინგი.
ნუ ტექნიკა და პროგრამული უზრუნველყოფა უკვე იმ დონეზე დგას, რომ ბრეკეტინგის ფუნქციის გამოყენება თითქმის უაზრო ხდება. ვინაიდან ფოტოები დამუშავებას მაინც საჭიროებენ, მაშინ მე თავდ მირჩევნია ერთი კადრი გადავიღო ნორმალური ექსპოზიციით. შემდეგ ფოტოშოპში მისგან 3 კადრი შევქმნა, ნათელი, ნორმალური და მუქი, შევიტანო ფოტოშოპის დამატებით პლაგინში სახელად Photomatix Pro 3 და ისე დავამუშაო რომ არც ცა მექნება გადანათებული და გადამწვარი და არც მიწა
ნუ ამ კადრს შემდეგ ფერებიც ავუწიე და ცა თითქმის გავაშავთეთრე. მაგრამ ჩანს ალბათ მაგალითის დონეზე რასაც ვგულისხმობ.
ისე თუ ვინმეს გსურთ ეს პლაგინი და ინტერნეტში ვერ მოიძიეთ, დამიპიემეთ თქვენი მეილის მისამართი და გამოგიგზავნით.
აბსოლიტურად ვერ დაგეთნხმები. რაც ეხლა აღწერე იგივეა რაც ალუბლის ნატურალური კომპოტის და ალუბლის "იუპის" (თუ გახსოვთ) შედარება. ერთი კადრისგან მიღებული შედეგი ვერც კი შეედრება 3, 5 და მეტი კადრისგან მიღებულ შედეგს. ეს ფოტო რაც მაგალიტად არის მოყვანილი ჩემის მოკრძალებული აზრით გაფუჭებულია ზედმეტი დამუშავებისგან. ჩვენს გვაქვს საუბარი ბრეკეტინგზე და არა ჰდრ-ზე.